ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

იტალიური გამოცემები 22 წლის გარემარბის თამაშს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"თავდაპირველად ჩვეული სიჯიუტით დაიწყო, გუნდმა უპირატესობა მისი პასით მოიპოვა, თუმცა ამის შემდეგ ჩაიკარგა, მის გამო გუნდმა ორი არაჩვეულებრივი შანსი გაანიავა", - Footballnews24 - 5.5 ქულა.

"დი ლორენცოს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა. თავის მხრივ, იტალიელმა სიმეონეს გაატანინა. ნეაპოლელების შეტევებს სწორედ კვარაცხელია წარმართავს. თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ბრწყინვალე შანსი გაანიავა", - Eurosport-ი - 6.5 ქულა.

"ცდა არ დაუკლია, მუდამ გამწვავებას ცდილობდა. პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გავიდა, გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ეს დასაფასებელია", - Calcionapoli1926 - 6 ქულა.

"მართალია, გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ კარგი შანსები გაანიავა", - Calciomercato 6 ქულა.

"რეალმა" რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, გერმანელი საკუთარი გამოცდილებით კვარაცხელია თამაშიდან გათიშა და ქართველს ცხოვრება გაურთულა", - Tuttomercatowebი - 5.5 ქულა

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

ასეა ეს!
ერთი კარგი მწვრთნელი და ჩვენს ხვიჩას ბადალი არ ეყოლება. ნაპოლიში ეს გამორიცხულია, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო. ახალი გუნდი და მეგამწვრთნელი.
მფრინავი
არა შარშან ახალი ხილი იყო. წელს მივეჩვიეთ.
ამაშია საქმე
გასაგებია რომ ჩვენია და გვიყვარს.გვინდა ყველაფერში გავამართლოდ მაგრამ იმას ვერ გავექცევით შარშან იტალიაში ჩარტერული რეისებით დავფრინავდით ქართველები მისი თამაშის სანახავად.წელს აღარ დავფრინავთ.ე.ი. ისე ვეღარ თამაშობს.
ქ. გ.
რეალთან ხვიჩას მომენტების ვიდეო https://youtu.be/7en0Iig-Xu8?si=U4z7hRAxJtyIWrCg
იკა
გასული სეზონის სერიას ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ამის მერე ოქროს ბურთის ნომინანტებში იყო, ბევრი წერს კვარაზე და აქებს, იქ მესი წამომდგარა სპეციალურად მისთვის და ხელი ჩამოურთმევია და ა.შ. ეს ყველაფერი ძნელია ფეხბურთელზე არ აისახოს და სპორტსმენში თვითტკბობა არ გამოიწვიოს, მითუმეტეს ქართველში და მითუმეტეს ჯერ კიდევ არაპროფესიონალ სპორტსმენში, არაპროფესიონალში ვგულისხმობ სპორტსმენს რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გამომუშავებული გარკვეული უნარ ჩვევები, ანუ დისციპლინა. რეალთან იყო მომენტები როდესაც კვარა ბურთს ისე აგორავებდა, თითქოს ჭ კლასის გუნდს ეთამაშებოდა. და ასევე, უნდა გადაეჩვიოს მსაჯთან გაპროტესტებას იმ ფორმით, ძალიან ადვილად შეუხლია თავი ხელში აიყვანოს თუ მოინდომებს, უბრალოდ ძაან თვალში საცემია და მის ავტორიტეტზე და ხალხის სიმპატიებზე მის მიმართ, კარგად არ აისახება
ტარიელი
ესაა რეალური შეფასებები, სოლიდური გამოცემების და მედიის. ფლეშსკორი და სოფასკორი აღარ ახსენოთ, სირცხვილია!
ზურა
გადახედეთ კვარას საიდან დაიწყო თამაშები მესის არმისდიოდა ხოლმე ..გადახედეთ რეალის შემადგენლობას მერე ნაპოლის და .ათ გამოცდილებებს კვარაა ისაო რო გაიძახით ტელევიზორიდან მარტივია არაა??პენალტი თუ დაგირტყავთ როდესმე 7მეტრიამ კარში??საღოოლ კვარიუუს კარგი ბიჭი ხაარ
ლაშა
რეალის ახალგაზრდა მოთამაშეებმა აჩვენეს, როგორ უნდა ითამაშოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც ოქროს ბურთზე პრეტენზია ექნება. ძალიან ბევრი აქვს ხვიჩას ამ დონემდე დასახვეწი და დიდი იმედი მაქვს, რომ მუშაობს ამაზე. ნაპოლიც გაჩერებულ ფეხბურთს თამაშობს და ხვიჩაც ძალიან ხშირად იღებს წელს ბურთს გაჩერებული, მოქმედებს დაბალ სიჩქარეზე, სადაც მისი განეიტრალება ორი მცველით მარტივდება. ცალკე საკითხია საჯარიმოს გარედან ფინიშინგი. უფრო და უფრო იშვიათად გამოსდის შორიდან დაყენებული და ზუსტი გასროლები, ამით თავისივე შექმნილ მომენტებს ხშირად აფუჭებს. იმედი მაქვს, მაცარიც უკეთესად გამოიყენებს ხვიჩას თვისებებს და იმისიც, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ მინუსებს, დილეტანტები, იმაზე ბევრად მეტს ხედავს თვითონ და თავისი გარემოცვა. ოჯახურ მდგომარეობას რაც შეეხება, ეგ არავისი საქმე არაა და ამაზე ტლიკინი აზრს და მორალს მოკლებულია.
ვალოდია ჯინჭარაძე
სიმართლე ისაა,რომ რუდიგერი გასაგდები იყო, იმ ნაბიჭვარმა მსაჯმა თავი დაიბრმავა.
სოსო
რაც ოსიმენი გამოუშვეს,კარში დარტყმაზე აღარც ფიქრობდა.მხოლოდ მას ხედავდა და მისკენ უშვებდა პასს.ამის გამო,ორჯერ დასარტყმელი პოზიციიდან,არ დაარტყა და მისკენ პასის გაგზავნით,მომენტები გაანიავა.მატჩის ბოლო მეოთხედში,ნაპოლიმ,ანგარიშის დაჭერა სცადა და დაცვაში ჩამჯდარმა,რა თქმა უნდა გაუშვა.მერე კი,უკვე გვიან იყო.ძალა აღარ ჰქონდათ.
simartle
კიდევ გავიმეორებ, ხვიჩას არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია რუბინიდან დაწყებული. ძალიან ვგულშემატკივრობა და მიხარია რომ ამდენს მიაღწია მაგრამ არის რაღაცეები რაშიც მუშაობა სჭირდება ბევრია. პირველი - საჯარიმოს გარედან დარტყმა და"პოდიომის" ხმარება და ფეხის ყველა მხრიდან დარტყმის სიზუსტე და არა მარტო შიდა ფეხით ჩახვევები. მეორე - სისწრაფე რატომღაც მოაკლდა და ასევე გამძლეობაზეც ბევრი აქვს სამუშაო, ბევრს დასეირნობს ან მესამე - კიდეზე დგომას უნდა შეეშვას და უფრო ხშირად იცვალოს ადგილი, ბურთი მოძრაობაში უნდა მოითხოვოს იმათ კარისკენ და არა თავის კარებისკენ სახით როდესაც უკვე ამოკეტილია. მეოთხე - ცოლი კარგია, მაგრამ შვილო ჯერ რა გინახავს? ნაადრევია, მოეცადა ასე 28 წლამდე რა საჩქარო იყო? ახალგაზრდა კაცი შუა ევროპაში ხარ გეიხედ გამოიხედე პაწა, თვალი გაახარე და დანარჩენიც... რეალთან ორი გოლი მისი დაკარგული ბურთის შემდგომ გავიდა, როდესაც ძალიან აღოღიალა ეს ბურთი უმიზნოდ, თავიც ვერ ასწია რომ პასი დროულად გაეკეებინა. ერთ ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა მე თუ მკთხავთ. მესმის რეალია და ამხელა სტადიონი რომელიც ფეხბურთის სალოცავია და ბევრი წნეხი ჰქონდა, თან თავის ფლანგზე ორივე დამცველი დამთვრეული ცენტრალური დამცველი მათ ადგილზე რომელიც უფრო მოუქნელია და ნაკლებად მოძრავი. არა უშავს შემდეგი ამაში ოიგო გავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ყველაფრის შეცვლა შეიძლება შემდგომ. წარმატებები და ველი შემდგომ თამაშებს.
გურულო
ჩემი სუბიექტური აზრია,რომ გრანდებთან ხვიჩა ძალიან დაძაბულია,ბურთის დაკარგვის ეშინია და თავის თავზე ნაკლებს იღებს. ახლა შედარებით სუსტ გუნდებთან ,უფრო გახსნილია და თამაშიდან სიამოვნებას ღებულობს.ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,სულ მეორე სეზონია ძლირ ლიგაში თამაშობს,ამიტომ დარწმუნებული ვარ,გამოცდილებასთან ერთად, თვითდაჯერება,საფეხბურთო ,,თავხედობა,, და ლიდერის თვისებები გამოუმუშავდება და ნამდვილი მეგა ,,ხვიჩა,,-(ვარსკვლავი) გახდება.წარმატებები ყველა ქართველს და ქართველ სპორტსმენებს.გაიხარეთ და გაგვახარეთ!
თემო
სამწუხაროდ ვერ შეტევა და თავდასხმაა მოწოდების სიმაღლესე ერთი საშუალო დონის გუნიდა.კიმი ყოპილა ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი
გიორგი
მინდა ყველას გთხოვოთ, რეალურად შეაფასოთ კვარას თამაში. ქართველი რომ არ იყოს ბევრი ქართველი ბავშვის კუმირი იქნებოდა? ოღონდ რაც ვიკითხე იმაზე დაფაიქრდით, ძალიან ვგულშემატკივრობ, უბრალოდ რეალობა მგონი სხვაა. მარსიალი მახსოვს მონაკოში, ნებისმიერი ბურთის მიღებაზე, ფლანგზე 1-3 კაცს ატყუებდა, გარბოდა და ან პენალი ან კუთხური ან ბარათი ან საგოლე ან გოლი უეჭველი იყო. კოპიო ხვიჩა რა. გადავიდა მანჩესტერში და კი იცით... არც ვიცი სადაა. ორი ნორმალირზე კარგი მცველი რომ უდგება ვსიო, მორჩა მაქსიმუმ უკან პასი. ისწავლეს მის წინააღმდეგ თამაში, როგორც მარსიალის და კიდე ბევრის წინააღმდეგ. ეს ხვიჩას მინუსი კი არ არის ის მცველიც პროფესიინალია და ორნი არიან, ტყუილა კი არ ჭამენ პურს. ესეთია დღეს ფეხბურთი. ამ დროს ერთვება სხვა მომენტები, ჯანი, ფიზიკურირი გამძლეობა, მოედნის ედეალური ხედვა, ჩაფიქრებული პასის განხორციელების უნარი, ტკივილის გამძლეობა და ბევრი სხვა, ეს ყველაფერი 90+ წუთი მუდმივად. რასაც დარწმუნებული ვარ თვითონაც ხვდება და მიხედავს. მისი თამაშის ჩვენი მხრიდან რეალურად აღქმა, მას დაეხმარება დამშიდებაში და უფრო ნაკლებ ემოციურობაში, ასე მგონია მოედანზე ძაან ბევრს რომ ემოციურობს ამით მის გულშემატკივარს უნდა რომ დაანახოს, გულით რომ უნდა და ეს ძაან ვნებს საქმეს. ისედაც ვიცით რომ კვარას მაგრა უნდა ჩვენი გახარება. მთავარი ამ ეტაპზე სიმშვიდეა. პ.ს. ბეთებს და პოდკასტებს და ასე სემდეგ მინდა ვთხოვო კვარას იქეთაც არის ქართული ფეხბურთი და არაა საჭირო ყველას დასევა ამ ბიჭზე. შიდა ჩემპიონატებზე გააკეთეთ აქცენტი, აქაურები აქციეთ ცნობადებად.
მაძარი
უნდა ვაღიარო,"რეალმა გვაჯობა,საერთო კლასით,გუნდურობით,შეთამაშებით,ფიზიკური გამძლეობით,მეტი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით.ტყუილად არ ითვლებიან უძლიერეს კლუბად უზარმაზარი ტრადიციებით.ალბათ, შარშანდელი,სპალეტისეული "ნაპოლი"ტოლ-სწორად ეთამაშებოდა მათ.ჩვენ ჯერ ვერ ვქაჩავთ,დაცვა დაგვისუსტდა ძალიან,კიმ ინ ჯეს დარი მცველი ჯეტ არ გვყავს ცენტრში,ეს გვასუსტებს მნიშვნელოვნად... გთხოვთ ცოტა მაცალოთ და შევეცდები,გავაძლიერო გუნდი.ხვიჩას რაც შეეხება,უდავოა უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ გუნდის თამაშის საერთო დონეს მხოლოდ ის ვერ გადაახტება.თავადაც არ უნდა ჯერ ლიდერობა აიღოს,ძალიან გუნდურია და არ უნდა აწყენინოს თანაგუნდელებს,არ ითხოვს მათგან დროულ და აშკარა პასებს.გპირდებით,ვიმუშავებ ამაზე და შევეცდები მის ნიჭს გზა ფართო მივცე,როგორც კი ეს დღევანდელ "ნაპოლიშია"შესაძლებელი....
bebe
სიმართლე უნდა ითქვას, რომ ნაპოლი რელაზე დაბალი კლასის გუნდია, მთლად ცუდად არ უთამაშიათ გუშინ, მაგრამ აი დაცვის ხაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვფიქრობ ნებისმიერ სასუალო დონის გუნდის თავდამსხმელს სეუძლია მათი მოტყუება, რა უბედურებაა, ერთი დილორენცო, რომელიც ძირითადად შეტევებშია და უკან 3 პირდარებული მცველი, არ ვიცი ამას რა ეშველება, კიმ მინ ჯე ყოფილა სული და გული დაცვის ცენტრის.
გიორგი
თავდაჯერებულობა აკლდა. უკან საიმედო არავინ ეგულებოდა და ფლანგზე სირბილი თავად უწევდა წინ და უკან. არადა, რეალს ეთამაშები, ბრაგას ხო არა.ამიტომაც მეორე ტაიმი ისევ შედარებით სუსტად ჩაატარა. არა უშავს, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს.
Ghotic Mood
ჩემი აზრით კვარა არაა ფლანგის კაცი არ აქვს ტოპ დონის სისწრაფე. მისი პოზიცია მოუნახა სრედნიაკმა ვილი სანიოლმა მეორე ფორვარდად სადაც მეგა ეფექტურია და ნაპოლის სამივე მწვრთნელს ტროლებუსის ხაზივით ყავთ გაბმული აუტის ხაზზე. უფრო ხშირად უნდა იღებდეს პას ზელინსკის ადგილას უკეთესი იქნებოდა პასიც უკეთესი აქვს და დრიბლინგიც პოლონელზე მაგრამ ეს ზედმედათ აკადემიური თამაშით შორს ვერ წავა მაგრამ ეტყობა გრძნობს რომ ვერ ატყუეს და ურჩევნია არ დაკარგოს ბურთი რავი მოკლედ ნაკრებში ის კვარაა როგორიც უნდა იყოს და გვინდა ცეცხლია აქ კი სამსახურშია და მოვალეობას ასრულებს.
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
კვარაცხელიას პსჟ-ის რეკორდი - მსგავსი რამ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე ჯერ არ ყოფილა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
მამარდაშვილის "ლივერპულში" ვარსკვლავთცვენაა - როდრიგოც სავარაუდოდ, "ენფილდზე" მიდის
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია