იტალიის სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც თორნიკე შენგელიას ფოტოა გამოსახული წარწერით – “შეუჩერებელი”. შენგელია მართლაც შეუჩერებელია: "ვირტუს ბოლონიას" ქართველი ფორვარდი ისეთ ფორმაშია, 2 თვეა, MVP-ის ტიტულს თითქმის არავის უთმობს. თოკო დამსახურებულად გახდა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში და დიდი ალბათობით, იმავეს გაიმეორებს ნოემბერშიც. შენგელიამ სერია A-ს მორიგ მატჩში ისეთი სტატისტიკა აჩვენა, დიდი ალბათობით, ტურის MVP გახდება.

"ვირტუსმა" ბოლონიაში "ბრეშიას" უმასპინძლა და 88:76 რომ დაამარცხა, ქართველი ფორვარდის უდიდესი დამსახურებაა. შენგელიამ 26 წუთში 26 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 35-ს უწია და ცხადია თოკო აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეხვედრის ბომბარდირი "ბრეშიას" მცველი სი ჯეი მასინბერგი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, თუმცა საერთო სარგებლიანობით ის თოკოს 4 ერთეულით ჩამორჩა. "ვირტუსის" რიგებში შენგელიას შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა, ლუნდბერგმა ჩააგდო. მარკო ბელინელიმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

8 ტურის შემდეგ მოპოვებული 7 გამარჯვებით "ვირტუს ბოლონია" ლიგა A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი ევროლიგაში გამართავს და 23 ნოემბერს საშინაო კედლებში თურქულ "ფენერბაჰჩეს" მიიღებს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა