საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონი "დინამო ბათუმი" დააჯილდოვა. ზეიმით შეხვდა ბათუმი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის თამაშს... შეგახსენებთ, "დინამო ბათუმი" ისტორიაში მეორედ გახდა ჩემპიონი. პირველად ეს 2021 წელს მოახერხა. დაჯილდოვება, რა თქმა უნდა, თამაშის მერე შედგა, მანამდე კი ოთხი გოლი ვნახეთ.

დინამო ბთ 2:2 ტორპედო

სწრაფი გოლი გავიდა: ჯოვინო ფლამარიონი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ტორპედოელი ნიკა სანდოხაძის ფეხიდან შევარდა კარში - 1:0. ამას მოჰყვა მამუკა კობახიძის თავური და 2:0... ორივე გოლში დაიდო წვლილი ბათუმელთა შემტევმა გიორგი ზარიამ.

მე-19 წუთზე "ტორპედომ" სხვაობა შეამცირა, კერძოდ, გიორგი არაბიძემ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა. პენალტი, არაბიძის დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია და გიორგიმ ზუსტად დაამატა.

მეორე ტაიმში კი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა, ანგარიში 2:2 გახდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ გოლით გაინაღდა "ტორპედომ" კონფერენციის ლიგის საგზური. "ტორპედომ" და "დილამ" ქულები თანაბრად დააგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში აჯობეს იმერლებმა.

მთლიანობაში გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტური. ადგილები გაირკვა, მაგრამ დარჩენილია ფლეი-ოფები და ასევე დარჩენილია დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალი. ქუთაისის "ტორპედომ" კონფერენციის ლიგაზე გასვლა გაინაღდა. იქ, სადაც "დინამო თბილისიც" ითამაშებს, ხოლო მესამე გამსვლელი გასარკვევია: ან "დილა", ან "საბურთალო".

"გაგრა" მეშვიდე ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფი აიცილა თავიდან. გუნდის ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა კი "შუქურასთან" 7 გოლი გაიტანა და მიხეილ ჯიშკარიანის რეკორდი გაიმეორა.

შუქურა 0:9 გაგრა

"გაგრამ" მოიგო, კონკურენტ "თელავს" გადაუსწრო და მეშვიდე ადგილზე გავიდა. ანუ, "გაგრამ" ადგილი შეინარჩუნა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

"შუქურამ" კი ზედიზედ მესამედ წააგო ზუსტად ამ ანგარიშით: 0:9. ჯერ "სამტრედიასთან", მერე "ტორპედოსთან" და ახლა "გაგრასთანაც".

მატჩის მთავარი მოვლენა კი ზურაბ მუსელიანის 7 გოლია. "გაგრას" ფორვარდმა გაიმეორა საქართველოს ჩემპიონატის რეკორდი ერთ მატჩში გატანილი გოლების მიხედვით. მიხეილ ჯიშკარიანმა გაიტანა ასევე 7 ბურთი, როცა "ცხუმმა" 11:0 მოუგო ოზურგეთის "მერცხალს". ეს 1991/92 წლების სეზონში.

მუსელიანმა სეზონი 17 გოლით დაასრულა და თანაბომბარდირი გახდა: ასევე 17-17 მოაგროვეს ჯოვინო ფლამარიონმა და ზორან მარუშიჩმა.

მის გარდა, "შუქურას" თითოჯერ გაუტანეს ვლადისლავ ხომუტოვმა და საბა აროშიძემ. ორივესთვის სადებიუტო გოლი იყო.

დილა 3:1 თელავი

ბევრი რამ წყდებოდა ამ შეხვედრაში. გორის "დილამ" "თელავთან" მოიგო, მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენციის ლიგაზე იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ დავით ყიფიანის საქართველოს თასის ფინალში "დინამო ბათუმი" მოუგებს "საბურთალოს". აი, "თელავს" კი ფლეი-ოფი მოუწევს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის: მეტოქე თბილისის "სპაერი" იქნება, თამაშები კი 6 და 10 დეკემბერს გაიმართება.

არადა, "თელავი" იგებდა გორში. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა იმედა აშორტიამ დააწინაურა სტუმრები.

64-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა თავურით გაათანაბრა, მერე მიშიკო სარდალიშვილმა გამოზომილი დარტყმით წინ გაიყვანა "დილა", ბოლოს კი კონტრშეტევაზე ბანტუ მზვაკალმა გაიტანა - 3:1.

სამტრედია 2:3 სამგურალი

იმერულ დერბიში "სამტრედია" 2:0-ს უგებდა "სამგურალს", მაგრამ საბოლოოდ წყალტუბოელებმა იმარჯვეს.

სამტრედიელთაგან ორივე გოლი თორნიკე ახვლედიანმა გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს "სამგურალის" საყრდენმა ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ ძლიერი დარტყმით შეამცირა სხვაობა - 2:1.

51-ე წუთზე ლომინაძეს დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი გააფუჭა: კარს ააცილა ბურთი. და სწორედ ლომინაძემ რამდენიმე წუთში მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა - კუთხურიდან ჩაწოდებულს ერთი შეხებით მიაყოლა დარტყმა...

68-ე წუთზე კი "სამგურალი" წინ გავიდა: თედო კიკაბიძის პასს მოჰყვა შარბელ გომეზის გოლი და 2:3. წყალტუბოელები მეხუთე ადგილზე გავიდნენ, მეცხრეზე გასულ "სამტრედიას" კი ფლეი-ოფი მოუწევს საგარეჯოს "გარეჯთან"...

საბურთალო 0:3 დინამო თბ

"დინამო თბილისმა" "საბურთალოს" სამივე კომბინაციური გოლი გაუტანა. ჯერ დავით სხირტლაძემ გამოიყენა გიორგი ხარაიშვილის პასი, მერე მრავალსვლიანი კომბინაცია დავით კობოურის პასის შემდეგ გოლით დაასრულა ზორან მარუშიჩმა, ხოლო ბოლო წუთზე ნიკა სიხარულაშვილის პასით ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანა. ეს უგრეხელიძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...

"დინამო თბილისი" მეორე ადგილზე გავიდა, "საბურთალო" კი მეექვსეზე. "საბურთალოს" თასის ფინალი დარჩა სათამაშო "დინამო ბათუმთან".

და ბომბარდირებზე კიდევ ერთხელ. სამი თანაბომბარდირი: 17-17 გოლი მოუგროვდათ ჯოვინო ფლამარიონს, ზორან მარუშიჩსა და ზურაბ მუსელიანს.

erovnuliliga.ge

grandi
ეეე ბათუმის დინამოოოოო, დიდი ამბიციები რო გაქვთ ხოლმე ივლისამდე სანამ ტირანები არ შეგხვდებათ არ გიტყდებათ თქვენი ავტობუსით კოლხეთიც რო სარგებლობს? ესე გინდათ სერიოზული კლუბის ჩამოყალიბება? როგორ წარმოგიდგენიათ ბილბაომ რო ხეტაფეს ავტობუსით იაროს? სად ხართ რა ჩემპიონი ანეგდოტები ხართ.დ.დ.

მომავალ წელს გორი აიდა თავის ჯოგიანად დაბალ ლიგაში
ბათუმელი ექსპერტი
რა სანდოხაძე რის სანდოხაძე. ფლამარიონმა დაარტყა კარში და გავიდა გოლი ისე რო ბურთს ტრაეწტორიაც არ შეუცვლია თუნდაც ოდნავ შეხებოდა ბურთი სანდოხაძეს. წაართვით ბომბარდირობა ჯოვინოს!
vai tqvens patrons
დილა გორს გაუჩალიჩეთ ბურთი აგორავეთ გამარჯვებით მაინც დაგესრულებინათ და საყალი ტორპედო გაიყვანეთ მესამეზე გორში არ გაგახარებთ არავის.ბათუმსა და ტორპედოს რაააა?
skeleton
მაგ ტაშფანდურს გირჩევიათ ერთი ფეხბურთელი გაზარდოთ რო ბათუმელიაო თქვათ მაინც თორე როდემდე მოგამარაგებთ გორის დილა?
skeleton
კვარა წამო ბათუმის დინამოში
geo
გამოიძახეთ არაბიძე და ფლამარიონი ნაკრებში!!!!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "ტორპედო" - "შუქურა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "დინამო" (თბ) - "შუქურა" [LIVE]
ბოლოსწინა ტური: 7 გოლიც, 8 გოლიც, 9 გოლიც...
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
თავურები... "დინამო თბილისმა", "დილამ" და "ტორპედომ" მოიგეს
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "შუქურა" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა