ლუქსემბურგის ნაკრები თბილისს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნამატით ესტუმროს და ჩვენს ქვეყანაში სერია A-ს ფეხბურთელის, კლუბ "მონცას" წევრის, 25 წლის ფორვარდის, დანი მოტას დახმარების იმედი ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, საქართველო, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში, 21 მარტს, სწორედ ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება. მოტა პორტუგალიელია, თუმცა ლუქსემბურგში, ნიედერკონში დაბადებული და გაზრდილია.

ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებდა და ეს ადრე ლუქსემბურგელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმაც აღნიშნა, რის გამოც ჩვენს მომავალ მეტოქეს უარს ეუბნებოდა, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, რაც ალბათ ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მონაწილეობის შანსის დიდი დამსახურებაა.

"მონცას" თავდამსხმელის ძმამ, რენატომ, Contacto-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არის დიდი შანსი იმისა, რომ მოტამ მოქალაქეობა შეიცვალოს და 21 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, ყველაფერი კი მომდევნო ორ თვეში ოფიციალურად გაირკვევა.

დანი მოტა 2019/21 წლებში პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და 16 შეხვედრაში 7 გოლიც შეაგდო, თუმცა ქვეყნის მთავარ გუნდში არ უხმობენ.

ის ერთი ხანობა ტურინის "იუვენტუსშიც" ირიცხებოდა, თუმცა "ვეკია სინიორას" მთავარი გუნდის მაისური არასდროს მოურგია.

მოტას უთამაშია "ენტელასა" და "სასუოლოშიც". ის 2019 წლიდან "მონცას" წევრია. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში მას გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 29 დაპირისპირებაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

ბექა
დავი ძმაო
ვიტო
არაბულად წაიკითხეთ! !იკარტ სიდედ ნაყტუომ სეძატიცაკ
გივი
კი, ,,ღრუზინჩიკ", და ამის წინააღმდეგ აქციაზე ვმდგარვარ. რუსეთუმეების გონება ამ დაზეპირებული წინადადებების მეტს (ბუა თურქმანები) ვერ წვდება? )))))
გოგია
გივის სააკაშვილმა რომ ერთ დღეში ათიათასმადე თურქს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრე აქტიურად გააპროტესტე მაშინაც ეგ თემა, თუ მხოლოდ რუსეთში დაბადებულ ქართველებზე გაქვს ნეგატიური რეაქცია. თუ შენი მეხსიერება საქართველოს ოკუპაციის თემებზე 1956 წელს იქით არ მიდის?
იასონას უდარი
ლოგიკურია,შანსი მიიღეს და ცდილობენ გამოიყენონ,ამიტომაც უნდა დაიმატონ კიდეც. აბა,ჩვენ ვინ გვყავს იმასაც ვატოვებინებთ თამაშს ინგლისურის არ ცოდნის ან არაკომპეტენტურობის გამო,ხოდა მიდგომა შეადარეთ. ესეთ თემებზე სულ მახსენდება არველაძის გაცილების თამაში. აიაქსის მწვრთნელი ვანგაალი იყო და ვეტერან ფეხბურთელებს აუხსნა სისტემა,რითაც აპირებდა თამაშს და ზოგადი მონახაზი გაუკეთა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჩივაძე და მგონი გაბელია იყო,ხოდა არ გაინტერესებთ როგორ გაუშვეს გუნდი სათამაშოთ,"დავაი ბიჭებო,ვიგეთ" და სულ ეს იყო. არაფრის მომცემ თამაშშიც კი ქონდა მიდგომა ვანგაალს პასუხისმგებლიანი იყო,ხოდა ქართველები? ასეთი მიდგომით მუშაობენ დღესაც,კვარა მოატყუებს და მოვიგებთ,ხოდა ეს კვარაც არ გვყავს და მოვიგებთ? ფეხბურთი არის გუნდური სპორტი,თუმცა სად არის გუნდი? არგენტინაც კი ვერ იგებდა ტიტულს,როცა მესი ყავდა,მაგრამ მერე მიხვდნენ რო გუნდი უნდა შეექმნათ და მოიგეს. რიკელმე და კამბიასო ყავდათ ცენტრში,თუმცა ტიტული მაკ ალისტერით და პარედესით მოიგეს. გუნდს მონახაზი არ აქვს და 4-5 პასს ვერ აკეთებენ,კვარაც არ გვყავს და თუ მოვიგეთ,ეს იქნება სასწაული. ეძახეთ ლუქსემბურგი და 17 ქულა მოაგროვეს,ყაზახეთმა 18 და საბერძნეთმა 13,ხოლო ჩვენ 8. ჩვენ გვყავს კვარა და იმათ გუნდი.(უი კვარაც არ გვყავს)
ასევე
100% ნი..გეგონება რომელიმე გრანდი ჩამლოდიოდეს..თუ წააგეთ თუნდც კვარას გარეშე( მითუმეტეს ჩაკვე იქნება სამაგიეროდ) მაშინ რა ევროპის გასვლის ღირსი ვართ,ტყუილად იქ უნდა შერცხვეთ
დავით ქართველი
ლუქსემბურგში რონალდოც რომ დაიმატონ, სასაცილოდ არ უნდა გვყოფნიდეს, მაგრამ მწარე რეალობა ისაა რო სიჩმორეში ვარ,უიმედოდ!
rasa
700 ათასი თორე ჩვენ 5ჯერ მეტნი არ ვიყოთ, სიმენონ. ქალაქ-სახელმწიფოა მაინც, გურიისხელა ტერიტორიით და ცოტა მეტი მოსახლეობით. აი შიდა პროდუქტში პაწა წინ არიან
სიმართლე
ერთი მითხარი, ვინაა გოლის გამტანი ლუქსემბურგთან (ანუ ბოლო დარტყმის შემსრულებელი)?! ჩაკვეზე არ თქვა გაფიცებ, რადგან ჩაკვე მაგარ პასებს დაარიგებს და თამაშსაც გაშლის მაგრამ დარტყმა ჯერაც არ უვარგა. ერთადერთი გამტანი მაგ დროს მიქაუტაძეა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ზამთარში აიაქსს გაეცლება და სხვა გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება
კომენტარი
აქედანვე დაიწყეთ ხალხის შემზადება, ლუქსემბურგი გაძლიერდა, ჩვენ ხვიჩა არ გვყავს და ა.შ. ეჰ წინასწარ დადგმული სცენარია ეგ ყველაფერი, საქართველო-ლუქსემბურგი 0:1. ეს ფედერაციის ხრიკებია,ხვიჩასაც ძალით მიაღებინეს ეს ბარათები...
აბო გვალია
ნაპოლეონი ხარ თუ... სად განათლდი ფეხბურთში ასე უთავბოლოდ, რომ ევროპელ სპეციალისტთა ქებული მეკარე ასე დაამცირე? ტვინნაღრძობო, ლორიას ნათესაობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მეკარის თამაშს ვეღარ ხედავდე. კაცი ერთმილიონად იყიდეს და ერთ წელიწადში 30 მილიონზე მეტადაა შეფასებული. შენ ხარ დასირებული თუ ევროპელი სპეციალისტები?
ჟორა გაბრიჭიძე
რა ვიცი, ლუქსემბურგის თუ გვეშინია და ისიც თბილისში, მაშინ ევროპაზე რა დაგვრჩენია? მეტოქეთაგან გაბითურება? ხვიჩა, მართალია დიდი დანაკლისია, მაგრამ თუ ერთი კაცის ნაკრები ვართ, მაშინ შესარჩევსაც არ უნდა ვთამაშობდეთ.
კოლა
გივი-ს აქ გიპასუხებ, რომ სხვების კომენტარების დამატების შემთხვევაში, არ წაიშალოს მერე. უბრალოდ სასაცილოა. დაწერთ, ან გამოთქვამთ აზრს ემოციურ ფონზე და ფიქრობთ, რომ რადგან სხვაზე ხმამაღლა მეტყველებთ, ე.ი. მართალი თქვენ ხართ. :) აი, ვკითხულობდი თქვენს კომენტარს და აშკარად ვხედავდი, ორთქლი როგორ გამოდიოდა თქვენგან. :) ,,სულით მონებზე" არ გიპასუხებთ, ვხვდები, რომ დიდი მოაზროვნე არ ხართ, აზრს რომ ჩაწვდეთ. იმასაც ვხვდები, რომ არც პატარა არ ხართ. ვინ იცის, 1956 წელსაც ზრდასრული იყავით. შესაძლოა, მოსკოვშიც დაფრინავდით 30 მანეთად, თუ რაღაც ამდაგვარი რომ ყოფილა. :) ვკუთხულობ თქვენს კომენტარს და ფაქტი ერთია, ზრდილობა და კეთილგონიერება ასაკთან ერთად არ მოდის.
bejo
რავი იქნებ უკეთესიც იყოს წლევანდელ სერია ა - ში გოლიც არ აქვს გატანილი ...
ლადოს
რა გასაკვირია, ამას არ ექნება არცერთ იტალიურ ასაკობრივში ნათამაშები და მალევე მიიღებს მოქალაქეობას.
რა მაფიაა?
მარადიშვილი ჩემი აზრით ჩვეულებრივი რუსია, შანსი რო ქონდეს რუსეთი ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის გამო საქართველოს დროშით ტ@#$საც გამოიწმენდდა, ამიტომ სულ რო ინიესტა იყოს, არაფერი გვჭირს მისი სახვეწარი და მითუფრო კვეკვესკირსაც არ ჯობია და რატო მივტირით? წაუღია წყალსაც
გივი
89-შიც ბლოკადა გამოვუცხადეთ ღრუსეთს, ,,ღრუზინჩიკ''?! 78-ში?! 56-?! ასეთი სულით მონები საიდან მოდიხართ?! და ბედის წაღმართობით თუ უკუღმართობით დაბადებულ ,,გრუზინს'' საქართველო და ნაკრები მარტო მაშინ არ უნდა ახსენდებოდეს, როცა სხვა გზა არ აქვს და ტყავის გადარჩენა სჭირდება! .......................................................!!!
₾ადო
მარადაშვილი ვერ თამაშობს ჩვენთან, სხვადასსხვა ასაკობრივ ნაკრტებში აქვს ნატამაშებიო და ეგენი ასე უცებ როგორ დაიმატებენ მ,აგ ვიღაცას? და კიდევ ვის ეშინია :დდ
სიმენონი
700 ათასია ლუქსემბურგის მოსახლეობა, ზუსტად ორჯერ დიდია ისლანდიაზე, რომელიც ევროზეც იყო და მუნდიალზეც წარმოდგენილი.
კოლა
მორიგი გიჟ-ვრაცუა კომენტარები. :)) არაა თქვენი საშველი. ოკუპაცია რა შუაშია. ქართველი ეროვნების ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ვლაპარაკობ, რომლებიც ბედის უკუღმართობით, რუსეთში დაიბადნენ. რუსეთს სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდია, მისცემ თუ არა მათ მოქალაქეობას? პირიქით, არც უნდა, რომ წაიყვანო მისგან. მაგრამ ჩვენ ხომ დიდი მოაზროვნეების ქვეყანა ვართ. ეგრე არ იყო, რუსეთს რომ ბლოკადა გამოვუცხადეთ და სამტრედიაში რკინიგზა გადავკეტეთ? :)) იმის მერე წავიდა რუსეთის საქმე უკან. :)
ციციკორე
ნელა ზვიადი! არ გაგივარდეს :)
ნუკრი
ნაპოლეონი ხარ თუ ალიენდე რა გეტაკა ბიჭებს ასე რო აგინებ? დანარჩენს,რასაც შენზე ვფიქრობ, არ დამიბეჭდავენ,შენს წარმოსახვას ვენდობი
გივი
,,დობრი-კოლა" ,,ღრუზინჩიკ", ლუქსემბურგის მიერ პორტუგალიის მიწების ოკუპაციაზე, ეთნო-წმენდაზე და შევიწროებაზე, რომელიც დღემდე გრძელდება, უეჭველი არ გეცოდინება! მთავარ სათქმელს მიხვდი თუ უეჭველი ღრუსეთ-საქართველო უნდა ჩავსვა, ,,ღრუზინჩიკ"?! .............!!!
G.LA
მაგათ მესიც რომ დაიმატონ ჩვენ მაინც მოვიგებთ თბილისში. სერია ა-ს მოთამაშე კი არა, სკუადრა აძურა რომ ჩამოიყვანონ თბილისში ლუქსემბურგის ნაცვლათ ჩვენ მაინც მოვიგებთ. ვისაც არ გჯერათ გაგვატარეთ, ჩვენ ევოპაზე მივდივართ. ეს გააკეთა არაფრით გამორჩეულმა მაკედონიამ და ჩვენი გუნდი მათზე უკეთესია. მჯერა ჩვენი ბიჭების და ევროპაზეც ვუგულშემატკივრებთ ჩვენ ბიჭებს.
ვასო67
წადი პუტინთან
ალექს
სწორად დაიწყე პრესინგთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ დაასრულე მამარდასთან მიმართებით..
გიორგი
ლუქსემბურგს ოკუპირებული ყავს პორტუგალია შენი აზრით?
კოლა
სამაგიეროდ, ჩვენი გიჟ-ვრაცუები ტუფლებიდან ხტებიან, როცა რუსეთში დაბადებული ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზეა საუბარი. ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?
ნაპოლეონი
გუნდი რომელიც 21 -ე საუკუნეში თუნდაც ათი წუთი არათუ მაღალ საერთოდ ვერანაირ პრესინგს ვერ თამაშობს,იმას ევროპაზე კიარა ოკეანეთის კუნძულების ჩემპიონატშიც არაფერი ესაქმება. . . .კარში უდგას გაპიარებული პიჟონი,რომელიც გაგორებულ ბურთს თუ დაიჭერს მინდორზე წვება ნახევარი საათი.ფეხით მოგერიება ისეთი აქვს მეტოქე პირდაპირ საგოლე კომბინაციას იწყებს,თუ რასაკვირველია მოახერხა და აუტში არ გადააგდო პირდაპირ(საუკეთესო შემთხევვებში ამას ახერხებს კიდევ კაი)თუ კი რამე სეივი აქვს 99% უბრალოდ ზედ დაეჯახა და ბანანაშვილის მსგავსი ვაიკომენტატორების წყალობით ბუფონმა რომ შევჩენკოს ფინალში გამოუძრო იმ ნომინაციაში გაყავთ. . . ამ მეკარის შემხედვარე ისედაც ბლაგვი დაცვის ხაზი კიდევ უფრო პანიკდება და ნებისმიერი ჩაწოდებისას მეტრასამოციანი მოწინააღმდეგეები კაშია-კვირკველიებს ნისკარტებს ურტყამენ. . . მეკარეს ჯერ კარიერაში პენალი არ აუღია. . ისრაელთან რომელ ბურთსაც მიუხვდა მიმართულებას უბრალოდ გაგორებული ბურთები ვერ შეიმაგრა. . . ლორია ამ ბიჭს ასი თავით სჯობს. . ლორიას დროს ეგეთი პრახადნოი ჩვენი დაცვა არ ყოფილა მაგრამ ლევან სალუქვაძის მსგავსი ჟურნალისტების წყალობით ეს შედეგი გვაქვს. . .
ცისკარა
მოდით გენადა ჩამოვიყვანოთ ტონგოდან,
მონღოლი ნაცარქექია
ჰოდა ჩვენც დავიმატოთ თენგიზ სულაქველიძე, კვეკვესკირზე სწრაფად მაინც დარბის.
rasa
უბრალოდ წარმოიდგინეთ ფსკერი და ცინიზმი იმ შემთხვევაში, თუ ასეთ მნიშვნელოვან თამაშს საკუთარ კედლებში წავაგებთ თუნდაც მდიდარ და გაძლიერებულ, მაგრამ მაინც ბათუმისხელა ქალაქ-სახელმწიფოსთან. ეს თუ მოხდა, ჩვენი საშველი მართლა არ ყოფილა!
მწვრთნელი
ჩვენებურებიც თამაშობენ იტალიაში! ასე რომ პასუხს გავცემთ! მე მჯერავს ჩვენი ფეხბურთელების, რასაც ვერ ვიტყვი ფედერაციაზე და მწვრთნელზე!
ალექს
ამის მონაგარს თუ გადახედავთ ბევრი არაფერი, ამ სეზონში განსაკუთრებით.. 12 თამაშში ერთი კინკილა საგოლე პასი ქვედალიგელთან. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი დაცვისთვის უკვე ნებისმიერი მოწინააღმდეგე თავსატეხია.. ამათ თუ გავცდით ბერძნებთან რა გვეშველება მართლა არ ვიცი, მითუმეტეს ჩვენთვის უსაშველოდ უხერხული მეტოქეა, ერთი მოგებაც არ გვაქვს 9 შეხვედრიდან!
Gia
Amat legionerebis nakrebi yavt tore maqamde farerebi jobdat.federacia kacitazes ar gadaayolo es shansi tore 22martidan quchashi ver gamoxvalt.flamarions rato ar iyenebt an monaxet vinme qartveli fexburteli sazgvargaret ro dagvexmareba. Zedmeti arasdrosaa tore 60wutianebi gyavs bevri fexburteli da 5dgeshi 2mnishvnelovani tamashis mogeba gachirdeba.sanam uremi gadabrundeba manamde unda eziot warmatebis gza.
ფანის
აბა როგორც იცით, "დაითარსეთ" თქვენივე სიტყვებით "წაგებაზე". რა უბედურება გჭირთ ამ "მოწუწუნე" ფანებს, რო სულ წაგებაზე ლაპარაკობთ? პირიქით შეუძახეთ ჩვენს ბიჭებს მოგებაზე და დავმუხტოთ პოზიტივზე! დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების განწყობას! არ შეიძლება ერთ ფეხბურთელზე ჩამოკიდება და დანარჩენი ფეხბურთელები კი განზე გავწიოთ, ეს ძალიან ცუდი ტენდეციაა!
gzp
როცა თვეებით ადრე ყველას ლუქსემბურგის ეშინია! თამაშის დროს რა იქნება კითხვაც არ უნდა. ბერძნები გავლენ საბოლოოდ.
Kvekeskiri
კვირკველია შეჭამს,იაშკა იბლუყუნებს,კობი თავს დაგვამადლის.... უთავო ფედერაცია... ტლუ მენეჯერები... მოყვარული მწვრთნელი... ჩამოწერილი ვეტერანების კასკადი... ერთადერთი რითაც შეგვიძლია ამათ გავცდეთ საკუთარი კედლებია
fani
აბა დაგვერხა და ეგაა - ლუქსემბურგი სერია ა-ს მოთამაშით ძლიერდება, ჩვენ კი ამ უვარგისი ფედერაციის წყალობით მათთან შეხვედრაში სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე გამოგვაკლდა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
"მილანმა" შესაძლოა, დანიელ მალდინი დაიბრუნოს
ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?
მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს