ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს. ხვიჩა "ერთა ლიგიდან" მიღებულ ნახევარფინალს გამოტოვებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა. გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად, "ერთა ლიგა" დასრულდა, პლეი-ოფი კი, სადაც თამაშის საშუალება გვაქვს, ევროპის ჩემპიონატისაა და არა "ერთა ლიგის", შესაბამისად, შიში იმისა, რომ დისკვალიფიკაცია აქაც იმოქმედებს, გულშემატკივრებში გაიზარდა.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ლუქსემბურგის ნაკრებს (აზერბაიჯანთან შეხვედრის შანსებიც არსებობს) 2024 წლის მარტში, თბილისში დავუპირისპირდებით.

• ს.მ

კომენტარი* ხვიჩა დიდ ფეხბურთელს თავმდაბლობა უხდება, ხომ გაეხარდა მესიმ ხელი რომ ჩამოართვა, ხო და მიბაძე მას. ფეხბურთელები უნდა გააფრთხილოს ტრენერმა!, ის კი ფედერაციამ! ლიხტენშტეინი და ყაზახეთის ნაკრები ჩვენზე არანაკლები გუნდების, ნახეთ რამდენი ქულები დააგროვეს.

• დათუ

ნაცმაცუნებითაა სავსე ეგ თქვენი ფედერაცია! პრეს სამსახურში გიორგაძე, მარკეტინგში ბურდული, ადმინისტრატორი კაციტაძე სულ ნაცების ტიპები არიან! რეზი არველაძესთან რო იყვნენ არჩევნების დღეს და შედეგები გამოცხადებისთანავე რომ კობიაშვილს მიეტუზენ!

• ჯელა

ხვიჩა კარგი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა,მაგრამ უიმისოდ ლიხტენშტეინთან,ლუქსემბურგთან,ანდორასთან და თუნდაც ყაზახეთთან თამაში თუ გვეშინია,იქნებ სულაც ჯობდეს არ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე.წინასწარ არ ღირს ყურების ჩამოყრა.მაგაზე მარტში ვილაპარაკოთ რა და როგორ მოხდება

• დო მაჟორი

ალბათ მსაჯებთან მეტი სიფრთხილე მართებს ხვიჩას! მსაჯებთან კამათში საბოლოოდ მაინც მსაჯებს აქვთ პრიორიტეტი! მაშინაც კი, როდესაც ტყუიან! რაც შეეხება მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან ურთიერთობას, აქ ისინი ხშირად ვირეშმაკურად მიზანმიმართულად ძალადობენ, რათა მეტოქე დააჩმორონ ფსიქოლოგიურად. ეს საქციელი ეტყობოდა ესპანეთის ზოგიერთ ფეხბურთელს და ამ მატჩში ხვიჩას ნათქვამი “shut up” მგონი არ იყო ზედმეტი. ზოგჯერ ასეა საჭირო! ახლა რაც შეეხება პლეიოფს, მე ვფიქრობ საჭიროა ერთი ამხანაგური თამაშის დაორგანიზება კარგ სპარინ-პარტნიორთან, სადაც თამაშის შესაძლებლობა მიეცემა არაბიძესაც და გველესიანსაც!!! ვნახოთ როგორ ითამაშებენ. ეს განსაკუთრებით საჭიროა თუ ხვიჩას მოუწია თამაშის გამოტოვება, რადგან ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია გარკვეული გადაწყობა! იმედია, ვისაც ეხება, არ წაუყრუებს, ამჯერად მაინც! წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

• gia

ეს რა ჭირი გვჭირს ტოო?...ფედერაციამ რაიოო...

• რომანი

ექვსი თვის უკან ვამბობდი რომ კვარამ თავი უნდა დაანებოს მოედანზე ხელების შლას,ფურთხებას და მსაჯთან კამათსო და აჰა აგიხდეს ყველაფერი ისე ვიღაცამ უნდა სტადიონზე ქცევის წესები ასწავლონ ამათ ისე ვერ გახდები დიდი ფეხბურთელი

• გიორგი

შედი ტოტალიზატორების საიტებზე და ნახე პოზიცია ხვიჩას ყვითლები ახსნაც არ უნდა დაგჭირდეს წესით.

• Bs

ნამეტანი კოტრიალობს და ეჩიჩინება მსაჯს, ძალად გამოტყუა ბარათი. ვინმემ იქნებ უთხრას რომ არ შეშვენის

• დათო

ხო მაგრამ ეს მსაჯებიც მაგრა მიქარავენ ხშირად და ძნელია ემოციების შეკავება

• Dima

ან იმ ესპანეთმა, რას მოიკლა თავი?! ხომ დარჩნენ გავის გარეშე ჩემპიონატზე?! ან ხვიჩას რა ძალა ადგა?!რა, ენა ამოეძრო ფედერაციას?)))

• bejo

კემპეს მაიტა სხვა სპორტს უყურე ემოციური კვარა მირჩევნია უემოციო ნებისმიერ ფეხბურთელს

• ვანჩოპე

მართალი ხარ ძმაო. აბა ლუქსემბურგს ჰკითხე და გიპასუხებენ რომ საქართველო რა გუნდია ბურთს დავახევთ თავზეო.

• Martali

სირცხვილი ისაა რომ ლუქსემბურგთან თამაშშიც კი აუტსაიდერები ვიქნებით. ამაზე დაბალი შედეგი და ამაზე საზიზღარი ფეხბურთი არასდროს გვქონია.

• მიშა

ფედერაციაში რომ დილეტანტიზმი და ნეპოტიზმია გამეფებული, რად უნდა მაგას ლაპარაკი? მოქმედება უნდა. ჩვენ კი, ინტერნეტ-ფორუმებზე ვიოხებთ გულს და ამასობაში, ქართულ ფეხბურთს დედა აღარ ჰყავს.

• გიორგი

წინა წელი შესანიშნავად ჩაატარა. წელს იმძლავრა გაყეყეჩებამ და საშინელი სანახავი ხდება როცა იწყებს ჭიჭყინს, ზოგჯერ ზედმეტად კოტრიალს და სიაფანდობას. ქართველ ფეხბურთელს არ უხდება და საერთოდ-არავის უხდება. კემპესი, მესი… მაგალითი გადმოიღოს. დარბაისელი უნდა იყო და არა სიაფანდი ჭიჭყინა

• იბერია

ნეტა ის მაინც თუ იცოდით ჯგუფის ბოლო თამაში რო იყო თუ კიდე აპირებდით გასვლას ოსლოში ან სადმე იბიცაზე რონ იმ მატში არ ყოფილიყო ხვიჩა:)))). მომკალი და ისეთი საგიჟეთია ქართულ ფეხბურთში რომ არც ეს გამიკვირდება.:))) საოცარი ხალხია ქართულ ფეხბურთში. საოცრება ხდება:))) ვაი ვაი :)) ისე არ გეშველოთ თქვენ იტალიის რეგიონალურ ტელევიზიებს და ბაბუაჩემის ბაბუა დიანოზას:))))

• Martali

ამოიღეთ თავი ჩირგვებიდან ვინც წერთ ლუქსემბურგი ვინ არისო ბოსნიას ორჯერ მოუგო ისლანდიას ერთი მოუგო ერთი ფრე მესამეზე გავიდა ჯფუფში და ჩვენზე ბევრად თავმოყვარე ფეხბურთს თამაშობს და 2-1 ზე და 3-1 ზე როცა აგებს მთელი გუნდით დაცვაში არ დგას. დღეს ყაზახეთი შეიძლება გავიდეს და ბოლო ტურამდე იბრძვის და არა ჩვენსავით პირველი სამი ტურის მერე აზრი რომ არ გვაქვს და აუტსაიდერები ვართ გაუსწორეთ სიმართლეს თვალი და კვარას გარეშე უშანსო და ამ დროს ასეთი იდიოტიზმი არის უბრალოდ ამდენი ხალხის სულში ჩაფურთხება და ბოდიშსაც არავინ არ იხდის დაცინვისთვის ეგეც ეზარებათ იმიტომ რომ იციან ასე ვიყიყინებთ და ისევ გააგრძელებენ. ასეთი გამწარებული არასდროს მიწერია აქ

• გიორგი

წელს რა ხდება და თავში ავარდნა, ყეყეჩობა. პროვინციალიზმი, რაც ყველაზე საწყენია. მესის შეხედოს, ყველაზე მეტად ვისაც ხვდება კოჭებში და ხმას არ იღებს.

• რუსთავი

აქ იმაზე არაა საუბარი ლუქსემბურგს თუ ვერ მოვუგეთ და ა.შ ეგ მართალია რასაც ამბობ ლუქსემბურგს უნდა ვუგებდეთ ნებისმიერ კონდიციაში, მაგრამ საქმე ფედერაციის მუშობაშია რომ კიდიათ ფეხბურთიც და გულშემატკივარიც, ზიან პარლამენტში ივსებენ ჯიბეებს!

• მიშა

უბრალოდ, სასაცილოა ამდენი ხალხის პესიმიზმი კომენტარებში. ბიჭო, თუ ხვიჩას გარეშე ლუქსემბურგის დონის გუნდისთვის ვერ მოგიგია, რა ჯანდაბა გინდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მამალი ევროგდანდები იქნებიან? და ყველაზე მთავარი. ხომ ვიცი, ღმერთმა არ ქნას და ნახევარფინალში რომ გამოვვარდეთ, უმეტესობა ხვიჩას დააბრალებს ამას. ჩვენ ხომ ეგრე გვეხერხება ქართველებს საუკუნეებია - ერთ კაცს ავკიდებთ ხოლმე ჩვენს სათრევ ტვირთს და მერე მას ვლანძღავთ, თუ ტვირთის სიმძიმეს ვერ გაუძლო.

• Დავით კორკოტაშვილი

მაგრად არ გიხდება ხვიჩა ამდენი ჭიჭყინი და მსაჯებთან არაფრის მომცემი კამათი. შენი მხურვალე გულშემატკივარი ვარ,მესმის რომ კოჭებშიც ბევრი გხვდება, ნერვებიც გეშლება ამდენი უხეშობით, თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან უაზრო ყვითლებს რომ იღებ, რით ახსნი ამას? შარშანაც სერია,, ა"ში 1 ყვითელი გქონდა და ამითაც იყავი გამორჩეული და წელს რახდება???

• მირო

ხვიჩას ვენაცვალე,მაგრამ მაგრად გამიკვირდა,თუ როგორ აქტიურობდა და აგრესიულობდა მსაჯებტან და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებთან ორივე თმაშში,შოტლანდიასთანაც და ესპანეთთანც.რატომ?ახსნა ვერ მოუძებნე.მორიდებული კვარას ნატამალიც არ იყო.დიდი ფეხბურთელობა თუ უნდა მაგალითი დიდი ფეხბურთელებისგან უნდა აიღოს.მესი,ზიდანი,რონალდო არ მახსოვს რომ უხესობას აგრესიით პასუხობდნენ ან მსაჯებს ეუხეშებოდნენ.ცოტა უნდა დამშვიდდეს.

• meramdened?!

:DDDDD

• თეოფა

სიმწრისგან ცრემლები მომდის, პასუხი მოვთხოვოთ ხალხნო , ესენი რო ყველაფერზე წამსვლელები არიან ფაქტია , მაგრამ ეს არაა მხოლოდ ფეხბურთი ეს მთელ ქვეყანას ეხება , ეს არის დივერსია !!!! მოღალატეებს პასუხი ვაგებინოთ , ვთქვათ ერთი დღე და მივიდეთ , ხმა ამოვიღოთ , ხმაა!!!

• ზაზა

იქნებ ახლა მაინც გამოიძახოთ არაბიძე და სხვები, ვინც შანსის მიცემას იმსახურებს.

• თეოფა

წარმოიდგინეთ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს ისევ ვაგებთ , ხალხნო პასუხი ვინმემ ხო უნდა აგოს ?ბევრია ეხლა ჩემსავით გაბრაზებული დარწმუნებული ვარ და ისევ ჩვენ ხალხმა უნდა ვიმოქმედოთ არ ვიცი, ესეთი ნ.....ა როგორ შეიძლება !!!!

• თეოფა

და რატო ხდება იციცთ ესე , ყველას ყველაფერი გასდის , ქვეყანა კი არაა ჩვეულებრივი ბარდაგია , გულის ამრევია , წინა ფინალზე არ ათამაშეს ,ეხლაც არ ათამაშეს , თქვენ ბიჭო ........???

• თეოფა

მიზანმიტათულად აკეთებენ თუ რა ხდება ხალხო,ან არ იცოდნენ ? რაღას ათამაშეს საერთოდ , მერე გვიკვირს რატო ვცხოვრობთ ესეთ ქვეყანაშიო, დივერსიაა ეს აბა რაა არისსს???

• დათო

კიდევ კარგი არაა ძმაო,საინტერესოა ხვიჩამ რატო ჭამა ასე.

• Martali

2-1 და 3-1 ზე გუნდი რომ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგება … პირველი სამი ტურის მერე რომ 5 გუნდიანი ჯგუფიდან 2 რომ გადის გასვლის შანსს დაკარგავს გუნდი… ასეთი უპასუხისმგებლო ფედერაციას მწვთნელს ამდენი წელი შედეგი რომ 0 აქვს და რომ კიდიათ ქვეყანაც და ხალხიც და ბოდიშსაც არავინ იხდის..ასეთ გუნდს რა უნდა ფინალურ ეტაპზე? ფეხბურთი საერთოდ აღარ გიყვართ? ისე იყიდონ ბილეთები გუნდმა და წავიდნენ დაესწრონ ტრიბუნებზე არ ჯობია??

• ლაშა

თუ ფედერაციამ გააფრთხილა წინასწარ ფეხბურთელი, მაშინ ხვიჩაც პასუხისმგებელია და ფედერაციაც (შეეძლოთ საერთოდ არ ეთამაშებინათ). თუ ფედერაციას გამოეპარა ეს ამბავი და არ გააფრთხილა წინასწარ ფეხბურთელი, ხომ შეიძლება საჩვენებლად მაინც ერთი კაცი ადგეს და დატოვოს თანამდებობა, ფორმალურად მაინც აიღოს პასუხისმგებლობა. მაგრამ იმ ერთ კაცსაც არ გაანთავისუფლებენ იმიტომ, რომ სულ საძმო საძმაკაცო მუშაობს და აბა ძმაკაცები ერთმანეთს ხოარ გაწირავენ. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი რომ გამოგეპარება წარმომიდგენია რა დომხალია, დავიჯერო ესენი წინასწარ ან მეტოქეს სწავლობენ ან ტაქტიკას არჩევენ, ჩათვალე ღვთის ანაბარაა ნაკრები. შემთხვევით გაუვარდებათ და მოიგებს ნაკრები, ლოჟიდან იყურება მთელი ფედერაცია გაფხორილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად. თუ წააგებენ ჩარგავენ თავს სირაქლემასავით, ვითომ ამათ საერთოდ არ ეხებათ. მაგრამ მთავარი დამნაშავეები მაინც ჩვენ ვართ, ხალხი ,ამ მარაზმს ამდენი ხანი რომ ვითმენთ!

• მამუკა

უმრავლესობას ლუქსემბურგი ისევ ძველი ნაკრები ჰგონია 10-15 წლის წინ რომ იყო, არ ვიცი კვარას გარეშე რას ვიზავთ, მაგრამ კვარაც რომ გვყვავდეს შანსები 50/50-ზეა

• skaro

იძახოდა ყაზაიშვილის ცოლის ძმა შევათხელებ მაგ ფედერაციასო და არ ქენით და გყავდეთ ეხლა ეგენი

• Alex

თუ საქართველოს არაფერში ადგება, მაშინ მისი ყვითელი ბარათები ან მისი თამაში რაში გაინტერესებს, რომ დაწერ რაღაცას ლოგიკასთან ახლოს ხომ უნდა იყოს.

• Martali

სიხარულისგან ერთი კოცნის გამო გააგდეა ესპანეთის ფედერაციის შეფი და კობიმ ამდენი ხალხზე მერამდენედ იძალადა და ავიტანოთ ვის არ შეშლია

• ვენაცვალე ხვიჩას!

საქართველოს, ხვიჩას მზგავსი ფეხბურთელი, ბოლო ნახევარი საუკუნეა არ ჰყოლია და საერთოდ, უფრო ადრე, ჩამოთვლას არ დავიწყებ და ძალიან ბევრიც გვყავდა.

• ზოლა

შენ ინტრიგანი ხარ ვიღაცა ხარ, ბოლო ორ თამაშში ყველა გოლი ხვიჩამ გაიტანა, სხვა თამაშებს აღარ გახსენებ... ეგ როგორ უნდა დაწერო თუ რაღაცის ინტერესი არ გაქვს?

• Martali

ვინწ წერთ რა მოხდა ვის არ მოსვლია შეცდომაო ორი წლის გამძვინვარებული კორონას დროს ფედერაცია და კვარა როცა უნდა გაფრთხილებოდა თავს და ასეთ მნიშვნელოვამ თამაშამდე 2 კვირა გარეთ არ გასულიყო სულ … არ გაუფრთხილდა და ჩაგვი… ოცნებებდი შარშან როცა ისტორიაში ერთადერთი შანსი მოგვეცა (ევროპიდან მხოლოდ 5 გუნდი გადის და 24 ში ვერ ვხვდებით და 5 ში ვეღარასოდეს) და არ უნდა გაფრთხილებოდი თავს და არც ფედერაცია მაშინ დაგვიკიდე და ისევ ოცნებებში ჩაგვი…გუშინ კი როცა უნდა გაფრთხილებოდი და ფედერაციას განაცხადშიც არ უნდა შეეყვანე ისევ ოცნებებში..და რავიცი როგორც ნეაპოლელს მაგრა მიყვარხარ

თქვენ ხართ დარჩენილები მარადიულ გოიმებად და ავადმყოფებად არაფრის ღირსები არა ხართ წადით რა სხვა თემა მონახეთ

• Ziko

ამდენი იდიოტები სად მოიყარეთ

• სიმართლე

აბანეთი გავიდა ჯგუფიდან თანაც როგორ 1 ლი ადგილით, ყაზახეთი ბოლო ტურამდე ინარჩუნებს გასვლის შანს, ლუქსემბურგმაც კი 5 თამაში მოიგო და მესამე ადგილი ჯგუფში, აი ნამდვილი პროგრესი ვინ განიცადა , ჩვენ ვერც ლუქსებურგს და ყაზახეთს ვაჯობებთ ამ ვითომდა მწვრთნელის ხელში ,საბერძნეთზე ხო ზედმეტია საუბარი , რეალობას გაუსწორეთ თვალი!!! ფედერაციაში არაპროფესიონალების და არაკომპეტენტურების დოღია სინამდვილეში ....

ნაკრებში ვინმე დონდლო ზამთარაძე რა ფუნქციითა? პასუხი-სოლიდური ხელფასი.ფეხბურთელების სია-იაშვილი,დვალიშვილის ფუნქცია-ძმაკაცობა კარგი ჰონორარით აი ფედერაციის სახე.რაც შეეხება ხვიჩას ყველამ მადლობა გადაუხადოთ ამდენი სიხარულისთვის მას პირადად,ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს არ ყოლია,ვიმედოვნოთ მომავალში ვინმე იქნება..

• ხვიჩას ბრალია

ხალხო, ფედერაციის ბრალიც რომ არის გასაგებია. უნდა დაეთვალათ, კანონი სცოდნოდათ, გაეფრთხილებინათ. მაგრამ ჩასაფრებული პოლიტიკოსივით მარტო ფედერაციისკენ ვიშვიროთ ხელი და რეალობას არ შევხედოთ თვალებში, არ მგონია სწორი. ხვიჩაზე აქცენტს რატომ არ აკეთებთ. ნორმალურმა ფეხბურთელმა, თავდამსხმელმა 3:1 წაგებულ თამაშში ყვითელი რატომ უნდა მიიღო, თან როცა ეს თამაშია არაფერს წყვეტს. ან ზოგადად კამათის გამო ყვითელი როგორ უნდა მიიღო?. ფაქტი არის ის რომ, ხვიჩამ მოუხშირს წელს მსკაჯებთან კამათს და უახროდ ხელების შლას. მგონი კომპლექსი აწუხებს რომ გავრცელდა აზრი მშვიდი და წყნაროაო რა ეხლა იბრძვის ეს მითი დაამსხვრიოს რა სასაცილო ბავშვივით რომ იქცევა და მისი საქციელი დაღვინებული კაცის საქციელს არ ჰყავე ვერ ხვდება.

• Martali

წესები თუ იცოდნენო და რას აკეთებს ფედერაცია მაგ წესების ცოდნის გარდა? თუ ორ ყვითელზე იჯდა საერთოდ რა უნდოდა მოედანზე? მაინც 10 კაცი დაცვაში ვიდექით გამოეყვანა სანიოლის 10 მცველი ან ნებისმიერი კვარას გარდა

• Martali

წლებია ვწერ რომ არაკომპეტენტური ფედერაციაა გასაყრელი და ათეულობით მილიონებს ტეხავენ ბავშვთა ფეხბურთიდან და ერთი ნორმალური იურისტი არ აიყვანეს ეს რომ ეთქვა უკვე ტირილისგან მეცინება და ნახევარფინალი უფრო რთული გველოდება ვიდრე თუ გავედით ფინალი ყველაზე ძლიერი ლუქსემბურგია ამ ოთხეულში დღეს და დაგვცინით??? რამდენს ავიტანთ??? რა უკვარაცხელიოთ კვარა რომ არა ერთ გოლს მაინც გავიტანდით ბოლო ორ თამაშში? შანსი გვაქვს 0 და გუშინ რომ მიიღო ეს გავიფიქრე სიცილით და თურმე მართლა ასეთი იდიოტები გვყავს.

• ფეხბურთი

მესმის საფეხბურთო ეპიზოდში, ბრძოლის დროს მიიღო ყვითელი ბარათი, მაგრამ მსაჯთან საუბრის გამო?! არაპროფესიონალიზმის ზენიტი.

• Las

ხალხი ბრბოა. ვერ დააჯერებ. ესენი არიან კრემლის აგენტები. დარწმუნებული ვარ ყველაფერს იზამენ რო არ გავიდეთ. არ მინდა დავიჯერო რო კვარაც ურევია ამ საქმეში

• Las

მე არც იმას გამოვრიცხავ შეგნწბულადაც გააკეთეს. გაიხსენეთ კოვიდი და ცარიელი ტრიბუნები. ვარ გაიგო ამ ხალხმა ესენი არიან მტრები.რუსეთის დავალებების შემსრულებლები

• რობი

ასეთი რამ ხდება ხოლმე ფეხბურთში, არაუშავს, ხვიჩას გარეშეც უნა მოვიგოთ :)

• Givi

კიდევ კარგი ჩაკვემაც არ მიიღო ყვითელი თორემ ეგეც ტოვებდა და მერე გენახათ...ისე ასეთი უაზრობა როგორ უნდა დამარნოდათ??? მაგრამ ეს ხომ საქართველოა...

• A

არანაირ უტვინობას არ აქვს ადგილი, აბსოლიტურად განზრახ გაკეთებულია , კოვიდის მაგიერ, ძალით აღებული იყო ბარათები 100 %

• Alex

წესები თუ იცოდნენ არც უნდა გაერისკათ და არ უნდა ეთამაშა ესპანეთთან, მაგრამ იცოდა ვინმემ ეს წესები

• გივი

ნუ შვრები დუსო, ნუ შვრებიი.....

• Lobotka

ხვიჩას ბრალიცაა,ნაკრების მენეჯერის ბრალიცაა,"ხიზანას" ბრალიცაა და სანიოლისაც. დარწმუნებული ვარ ეგეთი სი.ობა დედამიწაზე არავის დაემართება საქართველოს გარდა....

• Gio

ცუდია, მაგრამ არ არის კატასტროფა. ლუქსემბურგს (ან აზერბაიჯანს) როგორმე დავამარცხებთ ნახევარფინალში. კვარას გარდა გვყავს ჩაკვე, მიქაურაძე, ბუდუ, ზურიკო, და სხვებიც - ყველას შეუძლია გოლის გატანა. მთავარი მატჩი ფინალია, დიდი ალბათობით საბერძნეთთან. მანდ კი უეჭველად ითამაშებს კვარა, მთავარია ჯანმრთელად იყოს და მწყობრში. ასე რომ, ჩემი აზრით არ არის პანიკის საფუძველი.

• gogi

ფედერაცია გავიგეთ რაც არის, მაგრამ თვითონ კვარას რა ჭირს, ამდენი ყვითელი ბარათები და უაზრო "კაჩაობა"? ვინმე არ ყავს გვერდით ჭკუა რომ მაინც დაარიგონ თუ თვითონ ვერ ხვდება?

• Soso

ამ ბოლოს ბევრი საუბარი ისწავლა და ხელების შლა მსაჯებზე სულ მაგაზე აქ მიღებული

• სამართალი

8 თამაშში 3 ყვითელ ბარათს რომ მიიღებს თავდამსხმელი, მაგას ხომ მოხერხება უნდა. სულ არ მაინტერესებს ნაპოლი, საქართველოს რაში ადგება ?

• ჯიჯი ბუფონი

25 მენეჯერი რო ყავს ნაკრებს. არ იცოდნენ რო ტოვებდა? მე ვიცოდი და ვკამათობდით ბიჭები მაგაზე!

• x

იტყუება ფედერაცია, სპეციალურად აკეთებენ რომ თან ხვიჩას დაბრალდეს ყველაფერი და ამდენი გოიმმა დაუწყოს ჭკუის სწავლება ეხლა... დავალებული აქვთ მაგათ რომ არ გავიდეს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე. ყველაფერს მიიღებთ რაც მისაღები გაქცთ

• დავითი

მაინც ვერ გავალთ , ასეთი თამაშით , აი ალბანეთის პროგრესი აიღეთ ნორმალური მწვრთნელის და ფედერაციის ხელში პირველი ადგილით ჯგუფიდან, არადა სულ რამოდენიმე წლის წინ ვაჩაგრავდით შინ თუ გარეთ, ჩვენ კიდევ ილუზიებით გვაცხოვრებენ ...

• გოჩა

არიოლ-რეშკას გვეთამაშები ძმაო?

• ნიკა

ორი ვარიანტია: პირველი - ფედერაციაში ეს წესი არ იცოდნენ და ხვიჩა არ გააფრთხილეს - ეს უვიცობა და არაპროფესიონალიზმია. მეორე - წესი იცოდნენ და ხვიჩას დავალებული ქონდა ყვითელი ბარათის მიღება (იმდენჯერ ეკამათა მსაჯს უფრო ადრე როგორ არ გააფრთხილა მიკვირდა და ეს ეჭვებს ნამდვილად იწვევს) რომ პლეიოფში უფრო ადვილად გაიყიდოს თამაში, როგორც ერთხელ უკვე მოხდა. რომელი ვარიანტი ჯობია აწი ვიფიქროთ ქართული ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივრებმა.

• გიორგი

ეს შესარჩევი რომ ბოლომდე ჩააგდეს და სამარცხვინოდ იასოარეზეს მაგაზე რატომ დუმს ყველა?! ჟურნალუსტებო ხმა ამოიღეთ! რას ქვია შესარჩევს რომ იყენებ მოსამწადებლად ასე ვინ აკეთეს?! ამხანაგური ხომ არაა ევროპის შესარჩევი.

• მურთო

უტვინოობის პიკი!!! ასეთი საფრთხე თუ არსებობდა, დავიჯერო ეს არც ფედერაციამ იცოდა და არც კვარამ??? რაღაც ათამაშეს მაშინ ისეთ თამაშში სადაც არაფერი არ წყდებოდა? რავი ამოუხსნელია ეს ყველაფერი! ან ამას რა უნდოდა იმ მსაჯთან და რას ეკამათებოდა,რას უწყვეტდა ეს თამაშში ან რა მომენტი იყო ასეთი რომ ასე გადაირია???

• ხაშურელი

ზოგი ჭირი მარგებელიაო.მგონი ასე ჯობდა.ლუქსემბურგთან რომ მიეღო,ფინალს გამოტოვებდა.ლუქსემბურგს მის გარეშეც უნდა მოვუგოთ.საბერძნეთთან უფრო გვჭირდება.

• გიო-გოლი

სამარცხვინო ფედერაცია

• გიორგი

არც ილიოსკიმ არც მაკედონელთა მეკარემ არ გამოტოვეს საქართველოსთან გადამწყვეტი მატჩი. ერთს წითელი ბარათი ჰქონდა მეორეს 3 ყვითელი... ორი არგუმენტი იყო 1. სხვა ტურნირში ჰქონდათ ბარათები და იმიტომ. 2.ფლეიოფში არ გადადის ჯგუფის ბარათები.. სამწუხაროდ ფედერაციაში არავინ არის უეფას წესებს რომ იცნობდეს.. ამ პრინციპით რაც ამ სტატიაში წერია მაკედონიასთან 3-0 მოგება უნდა ჩაგვთვლოდა

• Lasha

Imedia maradiul nichierad ar darcheba

• კ ო მ ბ ლ ე

ძალიანაც კარგი! ეხლა გამოჩნდება სანიოლ სან და საღოლ და გუნდის სხვა ფეხბურთელები საღლამშია, თუ ვერ ლავეს ელიი? ძალიანაც კარგი, უუუფ! რა კარგად აგვიწყო, სანიოლმა ჩაგვიწყო. თქვენ რას ფიქრობთ ფედერაცია; 2028 მომზადება ხომ არ დაგვეწყო, ააა?

• Tazo

ხვიჩას შემოევლოს ჩემი თავი მაგრამ ბოლო თამაშებში ძალიან მოუმატა მსაჯებთან და მეტოქეებთან კამათს.ალბათ კარგი გაკვეთილი იქნება ხვიჩასთვის.მაგარი ბიჭია და კლასის ზრდასთან ერთად სიდინჯეც მოემატება.წარმატებები საქართველოს

• გიორგი

ძალიან ცუდად მუშაობს ფედერაცია ყველა მიმართულებით , საქართველოს ჩემპიონატიც რას დაამსგავსეს.წადით რა ახალი სისხლის დროა.

• dato

ვირუსი ყვიტელი...ახალგაზრდული

• dato

ეტყობა რა მაინც გამყიდველობა

• დათო

ეხლა ხვიჩა ხვიჩა,რის გულზე,ვის რა დაუმტკიცე ძმაო.ეეეე

• სირცხვილია

ეს არის არპროფესიონალიზმის პიკი, დარწმუნებული ვარ არავინ არ იცოდა იმის შესახებ თუ ხვიჩა კვარაცხელია ყვითელს მიიღებდა რომ გამოტოვებდა თამაშს, არც მწვრთნელებმა არც ფედერაციაში მოკალათებულმა მექრთამე კალაძის ბანდამ და არც თვითონ ხვიჩას ეცოდინებოდა...მხოლოდ ქართველებს მსგავსი....გაგახსენებთ ოლიმპიადაზე აწონვაზე დაგვიანების გამო მოხსნა და ბევრი სხვა..ერთი ფაქტია ვიღაცა უნდა გადადგეს ან მოხსნან უნიათობის და არაპროფესიონალიზმის გამო...

• ქობულეთიდან

ამ თემაზე აუცილებლად უნდა ემუშავა სამწვრთნელო შტაბს და უნდა სცოდნოდათ რომ, ყვითელის მიღების შემთხვევაში,პლეი-ოფის უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუწევდა კვარას. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ხვიჩა არ აიკიდებდა ყვითელს.ასე ზერელე დამოკუდებულება არაფრით არ შეიძლება.თუმცა მე მაინც მჯერა რომ მის გარეშეც გავალთ ფინალში, იქ კი კვარაც დაგვეხმარება.

• Alex

ცანცარა

• ქომაგი

ჯარიმისა და ბარათისგან დაზღვეული არავინაა,არც კვარა. წესით,ფედერაციას უნდა სცოდნოდა წესები და ერთგვარი პრევენცია იქნებოდა შესაძლებელი.არ ითამაშებდა ესპანეთთან და ეგაა.ისე, ეხლა გამოჩნდება რისი მაქნისია სანიოლი.უმეტესობამ კი იცის,მაგრამ მაინც.

• ქომაგი

ცხადია შეგნებული ყვითელი იყა.რა არ ივიდა მსაჯთან კამათი ან ზედმეტი საუბარი ბარათით ისჯება..ამით ფეხერაციას მესვეურები გახარებული არიან მათ ხომ მოგება არ უნდათ

• მადრიდისტი

ნახევარფინალში თუ გამოვვრდით მერე გინდა რეალში გადავიდეს და გინდა ბარსაში ჩემთვის სულ ერთი იქნება.

• ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი

მაგის გოლები ვიღას ემახსოვრება ლუქსენბურგთან თუ გამოვვარდით და მაგის შენსი დიდია

• გოგია

კაცია და ჟილკა აქვს. გუნდისთვის აკეთებს და გუნდის ინტერესებისთვის იბრძვის. ძლივს, ქეცბაიას და კანკავას მერე ჟილკიანი მოთამაშე გვყავს. თუ ვინმე მსგავსი გამომრჩა, დიდი ,,პარდონი". :)

• ჟორა გაბრიჭიძე

რა ჯანდაბა გვემართება? ხვიჩამ რატომ არ იცოდა, რომ მაგისი ბარათი ნაკრების დაღუპვას ნიშნავდა? გახსოვთ კალათბურთში მსოფლიოზე კინაღამ რომ ვერ გავედით? მიზეზი კი ის იყო, რომ პულენმა არ იცოდა, რომ 3 ქულით წაგება გვაწყობდა და ეს ანგარიში უნდა შეგვენარჩუნებია, იმანაც ვაგებთო და გაუშვა სამქულიანი, რომლის ჩაგდება სათუოს ხდიდა მსოფლიოზე გასვლას. ხვიჩამ უნდა დაიწეროს ცხვირზე ერთი ჭეშმარიტება: არცერთ მსაჯს არ უყვარს და პატივს არ სცემს მოჯიჯღინე ფეხბურთელს. მაგის საქმე თამაშია და არა სუდიას ასწავლოს მსაჯობა.

• მირზა

ლუქსემბურგთან გამოტოვება სჯობდა, ფინაკის გამოტოვებას.

• ღადაობთ?

მერე იტყვიან წავაგეთო კვარა არ იყოო.. არც ახალგაზრდულზე ჩამოვიდა, ოლიმპიადის საგზურის გარეშე დაგვტოვა!

• რუსთავი

უდისციპლინობააააა!!! მილიარდჯერ დავწერე მილიარდჯეეერ!!! სანიოლს არ აქვს დისციპლინა ნაკრებში, ნაპოლიში ამდენს არავინ გააბედინებს! ერთი გოლი ვერ წონის მთელი 75 წუთის უდისციპლინობას ხომ ხედავთ, მხოლოდ პირად სტატისტიკას იუმჯობესებს მეტი არაფერი. მეც მომწონს კვარას თამაში და ვგულშემატკივრობ ნაპოლიში, ყველა თამაშს ვუყურებ ნაპოლისას, მაგრამ ნაკრებში საშინლად უდისციპლინოა! რამოდენიმე თამაშია უკვე ამას ვწერ და სანიოლს უნდა მიექცია ყურადღება და აქამდე არ მივიდოდა საქმე! მაგრამ ფარჩაკი მწვრთნელია და ფედერაცია პარლამენტში ზის არ სცალია!

• მეიცა

ვიღაცას ხო უნდა ეთქვა ფედერაციიდან, ბიჭებო ბარათები არ მიიღოთო,შეიძლება გამოტოვოთ მომდევნოო!!! რო სხედან იქ და ფულებს რო ითვლიან!!

• ბადრი

არაფერიც არ შეცვლილა. ასეთი იყო ყოველთვის. უბრალოდ თავიდან ევროპაში მორცხვად და მორიდებულად იქცეოდა, რაც გასაგებია, მაგრამ ახლა ნამეტანს შვრება, ყველაფერზე არაადვეკატურად რეაგირებს, ცოტა მხარს გაკრავენ დაეცემა და თითქოს კვდებაო ისეთ სახეს იღებს. მოკლედ ძალიან ცუდათ ჩანს ეს ყველაფერი.

• ჯორჯო ბიძია

თავდამსხმელი ამდენ ბარათს იღებდეს პირველად გავიგე..

• კოლა

ჰოდა, აჩვენონ ფედერაციამ და სანიოლმა, რას წარმოადგენენ ხვიჩას გარეშე.

• ჟორა

ამ გუნდით გასვლას იქნებ არ გასვლა ჯობდეს? ჰა...

• Levani

და გულშემატკივრები?მანამდე რამე ვირუსი თუ არ გამოხტა რამეს ჩვენც მოგვიფიქრებენ. მაგალითად-ბოლო მატჩში შოტლანდიასთან ყველა კაცს შარვალი ეცვა და ამით დაამცირეს შოტლანდიური ეროვნული ჩაცმულობა.გულშემატკივარს დისკვალიფიკაცია(სისულელეა,მაგრამ არა უშავს,მანამდე რამეს მოიფიქრებენ..ქათმის ხორცში აწეული სალმონელების გამო,დაავადების პრევენციის მიზნით უმაყურებლოდ ჩაატარებენ)

• ID

არ გამოტოვებს... ორივე შეჯიბრის რეგულაცია ამას ამბობს, რომ ჯგუფში მიღებული სამი ყვითელი არ გადაყვება არავის შემდგომ ეტაპზე (ანუ ევრო შესარჩევის დროს მიღებული არ გადაყვება ევრო ფინალურ ეტაპზე და ერთა ლიგის შესარჩევის დროს მიღებული - ერთა ლიგის ფლეი ოფ-ში (ნახევარფინალ/ფინალი)). ამ ორი შეჯიბრის ურთიერთგადაკვეთაზე რეგულაციები არ არსებობს. შესაბამისად რაც არ არსებობს - არ არსებობს მიზეზი რომ გამოატოვებინონ.

• david

კვარაცხელია უდაოდ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია(ამ საუკუნეში ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია). მაგრამ არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ნიჭი(თავმდაბლობა და საფეხბურთო ინტელექტი). თუ ეს არ გაქვს ნიჭში ჩაიკარგები. ასე რომ ვისაც ეხება უნდა აუხსნას კვარას რომ ფეხბურთი მარტო გოლის გატანა და კაცის მოტყუება არ არის. არ იცოდა რომ ყვითელი არ უნდა მიეღო? თუ არ იცოდა მით უარესი. ძალიან ვგულშემატკივრომ ხვიჩას და არ მინდა რომ ეგოიზმში წავიდეს(ბოლო დროს სულ უკმაყოფილოა და სულ ეჩხუბება მსაჯებს, რაც ცუდად აისახება მასზეც და გუნდზეც). ისედაც რა ნაკრები გვყავს და უმაგისოდ საერთოდ

• Master

კვარას გარეშე თბილისში ლუქსემბურგს და აზწრბაიჯანს თუ ვერ ვუგებთ,ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა პირადად ხვიჩა კვარაცხელია გავა და არა საქართველოს ნაკრები!!!არაა საწუწუნო თუ ლუქსემბურგთან და აზერბაიჯანთან კვარა თუ დაგაკლდა.კვარასთვის კი 8 თამაშში 3 ყვითელი ბარათი ნამეტანი ბევრია.

• ლევანი

მე მგონი სამწუხაროდ, გამოტოვებს ერთ თამაშს. ის ერთი კი, ყველამ ვიცით რა თამაშიც არის. წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდება? ზოგი იმასაც იტყვის განგებ ქნაო. მოხერხება ხომ უნდოდა ამას. ეეეეჰ, ყველას და ყველა სფეროში გვაქვს განათლების დეფიციტი. დიდება საქართველოს!

• zura222

მე კვარას საქციელები ამ ბოლო დროს ძალიან არ მომწონს ! სულ ჩხუბობს კამათობს ხან მეტოქეებთან ხან მსაჯებთან @ რა დაემართა მაგ ბიჭს ? ასე უცბად რამ შეცვალა ?

• მწვრთნელი

რაზე მიიღო მერე ყვითელი, ვინ აძალებდა! რა მაგის საქმე იყო მსაჯთან საქმეები ერჩია, როცა გუნდის კაპტანი საერთოდ არ ერთვებოდა მსაჯთან საუბარში! როცა დავითაშვილი წააქციეს მაშინ კინაღამ წითელი ამოუღო მსაჯმა კვარაცხელიას იმის მოთხოვნისთვის, რომ ერთი-ერთზე გადიოდა მეკარესთან და გასაგდებია ესპანელი მოთამაშეო! ასე არ შეიძლება! კი გასაგებია, რომ ემოციებია, მაგრამ როცა მსაჯი გპატიობს რამოდენიმეჯერ ასეთ საქციელს, შენ კი ჯიუტად აგრძელებ თავისას და იღებ ბარათებს ამით ნაკრები არ ზარალდება!?

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია