Calcio Mercato-მ ხვიჩა კვარცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა. გამოცემის ვარაუდით, ქართველის არადამაჯერებელი ასპარეზობის მიზეზი ისაა, რომ პირობები არ გაუუმჯობესეს.

"ნაპოლი" და კვარაცხელია ნერვიულობენ: კონტრაქტის პრედისტორიიდან მომავლის გადაწყვეტილებამდე

"ნაპოლი" ნამდვილ კვარაცხელიას საჭიროებს, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს გოლებით, საგოლე გადაცემებით და ვარსკვლავური თამაშით სკუდეტო მოაგებინა. მიმდინარე სეზონში მისი ვერსია თითქმის ამოუცნობია: ხვიჩა "იუვესთან" მატჩში ყველაზე ცუდად გაისარჯა. ნერვიული, არაკონკრეტული იყო და მთავარ გმირად არც ერთ შემთხვევაში არ მოგვევლინა, მაგრამ რა იმალება ქართველის ინვოლუციის უკან? პირველ რიგში იმოქმედა სპალეტისთან დამშვიდობებამ და რუდი გარსიასთან უარყოფითმა დამოკიდებულებამ. თუმცა, 77 ნომერზე, როგორც ჩანს, ჩიხში შესულმა ახალი კონტრაქტის სიტუაციამ მოახდინა გავლენა.

"კვარას" შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ, რომლის კულმინაცია ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გახლდათ, კლუბისგან მეტი ყურადღების მოლოდინი ჰქონდა. მისმა აგენტებმა სცადეს დე ლაურენტისის კარზე მიკაკუნება, რათა 1.4-მილიონიანი კონტრაქტის კორექტირება მოეხდინა, მაგრამ პრეზიდენტმა არანაირად არ უპასუხა. "აძურის" მფლობელი იმედებს კვარაცხელიასთან კიდევ 4 წლით მოქმედ ხელშეკრულებაზე ამყარებს და თანაც, ნებისმიერი ცვლილებების განხილვას მხოლოდ გაზაფხულზე იმის მიხედვით აპირებს, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი. სტრატეგიას დივიდენდები არ მოაქვს, რამეთუ ქართველის სტიმულირების უგულებელყოფამ საპირისპირო შედეგი გამოიღო - უფრო არადამაჯერებელი და ნერვიული გახადა. ცხადია, სეზონის გადასარჩენად საკმაო დროა, მაგრამ პირველ რიგში მხარეებს შორის კონტაქტია აუცილებელი, რათა პროექტის მომავალი და გადაწყვეტილებები ნათელი შეიქნას".

მამუკა
ყველამ ვინც ცდილობთ, რომ ხვიჩა ს ასწავლოთ,რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს და ფეხბურთი როგორ ითამაშოს ყველამ უკლებლივ დ უ ტ ე ნ პ უ ლ ე...
გელა ხმიადაშვილი
ჯუღელი და დე ლაურენტისი - შეხვდა ორი ღორი ერთმანეთს და ხვიჩას წყალობით ნაშოვნ მილიონებს იყოფენ, ხოდა ფეხბურთიც მაგათ ითამაშონ და დაანებონ ამ ბიჭს თავი, რაც აქამდე გააკეთა მადლობელი დარჩა ვინმე? სულ ფეხებში ურტყამენ, რომ დაამტვრიონ არც ხელფასს მოუმატებს ვინმე, აღარც ტოპ გუნდი აღარ იყიდის.
გელა ხმიადაშვილი
ჯერ სათანადო ხელფასი გადაუხადონ და მერე მოსთხოვონ უკეთესი თამაში!!!
კობა
ნაპოლის პრეზიდენტი უსინდისო კაცია!!...
კეთილისმსურველი
ალბათ ყველას გვქონია ისეთი პერიოდი ცხოვრებაში,როდესაც რაღაც ისე არ მიგვდის როგორც ჩვენ გვინდა. შეუცდომლები არ ვართ.. ისიც ალბათ მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვამია რთულ სიტუაციაში ადიანების მხარდაჭერა/გამხნევება და არა კრიტიკა. ასეა ახლაც. ხვიჩას არ სჭირდება წამდაუწუმ იმის კრიტიკა თუ როგორ ვერ გამოსდის თამაში, მაგას ისედაც ხვდება და ყველაზე მეტად თვითონ უნდა რომ უკეთესობისკენ შეიცვალო. ცოტაოდენი მოთმინება და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. წარმატებები, ხვიჩა! ჩვენ გვჯერა შენი.
viktor
ქართველია და მაგიტო მოექცნენ ეგრე.. პლუს კონტრაქტი იქნება ხარვეზებით სავსე.. ფეხბურთელის უფლებები არ არი სათანადოდ გამყარებული.. მარტო იმის იმედად რო ხვიჩამ კარგად ითამაშა და ნაპოლის უფროსობას სინდისი შეაწუხებს და ხელფასს მოუმატებს სისულელეა.. ხვიჩას რასაც უხდიან მაგასთან მიმართებაში მინიმუმ 10 ჯერ მეტს აკეთებს.. უნამუსო გუნდია.. ხვიჩას პრობლემები აქვს და ჩვეულებრივი ამბავია ,ადამიანია და არა რობოტი.. თან ეს არ დაფასება საერთოდ მოტივაციას კლავს.. ეს ყველაფერი არ იკმარეს და ოსიმენს მისცეს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.. ოსიმენმა საერთოდ რა იკადრა.. თავის თავს რო მისცა ხმა.. წელს რა გააკეთა ოსიმენმა? არაფერი საერთოდ.. კიდე ხელფასს უმატებენ.. მიუხედავად ყველაფრისა..
გიზოგ
ბოდისი „მილანი“-ს მაგივრად „ინტერი“ დამიწერია.
იგორ
მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, რასაც ნაპოლი ხვიჩას უკეთებს. ხვიჩა ჩემპიონია და თავის გზას იპოვის, დღევანდელი ნაპოლი და მისი სტაფი კი დარჩება სამარცხვინო ლაქად ისტორიაში!
გიზოგ
რაფაელო ლეანდროს ინტერში 22-23 წლებში ქონდა 1. მლნ ევრო ხელფასი. 23-24 -ში გაუხადეს 5.5 მლნ ევრო. და სიტი ეპატიჟება და 12 მლნ ევროს პირდება. ეხლა წაროვიდგინოთ, ხვიჩა ლეოზე ნაკლები არ არის, პირიქით ის 22-23 წელს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია. ხელფასი აქვს 1,5 მლნ ევრო. გამოდის, რომ ამ კაცს წელიწადში სულ ცოტა 4 მლნ ევროს პარავს მამაძაღლი ლაურენტესი. წარმოვიდგინოთ 100 ევრო რომ მოგპარონ რამდენ ვინერვიულებთ და აქ სულ ცოტა 4 მლნ ევროა. ამ სტრესის შემდეგ კიდევ კარგად თამაშობს. მე ვუსურვებ ხვიჩას ეს დიდი ლაფსუსი მალე გამოსწორებულიყოს.
xuta
ბარემ დაარქვით ამ საიტს ხვიჩა.ჯი!
კ ო მ ბ ლ ე
ფეხის გულზე ბოჩკა დაცემია და მას მერე კუნტრუშობსო, ისტე მართალს გავს მაი ამბავი, მართალს! ჯუღელის ბრალია ყველაფერი, რა უნდოდა ბოჭკასთან, ააა?
misani
როცა ლაურენტა მიხვდება რომ ხვიჩას უნდა დაუფასდეს წინა სეზონის ნაპოლის გაჩემპიონება(თან შესაბამისად და არა რაღაც ზრდილობისთვის მომატება), აი მაშინ იქნება ფსიქოლოგიურად მზად ხვიჩა ძველებურად სათამაშოდ. სპეციალურად კი არ აკეთებს, უბრალოდ ეს ესეა. ვერ ითამაშებს ძველებურად როცა ხედავ რომ თურმე არ გაფასებენ და ანგისას და მას ერთი ხელფასი აქვთ. ხოდა მოიგონ მაშინ ანგისამ და მთელმა გუნდმა ყველას მასზე დიდი ხელფასი ანუ დაფასება აქვს და მათ ითამაშონ და გაიტანენ გოლები. თუ არადა....თავის თავს დააბრალოს ლავრენტისმა.
serxio
სპალეტი, ჯენტოლო და კიმი რომ გაუშვეს, მანდ მორჩა ყველაფერი. არადა წინა წელს რაღაც პერიოდით ნაპოლი ევროპაში ყველაზე სანახაობრივ და კარგ ფეხბურთს თამაშობდა. აწი არაფერი ეშველება ამ საქმეს. საჭიროა უმაღლესი დონის მწვრთნელი, ახალი კონტრაქტები და ფაქტობრივად ახალი გუნდის აშენება. ლაურენტისი ამის გამკეთებელი არაა.
დევი
ხო აბა სულ მაგ ჯკუაზეა, ცოლი მიატოვოს და მზესუმზირით პირგამოტენილ ე.წ. ფანებს თავი მოაწონოს.
ავᲗო
ჯუღელა მოაცილეთ და დალაგდება ყველაფერი.
ვანო
რას თხოვენ ამ კვარაცხელიას რა ხელფასსაც აძლევენ იმის საფასურს მე მგონი კი აკეთებს ნაპოლში
G.A.L.
არის თქვენს ნააზრევში ჭეშმარიტების მარცვალი. იმედია ნიცა გონიერებით მოეკიდება ხვიჩას სპორტული ფორმის საკთხს! ხვიჩა კი გააცნობიერებს, რომ სპორტსმენის ცხოვრება მოკლევადიანია და დაეშურება ყოველ დღეს რათა მიაღწიოს მწვერვალებს და უზრუნველყოს მათი კეთილი მომავალი! აბა შენ იცი ჩვენო ოქროს ბიჭო!!!
ვახტანგ
ხვიჩას ასეთი ჩავარდნა პირველ რიგში ლაურენტისი ბრალია... ასეთი ტრიუმფის შემდეგ არავის მოუმატა ხელფასი, კონტრაქტებს არ გადახედა, არანაირი მოტივაცია და სტიმული არ მისცა ფეხბურთელებს რომ მეტი და თავდაუზოგავად ევარჯიშა,რომელიც აუცილებლად გამოიღებდა წელსაც ნაყოფს, მას ჰგონია ასეთი პოლიტიკით ფული დაზოგა, არადა გაცილებით მეტი დაკარგა,ვიდრე მიიღო....
ჯუღელის ბოტს
წადი ჯუღელის როტორს უგულშემატკივრე. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%A0%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
საქმეც მაგაშია
ერთი რამე მინდა დავწერო და თუ კლიშეებით არ მიუდგებით, კარგი იქნება. კაცს რომ ცოლი მოჰყავს ესაა დიდი სტრესი სინამდვილეში. აქ სიხარულში და კარგ გოგოში არაა საქმე, უბრალოდ იცვლება ძალიან ბევრი რამე და ვისაც ცოლი გყავთ მოყვანილი ალბათ ყველას გახსოვთ, რომ სიხარულის და სასიამოვნო მოგონებების გარდა, ადამიანის ცხოვრებაში შემოდის სრულიად ახალი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი, ხშირად უხილავი, ჩუმი ბრძოლა. მართალია მეგობრებს შორის , ცოლ-ქმარს შორის, რომლებსაც ერთმანეთისთვის კარგი უნდათ, მაგრამ ხშირად უნდათ ეს კარგი ისე, როგორც თავად ესმით. ამიტომ ის რაც ნიცასთვისაა კარგი, შეიძლება სულ არ იყოს კარგი ხვიჩასთვის და პირიქით. ამიტომ 1 რასაც ვურჩევდი ხვიჩას საყვარელ მეუღლეს ამ შემთხვევაში არის შემდეგი: მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კვარას, რომ რაც მისი საქმეა, რასაც ასე მაგრად აკეთებს, იმაში იყოს სიხარულით და არ ჰქონდეს სინდისის ქენჯნა, რომ რაღაცას ვერ აკეთებს სათანადოდ, ან რამით აწყენინებს თავის საყვარელ ადამიანს, ან რომ ნაკლებად ყურადღებიანია მის მიმართ და ასე.შ. მე არ ვამბობ რომ ეს ასეა :) უბრალოდ არის ცდუნება გოგოებში ხშირად, რომ ბევრად იმაზე მეტი ყურადღება მოსთხოვონ ქმარს, რაც შესაძლებელია პროფესიული ზრდის არშესაწყვეტად. ეს იმ წამს აისახება მის მიდგომაზე ფეხბურთთან და რატომღაც მგონია რომ ეს "დამძიმება", ამდენი ჩხუბი, ნერვიულობა სრულიად არაფერ შუაშია კონტრაქტთან, არამედ ძალიან ფაქიზი ბუნების ადამიანს, ხვიჩას - უბრალოდ განცდის დონეზე აქვს ეს აღქმული, რომ უკვე ვიღაც მასზეა მთლიანად დამოკიდებული და აკლებს მას დროს ვარჯიშისას, თამაშისას და ასე.შ ყველა ჩვევა იცვლება ამ დროს, მეგობრებთან ურთიერთობებიც და ასე.შ ხოდა აი ამის გააზრება მგონია მნიშვნელოვანი. ეს არამც და არამც არ არის პირადად ხვიჩას ლამაზი მეუღლის მიმართ რაიმე უარყოფითი კონტექსტით დაწერილი, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად აცდენილია ეს ნაწერი რეალობას, მაგრამ უბრალოდ დიდი შანსია, რომ უხილავად ეს ყველაფერი შემოვიდეს ურთიერთობებში, რადგან ეს ორი ადამიანი ჯერ არ იცნობს ერთმანეთს და პატარა გოგო კიდევ შორსაა მშობლებისგან, საკუთარი გარემოსგან და რათქმაუნდა მხარდაჭერა და სითბო ბევრად მეტი სჭირდება, მაგრამ აბა ხვიჩასთვისაც არ იქნება ეს ადვილი. ამიტომ მეგობრებო, ხვიჩასაც მივმართავ და ნიცასაც :) დააკვირდით და მხარი დაუჭირეთ ერთმანეთში იმას, რაც თქვენთვის კი არა, თქვენი მეორე ნახევრისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქ.გ.-ს
წადი ძიუბას უგულშემატკივრე!!!
ქ. გ.
სიმართლე: - კარგი ცოლი კაცის ცხოვრებაში მფარველი ანგელოზის როლს თამაშობს. ჯუღელი არის არაკეთილსინდისიერი აგენტი. სურიკო ცრუ მეგობარია. სიცრუის სისულელე და ბოტების მანიპულაცია: - ჭორიკანა! ქალები გძულს. მესის რატომ არ უშლიან ხელს აგენტები, ცოლები და მეგობრები?!
დავით 67
გაგა-ს! ეს გატი არის ყველაზე ჭუჭყიანი, ყველაფრის მკადრებელი ფეხბურთელი სერია Аში, მასზე უარესი არცერთი არაა. თუ გახსოვს წინა სეზონში ხვიჩას ხელი ჩაარტყა თავში ( გამიზნულად). მაშინ გასაძევებელი იყო, ახლა კი გასაფრთხილებელი. მსაჯები თვალებს იბრმავებენ. დარწმუნებული ვარ ხვიჩას შარშანდელიც გაახსენდა მაგ არაკაცზე და ამიტომ ესროლა ბურთი. მშვიდმა ბალეტის მოყვარულებმა უნდა გაიგონ რომ ფეხბურთი ემოციური თამაშია
ადამიანი
ამ ხვიჩათი რა წაიღეთ ტვინი ვერ გავიგე...რამდენი სპორტსმენია წასული იმათ რა დააშავეს კვირას აწყობილი აქვს საქმე თავისი აგენტი რომ არ უშლიდეს ხელს. სხვა ბავშვებზე და აქ მყოფ პერსპექტიულ ბავშვებზე გააკეთეთეთ სტატიები და სხვებიც გამოაჩინეთ
დავით
gia-s-ს! მერე ახალ თაობას რომ წარმოადგენ არ იცი ძოძუაშვილს რა გაუკეთებია, ეს შენი პლიუსია? შენ არც მესხი და მეტრეველი გეცოდინება. კვარაცხელია მათდარად ჩაითვლება, როცა მინიმუმ 10 სეზონს ითამაშებს მაღალ დონეზე. ჯერჯერობით ის რჩება მომავლის პერსპექტიულ ფეხბურთელად. კი ბატონო გავიგეთ და ვხედავთ რომ 1 სეზონი მაგრად ჩაატარა.
ადამიანი
მეუღლესთან უნდა დაიწყოს ყველაფერი ....ეს არის პირველი მიზეზი...ნერვიული იმიტომ არის რომ ოჯახი ამჯობინეს თუ ფეხბურთი ვერ გაურკვევია და შედეგიც სახეზეა.
gia-s
მე ახალ თაობას წარმოვადგენ და საერთოდ არ ვიცი ვინ არის ძოძუაშვილი და რა გაუკეთებია,კვარაცხელია კი ვიცი ვინც არის და რაც გაუკეთებია!!
გიორგი IV
აშკარაა რო დამოკიდებულება შეცვალა ფეხბურთის მიმართ!იმედია დროზე მოეგება გონს თორე მოუწევს ზურიკოსთან წასვლა!ამ დონეზე ჩავარდნას არავინ პატიობს!ფსიქოლოგიურადაა სუსტი დანარჩენი არაფერი აკლია ამ ბიჭს!
გივი
პერო ხშირად მოისინჯე, ,,პროვინციალო'', არსად დაგეკარგოს. ))))) როცა ვისაც არ ეზარება, ფეხებში გირტყამს და ხელის კვრას თუ სეურაცხმყოფელ წამოძახილებს არ ერიდებიან, მსაჯები სხვაგან იყურებიან, უგვანი თანაგუნდელები ვერ გაზღვევენ და პასს გიგვიანებენ, შეუსაბამო ანაზღაურების ფასად შენგან ვარსკვლავობას ითხოვენ და ყოველ წაგებას შენ გაბრალებენ, ბუნებრივი არაა, რომ ნერვები მოგეშალოს? თუ კვარა უსისხლო მანქანაა? ყველაფერს ეშველება.
gia s
უცოლო ქართველმა სპორტსმენებმა ხო დაბრდღვნეს ყველაფერი ევროპასა და ამერიკაში!!ან ძოძუაშვილმა რას მიაღწია სამწვრთვნელო კარიერაში?!
რობი
ხვიჩა მიდი შვილო მიხედე საქმეს! შენ ყველაფერი გამოგივა! მთელი საქრთველო შენს გვერდითა ვართ! მცირერირიცხოვანი ბოღმიანი ლუზერების გარდა!
robert 22
გეთანხმები ბრატჯან.აუვარდა გრუზინულად თავში.
სოსო
ქართველები ისე შეეჩვივნენ წარუმატებლობას ყველა სფეროში, რომ თუ ვინმე გამოჩნდა ჩვენს შორის წარმატებული, ვერაფრით იჯერებენ და ეგუებიან,მაშინვე გადადიან დამცირებასა და დაკნინებაზე!!!!
gia
ის ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ნამდვილ პროფესიონალად
ტტტ
ადმინ მარტო გინებებს, რომ ბლოკავთ ცილისწამებებიც დაბლოკეთ.
Charley
უთანასწორო ხელფასიც კი მიზეზია მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება უმთავრეს არგუმენტად ხვიჩას ბოლოდროინდელი ფორმის საბაბად. ჩემი აზრით აქ უმთავრესი ფსიქოლოგიური "ზეწოლა/გადატვირთვაა" მიზეზი რომელსაც ხვიჩა ფაქტია სეზონის სტარტიდან მოყოლებული ვერა და ვერ უმკლავდება და კიდევ უფრო "იგრუზავს" თავს განიავებულ მომენტებსა თუ წარუმატებელ დრიბლინგებზე რაც ძალიან კარგად იგრძნობა ტელე ეკრანებიდანაც კი აგერ ნაკრებში მიღებულმა ყვითელმა ალბად საერთოდ პიკზე აიყვანა მისი დაძაბულობა. ეს აუცილებლად დასაძლევია ვინმე ახლობელმა მაინც ურჩიოს თუ ფსიქოლოგის აყვანა "ეგრეხებათ" მუდმივად უჩიჩინონ რო თითოეულ შეხვედრაზე გავიდეს ყოველგვარი წნეხის, მღელვარების გარეშე და ეს მომატებული ფსიქო/ემოციური ფონიც ჯერ მისი გონებიდან და შემდეგ მხრებიდანაც ჩამოცილდება. ასევე მეორე და არანაკლებ უმთავრესი როგორც ზემოდ მოყვანილი მიზეზი არის ის რომ კვარას პოზიციას არ უცვლიან მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად მაინც უნდა გადაეწყოთ მწვრთნელებს მაგრამ არცერთმა ეს არ ქნა წინა სეზონიდან გაჰაიპებულ კვარას კი წელს სამმაგი ზღუდეებით იცავენ კატენაჩოს მექაში სერია ა-ს მეტოქე მცველები და ამ ზღუდეებს ვეღარ ლახავს იმ პირობებში როცა ამ სეზონში ხვიჩა დამძიმებული ჩანს და სისწრაფეში დრიბლინგს ფაქტიურად ვეღარ ანხორციელებს. კვარას სამუშაო ბევრი აქვს ისევ იმ საფინიშო დარტყმაზე მაგრამ გუნდი თუ არ გადააწყო მაძარიმ 3-5-2 სქემაზე ხვიჩას ისევ ისე მოუწევს დაცვაში ზედმეტი სირბილი რა დროსაც აქ გამოცლილი ენერგია შეტევაში დააკლდება ეს კი განახევრებულ ხვიჩას ნიშნავს მეტოქე მცველებისთვის ამას ვერ ხვდებიან ეს მწვრთნელები დავიჯერო? ამიტომ ზემოდხსენებული ტაქტიკური ვარიაცია მისწრებაა ხვიჩასთვის რომელიც უკვე ზედ საჯარიმო ხაზთან დაემუქრება მეტოქის კარის ბადეს და არ დასჭირდება 50 მეტრიანი სპრინტების კეთება რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ჩვენებურს ეფექტურად ვეღარ გამოდის. ამ პოზიციებიდან კი კარში დარტყმის რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს და სტატისტიკას გაცილებით უფრო მეტს დააგროვებს და გუნდიც იხერებს მაგრამეს ბოლო 2 მწვრთნელი ჯიუტად არ აძლევენ ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალებას. ფაქტია ჩაიკარგა ამ 4-3-3 ტაქტიკაში როცა შენი თანაგუნდელი ერთ მეურვესაც ვერ გაცილებს იმ აუტის ხაზიდან, რაც სივრცეს მოგცემს იერიშის წამოსაწყებად მაგრამ ლუზერები რომ გყავს ირგვლივ იმათგან რას უნდა ელოდე. 4-3-3 ტაქტიკა არი ტოპ გუნდების სქემა რომლებსაც 4-5 ვარსკვლავი ყავს გუნდში და იქ ვინმემ მეტოქეს სამი კაცი რომ მიუჩინოს მარჯვენა ფლანგიდან და ცენტრიდან გაარღვევენ მარა ნაპოლიში ვინ არის სივრცის ამთვისებელი და დამსჯელი პოლიტანო ზელენსკი რასპადორი თუ ელმასი რომლებიც ღრმა სათადარიგო იქნებოდენ ნებისმიერ თანამედროვე გრანდში.
gia
ქალთმოძულეებზე რა გითხრა არ ვიცი, მათი პრობლემაა, მაგრამ სექსი თუ არ გქონია, ძოძუაშვილს ფეხბურთი თუ არ ესმის (ის სწორედ უკეთესი მომავლისთვის უშლიდა ფეხბურთელებს ადრეულ ასაკში ცოლის მოყვანას), მაშინ იტალიაში გადავალ და მანჩინის და კონტეს ინტერვიუდან ამონარიდებს გავიმეორებ, რომ თამაშის წინ სექსი მავნებელია და ფეხბურთელებს არ ვურჩევო. თუ მაინც და მაინც ვერ იშლითო, კაცი პასიური უნდა იყოს ასეთ დროსო. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატების დროს ბევრი მწვრთნელი ცოლებისა და მეგობარი ქალების წამოყვანას უშლიდა ფეხბურთელებს, აბა? რისთვის ნეტავ? არა მგონია ქალთმოძულე იყვნენ. საქმე ესაა...გამგები გაიგებს. პ.ს სად ხვიჩა და სად საზონოვი, სულ სხვა ტიპის და ტექნიკური მონაცემების ფეხბურთელებია. არც კალაძეს ჰქონდა დიდი ტექნიკური დიაპაზონი, მაგრამ მშვენიერი მცველი დადგა. დარწმუნებული ვარ საზონოვი თუ იშრომებს არანაკლები ფეხბურთელი დადგება.
ნიკო
100%
llcl
დიდი მადლობა ხვიჩას, არავის გაუკეთებია ქართველთაგან რომ მოწინავე 5 ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყოს! მადლობა ხვიჩას, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გააღვიძა, ეხლა თვითონც ივარგონ და ნუ ხეხავენ სკამებს! მადლობ ხვიჩას რომ საშუალებას გვაძლევს უქმეებზე თუ შუა კვირაში ემოციურად ვუცქიროთ სერია ა-ს თუ ჩემპიონთა ლიგას! ღმერთმა დალოცოს თავის უმშვენიერეს მეუღლესთან და ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად! მწამს, რომ სულ მალე დაიბრუნებს ღიმილს სახეზე და სიამოვნებას მოგვანიჭებს თავისი ლამაზი ფინტებით ქართველი ფანტაზისტა ამ შტანგისტებით გადავსებულ თანამედროვე ფეხბურთში! წინ ხვიჩა, ამაყად და თავდაჯერებით, შენი მეთაურობით აუცილებლად ვითამაშებთ დიდ ფორუმზე გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის და მისი საძმოს წინააღმდეგობის მიუხედავათ, სანაიების, გვარამიების და სხვა უღმერთოთა ჯინაზე!
გაგა
რატომ ესროლა ბურთი გატის, რატომ ჩხუბობს მსაჯთან ყოველთვის, ნერვები აქ არაფერ შუაშია, რაღაც პროვინციალიზმის მაგვარი ჭარბობს ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ... არ ყავს წესიერი დამრიგებელი... ასეთი საქციელით ვერც კლუბში მოიპოვებს ნდობას ვერც ნაკრებში და საერთოდ დაიკარგება მისდამი დიდი კლუბების ინტერესი.. არ ვიცი რაღაც რომ ხდება ამ ბიჭის თავს ფაქტია, თვითონვე უნდა მოეგოს გონს...

სკელეტონი არ ხარ,შენ!შენ ვირთხა ხარ,რომელიც ცდილობს,საკუთარი უვარგისობის გამო,სხვა აგინებინოს ხალხს.
L.J .
Naxui qeni bijo mteli dgea ras iwyevlebi mogiyan dzvlebi
რეალობა
ურჩიეთ ვიღაცამ, რომ არ არის საჭირო მეუღლის ყველა თამაშებზე წაყვანა. სპორცმენები გამიგებენ რას ვამბობ
Master
სპორტალ დავიღალეთ,კვარა,კვარა,კვარა,კვარა,კვარა, ყოველდღე 3-5 სტატიას წერთ ხვიჩაზე.დაანებეთ ამ ბიჭს თავი ხალხნი არ ხართ?ხან მის ცოლს განიხილავთ ეს კომენტარების ავტორები,ხან რას ხან რას.გეყოფათ ხალხნო,შეეშვით ამ ბიჭს,მოახერხებს თქვენი რჩევების გარეშე გზის გაგნებას ცხოვრებაში და კარიერაში.შეეშვით,ხალხნი არ ხართ??????????.?.............
მარი
შენ რაში გადარდებს ნაპოლის ამბები?მთავარია ნაკრებში ხო გააქვს გოლები!!
skeleton
რატომაა და დაღლილია ბიჭი.მალე ფოთის კოლხეთი იჯარით დაიმატებს და დაისვენებს.მერე იქნება ბათუმის დინამოდანაც მიიღოს ,,პრედლაჟენია"
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ