ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება, მოგების შემთხვევაში კი ფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. "შახტარის", კიევის "დინამოსა" და რუმინეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ დაუშვებლად მიიჩნევს ყაზახთა დონის გუნდის კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას.

"ახლა ჩვენ ბევრ გუნდს ვხედავთ, რომლებიც ფინალურ ტურნირზე ითამაშებენ. როდესაც მწვრთნელი ვიყავი, ევროზე რვა გუნდი ასპარეზობდა, რომელთაგან მხოლოდ შვიდმა გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი. ახლა ევროზე 24 გუნდი მონაწილეობს, მსოფლიო ჩემპიონატზე 32 და 48 იქნება. ძალიან პატარა ქვეყნებს, გარემოებათა მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეუძლიათ შესარჩევი რაუნდი გადალახონ.

ყაზახეთი ევროზე? ეს იქნებოდა რაღაც სრულიად და სრულიად არანორმალური. მართლაც წარმოუდგენელია, რომ უეფა მსგავს რამეს უშვებს, ეს წარმოუდგენელია!"

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩესკუს ნათქვამმა ყაზახები აღაშფოთა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ვახიდ მასუდოვმა რუმინელი სპეციალისტი გააკრიტიკა: "ისე მოჩანს, ლუჩესკუ თავისი სიტყვებით უეფას დისკრედიტაციას უწევს. ჩვენ დანია, ფინეთი და ჩრდილოეთი ირლანდია კაბინეტებში კი არა, მოედანზე დავამარცხეთ. ხომ ნახეთ, რამდენი მაყურებელი ესწრებოდა ამ მატჩებს და როგორი სცენარით განვითარდა. დანიას 0:2-დან თამაში შემოვუტრიალეთ და 3:2 მოვუგეთ, ფინეთთან სტუმრად 0:1-ს ვაგებდით და დავამარცხეთ. ტყუილად როდი აღნიშნავს უეფა, რომ ყაზახეთი ქამბექებში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაძლოა, ლუჩესკუს საშემოდგომო გამწვავება აქვს. ახლა ჩვენთან საფეხბურთო ბუმია. ეს გაგრძელდება. მიუხედავად ყველა საწინააღმდეგო გარემოებისა, მინდა ჩვენი ბიჭები ფინალურ ტურნირზე მოხვდნენ".

ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხაილ გურმანმა კი განაცხადა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელმა, რომელსაც ასაკმა სიბრძნე ვერ შემატა, მთელ ქვეეყანას შეურაცხყოფა მიაყენა, რაც არ უნდა აპატიონ, საკადრისი პასუხი გასცენ, ეს შურის და არაპროფესიონალიზმის ბრალია და ბოდიშის მოხდა მართებს.

ზაზა
ილია შენებური ,,სიბრძნით" ბრაზილიასაც არაფერი ესაქმება მსოფლიოზე ხო?!
სიმართლე
ყაზახებს ჩვენგან განსხვავებით ევროპაში აქვთ ტერიტორიები....ურალის მარჯვენა სანაპირო....
ჰაჰა
ეგრე ჩვენც ბევრი აზიურ ქვეყნად გვთლის და ამიტომ არ უნდა ვაგინოთ?

დარწმუნებული ვარ იგულისხმა, რომ ევროპის კონტინენტზე არაა ყაზახეთი და რა უნდა ევროზეო, და არა ის, რომ სუსტია და კვალიფიკაცია არ უნდა დაძლიოსო! მართალიც არის, მეც ვერ გამიგია რატომ შემოუშვეს საფეხბურთო ევროზონაში, რამე აწყენინეს აზიელებმა თუ რატომ გამოიქცნენ იქიდან?
გიუშა
ბრაზილიამაც წააგო 1:7სახლში,რავა,მათაც აღარ ითამაშონ ,,მგოსანო,,?))
ილია
ჩვენ და ლუგსემბურგს რა გვინდა ერთმა 1-7 წავაგეთ, მეორემ 0-6 და 9-0, თორემ ყაზახებმა ყველა თამაშში ღირსეულად იბრძოლეს.
ნაპოლეონი
არა ხარ მართალი მეგობარო. . რა ფინეთშიც ხელოვნური იყო,თუ ჩრ.ირლანდიაში. ..თუ დანიასთან პირველი ტაიმი ბალახი იყო და მეორე ხელოვნური?. . . ორგანიზებით და სათამაშო დისციპლინით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგანან. . . კვარა ჩაკვე გაუგზავნე და მერე ნახე რა ქნან. . . მაღალი პრესინგიც გამოსდით და კოლექტიური ართმევაც.ყოველ შემთხვევაში 20-25 წუთი მაინც. . აი ჩვენი ნაკრები კი მაღალ პრესინგს ხუთი წუთიც ვერ თამაშობს,ხოლო როცა მეტოქე გვაპრესინგებს ხახვებივით დაბნეულები ცდილობენ ბურთი მოიშორონ,ვინიცობაა გაშვებული ბურთი მათ არ დაბრალდეთ. . . ჩაკვეტაძე დაბრუნდაო,რომ ვამბობთ,მერე ვიყენებთ სათანადოდ?!. . .
Levani
ყაზახები თავისებურ ფეხბურთს თამაშობენ-ანუ ჩვეულებრივი ფეხბურთისგან განსხვავებით,რაღაცნაერად მაგიდის ჩოგბურთის ან ფრენბურთის შთაბეჭდილება მრჩება. თავის ხელოვნურ მინდორზე დაამხეცეს- ცდილობენ ბურთი სწრაფად მოხვდეს მეტოქის საჯარიმოში და იქ შემტევები ცდილობენ "ტოპკა" გააკეთონ,ბურთი ხო ხელოვნურზე უცნაურად დაფრინავს და უბრალოდ იმაზე ვარჯიშობენ რამენაირად დასარტყამი პოზიცია ქონდეთ. ხშირად ამართლებს მაგათი ტაქტიკა და ეგაა მაგათი წარმატების საიდუმლო.
ლევანი
ყაზახები მოუგებენ ბერძნებს, ჩამოვლენ თბილისში, ჩვენ მოვუგებთ ლუქსემბურგს, და ფინალი, საქართველო-ყაზახეთი იქნება. ვინ მოიგებს? ვინ და საქართველო! აბა რაააა... დიდება საქართველოს!
ALONZO
ვილოცოთ,რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლონ ორივე მატჩის მოგება,შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა,1/8 , 1/4 , 1/2 ფინალების გავლა და ფინალში საფრანგეთთან პენალტების სერიაში რაც იქნება იყოს !

ჩვენც ასე აგდებულად ვუყურებდით, ჯერ მაკედონიას ახლა ლუქსემბურგს
Tornike
ჯიგარი ხარ ავტორ! გაგისწორებია ტექსტი. ისე ამდენი ვიწვალე. კონენტარი დაგიწერე და გამოქვეყნება არ მაღირსე. ეჰჰჰ
რრრ
ევსტაფიმ რა თქვა ფეხლევანიდიმ, ევსტაფიმ ისიც გაგვაგებინეთ.დდდდდ
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
რუმინეთის ნაკრებს ჰაჯი ჩაუდგა სათავეში
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა