დღეს 22-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი მატჩი რუსთავში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა სოხუმის “კოლხას” უმასპინძლა და 97:68 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს გახლდათ B ჯგუფის მატჩი, სადაც "რუსთავი" ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო "კოლხა" – ჯერჯერობით აუტსაიდერი. დღევანდლამდე რუსთაველებს თითო მოგება-წაგება ჰქონდათ, "კოლხამ" კი ბათუმის “ბასკოსთან” თბილისში დათმო შეხვედრა.

რუსთაველებმა დღევანდელი მატჩი იოლად, ფაქტობრივად, წინაღობის გარეშე მოიგეს. გოგა ცეკვავას გაწვრთნილი მასპინძელთა გუნდი თავიდანვე დაწინაურდა. პირველი პერიოდი "რუსთავმა" 33:16 მოიგო, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 50:25. ამ ანგარიშზე ყველაფერი გარკვეული იყო. მასპინძლები რომ იმარჯვებდნენ, ეჭვს არ იწვევდა. საკითხავი იყო, რა ანგარიშით გაიმარჯვებდნენ ქვემოქართლელები და საბოლოოდ სხვაობამ 29 ქულა შეადგინა.

საინტერესოა, რომ მასპინძელთა გუნდში 12-ივე კალათბურთელმა ითამაშა და მწვრთნელმა სათამაშო დრო ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. რუსთაველთაგან ყველაზე მეტი – 22 წუთი, დავით ლორიამ ითამაშა, ხოლო ყველაზე ცოტა – ლუკა ტაბაღუამ – 8 წუთი. საუკეთესო ბომბარდირი ლორია გახდა 16 ქულით, 13 ქულა ნიკოლოზ გოგობერიშვილმა დააგროვა, ხოლო 10-10 - ვახტანგ ქურასბედიანმა და დავით მეტრეველმა. "კოლხაში" 24 ქულით საუკეთესო მთავარი მექულე გიორგი გაბუნია გახდა, სანდრო იმერლიშვილმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი მიითვალა – 11 ქულა, 14 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ 22-წლამდელთა ჩემპიონატში 15 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული. A ჯგუფს 3 მოგებითა და დაუმარცხებლად "ოვერტაიმი" ლიდერობს, ხოლო B-ში ანალოგიური შედეგით მოწინავეა "სპორტუნი". შემდეგი მატჩი 3 დეკემბერს ისევ რუსთავში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ბასკო 2” ჩავა.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა