"ორლანდო მეჯიქმა" ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე 124:119 დაამარცხა და მოგებათა სერია 5 მატჩამდე გაზარდა. ერთი გუნდის ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ნბა-ს ბოლო 2 სეზონის MVP, სერბი გოლიათი ნიკოლა იოკიჩი იყო, ხოლო მეორეში - ჩვენი გოგა ბითაძე. იოკიჩმა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი მიითვალა და სტატისტიკა ქართველ ოპონენტზე თვალისმომჭრელად გამოსახა, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვება ბითაძის გუნდს დარჩა. აღსანიშნავია, რომ გოგას პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელთან ორთაბრძოლაში თავი არ შეურცხვენია და გუნდურ, სისტემურ თამაშში გამარჯვებული გამოვიდა, რაც ნებისმიერ პირად სტატისტიკაზე მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ბითაძე მოედანზე იმყოფებოდა მატჩის ბოლო წამებამდე და გამარჯვების მოპოვებაში აქტიურად იყო ჩართული. ბოლო წუთზე, როცა "დენვერი" ოდნავ ჩამორჩებოდა, ტაქტიკური ჯარიმების აღებაზე გადავიდა – თამაშის ბოლო 14 წამში მოქმედმა ჩემპიონებმა 3 სასროლი ჯარიმა “აიღეს” და სამივე ორლანდოელმა ზუსტად შეასრულა სროლები. ანუ "დენვერმა" სარგებელი ვერ მიიღო ამ ჯარიმებით, რადგან გოგა ბითაძემ (დასრულებამდე 14 წამით ადრე), ჯალენ საგსმა (00:04) და ფანც ვაგნერმა (00:02) შეუცდომლად ესროლეს საჯარიმოები და "ორლანდოს" საამაყო გამარჯვება გაუნაღდეს.

ბითაძემ მოედანზე ამ სეზონში პირადსარეკორდო 31:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგას თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა და ეს შედეგი მისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. ამ მაჩვენებელში ის მხოლოდ ერთით ჩამორჩა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც 13 მოხსნა, 30 ქულა, 12 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ერთი სიტყვით, იოკიჩი იყო ჩვეულ ამპლუაში და კარიერის 111-ე სამმაგი დუბლიც გაიფორმა, მაგრამ მისი გუნდი ბითაძის "ორლანდოსთან" დამარცხდა. ფლორიდულ გუნდში საუკეთესო სტატისტიკა ფრანც ვაგნერს ჰქონდა – 27 ქულა. პაოლო ბანკერომ 23 ქულა დააგროვა, ხოლო სათადარიგო კოულ ენტონის 20 ქულა “ჯადოქრებს” დიდად დაეხმარა გამარჯვების მოპოვებაში.

"ორლანდოს" 10 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიასთან" ერთად მე-4-მე-5 ადგილებს იყოფს, ხოლო შემდეგ მატჩს შინ "ბოსტონთან" 24 ნოემბერს ჩაატარებს.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა