მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ჩვენ მეტოქე ბელორუსთა ნაკრების თავკაცმა ბერნდ შტანგემ კომენტრაი გააკეთა
ბრაზილიაში 2014 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისწყრის შემდეგ, I ჯგუფში, საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვედრილი ბელორუსის ეროვნული გუნდის თავკაცმა ბერნდ შტანგემ კომენტარი გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ლიდერობისთვის თვით ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები იბრძოლებენ, ბელორუსთა დამრიგებელი იმედიანადაა განწყობილი და სწამს, რომ მისი გუნდი მეტოქეებს სიურპრიზებს შესთავაზებს.

- როგორ ფიქრობთ, I ჯგუფი შესარჩევ ციკლში ყველაზე ძლიერია?

- დიახ, ჩემი აზრით ასეა. მასში ხომ ერთაბაშად ორი აღიარებული ავტორიტეტია. გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებიც გრანდები არიან, მაგრამ თავ-თავიანთ ჯგუფებში ისინი მარტონი არიან. თანაც, ჩვენთან მხოლოდ ხუთი გუნდია და მეექვსე კალათიდან ანდორასა და სან-მარინოს მსგავსი აუტსაიდერი არ გვყავს.

მიუხედავად ყველაფრისა, შიში არავის გვმართებს. ჩვეულ რიტმში უნდა გავაგრძელოთ ბელორუსული ფეხბურთის განვითარება, რომელიც დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში. ჩვვნმა გუნდმა ევროპის საფეხბურთო რუქაზე თავისი ადგილი დაიკავა და მის შეუფასებლობას არავის ვურჩევ.

- ასეთი ძლიერი ჯგუფიდან გასვლის შანსს როგორ შეაფასებთ?

- ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე ძლიერია, სულ ერთია - გერმანია იქნება, იტალია, საფრანგეთი თუ ესპანეთი. შორს ყურება საჭირო არაა, ჯერ ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიც არ მორჩენილა, სადაც ბელორუსის ნაკრებს წარმატების შანსი აქვს. თუმცა, ნათელია - ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან გამკლავება ურთულესი იქნება.

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის