ურჯაანის დელტას მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი მოგებაც მის ანგარიშზეა. კახეთის წარმომადგენელმა მორიგი, მე-9 ტური საშინაო მატჩით გახსნა და გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ხოშტარიასა და საბა ზაქრაძის გაწვრთნილმა გურჯაანელებმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლეს და წყვილ-წყვილი ანგარიშით – 99:66 (სტატისტიკა) იმარჯვეს.

მიმდინარე სუპერლიგაში გუნდების ძალთა თანაფარდობა იმდენად თანაბარია, 30-ქულიანი სხვაობით თამაშები იშვიათი გამონაკლისების გარდა ფაქტობრივად არ მთავრდება. დელტამ კი მარგვეთი 33 ქულით დაამარცხა, რითაც ისედაც პირველზე მყოფმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. უახლოეს მდევარ ქუთაისს გურჯაანელები 3 მოგებით უსწრებენ, თუმცა 2 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. სატურნირო ვითარებას ჩავუღრმავდით და აღვნიშნოთ, რომ დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი სულ სხვა გუნდი – თსუ-ა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ერთი წაგება აქვს.

რაც შეეხება გურჯაანში დღეს გამართულ მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ ვერაფრით იტყოდით, რომ შეხვედრა ამხელა სხვაობით დასრულდებოდა. მართალია, დელტამ პირველი პერიოდი მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში ზესტაფონელებმა აღარ დათმეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 46:43. დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები გამოვიდნენ. დელტას მოთამაშეებმა რაც დაგეგმეს, ყველაფერი შეასრულეს. ათწუთეული გურჯაანელებმა 27:8 მოიგეს, ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

სპორტული ინტერესისგან დაცლილ ბოლო პერიოდში ადგილობრივი გულშემატკივრების ქომაგობით შეგულიანებულმა გურჯაანელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დამსახურებული გამარჯვება მიითვალეს. დელტაში სარგებლიანობით საუკეთესო ტერი კოლინსი იყო – 16 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა. 24 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა, ხოლო ჯარვის რეიმ 14 ქულა მიითვალა. ზესტაფონის გუნდში 19 ქულითა და მისთვის მცირე 7 მოხსნით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. 14 ქულა და 7 მოხსნა მარტი ჯექსონმა მოაგროვა.

სუპერლიგის მე-9 ტურის 3 შეხვედრა შაბათს, 9 დეკემბერს თბილისში (კავკასია-რაში), ტყიბულსა (ორბი-ქუთაისი) და გორში (ივერიონი-რუსთავი) გაიმართება. ტურს კვირას ბათუმისა და გაუ-ს აჭარაში დაგეგმილი შეხვედრა დაასრულებს.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე