იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიის ნაკრებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა
იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ავსტრიის ნაკრებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. პირველში 56:64 დათმო, ხოლო მეორეში - 54:72. ცხადია, წაგება სასიამოვნო არავისთვისაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავსტრიელები ქართველებზე ადრე შეიკრიბნენ, მამამდე ამხანაგური მატიც ჩატარებული ჰქონდათ და შეხვედრასაც უკეთეს კონდიციებში შეხვდნენ.

ჩვენი ნაკრებისთვის კი 30 აგვისტოს ავსტრიასთან დაპირისპირება 2011 წელს სადებიუტო იყო. მას მერე ზაზა ფაჩულია და მისი მეგობრები ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში ემზადებიან, რათა უახლოეს მატჩებს უკეთეს ფორმაში შეხვდნენ. ყველაზე ახლოს ტალინში დაგეგმილი ოთხი ერის თასია: 5 აგვისტოს "ჯვაროსნები" მასპინძელ ესტონელებს ეთამაშებიან, 6-ში ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელ "კანზასს", ხოლო 7 აგვისტოს ძველ ნაცნობ შვედეთს.

აქვე დავაკონკრეტებთ: "კანზასის" უნივერსიტეტის მწვრთნელი ფრენკ მარტინი ესტონეთში ერთგვარ ნაკრებს იახლებს - გუნდში ეყოლება კალათბურთელები "აიოვადან", "სირაკუზიდან", "ნოტრ დამიდან".

ოთხი ერის თასზე ჩვენი პირველი მეტოქე, ესტონეთი B დივიზიონში 2009 წელს დაქვეითდა და ამჟამად მეორე წრის მატჩებისთვის ემზადება. ასევე მეორე ლიგაშია შვედეთი, რომელსაც 2009 წელს ელიტისკენ გზა საქართველოს ნაკრებმა გადაუღობა.

ესტონეთის ყველა მატჩს (მათ შორის, 5 აგვისტოს საქართველოსთან) იქაური ტელევიზია ETV2 გადასცემს.

ესტონეთი

ოთხი ერის თასი

5 აგვისტო

17:45 შვედეთი-კანზასი (NCAA)

21:00 ესტონეთი-საქართველო

6 აგვისტო

18:45 კანზასი (NCAA)-საქართველო

21:00 ესტონეთი-შვედეთი

7 აგვისტო

18:45 საქართველო-შვედეთი

21:00 ესტონეთი-კანზასი (NCAA)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა