საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, "TST სპორტთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა. ლაშამ კომენტარი "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.

ხვიჩა კვარაცხელია, ბიჭი, რომელმაც მსოფლიოში შენ შემდეგ სპორტული კუთხით კიდევ უფრო მეტად გააცნო საქართველო?

- ძალიან სწორი კითხვაა. არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანის მიმართ დამიფიქსირებინა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში, მისალოცი ეს-ემ-ესებით, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო. ბევრს არ ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება, არა მარტო მე, ძალიან ბევრ ადამიანს. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავისი სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.

ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც "ნაპოლის" თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ.

მინდა წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს.

ის მომენტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, ძალიან კარგად მახსოვს. „ხვიჩამ, ნახე, რა მაგრად ითამაშა“ - უხარიათ ადამიანებს. უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის რაღაც, რაც ამ ჩვენს მოსახლეობას ახარებს და მინდა, რომ ხვიჩასაც და თითოეულ სპორტსმენს ბევრი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, სადაც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება და თავის სათქმელს იტყვის", - განაცხადა ტალახაძემ.

TST სპორტი

კოკო
ალიკ, იქნებ ვექტორი მთავრობისკენ შეგებრუნებია
alexandre
2024 წელს!!! ხვიჩას ვუსურვებ ევროპაზე სიმბოლურში მოხვდეს! ლაშას კი 3გზის ოლიმპიურ ჩემპიონობას! გაიხარეთ და გაახარეთ მთელი საქართველო!!!
ალიკა
რა თქმა უნდა ტალახაძე ერთერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპორტსმენია არამარტო ქართულ არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში, უბრალოდ ჩემ თვალში ფასი დაკარგა მას შემდეგ რაც ქართველი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების ამომგდებ და დამღუპველ სათამაშო ბიზნესს დაუდგა გვერდით და ლამის იტირა ეს რა შეზღუდვები დაუწესეთ ასე როგორ შეიძლებაო, იმავეს ვიტყვი საგინაშვილზეც, გასაგებია რეკლამა ფული იშოვეს იქ მაგრამ როგორ შეიძლება დაუდგე ორგანიზაციას გვერდით როცა თვითონაც კარგად ესმით რაზეა დაფუძნებული ეს ყველაფერი,რამდენ დაკარგულ სიცოცხლეზე და დანგრეულ ოჯახზე,ასე რო შტანგის აწევაა თუ ხელის გადაწევა ამაში დიდობა აპრიორი დიდ კაცობას და ადამიანობას არ ნიშნავს,ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ხალხთან რომლებსაც ამ სათამაშო ბიზნესმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა
Achi
გაიხარეთ ბიჭებო, ქართველი სპორტსმენები საქართველოს სიამაყე და სიხარულია.
ბმბ
ვინც არ იცის იმათთვის: ლაშა სენაკის საპატიო მოქალაქეა, გილოცავ.
Ზაზა
შენი სახელით წერე, ნუ აგინებინებ სამეგრელოს!
ზოლა
აქ პოზიტიურ კომენტარებზე 2-3 დისლაიქიდან ერთი შენი მიცემულია უეჭველი...
las
ქართველი პოლიტიკოსები რომ იყვნენ ასეთი პროფესიონალები თავის საქმეში და კეთილშობილი ხახლი რაღა გვიჭირდა.
კომენტარი
ტვინში ვისაც უჭირს შენი კომენტარიდან ჩანს
კახა
კარგი ქართველი ხარ ლაშა გული მითბება ამდენი გაუტანლობის გარემოში ასეთი კარგი ქართველები რომ არსებობთ უფალი გფარავდეთ შენ ხვიჩას და ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული.
ბს
უკაცრავად, ზოდიაქოთი რა ხართ?
(მეგრელი)-ს
შენ თვითონ გიჭირს მაგრად თავში,უტვინო კაცი ამდენს ვერ მიაღწევს,ფეხბურთი სანახაობაა და მაგისთვის უყურებს ყველა,პროფესიონალიზმით ლაშა და ხვიჩა დიდად არ განსხვავდებიან,წარმატებები ვუსურვოთ ორივეს
დრანდელი
ლაშა,უმძლავრესი სპორტსმენი და უმაგრესი ადამიანი ხარ.უფალმა უმრავლოს ჩვენ მამულს შენი და ხვიჩას დარი ახალგაზრდები!!!
მეგრელი
ესეიგი ამ კაცმა მე როგორც გავიგე თქვა შემდეგი: ფეხბურთისთვის ცხოვრებაში არ მიყურებიაო (არც მესი არც მარადონასთვის) მაგრამ ეხლა მაგრად მომწონსო, და ხვიჩას არ ვიცნობ პირადად მაგრამ მაგარი თავმდაბალი ბიჭიაო. დიდი ჩემპიონია მაგრამ მაინც ძალოსანია, მაგრად უჭირთ მაგათ თავში, თუმცა გენაცვალე ლაშა მაგ ჯიგარში, შენი ტვინი არც არავის არ უნდა, შენი საქმე აკეთე კარგად და მერე რაღაცა იქნება
ქომაგი
მსოფლიოში ხვიჩა, რა თქმა უნდა, ლაშაზე ბევრად უფრო პოპულარულია. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთია უკონკურენტოდ პოპულარული. ვისურვებდი, რომ ხვიჩა გახდეს ფეხბურთში ისეთივე მეფე, როგორიც თავის სახეობაში ლაშაა!!!
სოსო
ორივე ძალიან მიყვარს!რა თქმა უნდა,სპორტიდან და იქ მოპოვებული წარმატებებით მივაქციე ყურადღება,მაგრამ თავი,პირველ რიგში თავისი ადამიანური თვისებებით შემაყვარეს.სულ გამარჯვებებს და სიკეთეს ვუსურვებ,ორივეს.
Charley
ლაშა ტალახაძე დიდი ჩემპიონი საქართველოს სული დიდება და სიამაყეა მაგრამ სპორტის ჰაიპიდან და მაშტაბებიდან გამომდინარ კვარას და ტალახაძეს ქვეყნის ცნობადობის გაზრდის პროპორცია იგივეა რო შეადარო ინგლისური როკი სამყაროში პოპულარული ჯგუფმა ლედზეპელინმა უფრო გახადა თუ ჯეთრო სტალმა.
რიმა
დღევანდელი საქართველოს ორი უძლიერესი სპორტსმენი და კარგი ადამიანები. წარმატებები ორივეს.
რიმა
დღევანდელი საქართველოს ორი უძლიერესი სპორტსმენი და კარგი ადამიანები. წარმატებები ორივეს.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
ლაშა არის ძალოსნობის პელე, მარადონა და მესი! ღმერთმა ქნას, ხვიჩამაც ამ დონემდე მიაღწიოს!
გია_544
ორივენი საქართველოს ღირსეული შვილები ხართ. თქვენნაირები უმრავლოს სამშობლოს და ხალხს!
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..