ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ალბათ, ნაკრებიდან წავალ... საქართველოში ჩემი წარმატება ისაა, რომ..." - ინტერვიუ ვილი სანიოლთან

"თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ალბათ, ნაკრებიდან წავალ... საქართველოში ჩემი წარმატება ისაა, რომ..." - ინტერვიუ ვილი სანიოლთან

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footmercato-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ, ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, სადაც ფრანგი დამრიგებელი ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკობს.

-დაახლოებით, 5 წლის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეეძლებოდა, ახლა კი პლეი-ოფის ნახევარფინალს ითამაშებთ.

იქნება ახლა წარუმატებლობა ფინალურ ეტაპზე ვერგასვლა თუ ერთგვარი ბონუსია, რომ 3 მილიონის მაცხოვრებელ ქვეყანას ამის ოცნების საშუალება მიეცით?

- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება და ამავდროულად, გასვლაც არ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად, იმ მატჩში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

ჩემი მუშაობის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს მივეცი საშუალება, ევროპის ჩეპიონატის პლეი-ოფში ეთამაშა. ცხადია, როდესაც ამ ეტაპამდე მიდიხარ, უკვე კვალიფიკაციაც გსურს, რადგან ამ მიზნისკენ 3 წელია მიიწევ.

ჩვენი ისტორია გალამაზდება, თუ ევრო 2024-ზე გავალთ. ვფიქრობ, თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ეს ჩემი საქართველოს ნაკრებში მუშაობის დასასრული იქნება.

შემოთავაზებები საკმაოდ მაქვს, მათ შორის, საფრანგეთიდან, საიდანაც რეგულარულად მიკავშირდებიან, მაგრამ ეს გუნდი პსჟ არ არის. ამ ეტაპზე არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავ, რადგან სხვა რამეზე ფიქრი არ მსურს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული.

ვისურვებდი, ამის შემდეგი სამუშაოც მსგავსი მქონდეს და პერსპექტიული გუნდის მშენებლობა მომიწიოს, რადგან არ მაქვს აკვიატება, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიმუშაო. მე სანიოლი ვარ და არა გვარდიოლა. შესაბამისად, პეპისგან განსხვავებით, ჩემს თავთან ნაკლები მოთხოვნა და პრეტენზიები გამაჩნია.

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ მე "ოქროს თაობას" ვწვრთნიდი. ვთხოვე, რომ ნაკრების 5 ფეხბურთელი ჩამოეთვალა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მისი გაბრწყინება არ გამკვირვებია, რადგან ჩამოსვლის დღიდან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გვყავს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მე-2 ლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, წელს კი "აიაქსში" თამაში პრაქტიკულად არ უწევს, რაც სიტუაციას ართულებს. ჩემი დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ.

საქართველოს ჩემპიონატის დონე? - ძალიან მგრძნობიარე საკითხს შეეხეთ. არ დავმალავ, რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს დონის მიხედვით, ეს კი ნაკრების წინსვლის ერთ-ერთი დაბრკოლებაა. საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარება? ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ.

• ზურა

ახლავე წადი და მოვიდეს ცხადაძე. ბევრად მეტი შანსი გვექნება ევროპაზე გასვლის და იქაც არ შევრცხვებით.

• Nugo

ფეხბურთელებს 60 წუთის მერე სირბილი არშრუძლიათ, მწვრთნელს მოედნიდან საკვანძო ფეხბურთელი მაშინ გაყავს როცა ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს, 1:0-ზე ყრუ დაცვაში ჯდება გუნდი მაშინ როცა დასაკარგი არაფერი აქვს და ბიჭები ძლივს სუნთქავენ, ჩაკვე-კვარას დუეტი ნაცვლად იმისა თამაშს აწყობდნენ თავის თავზე იშლება ყველაზე მძაფრ ფაზაში, ბურთი დაცვიდან ნახევარდაცვამდე ვერასდროს მიდის 2-3 პასითაც კი, მამარდა მართლა კაი ბიჭია მარა ფეხით და გამოსვლაზე თამაში ჯერ კიდევ უჭირს, ფედერაციამ არ იცის რომ კვარამ არაფრის მომცემ თამაშში ყვითელი არ უნდა აიკიდოს სრულიად გაუგებარი მიზეზით, დაცვა მიუხედავად დიდი პატუვისცემისა ბიჭების მიმართ უბრალოდ დაბერდა და ბურთის მოშორების გარდა ვერაფერს აკეთებს, ვინგერები და ფლანგელები უკან აბრუნებენ ცენტრს იქით მიღებულ პასებს, იმ კახელის არ იყოს მახინჯი ცოლი რო დაკარგა-იყოს ერთი მაგისიცო ეგრეა საქმე და ამ დროს ფედერაცია ამბობს რომ თურმე ერთი კაცის შეცდომის გამო სასწორზე უნდა შევაგდოთ ისედაც ბუნდოვანი მომავალი, მწვრთნელს რაც შეეხება: წარმოუდგენელია ბულგარეთი-მაკედონია-შვედეთის შემდეგ ასეთი 180 გრადუსიანი უკუსვლა, თუ აქ სხვა რამეში არაა საქმე

• ბესო

ძნელია არ დაეთანხმო, იმიტომ რომ სიმართლე მწარეა, რეალიბაა საფრანგეთის ლიგა 2 გაცილებით დაბლა დგას ჩვენი ფეხბურთი. სანიოლის მოღვაწეობა მაინც დადებითიაკენ უფროა ვიდრე პირიქით...

• Lasha

Magbtamashit saberdznets kiara lixemburgs ver mougebt svropis chemionatze ara galaktikis tasze

ჯერ გადახტი და ჰოპ მერე თქვი.

• ლაშა

თუ ვერ გავალთ დარჩები?

• ლავრენტი

ე.ი. თუ ჩემპიონატზე ვერ გავალთ, არსად წამსვლელი არ ვარო! უთავმოყვარეო ქვეყანაში ყველა გვეკაიფება. ცხვრის ფარა ვართ და იმიტომ. წერეთ აქ და თავადვე იკითხეთ. მეც თქვენნაირი ვარ, სამწუხაროდ.

• გიგა

შოტლანდიასთან მწვრთნელმა არ გამაზა მოგებააა ფეხბურთელი რომელიც თამაშობს და იბრძვის ორი გოლის ასისტია და იმას შეცვლი ტრეინერის ბრალი არააა ჩაკვე გაიყვანა და მოკვდა თამაშიც

• ილია

უნიათობაზე პასუხისმგებლობას ესენი ვერ იგრძნობენ,ხალხმა უნდა ვაგრძნობინოთ.

• ილია

უნიათობაზე პასუხისმგებლობას ესენი ვერ იგრძნობენ,ხალხმა უნდა ვაგრძნობინოთ.

• ჯუანშერი

რა გადაეკიდეთ ამ კაცს. ის შედეგი გვაქვს რა ფეხბურთელებიც გვყავს. (ხვიჩას დავანებოთ თავი) რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე? ამ საკადრო რესურსით ფერგიუსონი რომ ჩამოიყვანო, ვერაფერს მიაღწევს.

• Kvekeskiri

ეხლავე წადი შე ძალად მწვრთნელო

• საქმეც მაგაშია

საქმეც მაგაშია, რომ სანიოლმა ქართული მენტალიტეტი ვერ გაიცნო მაინც. არა ბატონო, დინამოები რომ საფრანგეთში თამაშობდნენ, შესაბამისად მეპატრონეებიც სხვა ეყოლებოდათ და მაშინ პირველი 10 ეულისთვის იბრძოლებდნენ, მინიმუმ! იქ ტოტალიზატორზე თამაში და ათასი მაიმუნობა , ნაცნობობა გამოირიცხებოდა და მარტო ფულის კეთება და გუნდი გუნდს დაემსგავსებოდა. იგივე ბიჭები, სულ ერთი კაციც კი რომ არ დაამატო, ნორმალურ დონეზე ითამაშებენ ნებისმიერ 1 თამაშს დღესაც, თუ სწორი მოტივაცია და ტაქტიკა მოუნახე, ხოლო თუ რეგულარულად სწორად დამოძღვრავ და ყველას საკუთარ სწორ ადგილს მიუჩენ, სულაც 3 ეულში იბრძოლებდა დინამო თბილისი (ამ ქართველი მმართველობის ხელში არა რათქმაუნდა). უკვე ისე დგას საქმე, რომ ჩვენ მთავარია ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთს, რაც სულ ხდება ! თორე დახმარების გარეშეც რაღაცას მივაღწევდით. სულ ხელის შეშლაა ყველაფერში. მწვრთნელი, რომ შემადგენლობაში უდიდეს შეცდომებს უშვებს, ეს უკვე ხელის შეშლაა. აბა გასაყიდად რომ გამოგყავს ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად, იმ ნაკრებმა რა ამოცანები უნდა გადაჭრას, ერთი კაცი თავს იკლავს და მეორე უბრალოდ იყიდება. ხვიჩამ რომ არ იცის, რომ შეიძლება მთავარი მატჩი გამოტოვოს, ეს ხელის შეშლა არაა? ფიფია, რომ დინამოს ატივტივებს არც ძირავს და არც რამის მოგების საშუალებას აძლევს, სადმე გასვლის, ეს ხელის შეშლა არაა? ერს რომ წაგებული მენტალიტეტს ახვევ წლებია თავზე , თან ამდენი ხალხი ერთად - ეს ხელის შეშლა არაა? ეს ადამიანი, რომ არ გადადგა იმ 7:1 ის მერე, მანდ დასრულდა მაგის მწვრთნელობა ჩემთვის, ადრე მომწონდა. როგორც ადამიანი ეხლაც მომწონს, მარა შეცდომების მერე, როცა ამდენი ხალხი ითხოვს, უნდა ადგე და წახვიდე. უბრალოდ პატივისცემის ამბავია. კი ერთი დეტალია, მარა სწორედ რომ ფრანგული გამოთქმაა - დეტალებშია სილამაზე

• Martali

კაცი ორმოში ჩავარდება და ბევრს ცდილობს ვერ ამოდის და ერთხელაც ვცდი და სახლში წავალო

• გოგი

ფედერაციასთუ არ ააქ, ვისაც ააქ იმან გაიკრას ჯიბეზე ხელი......ჩვენი კოლმეურნეის თავმჯდომარემ გვარს არ დავასახელებ.დდდ

• დავითი

რააა გინდათ გრუზინებო ამ სანიოლთან ქართველი ფეხბურთელი არ დაადანაშაულოთ რაააა ფეხბურთელი გადის მოედანზე მწვრთნელი კი არააა

• გიორგი

აუ, საფრანგეთში მეპატიჟებიანო :)))) ალბათ, საბავშვო ლიგაში.

• გიორგი

ანუ, თუ ვერ გავედით არ წავალო :) ტიპი ტკიპასავითაა, ვერ მოვიშორებთ.

• ბუხუტი

ახლავე წადით მთელი ფეხბურთის ფედერაცია მისი სამწვრთნელო შტაბით რო გავიდეთ ევროპაზე თქვენ ყველამ დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული ბოლო მწვრთნელამდე იმდენი ისეთი უპატიბელი შეცდომები დაუშვით სინდისი რო გქონდეთ დღესვე უნდა დატოვოთ ყველამ სკამები მარა სად გაქვთ სინდისი მერე კუჭებს როგორ ამოყორავთ თქვე არასწორებო მართლა ამდენმა პრო...მა სა მეიყარეთ ერთად თავი ფუი თქვენი კუჭზე გაყიდული დედა ვატირე!!!!

• Talo

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ ესე ისაუბრებს...ტიპს თვითონ არ ჯერა წარმატების და ამან ვინ უნდა დაარიგოს?

• QT

შენ ევროპაზე გაგვიყვანე და ვინც მის დასრულებამდე გაგიშვას იმის დედა ვატირე !!!

• იკა

რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე, ალბათ ფიქრობს რომ სანამ ეგ გახდებოდა მწვრთვნელი, ველურები ვიყავით. რომ არა კვარა, ჩანკვეტაძე და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი, და რაც მთავარია ქართველი გულშემატკივარი და გადავსებული სტადიონი, კვიპროსიც გადაგვივლიდა. ასე რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაზე როცა საუბრობს ვინმე და ამ წარმატებას თუ რომელიმე მწვრთვნელს უკავშირებს, პირველ რიგში ეგ მწვრთვნელები არიან ქეცბაია და ვაისი.

• BOSS

თუ გავედით წავალო-რას ეწევა ესეთს

• DAVE

ტოპმიოლერი არ მოგვწონდა, ექტორ რაულ კუპერიც, ვაისი ვაი შევყარეთ, სანიოლს ვუი... ვინ გვინდა მაშინ ვთქვათ, ოღონდ ერთი პირობაა, ფედერაციას სავარაუდოდ აქვს რაღაც განსაზევრული ბიუჯეტი რის ზემოთაც ვერ გადაუხდის მწვრთნელს, მაქსიმუმ 500-600 ათასი ევრო წელიწადში და მაგის ზემოთ ხალხმა დაამატოს :) აი მაგალუთად სპალეტის ქონდა 3 მლნ ევრო წელიწადში და მაგაზე იაფად ძალიან ეჭვი მეპარება გამოცდილი და თან ტიიიიიიტულოვანი ვინმე ვიპოვნოთ, ნაკლებში ისევ სანიოლის გამოცდილებისას თუ ვნახავთ. ხოდა თუ გვაქვს ფულის აგროვების ერთი ადგილი დავაი მივაწვეთ, თუ არადა აზრი არ აქვს, ეს წავა და ისევ მისი დარი მოვა. საქართველოს ჩემპიონატზე რაც თქვა კიდე, ეგაა რაცაა, ნუ გეკვრებათ სუნთქვა :)

• არგუტი

ორი შეკითხვა სანიოლს.1.ევროპაზე ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნებაო-----აბა რა იქნება,წარმატება? შენი როგორც მწვრთნელის მიზანი რა იყო ან რა დაგისახეს? შედეგი არა,თამაში არა,პერსპექტივა არა.აბა შენ რა გააკეთე ,წარმატებას რას ეძახი? 2.საქართველოს ჩემპიონატის ლიდერები,საფრანგეთის მეორე ლიგის აუტსაიდერები იქნებიანო....კი მაგრამ,მერე შენ სად მოდიოდი და რისთვის? დაგვცინი თუ დებილი ხარ.?

• გ.შ ს

საზღვარგარეთ ვმუშაობ მაგ მაკედონიასთან თამაშის წინა დღეს სამუშაოზე მაკედონიელი გაიჩითა რომ გაიგო ქართველი ვიყავი მითხრა ხვალ 1.0 ს ვიგებთო მე ვუთხარი ეგ როგორ თქო მაფიაო მითხრა ვაისი ჩვენიანიაო. დავრეკე მანდაც დავწერე აქაც ტელევიზიამდე ვინ მიგვიშვებს უბრალო გულშემატკივარს ..ფედერაცია ნაგავია ვაისი ბოროტება

• ჟორა გაბრიჭიძე

დიმა, გვჭირდება პასუხმგებლიანი ფეხბურთელები, ასეთ ფეხბურთელებს კი კარგი მწვრთნელი უნდა და წარმატებაც მოვა. ამ ბიჭებს გვარდიოლა, რომ დაუნიშნო მწვრთნელად, ევროპაზე შეიძლება გაათრიოს, მაგრამ იქ მაგრად შევრცხვებით, რადგან ნაკრებში ერთი ფეხბურთელიც კი არაა ისეთი დაძაბულ მატჩში 90 წუთი, რომ ირბინოს მოედანზე. გაიგეთ, რომ ბიჭები თავიანთ გუნდებში იწვრთნებიან, სანიოლის საქმე კი ფორმაში მყოფის და არ მყოფის გარჩევაა და აქაც არ აქვს არჩევის საშუალება, რადგან არცერთ მათგანს სუნთქვა არ აქვს.

• გ.შ.

ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, მაკედონიასთან სპეციალურად ჩააგდეს თამაში, და ყველაფერი წაგებისკენ მიდიოდა, ქალაქში ერთი რეკლამა არ იყო ევროპაზე გასვლასთან 1 ნაბიჯში ვიყავით , პლიუს ამას ხალხის არ დაშვება რომ ადვილად ემოქმედათ ფეხბურთელებზე, გამოგონილი კოვიდებიბდა ა.შ. ეხლა კიდევ ეს მიჯრით მიღებული ბარათები, ვის აბითურებენ, გაყიდულია ეს ნახევარფინალი და მოზეზი აი ხვიჩა რომ გვყოლოდა, სამწუხაროდ ფეხბურთეელებიც გაფუჭებულწბი არიან უკვე ამ სისტემით და ყველაფერზე წამსვლელები, და კიდევ რა ხანია ვიძახი სვანაძის მოუვანა უნდათ ნაკრებში რომელიც კი პატიოსანი კაცია მაგრამ სულ ყველა სახის დაკვრულზე იცეკვებს რასაც კი ფედერაცია უბრძანებს ( უფრო მორჩილად და უსიტყვო შეპასუხების გარეშე ვიდრე სანიოლი) ამას მოწმობს ვითომ წარმატება U21 ზე , სადაც აშკარად ჩვენი ძალებით არ გავსულვართ ჯგუფიდან და ცრუ ფურორი იქნა შექმნილი ქვეყანაში... ესაა მწარე სიმართლე...

• ჟორა გაბრიჭიძე

ნაკრებში, რომ 1-2 კაცი გეყოლება, რომელიც თავის გუნდში 90 წუთს უწევს თამაში, ნაკრების რა წარმატებაზე შეიძლება ფიქრი? მათი ვარჯიში კი არც სანიოლს შეუძლია და არც ფედერაციას, თვითონ უნდა იშრომონ ისე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს მოეთხოვება. ეს კი არ ხდება, და იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ ქართველები. სანამდე ნიჭს მოაქვს წარმატება მაგრები ვართ, როცა დაუღალავი შრომა ებმება საქმეში, აი მაშინ კი გვერხევა. ეს მარტო ფეხბურთელებზე არ ითქმის, ისინი უბრალოდ სხვაზე მეტად ჩანან.

• irakli

რაც არ უნდა მოხდეს ლუქსემბურგს ესენი ვერ მოუგებენ, მთავარია გასამართლებელი მიზეზი აქვს და უკვე ეჭვი მეპარება რომ ესეც დაგეგმილი იყო!

• ლევანი

კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს!

• უნივერსალი

სათაურიდან გამომდინარე ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს - რომ ვერ გავიდეთ დარჩება "ალბათ"? როდემდე უნდა გაგრძელდეს ფეხბურთის ფედერაციის არაპროფესიონალიზმი? 30 წელზემეტია უკვე დილეტანტების ზეიმია ქართულ ფეხბურთში და კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს? მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისი ისტორიაც არ დაგვეზარა ყველასი დავწერეთ - ფარერებდან და მალტიდან დაწყებული ყაზახეთით დამთავრებული, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე! ეხლა ლუქსემბურგის ჯერია? ეხლა ვიღაცეები გამოვლენ და მეტყვიან რომ ნუ პესიმისტობო. სადაც კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია ძალით გაიჩალიჩეს, არ გამიკვირდება ჩაკვეტაძის ან მიქაუტაძის(ან ორივესი ერთან) ბილეთების დაჯავშნა რომ დაავიწყდეთ ამ ბედოვლათებს ნაკრების თამაშის წინ, არ რამე კიდე ისეთი გააკეთონ არავის ფანტაზიაში რომ არ ჯდება... იმედია, როდესმე გვეღირსება ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფედერაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან პროფესიონალები ქართულ კლუბებშიც, აკადემიებშიც და ზოგადად აიწევს ქართული ფეხბურთის დონეც - საკლუბოც და სანაკრებოც! მანამდე კი ვიცხოვრებთ ილუზიებში და საოცნებოდ გვექნება უეფას საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გასვლა და ნაკრების მოხვედრა ევროპა/მსოფლიო ჩემპიონატებზე. P.S. დისლაიქებს ვინც დაწერთ, ერთი თხოვნა მექნება, თქვენივე დისლაიქებიანად "დასქრინეთ" ეს პოსტი და საკლუბო ან სანაკრებო დონეზე რომ გავალთ ჯგუფურ ეტაპზე, ეს იმისთვის, რომ მითხრათ ტყუილად პესიმისტობდიო! ვნახოთ რამდენი წელი გავა, არ გაინტერესებთ?

• რუსთავი

ზუსტად ვიცოდი რომ ეს ასე ჭიკჭიკს დაიწყებდა. უკვე გვამზადებს რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება ))) ეხლავე თუ რამე არ მოვიმოქმედეთ მერე უკვე გვიან იქნება!

• ავლიპ ზურაბიშვილი

სანიოლი "ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ". თავმოყვარე ფედერაცია ამ განცხადების გამო მწვრთნელს აუცილებლად გააპანღურებდა (მწარე სიმართლე კი თქვა) სანიოლი "- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება" ჩვენო უთავმოყვრეო ფედერაციავ ამ ვითომ მწვრთნელს (უცოდინარ უსაქმურს) ყელში რატომ გვადენ?! გაა ჯმე ინეთ

• ალექს

სამოყვარულო გუნდის მოყვარული მწვრთნელი..

• ნოდო

ანუ მესი და რონალდო მწვრთრნელევად ივარგებენ? რა მნიშვნელობა აქ რირულებს ნაკრებში რა შედეგები აქ მის 40 მსოფლიო ჩემპიონობაზე დიდი ფასი აქ ეს როგორ უნდა მოგწონდეს მილიონ მიზეზს რო თავი დავანებოთ ნორვეგიასთან გასცლაზე 2-0ზე ცდილობდა მეტი არ გაეშვა იდგა დაცვაში 2 წლის ბავშვიც უკეთესად ათამაშებს ნაკრებს

• ddd

სტივ კინი კაი მწვრთნელია

• დიმა

ქართველი ფეხბურთელები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან მსოფლიოში, სანიოლი საშუალოზე სუსტი მწვრთნელია, ვერ გრძნობს თამაშს, არა აქვს სქემა, უბურთოდ ვერ ათამაშებს გუნდს, არა აქვს ტაქტიკა, მოკლედ სუსტია, გვჭირდება ძლიერი მწვრთნელი.

• toti

მერე ვინ დაობს რომ კარგი ფეხბურთელი იყო და მაგარი კარიერა ქონდა.. როგორც მწვრთნელი მოგწონს? რამე განსხვავებას ამჩნევ წინებისგან?

• lm

კაი რა ვილი. მანდ უკვე ვიყავით ვაისის ხელშიც ... და ფედერაციის უნიათობით დავკარგეთ უდიდესი შანსი ერთხელ უკვე და ეხლა მეორეჯერ ვართ ზღვარზე ისევ მაგათი არაპროფესიონალიზმის გამო. შიდა ჩემპიონატის დონე რომ დაბალი იყო არ იცოდი როცა მოდიოდი? თუ შენი ჩამოსვლა აწევდა ამ დონეს ???

• არდილეს

"გაიტანეთ გრელანდია" ანუ კაცმა ამდენს მიაღწია, ვისთან ითამაშა და ვინ წვრნიდა, რა საფეხბურთო ინტელექტი და უნარ ცვევები აქვს, არა ხო? ტოპმიოლერს და ექტორ კუპერს რომ ქონდა რაა? მარა თქვენ რომ კაცს ამოიემებთ მერე საშველი არაა და თქვენი კომენტარიც დასტურია მაგისი

• mmm

ფლეიოფში უფრო სუსტი შემადგენლობით D ჯგუფიდან გავედით, ამან С_დან გაგვიყვანა (უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ, მისი მწვრთნელობის დონეზე არ ვკამათობ). მე მგონი საკმაო სხვაობაა.

• კაი ერთი

და ალბანეთს, სლოვენიას, მოლდოვას, ყაზახეთს შენზე უკეთესი შემადგენლობა აქვთ უკეთეს თამაშს და შედეგს რომ აჩვენებენ?

• გაიტანეთ გრენლანდია

ეგ როგორც ფეხბურთელს აქვს მიღწეული და არა როგორც მწვრთნელს. როგორც მწვრთნელს არაფერისთვის ქვეყანაზე არ მიუღწევია, მეტიც, ერთხელ სცადა, ოცი წლის წინ და რომ არაფერი გამოუვიდა, მალევე მოხსნეს, მერე სამწვრთნელო საქმეს არც გაკარებია. მაგრა გესმის ფეხბურთი, მწვრთნელს და ფეხბურთელს თუ ვერ არჩევ. გინდა არდილესი დაირქვი და გინდა მარადონა...

• საბა

სიმართლე მწარეა ხომ?...:)

• არდილეს

ვილი სანიოლი საფრანგეთის სუპერთასი 1997წ საფრანგეთის ჩემპიონი 1999/2000 წ გერმანიის ჩემპიონი 2000/01 2002/03 2003/204 2004/05 2005/06 2007/08 გერმანიის თასის მფლობელი 2002/03 2004/05 2005/06 2007/08 გერმანიის ლიგის თასისი მფლობელი 2000 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2000/01 საკონტინენტაშორიშო თასისი მფლობელი 2001 საკლუბო კონფედერაციის თასის გამარჯვებალი 2001 2003 მსოფლიო ვერცხლის მფლობელი 2006 ქართველი "ყველაფერისმცოდნე პროფესორების" თვალსაზრისით პროფენი პრაქტიკანტი

• თემო

ჩემი აზრით პრობლემა მენტალიტეთში და სწორ აღზდაში უნდა ვეძიოთ.ასევე ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანსია.ქეცბაიას სიტყვები მახსენდება ჩვენ ფეხბურთელებზე რომ ამბობდა,სირბილი არ შეუძლიათო,თორემ არ მგონია რუმინენეთს,სლოვაკეთს,ალბანეთს უკეთეს ჩემპიონატში ან უფრო ძლიერ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავდეთ,თუმცა კი გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

• Gia

A man gaubera tu ra xdeba?tavis dazgvevebi daiwyo?tu mowyinda sxvisi direqtivebis shesruleba?amas titon araaq gasvlis muxti da fexburtelebs damuxtavs?an rogor chumad arian xvichas yvitlebis ambavze titqos araferi da xvichas uceb she cvlian.xvicham moigo erta ligis jgufi da egeti ro ar geyoleba naxevarfinalshi visi bralia ar unda tqva? An dinamoebs akninebs eget doneze normaluri saqcieli a?me roviyo federacia exlave avakvreviebdi gudanabads da wasuliyo es umaduri sadac iwveven.

• ჯუსიფრუტ

ამბიციები იცოცხლე და მადა გვაქ. საქმეს რაც შეეხება ძირითადის გუნდის წამყვანი მოთამაშეები ევროპის საშუალო ქვეყნების საშუალო გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებიან და ცოტა სათამაშო დრო ეძლევათ. ამის ფონზე იმის ამბიცია რომ ნაკრებმა შედეგი დადოს სენსაციასთან ახლოსაა. გუნდის ნახევარდაცვა და დაცვა უბურთოდ არ მოძრაობს, შედეგად ბურთს ვერ ვაგორავებთ და მოპოვების შემთხვევაში ვერ ვინარჩუნებთ,ანუ მაღალი პრესინგის ან ნახევარდაცვაში ბურთის ართმევის შემთხვევაში შრომა და ენერგიის ხარჯვა ფუჭი გამოდის. შემტევ ფეხბურთელებს დასვენების და ამოსუნტვის საშუალება არ ეძლევათ. ბურთი როცა ჩენ გვაქ სივრცეებს ვერ ვქმნით უმოძრაობის გამო. შემტევი ფეხბურთელი 90 წთ ყოველი ართმევის მერე შეტევაზე გადადიოდეს წამიერად ეგ ინგლისში პრემიერ ლიგაშიც არ ხდება და მაღლა რომ ვითამაშოთ ჩვენძე მაღალი რანგის და გამოცდილების მქონე გუნდებს შეტევითი პოტენციალი ბურთის ართმევაში დაიკარგება და 70 წთ შეტევის ხაზი საერთოდ 45 წთ-იანი გახდება. ინდივიდუალური ტექნიკა და კაცის გაბითურება ფინტებით არასდროს გვეშლებოდა მაგრამ გადაცემების(პასი) ხარისხი რამოდენიმე ფეხბურთელს აქვს მხოლოდ. ერთ შეხებაში თამაში ან ეგრეთ წოდებული კვადრატების და სტენკების გათამაშებას ვერ ვახერხებთ, ელემენტარულს. ეს უთამაშებლობის და პრაქტიკის ნაკლებობიდანაა გამოწვეული ამას ემატება საქართველოს ჩემპიონატის დონე.

ასეთი უთავმოყვარე მწვრთნელი ჯერ არ მინახავს.ფეხბურთელების სიას იაშვილი ადგენს

• სვანსკი

ძირს საქართველოს ფედერაცია! ლუქსემბურგთან წაგების შემთხვევაში გამოჩნდება,რომ ფედერაცია და სანიოლი ნოლია,ეს მაჩანჩალა გუნდიც წინ წავიდა ასე კი არ მაიმუნობენ,როგორც ჩვენთან,რა ეტყობა საქართველოს ნაკრებს,რომ პატრონი ყავს და ცოცხალია,მკვდარი მკვდარს აეკიდა- ფედერაცია და სანიოლი

• პაატა

ჩვენი ფედერაციის უვიცებს და უმაქნისებთ ნაკრების სათავეში სრულად აწყიბთ ასეთი ფლეგმა ტიპი… არანაირად არ მიკვირს ამის ბოდვა! სადაც ფედერაციას მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები გონია თავიანთი წარმატების საზომი, სავსებით ლოგიკურია ამისთვის ერთა ლიგის ნახებარფინალი თუ ფინალი რომ იყოს წარმატების პიკი… მოკლედ რა, თევზი თავიდან ყარსო და ზუსტად ეგრეა ჩვენი ფეხბურთის საქმე:(

• არტ

აუხსენით ამ პრაქტიკანტს, რომ პლეიოფ-ში ნათამაშები გვაქვს უკვე ვაისის დროს! დღევანდელზე სუსტი შემადგენლობითაც! თუმცა ამას რა უნდა ელაპარაკო, ჩამოიყვანეს, ჩვენს გუნდზე ავარჟიშეს, აი ე.წ. მსხალი რომ არის "გრუშა", მოკრივეები რომ ვარჯიშობენ და უბახუნებენ, აი იმ გრუშის როლში გამოაყენებინეს საქართველოს ნაკრები ამ ტიპს ფედერაციის ვირთხებმა. რაღაც ალბათ იხეირეს კიდეც აბა ეს ტიპი საერთოდ სად იპოვეს? გამოცდილი მწვრთნელი დაილია ამ ქვეყანაზე? ახლა წავა სადღაც საფრანგეთის რომელიმე ჭ კლუბში, და ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაღაც ისწავლოს კიდეც! ტფუ!

• მაცი

ხუთი წლის წინ ვითამაშეთ პლეი-ოფის ფინალში ვაისის მწვრთნელობისას.ეს რა წარმატებაზე და გუნდის შენებაზე ლაპარაკობს?ადექვატური არ ყოფილა,აშკარაა ეს უკვე საბოლოოდ...

• მწვრთნელი

ეს კიდევ არ წასულა!? ვააა! სასწაულია პირდაპირ ეს კაცი, სიტყვა"თუ"-ს მაგრა ხმარობს! კიდევ რა დარჩა ჩასაგდები ბარეღამ ჩააგდე და მერე დაგვანებე ვაისივით თავი! ვაისმა სხვა კი არაფერი არ გააკეთე! გასასვლელი ევროპაზე ფინალი წააგო ჩრ. მაკედონიასთან და წავიდა! აქ დაწერეს სვანაძეო მწვრთნელად! სრულიად ვეთანხმები, მაგრამ მომავლისთვის ტორპედოს მწვრთვნელის მოყვანა - სტივ კინის იდეალური იქნებოდა ყოველ მხრივ! ფინანსურად მითუმეტეს!

• მამუკა

სამწუხაროა, მაგრამ ხვიჩას გარეშე ლუქსემბურგს ვერ მოვუგებთ. ნორმალური მწვრთნელი რომ გვყოლოდა, თუნდა სვანაძე, ლუქსემბურგს გავივლიდით. შეიძლება ჩაკვეს ინდივიდუალობის ხარჯზე რაღაც გამოვადნოთ, ან ჟორჟი თუ მოვიდა კონდიციაში, შეიძლება გაგვივარდეს. დანარჩენების: კვირკველიას, კაშიას, კვეკვესკირის ან უჯიგრო აზაროვის იმედით შორს ვერ გავფრინდებით.

იმედია არაბიძეს ახლა მაინც გამოიძახებს

• ნაპოლეონი

პუტინ ხუილოს დაბეჭდეთ ლაააა

• llcl

მე ესე გავიგე, გინდ გავიდე და გინდ არა პასუხს არავინ მთხოვსო, ესეთი შეთანხმება მაქვს გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან და მის ბანდასთანო. ნუ ავანტიურისტებიც ამბობენ ერთ სიმართლეს ან წამოსცდებათ ხოლმე, მართალი თქვა ამ კცმა სამწუხაროდ დინამოებზე

• ბადრი

რაო? პსჟ-ზე ნალკლებ გუნდს არ ვიკადრებო? ასე ჩანს მისი ნათქვამიდან.

• სოსო

სანიოლ!!!შენ და ფედერაცია კვარაცხელიას გარეშე ხართ ნულებიი 0,ახლა კი ილოცეთ რომ მარტში მოვუგოთ ლუქსემბურგს, თორემ მე პირადად გპირდებით რომ არ გავჩერდები!!!!!

• მალხაზ ჯობავა

შეიძლება სანიოლის ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ მაგრამ, ჩვენი გუნდების კლასიფიკაციაში ასპროცენტიანია.

• ფსიქიატრი

ეს კაცი საერთოდ ნორმალყრია? მიზანი ამას არა აქვს, საკუთარ თავს არაფერს სთოვს, დასაქმდა უსაქმური და ბაირამობს. დაასაელოს ვინ იწვევს მვრთნელად, ალბათ საფრანგეთის ჭ ლიგიდან აქვს შეთავაზებები. აბა ნორმალური კლუბი ამას არ მიიწვევს. რა წარმატებაზე ლაპარაკობს, რას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა?

• რობი

სანიოლის წასვლის მერე ვფიქრობ სვანაძე უნდა დაინიშნოს,მგონი ის ახლაც სანიოლზე უკეთესია! მისი ხელში 21 წლამდელი ბიჭები უკეთესად იხარჯებიან, კომბინირებენ და აპრესინგებენ მოწინააღმდეგეს ვიდრე სანიოლის ხელში საქართველოს ნაკრების ბიჭები

• გურინიო

არ ხარ შენ მაღალი დონის მწვრთნელი ვილი, წადი დაგვანებე თავი რა.

• beqa

არა ბიჯო პირველზე იქნებოდი:)) მალტის მესამე ადგილოსანი გადაგახევს ბურთს თავზე რომელ ადგილზე იქნებოდიი?

• რობი

მწარე სიმართლეა! რაა ამაში საწყენი ?

• დავითი

ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ.ნაკრების მწვრთნელი რომ ესეთ სისულელეს დააბრეხვებს, რა უნდა საერთოდ ნაკრების მწვრთენლად.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია

"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება

[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ