ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს "ბლანკოსის" დამარცხება შეეძლო.

"სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ "რეალი" შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.

ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

დდდ
ლავუაზიეს კანონია...
ლაშა
კვარა ამ ოსიმენის პასებზე თითქოს ტვინი აქვს დაპროგრამებული! ეს ზედმეტი თავმდაბლობის ბრალია. კი უხდება თავმდაბლობა რაღაც მომენტებში, მაგრამ თავისთავზე უნდა აიღოს მომენტები, როგორც ადრე აკეთებდა. გუშუნ ნამდვილად შეეძლო ნაპოლისთვის და ჩვენთვის დიდი სიხარული ეჩუქებინა. არ უნდა მიეცა პასი არაააა.

რატომ აქვთ იტალიელებს და ფრანგებს სიბერეში თავზე ჯაგარივით თმა , ჩვენთან კი 30 წლის თითქმის ყველა მელოტია.
სოსო
შარშან,გრანდების ლიდერები,ჯერ მსოფლოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ,მერე კი,ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილები,გვიან ჩადგნენ ფორმაში.მათი ლიდერები ხომ მსოფლიოს ლიდერ ნაკრებებში თამაშობდნენ და მათ მხრებზე,უზარმაზარმა დატვირთვამ გადაიარა.ნაპოლის ლიდერები,ზოგი არ თამაშობდა,ზოგი კი,შედარებით სუსტ ნაკრებებში იყო და ჩემპიონატი,ადრე დაამთავრეს.ისინი არ გადაღლილან, დასვენებაც მოასწრეს და ტრავმების მოშუშებაც.ნაპოლის შევსებაშიც გაუმართლა,ხვიჩას და კიმის თამაში,თავიდანვე შესანიშნავად წაუვიდათ და წარმატების ტალღაზე შემომჯდარი ნაპოლი,ბრწყინვალე თამაშით,უკვე მანამდე გახდა ჩემპიონი,სანამ სხვა გრანდები,ფორმაში ჩადგებოდნენ.წელს შედეგის გამეორება,თანაც კიმის გაშვების შემდეგ,უკვე უტოპიის სფეროა და ამას,მოვლენებიც ადასტურებს.ნაპოლის არა აქვს,იმის ადამიანური რესურსი,მყარად დაჯდეს,მწვერვალზე.ძალიან გვინდა ხვიჩამ კვლავ გაიმარჯვოს,მაგრამ დღეისათვის,ეს შეუძლებელია.ხვიჩამ შუალედური საფეხური გაიარა და ტოპ გუნდში უნდა გადავიდეს.ის,სწორედ ამისათვის უნდა მოემზადოს.საამისოდ,დროის და კლუბის ზუსტად შერჩევაა საჭირო.მანამდე კი,უნარების კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო.
გიგო
მაზარი თავის მომენტებს ითვლის და იმას არ უყურებს რეალს რამდენი რეალური შანსი ჰქონდა.
სოსო
ერიჰაა!ჯერ ჩემპიონებად გავხდიო!ახლა,ამ მატჩის მოგება შეგვეძლოვო!ამას,რეალი ვინ ჰგონია?ნაპოლის დონის გუნდებიდან მიჰყავს,საუკეთესო,ან უნიჭიერესი ფეხბურთელები და მათგან ადგენს,შემადგენლობას.სადღაც წავიკითხე,როგორც ამისი ნათქვამი,რეალთან მატჩს,ამხანაგურის რანგში განვიხილავო...რაკი უფრო მეტი არ გაუტანეს,ხმას აუწია?ხომ ვნახეთ,რომ პრაქტიკულად ვერც ერთი შეტევა ვერ მოიგერია დაცვამ,რეალს ტემპი რომ მოემატებინა,გაცილებით მეტსაც გაუტანდა და რაში სჭირდება,ეს უაზრობა?ნაპოლის,სულ დიდი,4-5 ფეხბურთელი ჰყავს,რეალის ფეხბურთელების,ან მათთან ცოტათი მიახლოებული კლასისა.გამოჩნდა,რომ ფიზიკაშიც ჩამორჩებიან და რის იმედზე იქნევს მუშტებს. უნიონმა,კაცნაკლულ ბრაგას ვერ მოუგო და იმედი ვიქონიოთ,ნაპოლი,ბრაგასთან მაინც შესძლებს,სასურველი შედეგის მიღწევას.ალბათ მარიო რუი,მწყობრში ჩადგება და ჟესუსზე უკეთესად,ნამდვილად ითამაშებს.ჯგუფიდან როგორმე გააღწიონ და ზამთრის ფანჯარაში,თუ ვინმე კარგი მცველი შეისყიდეს,იქნებ ერთი-ორი წრე კიდევ გადალახონ ლიგაზე,სკუდეტოზე კი,საპრიზო ადგილს შესწვდნენ.
ჟორა
რა რეალის კლასზეა საუბარი რუდიგერი რომ გეყოლება გუნდში რაღა უნდა თქვა
თემო
წელს შეტევაც არ სწყვეტს ვარსკვლავებს.
leqso
ორი ტაიმი კარში არ დაურტყავთ იმ ორის გარდა,რომელიც გავიდა და ...როგორ უნდა მოეგო,ერთი მცდელობა ჰქონდა კვარას როდესაც თვალდახუჭულმა დაართყა მომენტში,როდესაც წინ მცველები ედგა და დაუბლოკეს,ასხლეტილი ბურთს რეალი დაეუფლა და სწრაფი კონტრშეტევით-ნაპოლი აქეთ ბეწვზე გადარჩა.
ბესო
100 %, მაგრამ ეგ ნაპოლის მწვრთნელია და სხვანაირად ვერ ილაპარაკებს...მე ის უფრო მადარდებს, ჩვენი ბიჭი რო ვერანაირად ვერ ჩადგა ფორმაში...არადა, ბერნაბეუზე რომ მაგას ისე ეთამაშა, როგორც შარშან თამაშობდა ევროლიგაზე, ანჩელოტი აღარც გამოუშვებდა...
მეგრელი
რაც სათქმელი მქონდა ჩემს მაგივრად გამოთქვი ძმაო, ვეღარაფერს დავამატებ, გეთანხმები ყველა სიტყვაში
სვანსკი
ეგა და გირჩი არის რაღაც საერთო )))))
იმედი
ისეტი უხეირო დაცვა ყავს ნაპოლის, რომ საქართველოს ნაკრების დაცვას არ ჩამოუვარდება!
სიმართლე
ასეთ სისულელეს თვით გიჟი გარსიაც კი არ იტყოდა, მგონი ისევ ის სჯობდა ამ კაცს,
გიორგი
რო წააგო ნაპოლიმ ნაღდად არ მიკვირს.მე ის მიკვირს შარშან როგორ გახდა იტალიის ჩემპიონი.
თემური
ეს თუ მართლა მაგან თქვა, მაშინ ნაპოლის საქმე ვერ იქნება კარგად... როცა დაცვა არ გივარგა შეტევაზე "შეშინებული" მიდიხარ! თუ გაიხსენებთ 1-2 მომენტს, ხვიჩამ ბურთი თავდასხმაში დაკარგა და ნაპოლისთან საგოლე მომენტი შეიქმნა, და კიდევ წინა სეზონში რამდენი ბურთი გაუშვა ნაპოლიმ და ეხლა უკვე რამდენი აქვს გაშვებული!
მამუკა
მადლობა უთხარით ხოსელუს რომ მხოლოდ ორბურიანი სხვაობით წააგეთ, ბიჭო ნეაპოლში იყო და ერთმა კაცმა მოგიგოთ, მადრიდშიც ისევ ერთმა კაცმა მოგიგოთ, ესენი კიდევ მოგება შეგვეძლოო. ჰეი ჯუდ! სასწაულია მოკლედ ეს ბელინგემი, აი ვინ არის მართლა ვარსკვლავბიჭუნა,რის მბაპე და ჰოლანდი, მალადეც პერესს ფუკასავით აახია ეს ბიჭი ბაიერნს, სიტის და ლივერპულს და საღოლ ანჩელოტის როგორ მოარგო რეალის სათამაშო სტილს და მთლიანად გუნდი გადააწყო ბელინგემზე,ზოგ-ზოგიერთები იმას ამბობენ რომ მწვრთნელმა ხვიჩა უნდა გაანთავისუფლოს დაცვითი ფუნქციებისგანო, სადაც ბურთი იყო ყველგან ბელინგემი იყო,მთელი თამაში არ გაჩერებულა ტიპი, დაცვაშიც იყო, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც და 94 წუთზე ისეთ პასს უკეთებს ხოსელუს, რომ ვეღარ გამაზა.აი ეს არის უმაღლესი კლასი და არა ის რომ მსაჯს უაზროდ ხელები უშალო მუდმივად
კვარადონა
აი ეს ეხლა მაგრად საცემი არ არის? რა შეგეძლო? შემთხვევითი გოლი გაიტანეთ მეორე, ერთი ანგისა და მეორე დილორენცო ფაფხურებდნეს, სხვა ყველა მკვდარი იყო გუშინ. რეალი დღეს არის სისისთან ერთად მსოფილოს უძლიერესი გუნდი, მორჩა და გათავდა!
zaza
ისემც რა გითხრა . ასიდან ოთხმოცდათვრამეტს მოგიგებენ თუ მოინდომეს . ეგ ნაპოლი ახლოს ვერ მივა მაგ რეალთან ვერაფრით. მა არ ვარ ამით მოხარული , მარამ ასეთი რეალობა გვაქვს .
gzp
ვითომ-ვითოომ შეგეძლოთ :)
გიგა
არა მგონია, აშკარაა კლასში სხვაობა.
ავᲗო
ვაი შენს პატრონს!) რას ეწევა ეს ტიპი?)
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
მასობრივი ჩხუბი მატჩის შემდეგ - "ბენფიკას" და "რეალს" სერიოზული სანქციები ელით?
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
[VIDEO] "რეალის" წაუგებელი სერია პამპლონაში შეწყდა - სამეფო კლუბის ლიდერობას წყალი შეუდგა...
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა