"ორლანდო მეჯიქის" “ჯადოქრული” სვლა გრძელდება. გოგა ბითაძის გუნდმა ნბა-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, რაც ამ რიგითად შერაცხული გუნდისთვის მართლაც საოცარი შედეგია. ფლორიდელთა მორიგი ლუკმა "შარლოტ ჰორნეტსი" გახლდათ, რომელიც “ჯადოქრებმა” ორლანდოში 130:117 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი "ორლანდოს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შედეგიანადაც გაისარჯა: 20 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ორმაგ დუბლსაც ჩაიწერდა, რომ არა მწვრთნელის ჩანაფიქრი – მეოთხე პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა, მორიც ვაგნერსა და გოგა ბითაძეს ბოლოს თამაშის საშუალება არ მისცა.

სამაგიეროდ, გაილაღა მორიცის ძმამ, ფრანც ვაგნერმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკერომ მატჩი 23 ქულით დაასრულა.

ეს იყო "ორლანდოს" ზედიზედ მე-7 გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 12). ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "მილუოკისთან". შემდეგ მატჩს ორლანდოელები კვლავ შინ, 29 ნოემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსთან" გამართავენ.

GBF.GE

GoGoga
კი მასე იყო ინდიანაში და აქაც ასეა, გუნდზე თამაშობს და არა პირად სტატისტიკაზე. ინდიანაში ვერ დააფასეს და ორლაანდოს მწვრთნელმა რამდენიმეჯერ თქვა რასაც გუნდისთვის მოედანზე აკეთებს სტატისტიკაში არ ისახებაო.
სოსო
რაც მინახია,ბითაძე უფრო გუნდზე თამაშობს.ცდილობს,თანაგუნდელებს სივრცეები გაუთავისუფლოს.თვითონ ნაღდი თუ არ არის,ფარზე არ მიდის.შესაძლოა გუნდისათვის ეს უფრო სასარგებლოა,ვიდრე ქულების მომტანი ცენტრი.არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ შედეგები უკეთესია.
Gio-ს
ან ბავშვი ხარ ან ძაან ცუდი ტიპი, იმედია პირველი და სწორად გაიზრდები
მთ
შავი იუმორი?
Gio
რა მაგარი ყოფილა კაცო. მალე დონჩიჩსაც ლებრონასაც გადაუჯკრავს
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა