ახალი ზელანდიის ნაკრბმა სამი ერის გათამაშებაში გასულ უქმეებზე ავსტრალიის ეროვნულ გუნდს მოუგო და ბლედისლოუს თასი შეინარჩუნა. "ოლ ბლექსმა" ახლა მიზანად 21 აგვისტოს სტუმრად სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძლევა და მომავალ წელს მსოფლიო თასისთვის ბრძოლა დაისახა...

ახალი ზელანდიის ნაკრბმა სამი ერის გათამაშებაში გასულ უქმეებზე ავსტრალიის ეროვნულ გუნდს მოუგო და ბლედისლოუს თასი შეინარჩუნა. "ოლ ბლექსმა" ახლა მიზანად 21 აგვისტოს სტუმრად სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძლევა და მომავალ წელს მსოფლიო თასისთვის ბრძოლა დაისახა.

ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ პირეველს მოთმინება "ოლ ბლექსის" შუამარბ კონრად სმითს არ ეყო და გუნდის სამომავლო გეგემები "დაფქვა": "ახლა ჩვენი მიზანია ძალების კონცენტრირება გაისად გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებისკენ მივმართოთ. მთავარია, გუნდის ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შენარჩუნება შევძლოთ. ავსტრალიის ნაკრებთან დაცვაში, თუ ერთადერთ შეცდომას არ ჩავთვლით, შესანიშნავად ვითამშეთ. შეტევაში კი ყველაფერი სწრფად და ზუსტად გამოგვდის.

21 აგვისტოს უმძიმესი გამოცდა გველის "ბოკესთან" მატჩში, 90 ათასი სამხრაეთაფრიკელი ქომაგის გამაყრუებელი გნიასის თანხლებით. შარშან სამხრეთ აფრიკაში ორივე შეხვედრა წავაგეთ ბლუმფონტეინსა და დურბანში. ვეცდებით იოჰანესბურგში უკეთ ვითაამშოთ. იქ გამოჩნდება რეალურია თუ არა ჩვენი ამბიცია ფავორიტებად ვითვლებოდეთ მსოფლიო თასის მომავალ გათამაშებაში " - თქვა კონრად სმითმა.

"სამი ერის პირველი ორი მატჩისგან განსხვავებით, სამხრეთ აფრიკის ნაკრები ამჯერად ბევრად უკეთ ითამაშებს. ჩვენ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვექმნება, თუმცა აღგეზიდან არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ. გუნდი არჩეულ სტილს არ უღალატებს და ვეცდებით ის კიდევ უფრო დავხვეწოთ" - ეს უკვე "ოლ ბლექსის" თავკაცის გრემ ჰენრის სიტყვებია.

იოჰანესბურგული მატჩის წინ საკმაოდ იმედიანადაა ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუ:

"კარგია, რომ ამ უმძიმეს მატჩამდე ერთი კვირით დასვენების საშუალება მოგვეცა. სამი ერის განვლილმა ხუთმა კვირამ ბევრი ენერგია წაიღო. ემოციბისგან თითქმის მთლიანად დავიხარჯეთ. სამი ერის მოგებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ვეცდებით ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ჯილდო იოჰანესბურგში აღვმართოთ.

ეს სიმბოლური იქნება, სამი ერის ჩემპიონი ამჟამად სამხრეთ აფრიკაა და თუ დავამარცხებთ ტიტულს ჩამოვართმევთ. შემდეგი გაჩერება კი მსოფლიო თასის გათამაშებაა. ვებ ელისის თასიც სამხრეთაფრიკელებისაა და ისიც ჩვენ უნდა დავისაკუთროთ" - თქვა "კივების" გუნდის თავმა.

მაკქოუს მხარი აუბა ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, ფულბეკმა მალილი მულიაინამ, რომელიც სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში საუკეთესო მელელოვეა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით ოთხი ლელოა.

"ქრაისჩერცში ავსტრალიის ნაკრებთან მიღწეული გამარჯვება საშუალებას გვაძლევს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებას ფსიქოლოგიურად მყარად დავხვდეთ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშან, როცა ცუდ ფორმაში ვიყავით, "ბოკესთან" ორივე გასვლითი მატჩი წავაგეთ და ახლა ამისთვის რევანში უნდა ავიღოთ.

უმძიმესი მატჩისთვის მოსამზადებლად დრო საკმარისი გვაქვს. დაცაში, ვფირობთ, ყველაფერი რიგზეა, ცოტა მეტი მუშაობა გვჭირდება თავდსხმაში თავბრუდამხვევი კომბინაციების დასამუშავებლად. უნარიანი, რაციონალური თამაშის წყალობით იოჰანესბურგის "აღება", ვფიქრობ, სავსებით რეალურია.

მერე კი... მერე მსოფლიო თასზეც ვიფიქრებთ. დიდი ხანია ვებ ელისის თასი ახალ ზელანდიაში არ ჩაგვიტანია. ჩვენი ქომაგები მოუთმენლად ელიან და ყველანაირად ვეცდებით, 2011 წელს ის ახალი ზელანდიდან არავის გავატანოთ" - თქვა მულიაინამ.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა