რობერტო ხიმენეს გაგომ "ატლეტიკო"-"სარაგოსა"-"ბენფიკას" სამკუთხედში საკუთარი კუთხე იპოვა - ახალ სეზონში ის "სარაგოსაში" ითამაშებს
გაბრიელ ფერნანდეს არენასის შემდეგ "ატლეტიკო" მზადაა, "სარაგოსას" მეორე წამყვანი ფეხბურთელიც წაართვას. თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ... მართალია, გაბის საკითხი ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ წერტილის დასმა მხოლოდ დროის ამბავია.

ეს ბუნებრივია, რადგან "როხიბლანკო" თავისუფალ აგენტ ფეხბურთელს უკეთეს პირობებს სთავაზობს, ვიდრე "სარაგოსას" შეეძლო შეთავაზება, არაგონელთა ფინანსური პრობლემების შესახებ ჩვენს მკითხველს მოეხსენება. მადრიდელები 28 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობას პირველ ეტაპზე 4 წლით გეგმავენ. ყველა ელოდება, რომ კონტრაქტის ხელის მოწერა დღე-დღეზე მოხდება. "მინდა, "სარაგოსაში" მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას. ამ კლუბში ოთხი მშვენიერი წელიწადი გავატარე და ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემს ოჯახში ვიყავი. ამ კლუბთან უამრავი დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს. შეუძლებელია ოდესმე დამავიწყდეს აქაური გულშემატკივრების სითბო," - აცხადებს გაბი.

"მარკას" ინფორმაციით, "ატლეტიკო" "სარაგოსადან" მეორე ფეხბურთელის გადაბირებასაც გეგმავს. ლაპარაკია 27 წლის განაპირა ნახევარმცველ ანხელ ლაფიტაზე. ანხელმა კარიერა არაგონულ კლუბში დაიწყო. 2007/09 წლებში ის "დეპორტივოში" ასპარეზობდა, საიდანაც ისევ "სარაგოსას" დაუბრუნდა. ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2012 წელს გასდის, რაც "ატლეტიკოს" საქმეს უადვილებს. მადრიდელები 9 მილიონად შეფასებული ნახევარმცველის ბევრად უფრო იაფად შეძენას ვარაუდობენ.

"ა ბოლას" ცნობით, "სარაგოსამ" გუშინ დილას "ბენფიკადან" რობერტო ხიმენეს გაგოს შეიძინა. ტრანსფერის ღირებულებაზე მასმედია დუმს. ლისაბონურმა კლუბმა 25 წლის ესპანელ მეკარეში შარშან "ატლეტიკოს" 8,6 მილიონ ევრო გადაუხადა, მაგრამ მას იმდენად უფერული სეზონი გამოუვიდა, რომ "არწივები" იძულებულნი გახდნენ გაეყიდათ. "ბენფიკამ" მთავარი მწვრთნელის ჟოზე ჟესუსის თხოვნით, ახალი სეზონისთვის ორი მეკარე უკვე გადაიბირა - "ბრაგადან" არტურო და "ჯენოადან" ვეტერანი ედუარდო. შესაბამისად, რობერტოს ადგილი ამ კლუბში უბრალოდ აღარ დარჩა. რობერტო "ბენფიკაში" გადასვლამდე "სარაგოსაში" 2010 წლის იანვრიდან მაისამდეც უკვე ირიცხებოდა. მეკარე "ატლეტიკომ" არაგონელებს იჯარის წესით დაუთმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა