2 დეკემბერს "შავი ლომი" ესპანურ "იბერიანსს" "ავჭალაზე" დაუხვდება და მისი დამარცხებით რაგბი ევროპის სუპერთასის მიჯრით მესამე, ფინალში თამაშის უფლების მოპოვებას ეცდება. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით, პირველ ადგილზე დაასრულა, "იბერიანსი" კი მესამე ადგილს დასჯერდა. სუპერთასის წლევანდელი სეზონი ნახევარფინალისტებმა ურთიერთშეხვედრით დაიწყეს. ერთი თვის წინაც თამაშს "ავჭალამ" უმასპინძლა. "შავი ლომი" 65-ე წუთისთვის 39:5 დაწინაურდა, დასკვნით წუთებში მოეშვა და 39:19 გაიმარჯვა.

ეს ამ გუნდების მესამე დაპირისპირება იყო. მანამდე "შავი ლომი" "იბერიანსს" ორჯერ ეთამაშა, ორივეჯერ ნახევარფინალში და "ავჭალაზე". პირველ სეზონში ესპანელებს უხვქულიან შეხვედრაში 43:40 ვძლიეთ, შარშან კი - 41:9. ამრიგად, "იბერიანსს" 2 დეკემბერს, 14 საათზე, თასის ნახევარფინალში მესამედ, სულ კი მეოთხედ ვუმასპინძლებთ.

გზა ნახევარფინალამდე

"იბერიანსთან" გამარჯვების შემდეგ "შავმა ლომმა" ჯერ პორტუგალიაში "ლუზიტანუში" დაამარცხა 22:0, მერე კი ისრაელის "ჰითსს" კვიპროსში 29:27 სძლია და ჯგუფური ეტაპი 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

"იბერიანსს" მეორე ტურში "ჰითმა" ესპანეთში 38:20 მოუგო. თასის ნახევარფინალისთვის გადამწყვეტი ჯახი ესპანელებსა და პორტუგალიელებს შორის ვალიადოლიდში, 19 ნოემბერს შედგა. დაძაბულ ბრძოლაში "იბერიანსმა" "ლუზიტანუში" 18:13 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალში "ჰითი" რუმინულ "ვულვზს" ბუდაპეშტში ეთამაშება.

ფინალის საგზურისთვის

"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 2 დეკემბრის შეხვედრისთვის უკვე შეარჩია 23 მოთამაშე. "იბერიანსთან" ერთი თვის წინ გამართული შეხვედრის შემადგენლობიდან, სასტარტო 15-ეულში 4 ცვლილება და ერთი გადაადგილებაა.

9 ნომრის პოზიციაზე თენგიზ პერანიძის ნაცვლად თამაშს გიორგი მარგალიტაძე იწყებს. სხვა მხრივ, ხაზი ისეთივეა, როგორიც ერთი თვის წინ იყო. "ჰითთან" თამაშის შემდეგ ორი ცვლილებაა და ცენტრში გიორგი კვესელაძე, ფრთაზე კი სანდრო თოდუა დაბრუნდა.

პირველ ხაზში ნიკა ხატიაშვილმა მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გადაინაცვლა, მარჯვნივ გიორგი ჩხარტიშვილი დადგება, კვაჭი კი ირაკლი ქვათაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა. უცვლელია და ზედიზედ მესამე შეხვედრას იწყებს მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ივანიშვილი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც "შავი ლომის" ყველა, 30-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, როგორც რაგბი ევროპის სუპერ თასზე, ასევე სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

მარქაფაშია დებიუტანტი გიორგი ჯობავა, რომელიც "შავ ლომს" მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა მისი კვართით მოედანზე ჯერ არ გასულა.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023

ნახევარფინალი. 2 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.

Rugby.ge

დრანდელი
სულ "ნაფლეთებად" გეგციოთ მოწინააღმდეგები,ლომებო!!!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | რეკორდული სხვაობით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | ექვსი ცვლილება და ერთი დებიუტანტი "იბერიანსთან"