მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის დროით 22:30-ზე შემოგვთავაზებს
"ზესტაფონი" ავსტრიაში გუშინ, 2 აგვისტოს დილით, თბილისი-გრაცის ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ "შტურმთან" საპასუხო შეხვედრისთვის 20 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაგანაც ორი, ბუნებრივია, 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახაბერ ალადაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, ალექსი ბენაშვილი;

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, მიხეილ სარდალიშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და განაცხადს დაუბრუნდება თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ხიდეშელი კი "დაჩიასთან" განმეორებით მატჩში სერიოზულად დაშავდა და საოპერაციოა.

შესაძლოა, "ზესტაფონის" დანაკლისი ამით არ ამოიწუროს. საქართველოს ჩემპიონთა სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ დღეს თამაშს შეძლებენ როინ კვასხვაძე და ნიკოლოზ გელაშვილი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. კვასხვაძემ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ხელი იტკინა, გელაშვილს კი ფეხი აწუხებს. იმედია, "ზესტაფონი" ამ ორ მეტად მნიშვნელოვან მოთამაშეს არ მოისაკლისებს. კვასხვაძის შემთხვევაში დამაიმედებლად ის ამბავი ჩანს, რომ გეგუჩაძეს ავსტრიაში მესამე მეკარე არ წაუყვანია.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან "ზესტაფონს" უბრუნდება მცველი მალხაზ გაგოშიძე, რომელიც ხიდეშელის არყოფნაში სათადარიგოებში იქნება.

გუშინ, საღამოს "ზესტაფონმა" "შტურმის" UPC Arena-ზე ივარჯიშა, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია. იდეალურთან მიახლოებულია ამინდიც - გრაცში +26 გრადუსი იყო, რაც ფეხბურთისთვის შესანიშნავი ტემპერატურაა.

ვარჯიშამდელ პრესკონფერენციაზე გეგუჩაძემ მეტოქე შეაქო, მაგრამ ისიც დასძინა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მის გუნდსაც აქვს. თავის მხრივ, მოწინააღმდეგის მიმართ კომპლიმენტები არც "შტურმის" თავკაცმა ფრანკო ფოდამ დაიშურა.

"ზესტაფონი" გრაცის გარეუბანში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო "პარადისში" ბინადრობს.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება და, რაც მთავარია, გადაწყდა, რომ მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guga
ანტიქრისტეზე და მსგავს თემებზე საუბარი რა თქმა უნდა მარაზმია, მაგრამ ის რომ ამ საშუალებით გაცილებით ადვილი ხდება ადამიანის კონტროლი ცხადია. საერთოდ არნახულ ტექნოლიგიურ განვითარებასთან ერთად ადამიანზე კონტროლი სულ უფრო ძლიერდება. ერთი შეხედვით შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანთა ბრძოლის შედეგად ხალხის თავისუფლება გაფართოვდა, ადამიანი არაერთი უფლებით სარგებლობს დღეს, რაც ფეოდალური ხანის ადამიანისთვის მიუღწეველი იყო. მაგრამ უფრო სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, განვითარების პარალელეურად ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება იმ განძს, რასაც თავისუფლება ჰქვია. დროის სვლასთან ერთად ადამიანი უფრო დამოკიდებული და მიჯაჭვული ხდება იმ მონსტრზე, რასაც სახელმწიფო ჰქვია. სახელმწიფო გამუდმებით ძლიერდება და საზოგადოებაზე კონტროლის უფრო მეტი საშუალებბი ექმნება. თუ ვისაუბრებთ ტექნოლოგიების შესახებ, ხშირ შემთხევაში სახელმწიფო (გლობალურად არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის) ფლობს ექსკლუზიურ ცოდნას სხვადასხვა ტექნოლოგიური აღმოჩენის შესახებ, რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ამიტომ მისთვის გაცილებით ადვილია ეს ტექნოლოგიურიწინსვლანი სათავისოდ გამოიყენოს
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა