სერია სერია A-ს მეცამეტე ტურში „ნაპოლიმ“ ახალი მწვრთნელის მაცარის ხელმძღვანელობით გასვლაზე „ატალანტას“ 2:1 მოუგო.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ყველა ტურნირზე კი 9+5 საგოლე მოქმედება.

პირველ ტაიმში თავიდან თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მასპინძლები მეტოქეს სივრცეებს უნარიანად უზღუდავდნენ და მომენტებს არ აქმნევიდებდნენ. „ნაპოლის“ პირველი რეალური შანსი 33-ე წუთზე მიეცა, რაჰმანიმ თავით გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შემდეგ ოლივეირამ ტრავმა მიიღო, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარიო რუიც ტრავმირებულია და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებების წინ ნეაპოლური გუნდი მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. კვარაცხელიას სკალვინი ყურადღებით მეურვეობდა და სამჯერ წააქცია. 44-ე წუთზე კი ხვიჩამ დი ლორენცოს პასით "ნაპოლი" დააწინაურა. მან ნეაპოლურ კარიერაში მეორედ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი თავით.

შესვენების შემდეგ ბერგამოელები გააქტიურდნენ და ლუკმანმა ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე რასპადორი და პოლიტანო ოსიმენმა და ელმასმა შეცვალეს. ტრავმამორჩენილმა ნიგერიელმა 8 ოქტომბრის მერე პირველად ითამაშა. აქედან მოყოლებული „ნაპოლიმ“ ინიციატივა დაიბრუნა. ხვიჩას ჰატებური ეუხეშა და საბედნიეროდ „კვარა“ ტრავმას გადაურჩა. თამაში გახალისდა, პაშალიჩის გოლისას თამაშგარე დაფიქსირდა. 79-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქის პასი ჩაჭრა, ელმასს გადაცემა გაუკეთა და მან „ნაპოლი“ წინ გაიყვანა.

კომპენსირებულ დროში კვარაცხელია ჰატებურმა ისევ წააქცია და მსაჯმა ისევ არ მიაქცია ყურადღება, ანგარიში კი არ შეიცვალა ნეაპოლელებმა და გამარჯვება მოიპოვეს.

„ნაპოლი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 30 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“

ატალანტა - ნაპოლი 1:2

გოლები: 0:1 კვარაცხელია (44), 1:1 ლუკმანი (53), 1:2 ელმასი (79)

Walter White
რუსული ენის მოტრფიალე "ქართველებს" მოკლედ გიპასუხებთ - იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტია( არა 2008 წლიდან, როგორც თქვენ გინდათ წარმოადგინოთ). რუსული ენის საერთაშორისო ენად ხსენება კი საერთოდ ჯურღმულებში მჯდომი ვაიპატრიოტების პრეროგატივაა.ან გაიხედეთ გარშემო ანდა დაიწყნარეთ ნერვული სისტემა.რუსეთის საქმე წასულია და ჩვენს გვირაბშიც გამოჩნდება სინათლე.
სოსო
შარშან ნაპოლის კიმი ჰყავდა,რომელიც საიმედოდ ჰკეტავდა დაცვას.დღეს ნაპოლი იძულებულია ლობოტკა,ან რომელიმე ნახევარმცველი დაწიოს უკან.ეს კი რა თქმა უნდა მთლიანად ნახევარდაცვის მობილურობას ამცირებს,სამოქმედო არეალის გაზრდის გამო.რა თქმა უნდა მთლიანად გუნდიც ვერ არის,შარშანდელ კონდიციებში.წუხელ,როგორც კი ოსიმენი გამოვიდა,ნაპოლიმ ინიციატივა ჩაიგდო ხელში.აშკარად შორსაა ფორმისაგან,მაგრამ უკვე მისი ყოფნაც მოქმედებდა მეტოქეზე და საგოლე პასიც მოახერხა.მისმა გამოსვლამ,დაცვას ამოსუნთქვის საშუალება მისცა,ხვიჩას კი მცველებისაგან ბურთი ყოველ მიღებაზე,ხისტი თამაში და რომელიმე ადგილზე მტკივნეული დარტყმა შეუწყვიტეს.მატჩის ბოლოს,ხვიჩას სახეზე,ემოციის ნატამალიც აღარ ჰქონდა.ძალიან დაიღალა და ალბათ ძალიანაც სტკიოდა.შარშანდელი ფანტასტიკური გოლი,კარგად ახსოვდათ,ატალანტაში და ალბათ ამიტომ არ ინდობდნენ.თავის დროზე,ვლადიმერ გუცაევზეც ამბობდნენ ხოლმე,პენალტის პროვოცირებას აკეთებს,ჯარიმების იმიტაციებითო.კი,ყოფილა ასეთიც,მაგრამ სტადიონიდან ნანახს,სახლში გავრბოდი და უკვე მოსკოვიდან გადმოცემულ ჩანაწერსაც ვუყურებდი.ვიცი,რომ ერთ დანიშნულ,"ტუფტა "პენალტზე,ან ჯარიმაზე,სულ ცოტა სამი,ოთხი არდანიშნული მოდიოდა.რუსულ გუნდებს რუსი მსაჯები სჯიდნენ და მთელ თამაშში ჩეხვას რომ ჰქონდა ადგილი,თამაშის ბოლოს,ერთ გაფრთხილებას მისცემდნენ ვინმეს და ყველაფერი ამით მთავრდებოდა.ახლა ხვიჩაზე ამბობენ,რას გაგორდება ხოლმეო.სამ დღეში ერთხელ თამაში რომ გიწევს,იქ ტრავმას ბოლომდე ვერ მოიშუშებ,ჰოდა ადრე ნატკენზე რომ მოგხვდება,ეს გაცილებით უფრო მტკივნეულია.ასევე არიან სხვა ფეხბურთელებიც,განსაკუთრებით კი,ტექნიკურები
სოსოს
სოსო! როგორც ყოველთვის მაგარი კომენტარები გაქვს, კარგად დალაგებული, სწორი პასუხებით გაჟღერებული! ყველა სიტყვაში გეთანხმები. ჯერ ესეთი, თუ ვიღაცეებს არ მოსწონთ რუსული სპორტული გადაცემები, რომელიც უფრო საინტერესოა და თვით კომენტატორებსაც მაგრად მიყავთ, ეგ მაგათი პრობლემაა. მე პირადად ინგლისური კარგად ვიცი, ასევე რუსულიც რადგანაც რუსულიც და ინგლისურიც საერთაშორისო ენებია. ვიღაცეების გამო (მოდას აყოლილი ნაც. ნევრატიკების პარანოია რო სჭირთ) ბოდიში და რუსულ ენაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, რომელიც სალაპარაკოდ ძალიან ლამაზი ენაა! უკვე ამაზზრზენია ამ "ჭკუიდან გადასული ძალად ნაც. ევროპელების" ავადმყოფური ფობიების მოსმენაც და ყურებაც! წადით ძმაო და იმკურნალეთ, რას გვახვეთ თავს თქვენს პარანოიკულ გამოხტომებს?
სოსო
სეტანტაზე,რეპორტაჟები ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე მიდის.ჩემს სკოლაში,ინგლისური ენა არ ისწავლებოდა,რუსული კი ვიცი და ძალიან ხშირად,სწორედ რუსული კომენტარით ვუყურებ გადაცემებს,ქართველი კომენტატორების ძალიან დაბალი დონის გამო.სხვათა შორის,რუსულ ენაზეც ქართველს მიჰყავს რეპორტაჟი და შეუდარებლად უკეთესი ხარისხითაც.საიტს,თავისუფლად შეუძლია ფრაგმენტები ქართულ ენაზე დადოს.მე კი,არ ვაპირებ რუსული ენის გამოყენებაზე უარი ვთქვა იმის გამო,რომ რუსეთს პუტინი მართავს და აქ,ვიღაცებს,რუსული ენის ცოდნა,ან გამოყენება,რუსეთუმეობა,ან არაპატრიოტობა ჰგონიათ. მეორე მსოფლიო ომის დროს,საბჭოთა კავშირის უშიშროებას,ჯაშუშებად მიაჩნდა და იჭერდა,გერმანიაში ნამყოფ, საერთოდაც უცხოეთში ნაცხოვრებ,საბჭოთა მოქალაქეებს.გერმანულის ცოდნაც,საკმაოდ სახიფათო ინფორმაცია გახლდათ.ვუყურებ ამ ხალხს და მიკვირს:თითქოს ჭირივით ეჯავრებათ საბჭოთა წყობა და შინაგანად კი,ისევ საბჭოთა უშიშროების კლიშეებით ცხოვრობენ. პ.ს.რუსული ენა,გაეროს ერთერთი ოფიციალური ენაა და არავინ აპირებს,მის გაუქმებას.
Bs
ორჯერ ძალიან მწარედ დააბიჯეს, ორივე ისეთი დინამიური ეპიზოდი იყო რომ შესაძლებელია მსაჯს კონკრეტულად დაბიჯება ვერ შეემჩნია, ხვიჩას დაცემის და ტკივილის იმიტაციის კი უკვე აღარ სჯერათ მსაჯებს. ძალიან ვინერვიულეთ ყველამ და ხვიჩაც შემეცოდა, კარგია რომ ტრავმას გადაურჩა. სამწუხაროდ ამ ეპიზოდებში ცნობილ ქართულ იგავთან გამიჩნდა ასოციაცია, მწყემსის რომ აღარ სჯერათ ,, მგელი მგელიო"
Jango
ვალტერ, ხომ ხედავ რამდენი რუსთმოყვარული და საღი აზრის უარმყოფი გვყავს არამარტო ქვეყანაშიარამედ სპორტულ საიტზეც?
დავითი
შენ ,,სლავაუკრაინეების,, რიგებიდან ხარ walter?!
სოსო
ზოგიერთი,დაწერილ ირონიას ვერ ხვდება.
სსს
რა გაახურეთ საქმე ამ რუსული ფობიებით თვითონ ხახოლები საუბრობენ რუსულად და რესტორნებში რუსულ სიმღერებს უკვეთავენ და ტინგიცებენ აქ კი ვიღაც ნაცუკა აჩმახებს. გეთანხმებით რომ რუსულზე უარი უნდა ვთქვათ მაგრამ იგი უნდა შეიცვალოს ქართულით და არა სხვა რომელიმე ენით.
ენძო
მესხს,მეტრეველს,გუცაევს,ჯორჯ ბესტს დაცვაში რომ თავგუდმოგლეჯილი რომ ერბინათ მაშინ ისინი არ იქნებოდნენ ის ოსტატები რომლების საყურებლად ხალხი სტადიონზე დადიოდა.ხვიჩას ასე თუ გააგრძელეს ლიმონივით გამოწურავენ და მის პოტენციალს გაანახევრებენ.
არგუტი
გოლი ნაპოლის კარში,მოყვა მარცხენა ფრთის მთლიანად ჩავარდნას.როცა მეტოქეს აძლევ საშუალებას თავისუფლად გააკეთოს გამიზნული ჩაწოდება,ცენტრში როგორი მაღალი და კარგი მცველებიც არ უნდა გყავდეს შეიძლება ვერ გიშველონ.აქ ხომ მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო და მცველმა რომ ათჯერ აჯობოს მეტოქეს და ერთჯერ ვერა ,ფატალური შეიძლება გამოდგეს.დასწრება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული[პოზიცია,არეკნის შესაძლებლობა,საყრდენი ფეხის მოცურება და ა.შ.] და არ შეიძლება მსჯელობა მხოლოდ სიმაღლის გათვალისწინებით.ამიტომაა ,რომ გამოცდილი მწვრთნელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ფლანგების გადაკეტვას.
არგუტი
მაცარის მართლაც კოსმონავტის გული ჰქონია,მიხვიდე არეულ გუნდში არასატრანსფერო პერიოდში ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს.მკვეთრად გასაუმჯობესებელია თამაშის ხარისხი ,რისთვისაც საჭიროა დრო და ახალი კადრები,მაცარის კი არცერთი აქვს.ატლანტასთან იყო მცდელობა მოღოღიალე ნახევარდაცვის აჩქარება-ამოძრავების და ხვიჩასთვის უფრო ფართო მანევრების საშუალების მიცემისა.ვეთანხმები იმ აზრს ,რომ ხვიჩა მაქსიმალურად გათავისუფლდეს დაცვითი ფუნქციებისაგან.ამისათვის კი საჭიროა კარგი მარცხენა მცველი და კიდევ უფრო საჭირო მოძრავი,დაუღალავი მარცხენა ნახევარმცველი.ზიელინსკი მარცხენა ფრთის სიმყარეს ვერ უზრუნველყოფს და ხვიჩასაც იმიტომ უწევს უკან სირბილი.მაცარის კი დრო არ აქვს.ვნახოთ რა იქნება.
გურიიდან
წაი ბიძია სიცხე გეიზომე!
Walter White
ვულოცავ ხვიჩას გოლს. თამაში მძიმედ მიმდინარეობდა. გამაგებინეთ ერთი,რატომ იდება პორტალზე მხოლოდ რუსული ტრანსლაციები? უამრავი ევროპული უფასო ტრანსლაცია არსებობს,რით ვეღარ შეეშვით ამ რუსულს. ცოტა "გაირთულეთ" ცხოვრება და ისწავლეთ ინგლისური ენა,თქვენც გამოგადგებათ და საიტზეც მრავალი უფრო საინტერესო ინფორმაციის დადებას შესძლებთ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
გურს ქგგალე ხვიჩუ! ☝❤
Gia
Kvara midi ar gacherde.shurianebi gaxetqe.federacia ertianoba ar dakargot da kacitaze samshoblos sadarajoze datovet.kvara tuar iqneba raproblemaa. Am dros am brilliants bevri evropuli nakrebi sworad gamoyenebda.
Koko 12
რა გაგიფუჭათ ასეთი კვარაცხელიამ საფრანგეთისთვის რომ გაიმეტეთ
Levani
საფრანგეთში არა სლოვაკეთში ვაისთან.ჩაკვე გააცოცხლა,კაშიას და ჯაბას კიდე ათამაშებს და მაგას კვარა თუ მიუყვანეს გახდის როლლლლლანდოს
ზაზა
კვარას მარცხენა ფლანგზე ვეღარ ვხედავ. მეორე ფორვარდია მისი პოზიცია და გოლებსაც ბლომად შეყრის
იკა
ხვიჩა თუ გადავა საფრანგეთში, ჩემის აზრით იდეალური იქნება მარსელი ან ლილი
სოსო
კვარას, ორჯერ ძალიან მტკივნეულად დააბიჯეს ფეხზე,მაგრამ მსაჯმა,ორივეჯერ სრულიად გულგრილად დატოვა,ეს დარღვევები.გაფრთხილება კი არა,ჯარიმაც არ დანიშნა.ამის მერე,იტალიასთან უკრაინის თამაშში,მცირე კონტაქტზე,პენალტი როგორ არ დანიშნაო,უკვირთ! ნაპოლის ძალიან ბევრი თვალში საცემი ნაკლი და შეცდომა ჰქონდა თამაშში,მაგრამ გუნდი იბრძოდა და გამარჯვება სურდა.ოლივერას ტრავმამ,ძალიან დაასუსტა,ისედაც სუსტი ნაპოლის დაცვის ხაზი.ჟესუსი,დაცვის ცენტრში სუსტად თამაშობს და მიუჩვეველ ფლანგზე,რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუჭირდა.ნაპოლის მიერ გაშვებული გოლის ეპიზოდშიც,მანისე ითამაშა,როგორც ცენტრალური მცველი ითამაშებდა,განაპირა მცველის დასაზღვევად.ცუდი ისაა,რომ დასაზღვევი ფლანგის მცველი,თვითონ ჟესუსი უნდა ყოფილიყო და სხვას დაეზღვია.ჩამწოდებელს,უამრავი დრო ჰქონდა,სიტუაცია შეეფასებინა და როცა საჭირო იყო,პასიც თავისუფლად გაეკეთებინა.ჰოდა,მანაც ზუსტად ჩააწოდა.მაცარის დებიუტი,წარმატებული გამოდგა და ატალანტაში ამის გაკეთება,არავისთვისაა ადვილი.ხვიჩას გოლზე არაფერს ვიტყვი,საქართველკოს ნაკრებში გატანილის მსგავსად,მეორე ფლნგისაკენ გადავიდა და შეტევა ჩაკეტა/თავით,ეს სულ მეორე გოლია,ნაპოლიში და ერთიც რუბინში აქვს გატანილი.გუნდებმა თითქმის მთელი თამაში,პრესინგით ითამაშეს და ხვიჩა,ძალიანაც დაღლილი ჩანდა,მატჩის შემდეგ.ამის შემდეგაც,სამი უმძიმესი მატჩი ელის,ნაპოლის და წარმატებებს ვუსურვებ.იმედია,მომდევნო მატჩში,მარიო რუი მაინც დაბრუნდება,თუ ოლივერამ ტრავმა,ერთ თვეში მაინც მოირჩინა,გამართლება იქნება.მგონია,რომ აქაც ჯვარედინი მყესების ტრავმა იყო და ეს ტრავმა რას ნიშნავს,ქართველი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან ნაცნობი იქნება.დაცვაში,რუიც სუსტია,მაგრამ ჟესუსთან შედარებაც კი არ შეიძლება.ასე რომ რეალთან ხვიჩას ფლანგი,განსაკუთრებული დაწოლის ქვეშ იქნება და ხვიჩასაც ძალიან დიდი ჯაფა დაადგება,დაცვის დასახმარებლად.იმედია შესძლებს და გაუძლებს.
Charley
ყოჩაღ ხვიჩა აი სწორედ ეს უნდა დაამუღამოს გუნდი როცა უტევს ფორვარდის პოზიციაზე ხშირად უნდა აღმოჩნდეს და კიდევ უფრო მეტს გაიტანს, დღეს კვარამ მაღალი კლასის ცენტრფორვარდის ინსტიქტი გამოაჩინა რაც ერთი ორად ამაღლებს მის კლასს როცა ვინგერს მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ასე თამაში და გოლის გატანა შეუძლია. მსაჯი რას უყურებდა ჰატებურმა ლამის ნაჯახი გამოიტანა სახლიდან და კვარას გამეტებით ურტყამდა ტერფებში. ეს ყურადღება მისაქცევია ესეთი მსაჯება არ ვიცი კრიტიკას ვერ უძლებს, პირიქით რეფერი უნდა იცავდეს ტექნიკურ ფეხბურთელებს "ცელი" მოთამაშეებისაგან და ამან პირიქით ვიღაც გავეშებული ყასაბი არც კი გააფრთხილა. რაჰმანი არის 1.92 ლუკმანი 1.74 და ამ ჩია ტანის კაცმა თავური მოუგო და გოლი გაიტანა, აი რა დოის ლუზერი უნდა იყო ცენტრალური მცველი რაჰმანი სახეზეა, მინ ჯე როგორ აკლიათ კარგად ჩანს. ნაპოლის ცენტრი ისევ რეგრესს აგძელებს სამწუხაროდ. მაძარის მუხლჩაუყრელი მუშაობა მოუწევს ეს ზონა რომ გამოაცოცხლოს თორე მიძინებული ლობოტკა, ანგისა, ზელენსკის ტრიო კარგს არაფერი მოასწავებს. ნაპოლის ცენტრი მეორე ტაიმის პირველი 25 წუთი შეჭამეს ბერგამოელებმა რასაც ქვია. აგერ ოლივერამაც სერიოზული ტრამვა აიკიდა და გუნდი ნომინალური მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. იქნებ მალე მოუსწროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ და დაიმატოს ვინმე იმ წუწურაქმა ამ პოზიციაზე თორემ დიდი ჯაფა დააწვება კვარას და უფრო ხშირად მოუწევს უკან სირბილი რაც ძალიან ცუდი იქნება. ასევე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება მინიმუმ ერთი მაღალი კლასი ცენტრ: მცველი და ასევე მაღალი კლასის ტიპური მუშა საყრდენი თორემ მაძარი სუპერმენი არაა და ამ გარღვეული ცენტრით გუნდი უამრავ დაუგეგმავ ქულებს დაკარგავს. თუ კი ეს ასე მოხდა და ამოავსეს ეს "მარიანის ღრმულები" ზამთარში ვინ იცის ასეთ შემთხვევაში სკუდეტოსკენაც კი გაიწიონ მეგა მოტივირებული მწვრთნელის ხელში ეს უტოპიად ნამდვილად არ მოჩანს.
ლაშა
დაცვას მიხედეთ დაცვას!!!
რუსთავი
მართლაც მძიმე მატჩი იყო, მაგრამ არაუშავდა პირველი თამაშისთვის.
ნამდვილი გულშემატკივარი
გენაცვალე ხვიჩა❤️ წინ და წინ ჩვენო ბიჭო!!! უფალი გფარავდეს
Domenti
აშკარად ვერაა ხასიათზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა