ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

შოტლანდიური მედია საქართველოსა და შოტლანდიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (2:2) გამოეხმაურა.

The Scotsman-ი აღნიშნავს, რომ მათ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან გამოადგებოდა.

"ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკის გუნდს მომავალი ზაფხულისთვის ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (შოტლანდიური ქალაქი), ან რომელიმე ჩვენი სხვა რეგიონიდან.

რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარაცხელიამ 22 წლის ასაკში საკუთარ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა, "ნაპოლის" გარემარბმა შოტლანდიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტალანტია.

ალბათ, შოტლანდია არაფერს დაიშურებდა, რომ მომავალ ზაფხულს მისი თვითმფრინავით გერმანიაში წაყვანა შეეძლოს, სწორედ კვარაცხელიაა ის, ვინც სტივ კლარკის გუნდს ასე ძალიან აკლია. სამწუხაროდ, ეს ბოლო თამაშმაც დაადასტურა. ხვიჩა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე ჰარვი ბარნსი, არც ეს უკანასკნელია ცუდი მოთამაშე, თუმცა "ქართველი მაესტროსგან" განსხვავებით, მას ფეთქებადი ძალა აკლია. ზოგადად, ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან.

შოტლანდიასთან მატჩში კვარაცხელია დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული იყო, მან ჩვენთვის პრობლემების შექმნა პირველივე წუთებიდან დაიწყო, თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ დიდი მსხვერპლი გაიღო, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გოლად გარდაქმნა შეუძლია და ევრო 2024-ზე საკუთარი ქვეყნისთვის ადგილი დაჯავშნა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

• bidzia

იცით რას ნიშნავს ეგ, საქართველოს რაში ჭირდებაო რა უნდა საერთოდ საქართველოშიო არ ჯობია ისევ ჩვენ დაგვამშვენოსო, არ აღიარებენ საქართველოს და ჩვენ რომ ასეთი ვარსკვლავი გვყავდეს მაგასაც არ თვლიან საჭიროდ. ხვიჩა რომ სხვა "დიდი ქვეყნიდან" იყოს მაგის დაწერას კი ვერ გაბედავდნენ, ოცნებასაც კი. იმიტომ რომ იმ სხვა ერებს აღიარებენ, ისინი დონეები და საფეხბურთო ერებია მაგათ თვალში. საქართველოს უყურებენ როგორც აი ალბანეთი, ბოსნია, პარაზიტი უაზრო ერები ძალიან რომ ცდილობენ რაღაცას, 100 წელიწადში ერთხელ დიდი ფეხბურთელი რომ გამოერევათ და რომ შესციცინებენ კანკალით...

• rasa

მეგრელის არა და გურულის და შოტლანდიელის მიქსი იყო ნიკო მარი და მისი შთამომავლობა :)

• ჰაჰ

ჰარვი ბარნსი-ს ფეთქებადი ხასიათი რამ მისცა, მეგრელი ხო არაა. :)))

• მანფრედ კალცი

ჟორიკ, რომელი სოფლის ბირჟაზე მოისმინე ეგ ამბავი? ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

• კახა

არ გეწყინოს მაგრამ რაც უფრო ადრე მიმართავ ფსიქოლოგს მით უკეთესი))

• კოლა

იქნებ, ბარკალი?

• თბილისის “დინამოს” და საქართველოს გულშემატკივარი 1960 წლიდან

პიროვნულად ვერავის გამოვყობ, მაგრამ დათუნაშვილი-ბარქაია-მეტრეველი-მესხი იყო საუკეთესო საქართველოს (და არა მარტი საქართველოს) თავდამსხმელთა ოთხეული. კვარაცხელია-მიქაუტაძის-ჩაკვეტაძე ტრიოს აქვს ყველა შანსი, რომ მსოფლიოში საუკეთესოები გახდნენ.

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

რომელ "ლოხს" არ მოეწონა ჩემი კომენტარი, ამ ჩვენს ფეხებს კიდო) (ქეცბას სტილში)

• suxumchanin

ცნობისათვის გვარი ბარკალაია -ს მატარებლები არიან შოტლანდიელები რომლებიც საქართველოში დასახლდნენ 19 საუკუნეში და შემდეგ ასიმილირდნენ. მათი ნამდვილი გვარია ბარკლი.

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

კი ჯიმა რა პრობლემაა, სქოთლანდშიც ვიპოვით ერთ-ორ მეგრელ კაი კაცს,ან სულაც დავაარსოთ მეგრული დასახლება გლაზგოსთან ახლოს და დაიბადება მეგრელი-სქოთები, რა იქნება კოლხის და სქოთის ნაჯვარი??))))

• ნამრები

თვითონ შოტლანდია არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, 2014 წელს რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობის 55%-ზე მეტმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. მაგათი აღქმები ვის რაში აინტერესებს.

• გიორგი

გია-ს ვერ დაგეთანხმები. მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. პაიჭაძეს, მესხის და ყიფიანის ტოლი სიდიდის ვარკვლავი რომ გახდეს აქვს ამისი შანსი ნამდვილად. ჭიაურელის დოკ ფილმი ვნახე ყიფიანზე და ყველაზე მეტად პაიჭაძის ერთი ფინტი დამამახსოვრდა მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, ისეთი რამე ჩაუტარა. ერთი მოსკოველი ჟურნალისტის კარგი წიგნი წავიკიტხე და მტელი ტავი ეთმობოდა პაიჭაძეს. მოკლედ რომ ვთქვა 'მოხეტიალე ფორვარდის' ამპლუა დანერგა საბჭოთა ფეხბურთშიო. მესხი 6 ჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო მარცხენა თავმდასმელად. ცნობილია, რბილად რომ ვთქვა, რუსები დიდად არ სწყალობდნენ, მაგრამ მე არ ვიცი სხვა საბჭოთა ფეხბურთელი მსგავსი სტატისტიკით. ყიფიანზე კი წერა ზედმეტია, მე პირადად მახსოვს მისი თამაში. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფეხბურთის ისტორია.

• Levani

ხვიჩა ნებისმიერ ნაკრებს დახატავდა-იგივე ესპანეთს,ბრაზილიას,არგენტინას. ოსტატობას გლაზგოს სუპერმარკეტებში ვერ იყოდით და ვერც ამაზონიდან გამოიწერთ. ასე რომ ცოტაც მოიცადეთ,ჩაკვეც მოიმატებს,არაბიძეც დაიკლებს ერთ 5კილოს,იქ კიტე,წიტაიშვილი..მერე მიემატება მაგათ აბუაშვილი,პარკაძე კიდე მოდიან სხვა ბიჭები და ჰანდიკაპებით მოგიგებთ წყალბურთშიც და მოტობურთშიც

• ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

პატივცემულო ჟორა, ეგებ ერთი ან ორი პირდაპირი წყარო და კონკრეტული ავტორიც დაგვისახელოთ. გმადლობთ.

• გია

გეთანხმები და ხვიჩასნაირი ფეხბურთელი არც გვყოლია. ეს მერე და მერე უფრო გამოჩნდება.

• რატი

მსოფლიო პატივმოყვარე და გულზვიადი არამზადებისგან შედგება, რომელთაც მხოლოდ ძალის ენა ესმით (ყველა დონეზე და ყველა სფეროში).

• ჯაბა

ისე ჩვენც, რომ ვთქვათ, მაკ ტომინეი რას დაგვხატავდა სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს იმ პოზიციაზე...

• Modric

ვითომ არაფერი, არადა როგორი დამამცირებელი კომენტარია. ეს არის გამოძახილი იმის, რომ თვითმყოფად, დამოუკიდებელ ქვეყნად ჯერ კიდევ ვერ აღგვიქვამს მსოფლიო. ამიტომ გვჭირდება ევროკავშირში შესვლა, რომ დანარჩენი სამყაროს ცნობიერებაში გაჯდეს ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანაა და არა რაღაც ტერიტორიული რეგიონი.

• ჯონდო

პრობლემაა ერთი "ცნობა" გამოაცხონ?

• ლაშას.

100%-ით მართალი ხარ!

• გ.

დიახ,ჩვენი ქართველები არიან ხვიჩაც,მამარდაც,ჩაკვეც,მიქაუტაძეც და ბევრი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელი(ყველას ვერ ჩამოვთვლი,მაპატიეთ) და დარწმუნებული ვარ მართლა არ ყავს შოტლანდიას ამათი კალიბრის ფეხბურთელები.50 წლის ვარ და ჩემი სუბიექტური აზრით,ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში საუკეთესო თაობა ახლაა.ბევრი არ დამეთანხმება ვიცი,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია ჩემი არგუმენტებით....ერთი კი ნამდვილად ვიცი ბევრი საფეხბურთო ქვეყანა ინატრებდა ამ ბიჭებს

• ლაშა

ქართველ, ბებია-ბაბუებს შემოევლონ, მსოფლიოს ყველა კუთხის, ბებიებიც და ბაბუებიც! ბებია-ბაბუის გაზრდილები ვართ, ოთხივე შვილიშვილები და ამით ძალიან ვამაყობ!

• სოსო

ვინც ბატონ ჟორას დისლაიქი დაუწერა,თვითონ მოძებნოს ინფორმაცია,ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის გენეტიკური კოდის სადაურობის შესახებ.შოტლანდიელების უმეტესობის ძარღვებში,იბერიელების დნმ-იანი სისხლი ჩქეფს.ნურც ბატონი ჟორას განათლებას დააყენებს ვინმე,კითხვის ნიშნის ქვეშ.ვიცი,ვინც არის და დამიჯერეთ,აქ შემომსვლელთა სულ მცირე 99%-ს,ჯიბეში ჩაგვისვამს,თავისი ცოდნით.

• გოჩა

ხვიჩას თავი დაანებეთ ჩვენი მარგალიტია!მე მიშოვნეთ დიდი ბრიტანეთიდან ბებია-ბაბუა თუ ასე გულით გინდათ...

• ჟორა გაბრიჭიძე

შოტლანდიელებო, წაიკითხეთ ძველი მსოფლიოს ისტორიის ინგლისელი ისტორიკოსების წიგნები და ნახავთ, რომ იბერთა შთამომავლები ხართ, ანუ თუ ხვიჩას არ ყავს შოტლანდიელი ბებია-ბაბუა, სამაგიეროდ თქვენ გყავთ იბერი ბებია-ბაბუა. ასე, რომ ამ კუთხით შეგიძლიათ ჩალიჩი.

• ლაშა

ქართველი ჰყავს სწორედ ბაბუა-ბებია, სამარგალოდან, კერძოდ წალენჯიხიდან…

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

კონფერენს ლიგა: მექვაბიშვილმა სომხურ "ნოასთან" საგოლე გადაცემა გააკეთა

კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა

რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? - Le Parisien-ი განმარტავს

"კვარა" - ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება

"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად

[VIDEO] 2:7. "კვარას" გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ "ბაიერის" განადგურება

როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?