ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

წინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

წინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

აგვისტო დაიწყო, "ნაპოლი" ახალ მწვრთნელთან ერთად მომავალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც მალე დაიწყება. Sportall.ge მანამდე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ გასულ სეზონსა და სტატიას, რომელიც 2023 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "იუვენტუსთან" (0:1) დამარცხდა, მან კი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ისე, ტურინელებს "კვარამ" მეორე წრეში გაუტანა, ნეაპოლელებმა (2:1) გაიმარჯვეს, ქართველმა გარემარბმა კი სეზონი 11 გოლითა და 6 შედეგიანი პასით დაასრულა. წერილში საუბარია გარკვეულ დისციპლინურ პრობლემებზე, რაც მოგვიანებით ასევე მოგვარდა...

"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა. ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე; ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უამრავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

• მარიამი

თავი დაანებეთ კვარას, ის განუმეორებელია, თავისი ინდივიდუალური სახე აქვს და ესაა მთავარი. ვისაც არ მოსწონს ან ბოროტება ალაპარაკებს, თვითონ უკეთესად ითამაშოს.

• Achi

Napolida tviton ro aqvs satrevi iseti gundi ar schirdeba kvaras kvaras exla man.siti real madridi liverpuli barselona bavaria egeti grandebi schirdeba da martla bolomde gashlis prtebs rasac kvia ramenairad napolis am celicads tuara momavals tavi unda daagcios

• k

კვარა არის თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი, დახვეწილი, ულამაზესი ქართული სტილის. სხვების გაკეთებული დიდებულებების ფონზეც ირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით. ამიტომ არის ყველას მიერ აღიარებული, ყველა მას ელოდება და უყურებს. დიდი ხანია სტაბილურად შესანიშნავია და ვერაფერი გაახუნებს მის თამაშს. დამშვიდდეს ყველა და მიიღოს სიამოვნება, რადგან დიდი ხანი ასეთი ოსტატი აღარ გვეყოლება. ყველას შურს ჩვენი კვარას გამო, ჩვენ კი ვაკრიტიკებთ....

• გიორგი

კომპლექსური ამბავია ალბათ ეს. ჯერ ერთი ჩავარდნაც არ ქვია, ვერ გაიტანა კი, მაგრამ ბევრს, უფრო სახელოვანსაც ვერ გაუტანია, არ დაგვავიწყდეს რომ ორიოდე კვირის წინ შოტლანდიას და ესპანეთს ისეთები გაუტანა უეჭველ გასატანს რომ ვერ დაარქმევდა ვერავინ. უბრალოდ შარშანდელი სუპერვარსკვლავური სეზონის შემდეგ შემდეგ ყოველ მატჩში ყველა ელოდება განსაკუთრებულ თამაშს.ახლა ხვიჩა განა ელმასზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს,უბრალოდ გვინდა რომ მბაპე-ბელინგემზე ნაკლები არ ითამაშოს, თანაც შეუძლია. თუ რატომ ვერ თამაშობს აი ამის მიზეზიქ კომპლექსური, ალბათ, თავშიდაც რომ ვახსენე. შეიძლება რაღაც დოზით ცოლის მოყვანის ამბავიცაა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ადამიანის ცხოვრების წესი შეიცვალა, ხელფასის არ მომატების ამბავიცაა ალბათ და ამით გამოწვეული დემოტივაცია, ყოფილ მწვრთელთან შეუთავსებლობის თემაცაა და ტრამვის გამო გამოტოვებული წინასასეზონე მომზადების, გაასმაგებული ყურადღების მოწინააღმდეგეთა მხრიდან და მისი ფლანგის მცველების არ ყოფნისაც. რაც ჩამოვთვალე, ყველა ეს ფაქტორი დროებითი მგონია და დალაგებადი - ჩემი ვარაუდით, სადღაც ადრე გაზაფხულისთვის ისევ ძველებურ კვარას ვნახავთ.

• მორიელი

კიდე კაი კვარა არ ვარ თორე ნაპოლის საერთოდ რა დღეში ჩავაგდებდი ნახავდით.დანარჩენები რას აკეთებენ და რატო იღებენ კვარაზე მაღალ ხელფასს თუ გუნდის წაგება მოგება მარტო კვარაზე ყოფილა დამოკიდებული. იდგნენ ეხლა და იმარჩიელონ რა ჭირს კვარას ვითომ ძაან ძნელი მისახვედრია რო უკმაყოფილოა.როცა მიხვდებიან და კონტრაქტს შეუცვლიან მაშინ ვილაპარაკოთ. მანამდე კი ნაპოლის წაგებებს ვუსურვებ.

• არტ

ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი! ფეხბურთს, ნაპოლის თამაშების გარდა ეტყობა არ უყურებს ეს ხალხი! ვის, რომელ მაგარ ფეხბურთელს არ ჰქონია ეგეთი ე.წ.'პალასა' ბურთი რომ კარში არანაირად არ მიდის? იუვენტუსთან თამაშშიც , საერთოდ რომ არ ყოფილიყო ის მომენტი, დანარჩენი 90 წუთის მანძილზე ეგ და ოსიმენი ყველას ჯობდნენ - დანარჩენებმა საშინლად ითამაშეს, შენელებულ კადრებს ვუყურებდით თუთქოს. რა ავადმყოფობაა ასეთი ჯერ მარადონას შეადარო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მართალია უნიჭიერესი მაგრამ რომელსაც ჯერ უამრავი აქვს სასწავლი და დასახვეწი და მერე ცოცხლად შეჭამო, როგორ გაბედა და რატომ გაუჭირდა მეორე წელიო, რომელიც ზოგადად ყველას უჭირს, რატომ არ არის ისეთი, როგორიც მაშინ იყოო, როცა არავინ იცნობდა და შეუდარებლად მეტი თავისუფლება ქონდა, და საერთოდ ჩემს მოლოდინებს რატომ არ ამართლებო? ხოდა ხვიჩა, თუ გინდა ყველაფერი კარგად იყოს, უპირველეს ყოვლისა დაწყნარდი, არ მიაქციო ყურადღება მაყურებლებს და ჟურნალისტებს, მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე იფიქრე და ივარჯიშე, შენი სისუსტეების გამოსწორებაზე იმუშავე. დანარჩენი კი.. წერონ და იკითხონ.

• გიორგი

აკოფა პაპა, ყველაფერი რიგზე იქნება.

• სოსო

ალბათ უყურებენ,მაგრამ ისინი ქართველები არ არიან,რომ მათი სიბინძურე წაიკითხონ.ვისაც წაკითხვა შეუძლია,იმას აგინებენ და ჰგონიათ,მისი დამცირებით,ჩვენ უფრო დიდები გამოვჩნდებითო.

• სოსო

აი ეს პოსტი, ნამდვილი სკელეტონისაა და როგორ განსხვავდება,იმ ვირთხისაგან დაწერილი პოსტებისაგან,მის სახელს ამოფარებული,სიბინძურეებს რომ ანთხევს.

• გაგა

კაკამ ახალგაზრდა ასაკში მოიყვანა ცოლი,ახალი მოყვანილი ყავდა ცოლი, რომ ყველაფერი მოიგო რის მოგებაც შეეძლო:ჩემპიონთა ლიგა,სერია-ა,საკლუბო ჩემპიონატი,სუპერ თასი,ოქროს ბურთი,კონფედერაციის თასი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი!!!.. ქართველ ქალთმოძულეებს კი მორალი არ გააჩნიათ!!

• Skeleton

საკუთარი სახელი არ აქვს და სხვისი სახელით დაიწყო წერა ამ უბადრუკმა

• აკოფა პაპა

გაუძელი ხვიჩა, გაუძელი))))

• გურგენა პაპა

შვილო ხვიჩა გაუძელი.

• ნიცა

გავითვალისსწინებ ლადო პაპა. შენს პირს მანგოს მურაბა.)

• ლადოს

აუცილებლად დაუბრუნდებათ, თან საერთოდ რომ არ ეგონებათ მაშინ. კაცი რომ ჭორაობას დაიწყებს სხვის ცოლებზე, იმის კაცობა იქაა დამთავრებული. რაღა უნდა გააკეთოს იმან მერე კაცი რომ გახდეს.

• Skeleton

გულშემატკივარს გვეშლება ნერვები ბრბოს რეაქციაზე თორე ხვიჩას ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ბევრჯერ გაუძლო და კიდე გაუძლებს. მისი მენტალიტეტი გვაძლევს იმედს მის ნამდვილ გულშემატკივარს, რომ ეს ბოროტი და გამწარებული ადამიანები, ვინც აქ აკომენტარებს მასზე გავლენას ვერ იქონიებს. როგორც ერთმა ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა, შუა თითის მაჩვენებლებს კოცნა გაუგზავნა, ზუსტად ისე იქნება. ხვიჩაც ასეთია, არასოდეს უპასუხია აგრესიული ბრბოსთვის. შუა თითის მაჩვენებელ ველურს ყოველთვის კოცნა უნდა გაუგზავნო და ყოველგვარი აგრესიის გარეშე აგრძნობინო, სად ხოხავს თვითონ და სად ხარ შენ, მენტალურად! წინ ხვიჩა

• გიორგი

ექიმს გაესინჯე, შე საწყალო.

• გიორგი

გაიხარე კარგო კაცო. ყველა ფსიქიურად ჯანმრთელი ქართველის სათქმელი სთქვი.

• ლადო

ნიცა!შვილო გამძლეობას გისურვებ,ამ ქალთმოძულეების და მგლების ხროვის წინაშე,ბოროტებას კი ერთი თვისება აქვს, ყველას ბუმერანგივით უბრუნდება უკან!!!!?

• Skeleton

რა დრიბლინგები და ფინტები აღარ გამოსდის ხალხო სულ გაგიჟდით? კარს რომ ააცილა იმაზე წერეთ ისევ და ტყუილების მოგონება არაა საჭირო ტექსტების გამრავალფეროვნების მიზნით. ისედაც არ უყურებს ხალხი და თქვენს დაწერილებს ენდობა, თქვენ კიდე ცეცხლზე ნავთს უსხამთ. ჩემპიონთა ლიგაზე პირველ ადგილზეა დრიბლინგებში, მბაპესაც არ აქვს მაგდენი დრიბლინგი რეებს წერთ მართლა? ფინიშინგის პრობლემა დგას ამ წუთში და თუ მაინცდამაინც მაგაზე ილაპარაკეთ. გატის ფეხებს შორის ვინ გაუძვრინა, რა ფინტები აღარ აქვს. მოკლედ რააა სად ვართ

• ლადო

ნიცა!შვილო გამძლეობას გისურვებ,ამ ქალთმოძულეების და მგლების ხროვის წინაშე,ბოროტებას კი ერთი თვისება აქვს, ყველას ბუმერანგივით უბრუნდება უკან!!!!?

• გიორგი

მაგარი ყლე ხარ არაქართველო კომბლე

• გიორგი

აბსოლუტურად გეთანხმები სპაინ!(ბევრი რომ არ ვწერო)ხვიჩა მხოლოდ წინ შვილო! შენ საუკეთესო ხარ! არაფერზე არ ინერვიულო!ყველაფერი კარგად იქნება ეჭვიც არ მეპარება!

• Spain

ყველა ნაგავი რაც ქართველებში არსებობს აქ გადმონთხეულა. ვარსკვლავი არ არისო. დი მარციოს მოუსმინეთ რას ამბობს კვარაზე? თუმცა რა იცით დიმარციო ვინაა, დივანზე წამოკოტრიალებული ლუარსაბა უფრო გაცნობიერებული არაა ფეხბურთში? ოქროს ბურთის ოცეულში არავარსკვლავი ფეხბურთელი ვერ ხვდება მარა თქვენ ასეთ ჩამორჩენილ, განუვითარებენ და გამოქვაბულის ხალხს რად გინდათ ვარსკვლავი? უკეთესი თუ ვინმე გამოჩნდა ყველა თქვენნაირი ბანძი უნდა გახადოთ. ხვიჩას ბევრი გადაუტანია და კიდე გადაიტანს ბნელებო! მერე კიდე, ამხელა კაცები რომ დამდგარხართ და ცოლის ბრალიაო იძახით, ერთი ერთზე უცოლო ფეხბურთელს არ გაუფუჭებია მომენტი? აი ამას ვინც წერთ, ჯერ როგორ არ გეუხერხულებათ რომ საერთოდ მის პირად ცხოვრებას ეხებით და მერე საკუთარი თავების როგორ არ გრცხვენიათ, რომ ასეთი ორღობის ჭორიკანა ყოფილა თურმე ქართველი კაცი. გასაგებია საკუთარი სახელებით არ ჩანხართ და თამამად წერთ მარა მაინც უნდა გიტყდებოდეთ ეს აზრები. ესაა რუსული მენტალიტეტის ვითომ ქართულად მოლაპარაკე საზოგადოება. არვიცი რუსეთსაც ვერ დავაბრალებ ყველაფერს. ასე ვერავინ გაგხრწნის საკუთარი თავის გარდა.

• Spain

რა ხდება მაინც ხვიჩას თავს? რა დრამა ტრაგედიებია ყოველი წაგების მერე? გავიხსენებ ცნობილ ფრაზას: "არა რაა, ესაა ავადმყოფი ერი!" შაბათკვირას ვინც ფეხბურთებს უყურეთ რეალის და ბეტისის გამაზული მომენტები არ გინახავთ? ან ბარსაც რაც ქნა ჟირონასთან? პრემიერ ლიგას საერთოდ არ უყურებთ? ტიპები ფეხბურთის აზრზე არ არიან და ჩრ კორეელი ხალხივით, რასაც დაანახებენ იმას მიაწვებიან ცხვრებივით. მარტო კვარას აცილებულ მომენტს აყურებინებენ ტიპებს სამი დღეა და აღმუვლებენ აქ. კვარას რომ არ აეცლებინა საწერი მასალაც არ გექნებოდათ. ღარიბ და გაპარტახებულ ერს სანახაობა მიეცა და პური არა. სანახაობის მონაწილეს ჭამს სამაგიეროდ.

• კომბლეებს

ფეიკით რასაც გინდათ იმას დაწერთ ხო თქვე ლაჩარო უბადრუკებო?

• ჩასაფრებული

იმიტომაცაა ასე აჭრილი და კომიკური თავი ზიდანი მისნაირი ყალიბის ფეხბურთელი რომ გონია, ზუსტააც ეს არის პროვინციალიზმი,თავში ავარდნას რომ ეძახიან, თორემ ვასკვლავური სენი კვარას ვერ შეეყრებოდა, რადგანაც ვასკვლავი ჯერ არ არის და ვერც ვერასდროს გახლდება ასე ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი, როგორც ამ ბოლო დროს არის. თუ დიდ ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია მოთმენის უნარიც უნდა გქონდეს,კრიტიკაც უნდა აიტანო,ფეხში მოხვედრაც და ყველაფერზე ხელები არ უნდა იქნიო უაზროდ. ხუთი მეტღიდან კარში რომ ვერ მოარტყამ, თბილისში თუ გინდ ესპანეთან 1-7 რომ წააგებ, ახალგაზრდულში თამაშს არ იკადრებ და ა.შ.ვიღაც გაგაკრიტიკებს აბა რას იზამს......თუ მარტო ის გინდათ ესპანეთში 1-3-ის წაგების შემდეგ სოც ქსელებში ხალხის ერთი ნაწილი ერთმანეთს,რომ კვარას, ჩაკვეს და საერთოდ გუნდს რომ ულოცავდა...წაგებას...გამოდის კვარას გოლი და ჩაკვეს საგოლე იყო მთავარი და არა ეროვნულიიი...

• Giorgi

Mარტლა კომბლე ხარ შჰენ Vიგაცა ხარ

• სულელა, კომბლეს..

კომბლე ცავატანემ! წადი ტოლმა ჭამე, მაგის მეტი მაინც არაფერი იცით არმენჩიკებმა. ისე ჩვენში დარჩეს და გეტყობა, რო ბავშობაში მაგრად გაქვს მირტყმული რამეზე თავი და ეხლა დიდობაში იჩინა თავი!

• კ ო მ ბ ლ ე

თავში აუვარდაო ხო? მარა თავშიც რომ არაფერი აქვს? აი ამაშია საქმე... ერთი ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბურთელია, მეტი არაფერი და ნუ გადაგვიყვანთ ჭკუიდან, ხვიჩა ესე, ხვიჩამ ისე! აუუ რა მაგარია და ,.... . კაროჩეე, ჩვენ ვითამ ფეხბურთელებში მართლა პაგანინად ჩანს, მარა მართლა ფეხბურთელებში, აფეეერი სიმონ, აფეერი! ჩვეულებრივი ჯგირ ბაღანეა ტოო.. დიდი დიდი ზოგჯერ რაცხას აკეთებს, სხვები არ აკეთებენ თუ? აბა რაში იღებენ ამოტელა ხელფასებს, ააა? და მეორე; ღამით ცოლი, დღისით ქანცის გაწყვეტამდე სირბილი, ღამით ისევ ცოლი და. დღე ირბინე ბიჭოო, ფორმა არ დაკარგო, ღამით ისევ ცოლი და .. ცოტა ხანშში ატეხავს ბღავილს;;; არ მინდა ბინოკლი ვალიკოო, არააა! ამდენს რკინა ვერ უძლებს, რკინაა! ამას კი ჯერ პირზე რძე არ შეშრობია და გერმანიასთან ომის მოგებას ითხოვთ? ტქვენა მართლა ვერ ლავეს შტერებო? ვერ ლავეს ელიიი!

• გია

ყველამ, დროებით მაინც თუ დავანებებთ თავს ხვიჩას, დარწმუნებული ვარ განთავისუფლდება წნეხისგან! უარყოფით შენიშვნებს და შეურაცყოფებსაც თუ დავანებებთ თავს, მთლად უკეთესი იქნება! ხვიჩას, ჩვენ ხალხი ვსტრესავთ და მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.

• leqso

ასეთი გოუნათლებელი როგორ ხართ ფეხბურთში, რომელი შემტევი ფეხბურთელი იცით დღეს ,რომელიც დაცვაში არ ჩამოდის და გუნდს არ ეხმარება ,არა მარტო სტანდარტებისას. იგივე ოსიმენა თუ ჰალანდი თუ კარგად დააკვირდებით მოწინააღმდეგის პოზიციური შეტევისას და სტანდარტებისას თითქმის სრულფასოვანი დამცველები ხდებიან. ხვიჩა კი, არ მინდასავით-მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოდის უკან და ყოველთვის აგვიანებს.... ან კიდევ ვითომდაც სერიაში მარტო ხვიჩას ეთამაშებიან-ტაქტიკით,როცა შემტევი ფლანგზე ბურთს იღებს და ერთი მცველი გადადის მეორე არ აზღვევდეს. დააკვირდით , ზონას უზღუდავენ, ხოლო როდესაც ბურთს ადგილზე იღებს, ბუნებრივია აპრესინგებს ერთ, ორი თუ სამი მოწინაარმდეგე, სულ ეგ არის. ცენტრში თამაში კი რომ არ არის მისი ძლიერი მხარე კი გამოჩნდა ბოლო სერიას თამაშებში....უბრალოთ შარშან გაუვარდა ყარაულის, თოფივით და თავი ყოვლისშემძლე გონია, ამიტომაც გახლდა ასეთი აგრესიული მსაჯების, ფეხბურთელების და კრიტიკოსი მაყურებლების მიმართ. ერთი სიტყვით თავის პროვინციალიზმს სრულად წარმოაჩინს ამ სეზონში. ამასთან ქება- დიდებაც მოკლდა სულ აიჭრილია.

• გოჩა

რატომ ჩაარტყა თავი ზიდანმა მატერაცის?ღირსი იყო და იმიტომ ესროლა ბურთი იმ ბინძურ ანტი ფეხბურთელ გატის.რაც შეეხება მსაჯებთან კამათს თუ მოუკლებს კარგი იქნება

• რონი

ყველაფერი მენტალიტეტია... ქართველებს გვიყვარს ზედ დაკვდომა მაგრად რომ მოვაჩვენოთ თავი... ვერ ამოავსებ პატარა ბიჭი ვერაააა და მიხედე კარიერას ზომიერება ყველგან და ყველაფერში. დაუჯერე ჯიმა შენზე უფროსებს...

• ქ.გ.-ს

რა გინდა რას გადაეკიდე მის ცოლს???მთელი დღეა ააყროლე საიტი!!ყველგან შენი ბოღმიანი კომენტარებია!!ხვიჩას ყოფილი ხარ???

• ბათუმელა

გატუზოს შესახებ თუ გსმენია? ან მასზე ნაკლებ აგრესიული პეპე გაიხსენე, თუნდაც ზიდანი თავისი საფირმო "თავურით"! თუ ასაკით პატარა ხარ დაგუგლე და ნახე მათი საქციელები და რომელი სად თამაშობდა მაგასაც ადვილად იპოვნი ინტერნეტში.

• გიორგი

დღევანდელი ფეხბურთი ვაჭრობად გადააქციეს რა სეზონი ქონდა კვარას და დელაურენტისი კიარადა არა კაცი ჩათლახი ვაჭარია როგორ არ უნდა გაეზარდა ხელფასი მოტივაცია დაუკარგა

• Mirza

მე მაინც ქართული ხასიათის ბრალი მგონია და არა ადრეულ ასაკში მეუღლის მოყვანის. ეგრე ბექჰემმა ადრე მოიყვანა ვიქტორია და მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. ძალიან არ მინდა რომ იგივე დაემართოს ხვიჩას რაც ადრე ბევრ მაგარ ქართველ ფეხბურთელს.

• კირკიტა

იმ მომენტს თუ კარგად გავაანალიზებთ, ძალიან ადვილი გასაგებია, რატომაც ესროლა. გატის არასპორტული ქცევა მსაჯს რატომღაც "შეუმჩნეველი" დარჩა.

• ალექს

ჩნდება საპირისპირო შეკითხვა -რატომ ქნა გატტიმ ეს ?

• ალექს

მე ვნახე მა გმომენტის ვიდეო სხვა რაკურსით,განსხვავებული რეპორტაჟისგან, გატტიი მამაძაღლმა მუცელში მუჯლუგუნი მიარტყა კვარას , ხელუკუღმა, დიახ ზურგშექცევით კი იყო , მაგამ ხელი უკან გასწია და კრა კვარას , მაისურიც მოქაჩა , ამიტომაც საპასუხოდ ზურგში ბურთი ესროლა კვარამ, არ უნდა ექნა, მაგრამ ასე იყო ! ეს საშინაო დავალებაა, კვარას წინააღმდეგ მუშაობენ მწვრთნელები, თანაშემწეები, მისი ფინტებით გაბითურებული მცველები -სამუშაოს კარგავენ, ფულს კარგავენ , მსაჯს ათი კამერა არ აქვს, აქვს ორი თვალი და მას ეს ინცინდენტი არ დაუნახავს, მაგრამ რომელიღაც კამერამ დააფიქსირა !აქვე დავძენ უამრავი კადრია როცა კვარას ისე იჭერენ, რომ მსაჯი ამას ვერ ხედავს , აი ეს დაამუშავეს, კი არ გაშიფრეს კვარა, ვერასოდეს გაშიფრავენ ხელოვანს, აი ეგენი კი ხელოსნები არიან-ბოდიში ამქართან, კარგ ხელოსანს რა ჯობს,ხელოვანია ეგეთიც, ისე სიტყვის მასალად !

• დათო

რატომ ესროლა ბურთი გატის, რატომ ჩხუბობს მსაჯთან ყოველთვის, ნერვები აქ არაფერ შუაშია, რაღაც პროვინციალიზმის მაგვარი ჭარბობს ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ... არ ყავს წესიერი დამრიგებელი... ასეთი საქციელით ვერც კლუბში მოიპოვებს ნდობას ვერც ნაკრებში და საერთოდ დაიკარგება მისდამი დიდი კლუბების ინტერესი.. არ ვიცი რაღაც რომ ხდება ამ ბიჭის თავს ფაქტია, თვითონვე უნდა მოეგოს გონს...

• Asea

კარიერა უკვე ჩააბარა შეყვარებული თუ ვინც არის..გახდა ერთი უბრალო რიგითი ფეხბურთელი

• დავითი

ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა , იჩქარა ერთი -ორი წელი კიდე ოჯახი არ უნდა შეექმნა, სიმართლე ეგაა ტყვილა ველოდებით ძველებურად ათამაშებულ კვარას , ერთი ორი თამაში შეიძლება გაიბრწყინოს აი მთელი სეზონი გამორიცხულია...

• ლევანი

კარგი სტატიაა. კვარამ ფეხბურთს დაუბრუნა საქართველო. რაც შეეხება კვარას, მას ფიზიკურ მომზადებაზე სჭირდება მეტი დროის დათმობა. ბურთის მიღებაზე პერსონალური ვარჯიშია საჭირო. მისკენ გაგზავნილი ბურთი ხშირად იკარგება. არ მიყვარს შედარება, მაგრამ ოსიმჰენი მისკენ წამოსულ ბურთს არავის უთმობს, არც ზემოთ და არც ქვემოთ. კიდევ, ვისურვებდი რომ თვითონაც ებრძოლა ბურთის მოსაპოვებლად. გაქცეულ ბურთსაც ბოლომდე უნდა სდიოს. მოკლედ ინდივიდუალური მწვრთნელი სჭირდება, ერთი წლით მაინც. რაც შეეხება დრიბლინგს და პასს, მას ამაში ბადალი არა ჰყავს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არაა. რაც შეეხება ნაპოლის, გამთამაშებლები არა ჰყავთ, რომლებიც მეტოქის პრესსინგს გაუძლებენ. მეკარეც სუსტი ჰყავთ.

• აკა

ბრაგასტან არ იქნება დაიწერა უკვე აქ გრიპის მიზეზი არ უნდა იყოს...ისე შეიძლება წაადგეს ერტი ან ორი ტამაშის გამოტოვება

• რა დროს ცოლია, როცა წინ ფეხბურთია

ხვიჩა, დაემორჩილე ხალხის ნებას, იღე ყურად ხალხის ძახილი და გაშორდი ცოლს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე თავიდან დაქორწინდი, სად გეჩქარება!

• დავით 67

მარტო მოაგებინა შეიძლება არ არის სწორი ნათქვამი, მაგრამ ვარსკვლავები რომ იგებენ გადამწყვეტ თამაშს ეს ფაქტია! მარადონას დროს დამისახელე გუნდში ერთი ფეხბურთელი ვინც ტოპ20 ში შედიოდა. ერთი დამისახელე 2 არ მინდა. თუ კანიჯას მოიაზრებ ძლიერ თავდამსხმელად ის იმ პერიოდში 26 იყო. ამიტომაცაა გამოთქმა მარტომ მოაგებინა. აბა მარტო რომ გამოსულიყო დიეგო 11კაცის წინააღმდეგ, მაშინ კი ვერ მოიგებდა . ეს ისედაც ნათელია

• skeleton

ჩამო კვარა ფოთის კოლხეთში თორე ცოტა ხანში ფოთის კოლხეთიც სანატრელი გაგიხდება...

• waltet white-ს

ისე კაი მეზღაპრე იქნები შენ... თუ სიზმარი მოგვიყევი?

• ჟორა

მე არ ვიცი ეს ფეხბურთში, როგორ ხდება, მე ჭიდაობას ვავარჯიშებდი და ყველა შეჯიბრზე საღამოს ვარჩევდით ვინ რა დროს რა შეცდომა დაუშვა და როგორ უნდა ემოქმედა იმ სიტუაციაში. თუ ამას ნაპოლი აკათებეს და განვლილ თამაშს არჩევენ, მაშინ რატომ არ მიუთითებენ ფეხბურთელებს იმას, რომ ხვიჩა თავისუფალი ზონისკენ გარბის და მცველი იმის ნაცვლად, რომ ბურთი იქ გაუგოროს ან უკან აბრუნებს, ან მარჯვენა ფრთაზე გადააქვს. სხვათაშორის ეს მარტო ხვიჩას მისამართით არ ხდება. ამაში ყველაზე მეტად ზელინსკი მყავს შემჩნეული.

• Walter White

შეიძლება სტატიის ავტორს ეწყინოს, მაგრამ.... ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ დაგისახელებიათ.რაზეა საუბარი? ეხლავე აგიხსნით.მრავალი წელია საზღვარგარეთ მიწევს ცხოვრება და არაერთ ქართველ, უცხოეთში გადასულ,სპირტსმენთან მიწევდა ურთიერთობა. უუმრავლესობის კარიერა იქვე თავდებოდა ( პირველ ან მეორე) კლუბში( არამარტო ფეხბურთი მაქვს მხედველობაში). ყველა მათგანს სულ მოკლე ხანში უერთთდებოდა ათეულობით მეგობარი,"ძმაკაცი", ოჯახის წევრები, რომლებიც მათი სარჩენი და მოსავლელი იყვნენ.მარტო ყენიას ჰყავდა წაყვანილი თან 4 უსაქმური ძმაკაცი,რომ ვკითხე თუ რატომ? მიპასუხა: ჯოკერის სათამაშოდო))) ერთადერთი კლუბის მენეჯერი მეუბნებოდა ერთი საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელის შესახებ - თუ ამას გარემოცვას არ მოაშორებთ,ამ ბიჭისგან, არაფერი გამოვაო. მესმის რომ საქართველოში გაჭირვების ფონზე,ყველას მიაჩნია რომ ხვიჩა აწი უკვე მდიდარია და შეიძლება მის კისერზე ჩამოკიდება, მაგრამ მას არც დრო უნდა ჰქონდეს მათთვის და არც სურვილი, თუ გადაწვეტილი აქვს დიდი ფეხბურთის თამაში. თუ არა და დროზე დაბრუნდეს საქართველოში, კობახიძე გაუჩალიჩებს მომავალ პარლამენტში ადგილს და გვეყოლება შემდეგი ყაველაშვილი.

• Charley

კვარას პოზიციას არ უცვლიან მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად მაინც უნდა გადაეწყოთ მწვრთნელებს მაგრამ არცერთმა ეს არ ქნა წინა სეზონიდან გაჰაიპებულ კვარას კი წელს სამმაგი ზღუდეებით იცავენ კატენაჩოს მექაში სერია ა-ს მეტოქე მცველები და ამ ზღუდეებს ვეღარ ლახავს იმ პირობებში როცა ამ სეზონში ხვიჩა დამძიმებული ჩანს და სისწრაფეში დრიბლინგს ფაქტიურად ვეღარ ანხორციელებს. კვარას სამუშაო ბევრი აქვს ისევ იმ საფინიშო დარტყმაზე მაგრამ გუნდი თუ არ გადააწყო მაძარიმ 3-5-2 სქემაზე კვარას ისევ ისე მოუწევს დაცვაში ზედმეტი სირბილი რა დროსაც აქ გამოცლილი ენერგია შეტევაში დააკლდება ეს კი განახევრებულ ხვიჩას ნიშნავს მეტოქე მცველებისთვის ამას ვერ ხვდებიან ეს მწვრთნელები დავიჯერო? ამიტომ ზემოდხსენებული ტაქტიკური ვარიაცია მისწრებაა ხვიჩასთვის რომელიც უკვე ზედ საჯარიმო ხაზთან დაემუქრება მეტოქის კარის ბადეს და არ დასჭირდება 50 მეტრიანი სპრინტების კეთება რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ჩვენებურს ეფექტურად ვეღარ გამოდის. ამ პოზიციებიდან კი კარში დარტყმის რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს და სტატისტიკას გაცილებით უფრო მეტს დააგროვებს და გუნდიც იხერებს მაგრამეს ბოლო 2 მწვრთნელი ჯიუტად არ აძლევენ ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალებას. ფაქტია ჩაიკარგა ამ 4-3-3 ტაქტიკაში როცა შენი თანაგუნდელი ერთ მეურვესაც ვერ გაცილებს იმ აუტის ხაზიდან, რაც სივრცეს მოგცემს იერიშის წამოსაწყებად მაგრამ ლუზერები რომ გყავს ირგვლივ იმათგან რას უნდა ელოდე. 4-3-3 ტაქტიკა არი ტოპ გუნდების სქემა რომლებსაც 4-5 ვარსკვლავი ყავს გუნდში და იქ ვინმემ მეტოქეს სამი კაცი რომ მიუჩინოს მარჯვენა ფლანგიდან და ცენტრიდან გაარღვევენ მარა ნაპოლიში ვინ არის სივრცის ამთვისებელი და დამსჯელი პოლიტანო ზელენსკი რასპადორი თუ ელმასი რომლებიც ღრმა სათადარიგო იქნებოდენ ნებისმიერ თანამედროვე გრანდში.

• რობი

არაფერი განსაკუთრებული არ ჭირს ხვიჩას! უბრალოდ ნაპოლის მარტო ორი ტოპ მოთამაშე ყავს! ხვიჩა და ოსიმენი! დანარჩენები კი სასულოს დონის ფეხბურთელებია!ასეთი გუნდით კი შედეგს ყოველთვის ვერ დადებ! ძლიერი მოწინააღმდეგე ხვიჩასა ოსიმენის განეიტრალებას ყოველთვის ეცდება! რადგან სხვები იმდენად საშიში არ არიან! გაიხსენეთ რეალი ნაპოლის თამაშის დროს ორივე ბურთი ნაპოლიმ ბელინგემის დაჯაბნის მერე გაიტანა! მაგრამ რეალი მარტო ბელინგემი ხომ არი? ყველაზე სწორი ანალიზი ნაპოლიში არსებულ პრობლემებზე გააკეტა ზილინსკიმ- როდესაც ხვიჩა და ვიკტორ ოსიმენს არ აძლევს მოწინაარმდეგე თამაშის საშუალებას ჩვენ შუახაზმა უნდა ავიღოთ თამაშის სადავეები ხელშიო და ამით მაათაც მოეხსნება წნეხიო

• მამუკა

თუ გინდა რომ მიაღწიო უმაღლეს დონეს ამისთვის საჭიროა ნებისყოფა, 15 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდე სპარტანულად, უნდა იძინებდე და იღვიძებდე ერთი და იმავე დროს, უნდა იკვებებოდე დიეტოლოგების მიერ შედგენილი საკვებით, უნდა ვარჯიშობდე დამატებით პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია ეს ყველაფერი გონებრივად უნდა გქონდეს გააზრებული და ამ ყველაფრისგან უნდა ღებულობდე სიამოვნებას.

• გიორგი

როგორც ყოველთვის კარგად შესრულებული ანალიზია, მოზომილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით და საქმის ცოდნით. ვეთანხმები ავტორს რომ კვარაცხელიამ იცის როგორ უმუშაოს ტავის შეცდომების გამოსწორებაზე, მიზანმიმართული და ჭკვიანი ბიჭია, ამიტომ ნამდვილ (არა ცხვრისქურქში გადაცმულ) გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ყველაფერი რიგზე იქნება, ამას დრო სჭირდება, მით უმეტესს ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ხვიჩა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის. ვინც ფიქრობს რომ მარადონამ ან მესიმ მარტომ მოაგებინეს არგენტინას მსოფლიო ნუ გამომეხმაურება, აზრზე არ არის რას ლაპარაკობს, მსოფლიოსაც შეურაცხოფას აყენებს და არგენტინის ნაკრებსაც.)))

• გიორგი

ოჯახის დატერორებისკენ მოუწოდებ ხალხს, და 'გულშემატკივარი' ხარ?

• გიორგი

არ მინდა ვიფიქრო,როგორც ბევრი აღნიშნავს თავის კომენტარში ,რომ ხელფასის ბრალია ,რომ უფრო მეტი ეკუთვნოს და ჩაგრავენ და ა.შ.თუ ასეა აგერ გვყავს ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი და მართალი კაცი თემურ ქეცბაია და ის აუხსნის რა უფრო ღირებულია და რის შემდეგ მოდის ნამდვილი წარმატება.კაი ცხოვრება და ოფლის ღვრა ერთდროულად არ არსებობს

• ასეა ეს

როგორც იქნა საქართვეშლოში გამოჩნდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი როგორებიც ადრე გვყავდა მესხი,მეტრეველი,ხურცილავა,ძოძოაშვილი,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,შენგელია და სხვა.ნუთუ მივცემთ უფლებას რომ თავისი ასეთი დამოკიდებულებით გაფანტოს უდიდესი ნიჭი.მოვუწოდოთ მშობლებს,ახლობლებს და განსაკუთრებით მეუღლეს სანამ დროა ყველაფერი მოიმოქმედონ რათა სვიჩა დაუბრუნდეს ცსოვრების შარშაბდელ რეჟიმს როცა ყველას გვახარებდა.

• სად?

კარგი სტატიაა. ხვიჩაზე მეც არაერთი კრიტიკულ კომენტარი დამიწერია, მაგრამ ზუსტად ხვიჩას დამსახურებაა სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი და ახალი თაობის ფეხბურთით მასობრივად დაინტერესება. არ მახსოვს ერთი ქართველი ფეხბურთელიც კი, რომლის ხელფასიც ასე ზეპირად იცოდა ყველამ - მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, კვარას კარგმა ხელფასმაც თავის ქნა და ახალი თაობა უფრო მეტი მონდომებით ვარჯიშობს, ხვიჩა მათთვის სამაგალითო გახდა. წარმატებები ხვიჩას და სრულიად ვიზიარებ ამ სტატიაში ნათქვამს, რომ საჭიროა მუდმივი განახლება, მუდმივი სიახლე, ვარსკვლავობა ამას ნიშნავს

• სოსო

ამ თამაშში,რამდენჯერაც წინ გაქცევა და ბურთის იქ მიღება სცადა,იმდენჯერ პასი არ მიაწოდეს და უკვე უკან მობრუნებულს და კარიდან ზურგით მდგარს,უკან ორი მცველი რომ ედგა,მაშინღა გაუგორეს ბურთი.რა თქმა უნდა,მანაც,ისევ უკან დააბრუნა პასი.ეგეც არ იყოს,იძულებული იყო,დაცვაშიც ჩამოჰყოლოდა მეტოქეებს და იქაც ემუშავა,პასებს კი,ვერც იქ იღებდა,თავისუფალ სივრცეში.შარშან,ხვიჩა იმიტომაც იყო,ასე ეფექტური,რომ მეტ წილად,მარიო რუი თამაშობდა მის ფლანგზე,რომელსაც თვითონაც შეუძლია გამწვავებაზე წასვლა,ან მეორე ფლანგზე პასის გაკეთება.ამის გამო იყო,რომ მას მცველებიც მიჰყვებოდნენ და ხვიჩას,მეტი სივრცე რჩებოდა.ზუსტად ასევე,რუბინში თამაშისას,ხვიჩა მაშინ გახდა,ძალიან ეფექტური,როცა მის ფლანგზე,მცველი სამოშნიკოვი გაიხსნა და შეტევის ცენტრში,საკმაოდ ხარისხიანი თავდამსხმელი,დესპოტოვიჩი აიყვანეს.ხვიჩას უკვე ჰყავდა,სივრცის გამათავისუფლებელი სამოშნიკოვი და კარის წინ პასის მომლოდინე,დესპოტოვიჩი.სწორედ ამიტომ ხვიჩას თამაში,უკვე შედეგების მომტანი და ლამაზი გახდა,რუბინმა კი,სტადიონის გავსება დაიწყო და ევროტურნირზეც გააღწია.როგორც კი,ეს ორი კაცი დაიმტვრა,ხვიჩას თამაშიც გაფერმკრთალდა,მის წინააღმდეგ ხომ,უკვე სულ ცოტა სამი კაცი თამაშობდა და თანაც,ძალიან უხეშად.მაშინაც ხვიჩაზე გადაამტვრია ბევრმა ჯოხი და ახლაც იგივე ხდება.კიდევ ერთ რამეს აღვნიშნავ:რუბინში თამაშის დროს,მწვრთნელი სლუცკი,ყოველი ორი-სამი თამაშის შემდეგ,რაღაცა ახალს აკეთებინებდა ხვიჩას და ისიც,სულ უფრო მრავალმხრივი ხდებოდა.სპალეტისთან,ხვიჩა უკვე გაბრწყინდა,მაგრამ მასაც შეჰქონდა,რაღაცა სიახლეები,ხვიჩას თამაშში და ამავე დროს,გადაფარებული იყო,მასზე.დღეს რა ხდება?დღეს მისგან,მხოლოდ მოითხოვენ,მაგრამ არაფერს ასწავლიან,ეგ კი არა,მისკენ უშვებენ,დაუმსახურებელ კრიტიკას.ხვიჩასაც უნდა,ძველებურად ბრწყინავდეს,მაგრამ არ გამოდის,ცდილობს და როცა არ გამოსდის,ამაზეც ნერვიულობს.ხვიჩა,მხოლოდ ფეხბურთის თამაშით იღებს სიამოვნებას და ფულზე არ ფიქრობსო,მაგრამ ეს შარშან იყო,როცა თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას ცდილობდა.დღეს,ის უკვე ოჯახის პატრონია და აღიარებული ფეხბურთელი(მსოფლიოში,თორემ,საქართველოში,კი ხედავთ,რამდენს, მისი მოედანზე დანახვაც კი არ უნდა).მას სრული უფლება ჰქონდა,კონტრაქტის გადახედვაზე ეფიქრა,თუმცა ცრუ დაპირების მეტი,ვერაფერი მიიღო,არც ახალმა მწვრთნელებმა გააგრძელეს,მასთან ინდივიდუალური მუშაობა.აღარ აქვს,ძველებური მოტივაცია,არც მას,არც ოსიმენს და არც ზელინსკის.ყველანი მოტყუებულები არიან და იმიტომ.გარსია რა იყო,კი ვნახეთ და მაცარი რას იზავს,ვნახავთ,მაგრამ დრო გადის და დე ლავრენტისი,რომელიც წესით მთავარი მოტივატორი უნდა ყოფილიყო,ყურსაც არ იბერტყავს.ამიტომ ვფიქრობ,ვერც მაცარი შეცვლის დიდად რაიმეს.სპალეტის,რუსეთში ჰქონდა ნამუშევარი და იცოდა,იქ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს,როგორ უნდა მოქცეოდა და როგორ ესწავლებინა.მაცარის,ეს ცოდნა არა აქვს,ხვიჩას კი,კიდევ ბევრის სწავლება სჭირდება,ტაქტიკურად და რაღაცების,ტექნიკურადაც.ხვიჩამ,ამ ზაფხულს,კუნთური მასა საგრძნობლად გაიზარდა,რამაც მის მოძრაობაზე,სიმკვირცხლეზე და სხეულის კოორდინაციაზეც მოახდინა გავლენა.ამას,თითქმის არავინ აღნიშნავს,არადა დრიბლინგში,სწორედ ეს კოორდინაცია და სიმკვირცხლეა,მნიშვნელოვანი.დროა საჭირო,შესაჩვევად და ვარჯიში,ახალ სხეულთან შესაგუებლად.ამაზე,მწვრთნელები უნდა დაეხმარონ და არა,აკრიტიკონ.და ბოლოს,ხვიჩა გიჟურ ფორმაშიც რომ ჩადგეს,თუ გუნდიც არ მიჰყვა,მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს.შარშანდელი და დღევანდელი ნაპოლის სათამაშო განწყობა,ცა და დედამიწას ჰგავს.იუვესთანაც ძალიან ცდილობდნენ,მაგრამ ის ხალისი და განწყობა აღარ არის გუნდში.ფეხბურთი-თამაშია!ნაპოლი კი,კი არ თამაშობს, მუშაობს და ესაა მთავარი.

• ბ.მ

გოლდსმითის კომენტარი ობიექტური და გასათვალისწინებელია.

• ვაკო

ვიღაც შურიანი და ჩასაფრებული რომ ამინუსებს, ისიც დაწეროს, რატომ?

• Lasha

Bevrinfilosofia arunda varjishi da disciplina naklebad dzviriani manqanebi da fufuneba

• ამატაკი

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 30 წლის მანძილზე ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდა ისე, როგორც წარმოგვედგინა. ყველაზე მეტად რისი იმედიც გვქონდა, შეტევის ხაზში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ამ მონაკვეთზე ერთადერთი სრულად შემდგარი ფეხბურთელი არველაძე გვახსენდება. ტალანტები მეტ-ნაკლები წარმატებით გვყავდა, ქინქლაძით დაწყებული... ჯაკობია, ალექსიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი. მათზე დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ვერ შეძლეს სრულად პოტენციალის რეალიზება. ჯერ კიდევ გვეიმედება ჭაკვესა და არაბიძის. ხვიჩა განსაკუთრებული შემთხვევაა. მისნაირი წარმატებისთვის არავის მიუღწევია. მაგრამ მის კარიერაში სწორედ ეხლა დგას განსაკუთრებული მომენტი: დაკმაყოფილდება მიღწეულით, თუ ისტორიაში შევა დიდი ფეხბურთელების გვერდით. ეს ურთულესი ამბავია და ბიჭები იმიტომ ვახსენე, რომ მხოლოდ ნიჭი და ტალანტი ამისათვის არაა საკმარისი. ყოველი წარმატება მეტ ბარიერს ქმნის. გარემოებები მუდმივად იცვლება და გონებას ბინდავს, დრო კი შეზღუდულია. თუ შეხედავ, როგორც ჩვეულებრივ სამუშაოს, მზად უნდა იყო ჩვეულებრივი სტატუსისთვის. დიდი ფეხბურთი გონებას და სხეულს სრულად მოითხოვს. რასაც ვამბობ, იმის ნათელი დემონსტრირებისათვის შეხედეთ ერთი წლის წინანდელ იუვესთან ხვიჩას და გასულ პარასკევს. შარშან დამშეული თვალები უელავდა, ნაპერწკლები სცვიოდა, მოხდენილად მოძრაობდა და უეცარ გადაწყვეტილებებს იღებდა. ნაპოლის კრიზისი გასაგებია, მაგრამ ბოლო თამაშებმა აჩვენა რომ ის არაა ხვიჩას მეტამორფოზას მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ლოკოდან დაწყებული მის თამაშებს მოუთმენლად ველი, ეხლა მგონია რომ უკეთესი იქნება თუ მაძარი დროდადრო სკამზე დასვამს. იქნება ამან მეტად დააფიქროს, დაასვენოს და დაულაგოს გონება.

• ამაშია საქმე

ერთი წლის წინ ხვიჩას კვარადონას ეძახდა თითქმის ყველა იმიტომ რომ მასში მარადონას ტალანტის მომენტებს ხედავდნენ.ახლა ასე არავინ ეძახის.მიზეზი, ფეხბურთზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა.ეს აშკარად გამოჩნდა როდესაც გატანილი გოლის შემდეგ/ რომელიც ნახევარი წელიწადი გატანილი არ ქონდა/ ბეჭედს აკოცა.ერთადერთი საშუალება რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო საჭიროა თავდაუზოგავი ვარჯიში.ამის თვალსაჩინო მაგალითია კრიშტიანო რომელსაც მარტო თავით 160 ბურთი აქვს გატანილი.

• ჟორა გაბრიჭიძე

"სხვა სხვის ომში ბრძენიაო" ამბობენ, მაგრამ ამ სიბრძნეებიდან რაღაცის გამოყენება შეიძლება. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც ვწერ, რომ ხვიჩამ უნდა შეცვალოს თამაში ახალი მოთხოვნილების გათვალსწინებით. ახალი კი ისაა, რომ ხვიჩამ ბურთს გვერდით ხაზთან არ უნდა დაელოდოს, რადგან მყისიერად ჩნდება მის წინ ორი მცველი და ისიც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს. ამის ნაცვლად მან უნდა იმოძრაოს თავისუფალი ზონებისკენ და ბურთი მოძრაობაში მიიღოს.

• gogi

ანალიტიკოსობა ასწორებს

• beqa

რას პროფესორობთ ვერ გაუძლო ნაპოლიმ ტიტულს მოექცა წნეხში პლუს ახალი მწვრთნელი დაცვა ნოლი რათქმაუნდა ხალხი ითხოვს ლიდერებისგან მეტს ამ მდგომარეობაში ამ წნეხში მატულობს დაძაბულობაც რაც იწვევს შეცდომებს ესაა და ეს.

• ქ. გ.

ერთადერთი, რაც ამ სიტუაციაში გადაარჩენს ხვიჩას კარიერას, ეს შეიძლება იყოს ძლიერი მწვრთნელი, რომელიც გაანეიტრალებს ცუდი ხალხის ნეგატიურ გავლენას და ისევ დააბრუნებს ხვიჩას ინტენსიური ვარჯიშების რეჟიმში.

• ადამიანი

ვისაც ფეხბურთი და რაც მთავარია ხვიჩა უყვარს,დიდი ხანია წერს კომენტარებში,რომ ხვიჩას კვალიფიციური ფსიქოლოგი ჭირდება ,,ვაი"-მედიის და ,,ვაი"-ქომაგების ხელში,ან მისი მოძღვარი. როდესაც ხვიჩა ,,თამაშობს",შედევრებს გქმნის,როდესაც ,,მუშაობს",გამოდის რაც გამოსდის. სოცქსელებში და მედიაში ამ ნიაღვრების ფონზე,კიდევ კარგად არის.დაეტყო კიდეც,მუდამ გაღიზიანებულია,ღიმილი წაუშალეს სახეზე

• ქ. გ.

არიან ისეთი ქალები, ვინც მამაკაცის ცხოვრებაში მფარველი ანგელოზის როლს თამაშობენ. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ნინუცამ ფსიქოლოგიურად გატეხა ხვიჩა.

• ზვიადი

რაში გვაინტერესებს იტალიელების აზრი, როცა ასე მსჯელობა შეგვიძლია!

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ