ხვიჩა კვარაცხელიამ "ატალანტასთნ" ჩინებულად ითამაშა, გოლი გაიტანა და უჩვეულოდ უემოციოდ აღნიშნა, რაც ალბათ, სანაკრებო დისკვალიფიკაციითაა გამოწვეული. ძალიან ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა და ქართველმა არ გააპროტესტა.

პირველ ტაიმში კვარაცხელია რამდენიმეჯერ ჯორჯო სკალვინიმ წააქცია, შეცვლაზე შესულმა 29 წლის ნიდერლანდელმა ჰანს ჰატებურმა კი "ესტაფეტა" გააგრძელა. ერთი სიტყვით, ხვიჩაზე "ყასბები" ნადირობდნენ და საბედნიეროდ, ტრავმას გადაურჩა.

"კვარას" იტალიელი ჟურნალისტები გამოექომაგენ.

კარლო ალვინო: "მსაჯთა კომიტეტმა ყურადღებით უნდა ნახოს ეს მატჩი. ჰატებურმა კინაღამ დაასახიჩრა კვარაცხელია, ლამის კოჭ-წვივი მოსტეხა. ასეთ ფეხბურთელს ვამტვრევთ, შემდეგ კი ვტირით სერია A-ს ტექნიკური სიღარიბის გამო".

პაოლო ძილიანი: "საბედნიეროდ, ჰატებური მოედანზე მხოლოდ 33-ე წუთზე შევიდა, შეხვედრის ორი მესამედის განმავლობაში კვარაცხელიაზე ფეხებში დაუნდობლად ჩარტყმის გარდა არაფერი გაუკეთებია. არბიტრს ის არც კი გაუფრთხილებია. როგორც ჩანს, სამსაჯო კორპუსში ფიქრობენ, რომ ხალხი სტადიონზე "კვარას" კი არა, ჰატებურის თამაშის სანახავად მიდის".

ციციკორე
მზეებო, მოიდა ლუქსემბურგი :) ჰატებურის და იმ მსაჯის ლანძღვას, წადით და ფედერაციას მოთხოვეთ პასუხი მორიგი ჩაჯმისთვის. ტიპებმა ნებისმიერ მსაჯზე უარესი ჰქნეს და ძალად აკიდეს დისკვალიფიკაცია გუნდის ლიდერს. საერთოდ არ ეთამაშებინათ მაგ თამაშში. ახლა უცადეთ მარტს შიშისფეთებით, ვიღაც ლუქსემბურგმა რომ არ გამოგვაგდოს. მარა, არც მერე ხართ ხმის ამომღები :)
zura222
შე მზეო "მჭიდროდ თამაშის" და სპეციალურად ტერფზე დაბიჯების შორის სხვაობას ვერ ხედავ ?? თანავ ერთხელ კი არა სამჯერ @@
zura222
ქართველო ფეხბურთელები დაიხსომეთ ეს ნაბ....ი და მომავალში ფეხი გადაამტვრიეთ ორ ადგილზე @ არის მომენტები როცა შემთხვევით აბიჯებენ ტერფზე და ის არაკაცი დაქოქილი იყო ზუსტად იმაზე რომ როგორმე ფეხი მოეტეხა ხვიჩასთვის @ ნახეთ ის მომენტები განმეორებით რა ნაგლად იქცეოდა იმ დაბიჯებების მერე ბოდიშს ვინ ჩივის ამაყად და ვალმოხდილი ადამიანის სიფათით ბრუნდებოდა @@
Vito
ხვიჩამ გოლი არ აღნიშნა იტალიელი, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის გამო..
გიორგი
აუჰ, რას გულშემატკივრობდი ჰატებურს ერთი მწყობრიდან რომ გამოეყვანა ხვიჩა, არა?)))
გიორგი
არაფერი მეგობარო დაუსატკაო უნდა მასეთებს და ლაწან ფეხებში მორჩა სხვა არც კი გაიფიქრებს მერე
Დათო
ეგრევე წითელი ბარათით უნდა დაისაჯოს განზრახ იმგვარი უხეშობა, რომელსაც დიდი ალბათობით შეიძლება მოყვეს ფეხბურთელის ტრავმა...გავის ტრავმას რაც შეეხება, მანამდე განზრახ, ისეთი გამეტებით ჩაარტყა ხვიჩას კოჭებში, რომ სულ მცირე ყვითელ იმსახურებდა... აშკარად, მისი მწყობრიდან გამოყვანა ჰქონდა მიზნად, ხოდა ბუმერანგის კანონიც მალევე ამოქმედდა და სხვისთვის გათხრილ ორმოში თვითონ ჩავარდა... რათქმაუნდა არ მეცოდება, მიიღო ის რაც დაიმსახურა. ხვიჩა აშკარად გადაურჩა სერიოზულ გრავმას, რაც ან ეპიზოდის გამეორებაზე კარგად ჩანს.
grisha
ციციკორე არა ცოცარი გქვია შენ ესეთი აზრებისთვის ყველას რო აღიზიანებს
თენგაბი
ფეხბურთის სილამაზე და ხიბლი მოხდენილი მოძრაობა, ეფექტური ფინტი და ტეხნარების შესრულებული პერფორმანსებია - სხვა მხრივ დღევანდელი ფეხბურთი ბეი-ბეგის ან დოღლიგას ემსგავსება, სადაც ბევრი სირბილი და ძალისმიერი ელემენტებია. პელე, მარადონა, ყიფიანი, კვარაცხელია და ბევრი მსგავსი სხვა - მათი შესრულებით ფეხბურთი ხელოვნებას მიუახლოვდა და მისი ყურებით უნდა ისიამოვნო. უნდა გამკაცრდეს ჰატენბურის მსგავსი ყასბების წინააღმდეგ წესები, თორემ სხვანაირად მივიღებთ უსახურ კუნტრუშს და "სვარკას".

როცა გააპროტესტა კიდე იქეთ მისცეს ყვითელი ესპანეთთან და კიდე იქეთ ვაბრალებთ არ უნდა გაეპროტესტებინათქო. თუ ასე გაგრძელდა აკიდებენ ერთ წლიან ტრავმას და ვუყუროთ მერე ჩვენ ცარიელ მინდორს. კვარა თუ არ იქნება სერია ა რა ჯანდაბად მინდა. ცარიელი იქნება ჩემთვის
Skeleton
ანუ ადრე თუ ხვდებოდათ ახლაც უნდა მოხვდეთ? არაფერი უნდა შეიცვალოს და ისევ ჯუნგლების მეთოდებით იბრძოლონ? ფეხები კი დაამტვრიეს მარა თავით გაუტანა. ძაან ცუდია კაციშვილი რო არ აპროტესტებს უხეშ თამაშს და ეს ნორმალური ჰგონიათ. არავის ენაღვლება მძიმე ტრავმას თუ მიიღებს ვინმე. აგერ თქვენნაირი გულშემატკივარიც ხელს უწყობთ. მერე იტყვიან არ იყო მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ, არ ჰქონდა ფიზიკური მომზადება და მსგავს აფსურდებს დაიწყებენ ვითომ მცოდნეები. აზარის ფოტო რო დაიდება სადმე აჰაჰავებს შეუგნებელი ბრბო. ჯერ ფეხბურთი თუ გიყვარს რომელიმე ფეხბურთელის დამტვრევა და კარიერის ადრე დამთავრება რატო უნდა გიხაროდეს არ მესმის. ზუსტად მაგის გამო დავანებე თავი ერთი პერიოდი ფეხბურთის ყურებას, რადგან ვერ ვუძლებდი ამ ველურ და შეუგნებელ ხალხს.
rateqs
ციციკორე ან ფეხბურთი საერთოდ არ იცი რა სპორტია ან კიდევ ერთ ერთი ჰეიტერი ხარ. მსაჯობა მარადონას, ვან ბასტენის დროს და მსაჯობა დღეს, ცა და დედამიწა ისეთი სხვაობაა, უბრალოდ მსაჯები სცოდავენ და სამწუხაროდ დაუსჯელები რჩებიან, თუ უყურე თამაშს ორ მომენტში ხვიჩას წინააღმდეგ თამაშისას ყვითელი კი არა წითელი ბარათი იყო საჭირო!!! და ბოლოს შეგიძლია ანთხიო ეგ ღვარძლი, არაფერი შეიცვლება შენთვის, ისევ ეგეთი ტიპი დარჩები, რომელიც წარუმატებელია და სხვისი წარმატება გულზე ხეთქავს, დამხრჩვალხარ შენს განავალში, რომელიც გულში გაქვს დაგროვილი!!!
alexandre
ზუსტად ამიტომ, ბატონო ციციკორე, მარადონას და ვან ბასტენს რომ ჩეხავდნენ, მიიღო ფიფამ გადაწყვეტილება გაემკაცრებიათ წესები! ლოზუნგიც კი ქონდათ: ტექნიკური ფეხბურთის ყურება გვინდა. ასე რომ, იმედია იტალიის მსაჯთა კოლეგია მყვინთავის სტატუსს მოუხსნის ხვიჩას. სიმართლე გითხრათ, მეც მომეჩვენა, ცოტას გაუძლოს თქო! და როგორ მწარედ ვცდებოდი: განმეორებაზე კარგად ჩანდა, როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ ფეხებში, ჩასხებდნენ ტერფში. სამწუხაროდ, გამოსავალი პრაქტიკულად არ არის თანამედროვე წესებიდან გამომდინარე, მანამ, სანამ ვარს არ ექნება უფლება გაყვითლებისას შეატყობინოს მსაჯს. ადრეც ვწერდი. ნეიმარი! ვითომ და მყვინთავი! ამ დროს ფილმებია გადაღებული - მას აძლევენ ყვითელს სიმულანტობისათვის, გამეორებაზე კი მოჩანს, როგორ ეუხეშებიან.
ზოლა
ან თამაში არ გინახია ან კიდე შეგნებულად დემაგოგობ, გავის ტრამვასთან ლოჩოშვილი რა შუაშია? არასათამაშო სიტუაციაში მიიღო ტრამვა, თვითონ გავიც ეგრე იძახის ფეხი დავდგი ცუდადო...
ჯანაშია ვაგნერი.
ბატონო ციციკორე!ლოჩოშვილს არ დაუმტვრევია გავი.მისი ტრამვა გადატვირთვის ბრალია.მან ლოჩოშვილთან შეჯახების შემდეგ გააგრძელა თამაში და მაღალ ბურთზე თამაშისას ცუდად დადგა ფეხი.სრულიად უწყინარ სიტუაციაში მოხდა ეს.კვარაცხელიას კი ფეხებში რომ ურტყამდნენ,ეს განმეორებაზეც არაერთხელ ნათლად გამოჩნდა.მაშინდელმა ვაი მსაჯობამ უამრავი ფეხბურთელის ჯანმრთელობა და კარიერა შეიწირა.ახლა სხვა დონის მსაჯობაა.ეგრევე აფრთხილებენ ფეხბურთელებს,ისინიც "ატორმუზებენ".მაგ მსაჯმს კი საერთოდ უნდა აუკრძალონ მსაჯობა.ალბათ განიხილავენ და შესაბამის სახჯელსაც გამოუტანენ.კვარას კი ნამდვილად უნდა გაეპროტესტებინა.თუ არ გააპროტესტებ,ე.ი.არ გტკივა ან არ მოგვხვედრია.ასე ფიქრობს ხოგიერთი ვაი მსაჯი.მომავალში უფრო აქტიურადუნდა გააპროტესტოს
იობარი
დედიკო მომიკითხე ჯიგო
ციციკორე
ნუ ჩერჩეტიბთ რაღაცეებს. განგებ დასდევენ არა ის კიდე. განგებ ითამაშა ლოჩოშვილმა გავიზე, 1 წელი ლაზარეთში რომ გაუშვა?! კვარაცხელიას კი არა, მარადონას და ვან ბასტენს ხვდებოდა მწარედ. ამ უკანასკნელმა, ტრავმების გამო, საერთოდ 29 წლის ასაკში დაანება ფეხბურთს თავი. მითიმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში. მცველი მჭიდროდ გეთამაშება, აბა ხომ არ მიგაცილებს საკუთარ საჯარიმომდე?! თითქოს, სხვებს არ ეუხეშებიან :) წადით, ყვითელი ბარათები ითვალეთ. სფფ-ს მიეხმარეთ :)
ილია
ფეხბურთელელებს სახეზე ქალზე ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი ჰქონდათ წასმული.კაცებს კი მისცეს ჩეხვის უფლება.ე.ი.თუ კაცი ვარ უნდა მოვითმინო...საბოლოო ჯამში ეს მაინც ძალადობის წახალისებაა.
ილია
ფეხბურთელელებს სახეზე ქალზე ძალადობისადმი პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი ჰქონდათ წასმული.კაცებს კი მისცეს ჩეხვის უფლება.ე.ი.თუ კაცი ვარ უნდა მოვითმინო...საბოლოო ჯამში ეს მაინც ძალადობის წახალისებაა.
mgeli
ხვიჩა პიროვნულად ვისაც არ ევასებათ ისინი აკეთებენ ეგეთ რაღაცეებს თამაშში. ეს ვინ არიო ეს გრუზინიო არ გავაბლატავებთო და აშ. უნდა იყოს ფიქრები მაგათ თავებში. მირანჩუკი სკამზე იჯდა მაგ თამაშში. არ შეეძლო თავისი ნაბიჭ%##რი გუნდელები გაეჩერებინა მაგრამ არა, სადაც კი ერთი რუსია ის გუნდები იწყებენ სასტიკ ნადირობას და ჩეხაობას ქართველზე. , წესით იქნებოდა ლაპარაკები მაგაზე მაგათ გასახდელში, ეგეთი რაღაცეები სანამ ხდება ჯერ გუნდში არის ნაბოზ## რული ლაპარაკები თამაშამდე, ეგ ვინ არის ასე ვუზამ ისე ვუზამ და აშ. ვინც არ ევასებათ იმას იჩემენენ და გამწარებულები უპირებენ დატორმუზებას
Skeleton
გულშემატკივრისთვის იმაზე საშინელი არაფერია, როცა შენი საყვარელი ფეხბურთელი ტრავმას იღებს. ყველა გულშემატკივარის სახელით ვერ ვილაპარაკებ, ზოგს მაგრად ჰკიდია მარა ჩემთვის ასეა. უამრავი ფავორიტი ფეხბურთელი მყოლია და ყოველთვის მერჩივნა ცუდად ეთამაშა, წაეგო, ჩავარდნა ჰქონოდა, ვიდრე ტრავმა მიეღო და დიდი ხანი არ მენახა მისი თამაში. ძაან მოწამლული ვიყავი სულ ფეხბურთით და ხვიჩამ უფრო უარესად მომწამლა. ისეთი უხეში თამაში იყო გუშინ მის წინააღმდეგ, არც მეგონა ტრავმის გარეშე თუ გამოვიდოდა :(
ხათუნა
აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს ეს უხეშობა და დაუსჯელიბა, რომ დაინახეს მწვანე გვაქვს ანთებულიო, ხვიჩას ურტყამდნენ ფეხში. თქვენ ისე გირტუან ფეხებში, რომ ვეღარ წამოდგეთ. ვინ არის თქვენი დასამტვრევი ბიჭი. მაიმუნები
გიორგი
მსაჯი ერთ უმნიშვნელო გადაწყვეტილებასაც კი ვერ მიღებსთავისი სურვილით.
ლევანი
გულის ამრევია უკვე ეს ყველაფერი, გაფრთხილება კი არა, ჯარიმაც არ დადო. მარტო ხვიჩას არა, შეხედეთ როგორ იმეტებენ ერთმანეთს. ადამიანებმა დაკარგეს ადამიანობა, სამწუხაროდ. და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ეს ყველას ჰკიდია.
სოსო
ვერავინ დამარწმუნებს,რომ იტალიის ჩემპიონატში,დაბალი კვალიფიკაციის მსაჯები მუშაობენ,მაგრამ როცა მხოლოდ ხვიჩაზე,სულ ცოტა ორი გასაყვითლებელი ეპიზოდი,ჯარიმის დანიშვნის გარეშე გაატარა,ეს რას უნდა ნიშნავდეს?სხვებსაც საკმაოდ ხვდებოდათ და გამოდის,რომ მსაჯები უხეშობას აქეზებენ.ხვიჩა უკვე საგრძნობლად ერიდება დრიბლინგებს,ფეხბურთს,ასე ლამაზს რომ ხდის.ასე თამაშითაც ძალიან ეფექტურია,მაგრამ თამაშის სილამაზე კლებულობს და მსაჯების კორპუსს,ეტყობა ეს უფრო მოსწონს.კარგია,რომ ჟურნალისტები ალაპარაკდნენ,მაგრამ ვინმე მოუსმენს?როგორც კი,ვიღაცა მეტოქეს დაიჭერს,იმ წამსვე აფრთხილებენ,ხელით თამაშის დროსაც ასეა,ფეხზე განზრახ დაბიჯება კი,რომელიც ძალიან მტკივნეულია,ორჯერ ასე დაუსჯელად გაატარო,დანაშაულის ტოლფასია.
Spain
იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება ამაზე. ფეხბურთი ძალოსნური სპორტი არაა და ერთ წლიან ტრავმებს რომ იკიდებენ ფეხბურთელები დიდი უსამართლობაა. ახლა ვინმემ მოძველებული და ჩამორჩენილი ტერმინი არ დამიწეროს, ფეხბურთი ბალეტი კი არაა ბიძი :))
გიორგი 11
მგონია, რომ მსაჯთა კომიტეტს მკაცრი რეაგირება ექნება და ამ განზრახ უხეშობას არ გაატარებენ, ვნახოთ...
L.J .
Sagol jurnalistebs,gushin martla or samjer uxeshad chaartya im holandielma:(((
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს
"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
"გამაშები აიწია და "კვარადონა" დაგვიბრუნდა" - რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?" - ფრანგული მედია
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე