15 წლის მათე ხატიაშვილმა, რომელიც ესპანური "ბასკონიას" 15-წლამდელების გუნდში გამოდის, მადრიდის "რეალს" 22 ქულა ჩაუგდო. ეს მოხდა იტალიის ქალაქ ტრიესტში, ამხანაგური საერთაშორისო ტურნირის ფინალში, რომელიც მათე ბიჭის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 72:80 წააგო.

სანამ იტალიურ ტურნირზე დეტალებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ 14 წლის ასაკში მათე ხატიაშვილი 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ გასული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სადაც საქართველომ ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ, მესამე ადგილისთვის მატჩში მათემ მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს 23 ქულა ჩაუგდო, საქართველომ კი დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა და მომავალ წელს A დივიზიონში იასპარეზებს.

ტრიესტის ახლახან დასრულებული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ხატიაშვილმა იტალიურ "ბასანოსთან" (70:66) 28:45 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა, "ტრიესტთან" (65:50) 29:37 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა, სლოვენიურ "ცედევიტასთან" (77:68) კი 37:02 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ფინალურ მატჩში ფავორიტად შერაცხულ მადრიდის "რეალთან" მათემ 32:31 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა გამთამაშებელმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, თუმცა უარყოფითზეც უნდა ვთქვათ – ბურთი 9-ჯერ დაკარგა.

"ბასკონიაში" ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკა თანანაშვილმა, "ბასანოსთან" 2 ქულა ჩააგდო, "ტრიესტთან" – 4, "ცედევიტასთან" უქულოდ დარჩა, ხოლო "რეალთან" 2 ქულა მოაგროვა.

მათე ხატიაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება და ის, კიდევ ერთ ტალანტთან, ტანმაღალ ათუკა ბახტაძესთან ერთად, გასულ ზაფხულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 14 და 15 წლის ბიჭებმა რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მწვრთნელთა შტაბის მოწონებაც დაიმსახურეს.

ხატიაშვილს კვლავ უწევს 16-წლამდელთა ნაკრებში თამაში და მომავალ ზაფხულს საქართველოს ნაკრებს A დივიზიონში დაეხმარება, ხოლო ბახტაძეს, რომელიც კაუნასის "ჟალგირისის" წევრია, უკვე 18-წლამდელთა ნაკრები უხმობს.

GBF.GE

სოსო
ზაზა ფაჩულია,თვითონ არ ავარჯიშებს,ბავშვებს.მან შექმნა,აკადემია,სადაც სხვა მწვრთნელები,ბავშვებს ავარჯიშებენ,მიჰყავთ რაღაც კონდიციამდე და მერე,სხვადასხვა პარტნიორ კლუბებს უგზავნიან საუკეთესოებს,შემდგომი განვითარებისათვის.ეს პროცესი,ნაკადზეა დაყენებული და თუ ვინმე,ძალიან კაშკაშა ტალანტი არ გამოჩნდა,საშუალო შესაძლებლობის მქონეს,ზედ არავინ გადაჰყვება.აკადემია ხომ კომერციული დაწესებულებაა,რომელმაც მფლობელს,შემოსავალი უნდა მოუტანოს.რაც უკეთესი სელექცია და საწვრთნელი პროცესი ექნებათ,მით მეტი ნიჭიერი გამოჩნდება და მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.ეს ხომ ცხადია.რა ვიცი,მე ასე მგონია და ..!
ნუგზარი
ესპანეთი ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა, ევროპაში საუკეთესი კალათბურთის ჩემპიონატით. როგორც მესი წამოიყვანა თავის დროზე ბარსელონამ და გაზარდა, ასეა ეს ბავშვიც. თოკოც ბასკონიას გაზრდილია და რა არის ცუდია ამაში. რატომ გინდათ პოზიტიური ინფორმაცია ნეგატიურ კონტექსტში წარმოადგინოთ. საქართველო სამშობლოა თქვენი თუ მტერი ქვეყანა.
ნუგზარი
თბილისშიც მაქვს ნანახი მისი თამაში და U 16 ევროპაზე. თვითონ 14 წლის იყო. სხვებზე პატარა და ბოლოთ ამაში "პლეი ოფში" 23 ქულა გააკეთა, 22 წუთში. კარგი მსროლელია, მაგრამ ასევე კარგი 1 ნომერია. ანუ 1-2 ნომრად შეძლია თამაში. კარგად აზროვნებს და კარგად ხედავს მოედანს.
ჯარჯი
გილოცავთ რუსთაველებს ამ ბიჭის გამოჩენას! მაგრამ მადლობა მის პირველ მწვრთნელს, თუმცა გაზრდაზე საუბარი ადრეა. 12 წლის იყო ზაზაში რომ მივიდა და ახლა 2 წელია ბასკონია ზრდის.
ნუგზარი
ამ ბავშვთან რა კავშირი აქვს ნეპოტიზმს. ან თუ ვინმე ნიჭიერია, ვინ დაჩაგრეს? ვუყურებ მათ თამაშებს 2007-2008 წლებში დაბადებულებს და ზაზას შვილებთან ერთად, საუკეთესოა თავის ასაკში და +2 წელი კიდევ!!!!
grisha
გამიხარდა, მომავლის იმედი მომეცა, კარგი იქნება, თუ გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს და განვითარდება მათეც და ათუკაც. თუ სხვებიც აუბამენ მხარს ეგ მთლად გადასარევი იქნება.
დ
...და მერე რა, თუ ფაჩულიას სკოლის აღზრდილი არაა?! ფაჩულიამ რაც საქართველოს გაუკეთა, ჯერ იმაზე მადლობა გადაუხადე და მერე აკრიტიკე, თუ არის საერთოდ საკრიტიკო ამ შემთხვევაში. ზაზა ფაჩულიას ფრჩხილად ღირხართ, რომ აკრიტიკებთ?
ლევანი
წარმატებებს ვუსურვებ მათეს! სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მესმის ნეპოტიზმის ფაკტებზე, პრინციპში იგივე ხდება, რაც სხვა ნებისმიერ სფეროში. ნეპოტიზმს რომ წარმატება მოჰქონდეს, ალბათ ყველაფერში პირველები ვიქნებოდით. ეეეჰ...
ადამიანი
სიმართლე რომ ითქვას პატრონიმა მიხედა ქონდა ამის ძალა და მეგობრობა. მათე ოთარი ხმელიძის გაზრდილია და არავინ მიიკეროს მაგ ზაზა ფაჩულიამ ჩვენ გავზარდეთო.რუსთავშია გაზრდილი და ოთარი ხმელიძის დამსახურებაა. ბევრი კარგი ბავშვი იკარგება უპატრონობის გამო დავიწყოთ ამით.

საქართველოში თუ ვერ ვზრდით კალათბურთელებს, ესპანელებმა მაინც გაგვიზარდონ!!!!
სოსო
ღმერთო!ნუთუ კარგი გამთამაშებელი გვეღირსა!სტატისტიკის მიხედვით,მსროლელი უფრო ჩანს,მაგრამ მისი თამაში არ მინახია და ობიექტური ვერ ვიქნები.ასეა თუ ისე,დიდ პროგრესს და წარმატებებს ვუსურვებ.ჩვენ ნაკრებს ძალიანზე უფრო მეტად სჭირდება,კარგად მსროლელი უკანახაზელი.თანაც უკვე ახლავე.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს