თვით უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგება დიდწილად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურება გახლდათ. იმავეს მოლოდინი იყო ამ სეზონშიც, მაგრამ ჯერჯერობით იმედები არ მართლდება, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები აქვს. და ყველაფერი უცბად კვარაცხელიას დაჰბრალდა, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა და არც თანამემამულეებმა დაინდეს, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ახალ გუნდში მეორე სეზონი ფეხბურთელისთვის ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, ხვიჩასთვის, რომლის თამაში შეისწავლეს და უკვე 2-3 მეურვე ჰყავს. მთლიანად გუნდზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ხელფასები არ მოუმატეს და შემადგენლობა არ გააძლიერეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, კიმ მინ ჯეს გაყიდვის გამო დაცვაში სერიოზული პრობლემა შეიქმნა, რამეთუ, როდესაც დიდ გუნდებს ხვდებიან და თანაბარი თამაში მიდის, დაცვის ცენტრი გადამწყვეტი მნიშვნელობის შეცდომას უშვებს. თორემ „ნაპოლი“ უკანასკნელ ხანს წაგებულ მატჩებში მეტოქეებზე უარესად არ გამოიყურებოდა. საქმე ისაა, რომ თუ მოწინააღმდეგეებმა „კვარას“ და ვიქტორ ოსიმენის განეიტრალება მოახერხეს, ნეაპოლელებს თამაშის საკუთარ თავზე ამღები სხვა არავინ ჰყავთ. ეს ფაქტია და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ, რომ როდესაც ლიდერებს გასაქანს არ აძლევენ, დანარჩენებს მართებთ თავის გამოჩენა.

რაც შეეხება უშუალოდ ხვიჩას, კარგ ფორმაშია, უბრალოდ, იმხელა ტვირთი აჰკიდეს, შეუძლებელია უკეთ წარმოაჩინოს თავი. ადამიანს აქვს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, არ შეიძლება მთელ ფლანგზე იმოქმედოს, დაცვასაც დაეხმაროს, მერე დრიბლინგი განახორციელოს და გოლები გაიტანოს. ამას ენერგიის დაზოგვა სჭირდება. ერთ მაგალითს გავიხსენებ: ძველ თბილისის „დინამოს“ მოწინააღმდეგემ შეუტია და დავით ყიფიანმა დაცვის დასახმარებლად უკან დაიხია, ნოდარ ახალკაცმა კი დაუძახა, რას შვრები, დათო, ვინც გმეურვეობს, ისინიც ჩვენს საჯარიმოში ჩამოგყავსო. „კვარა“ დაცვითი ფუნქციებიდან უნდა გათავისუფლდეს და მეორე თავდამსხმელი გახდეს, ასე გაცილებით სასარგებლო იქნება, თუმცა ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ანალოგიური პრობლემა იტალიის ნაკრებში თვით რობერტო ბაჯოს ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ხვიჩას „ნაპოლიში“ შეექმნა. მას კიდევ უფრო გაურთულდა სიტუაცია მარცხენა მცველების, მარიო რუისა და მატიას ოლივეირას ტრავმების გამო, რამეთუ ფლანგზე სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩა.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ბოლო შეხვედრებში „კვარას“ მეტოქე გუნდში თამაშის შემთხვევაში „ნაპოლის“ სუსტ დაცვასთან როგორ გაუადვილდებოდა საქმე. „იუვენტუსთან“ კარს ერთი მეტრით ააცილა ბურთი და განტევების ვაცად აქციეს, ყველა ცოდვა დააბრალეს, ყველა ძველი დამსახურება დაუვიწყეს ფეხბურთელს, რომელსაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს. ყოველი მატჩის შემდეგ „კვარას“ შეფასებებს გაცნობთ, რომლებიც განსხვავებულია. ანალიტიკური საიტები მუდამ მაღალ ქულებს უწერენ, ხოლო იტალიური გამოცემები - პირიქით. Sofascore-ი, Whoscored-ი და flashscore-ი ამა თუ იმ ფეხბურთელის თამაშს საერთო ანალიზის მიხედვით უფრო ობიექტურად აფასებენ, ხოლო გამოცემები - უფრო ემოციურ ფონზე. გაიტანა გოლი, გმირია, ვერ გაიტანა - ანტიგმირი. ერთი სიტყვით, იმხელა სიმაღლეზე ასწია მან თამასა, რომ მოლოდინი მუდამ მაღალია და არც ერთი წარუმატებელი მოქმედება აღარ ეპატიება.

და ვთქვათ იმაზე, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ - სიძულვილზე. კრიტიკა და თანაც ობიექტური აუცილებელია, მაგრამ ჩასაფრება და სიხარული შენი თანამემამულის ჩაგდებული მატჩის გამო ცოტა გაუგებარია. ეს უკვე რაღაც პოლიტიკური შემადგენელი ნაწილია, რადგან კარგად ორგანიზებული, მცირერიცხოვანი, თუმცა ძალიან აქტიური ჯგუფი გამხნევების ნაცვლად ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე გადადის. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ დონეზე ვერ იტანდე ადამიანს, რომელსაც შენთვის არაფერი დაუშავებია. ჩემი აზრით, ზოგიერთს ჰგონია, რომ კვარაცხელია რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, რაც აბსოლუტურად არასწორია. ერევიან მის პირად ცხოვრებაში: რატომ დაოჯახდა, რატომ აქვს წვერი, გრძელი თმა, რატომ მივიდა პატრიარქთან და ა.შ. ერთი ნახეთ, როგორ უდგანან ოსიმენს ნიგერიელები გვერდში და მერე ჩვენს დამოკიდებულებას შეადარეთ. რა თქმა უნდა, არავის გაფეტიშება არ შეიძლება, მაგრამ აგრესიული უმცირესობის ნეგატიური მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცდება. კერპთაყვანისმცემლობა და ზიზღი - ეს ორი უკიდურესობაა, რომელიც დაგვჩემდა.

დასასრულ, არ შეიძლება მკითხველის ერთი ნაწილის თხოვნაზე არ გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც გვსაყვედურობენ, რომ სხვა ფეხბურთელებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, რაც არასწორია, ვინაიდან ყველას თამაშს ვაანალიზებთ, ცნობებს ოპერატიულად გაწვდით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სამწუხაროდ კი არა, საუბედუროდ, დასაწერიც არაფერია. აი, დღეს თითქმის ყველა ლეგიონერი სათადარიგო იყო. ოღონდ რამე სახეირო გააკეთონ და ინფორმაციის მოწოდებას როგორ დავახანებთ. კვარაცხელიას მიმართ კი ინტერესი გამორჩეულია და ბუნებრივია, რომ მასზე მეტი სტატიები იწერება. ღმერთმა ინებოს, სიტუაცია შეიცვალოს, სხვებმაც იასპარეზონ ტოპ-ლიგებში და საქართველოს ნაკრებს წარმატება მოუტანონ.

მიმომხილველი

ნინო
ყოველ წელს ხომ არ იქნება ნაპოლი ჩემპიონი
ქომაგი
არაფერი ისეთი კვარამ შრომა უნდა გააგრძელოს ოღონდ და უნდა გაითავისოს იტალიის ერთერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს.დაანებეთ ჟურნალისტებმა თავი და მიეცით წყნარად მუშაობის საშუალება.არშეიძლება სპორცმენზე ამდენი წერა და დიდი ზეწოლა ეს ცუდად მ9ქმედებს მასსზე ამას ვიძახი 1 წელია უკვე.
123-ს
სამარცხვინო კომენტარია და კიდევ უარესი ისაა, რომ ვიღაც ორი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ეს სამარცხვინო კომენტარი მოიწონა.. საშინელებაა!!!
Master
სხვაზე არ წერთ არა,სხვა არაფერზე წერთ ნაპოლისა და ხვიჩას გარდა.სრულიად არ გაინტერესებთ მსოფლიო ფეხბურთში რა ხდება,იგნორირებული გაქვთ სანაკრებო ტურნირები,ევროპა ლიგა და ა.შ.ჩემპიონთა ლიგაზე კი მხოლოდ მატჩების ოქმებით და ცხრილებით შემოიფარგლებით.არანაირი საინტერესო მატჩების ანონსი,არანაირი ანალიტიკა არ გაგაჩნიათ ნაპოლის და ხვიჩას თამაშის გარდა.გარკვეულწილად თქვენ ქმნით უამრავი სტატიით ხვიჩაზე და ნაპოლიზე გულშემტკივრის მიერ ასეთ კომენტარებს.მოუკელოთ ხვიჩაზე და ნაპოლიზე წერას და აღარ იქნება ასეთი სიძულვილით სავსე კომენტარები.მეტი წერეთ მსოფლიოში მიმდინარე საფეხბურთო ამბებზე,ჩემპიონთა ლიგაზე,შესარჩევ მატჩებზე,მაგრამ გეზარებათ თქვენ ასეთები და ინტელექტიც არ გყოფნით ალბათ რომ სხვა ამბებზე წეროთ.მთავარია ნაპოლის საიტზე შედიხართ და ეგ გგონიათ ჟურნალისტობა.მარტო ნაპოლიზე წერა და ხელფასის აღება ხომ არაა მთავარი?ეს სტატია კი კარგი სტატიაა ნამდვილად.
ჟორა გაბრიჭიძე
მეორე წელია ვწერ ამ პრობლემაზე და შემსმენი არავინაა. სწორედაც ოსიმენი და ხვიჩა თავის საჯარიმოს მისადგომებამდე უნდა იხევდნონ და იქ უნდა ელოდონ მოგერიებულ ბურთს. ამ დროს მათთან მინიმუმ სამი მცველი მაინც დარჩება და შეწყვეტს ნაპოლის კარზე შეტევას. აქ კი რას ვხედავთ? კუთხურის ჩამოწოდებისას ოსიმენი შტანგასთან დგას და იმ ბურთს იგერიებს, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან ისევ მოწინააღმდეგეს უვარდება ფეხში.
გლახუნა
-ხვიჩას ჭირდება სიმშვიდე,ვარჯიშის შემდეგ მოედანზე მარტო დარჩენა და რწმენის განტკიცება-,,ყველა შეცდომას გამოვასწორებ ბრძოლით და ნიჭით,,(!) რაც შეეხება პოლიტიკას,სწორად ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში,წარმატებულ სახელმწიფოს,მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში სრულად ერი, განსაკ მისი ახალგოზრდობა-სტუდენტობის პოლიტიკა- საზოგადო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა-მუდმივი ბრძოლა ქმნის და ვერ მისი ნაწილი,თორემ დარჩები ან უსუსურ-უპერსპექტივო,კრიმინალი, კორუფცია,ნეპოტიზმში ჩამხრჩვალ სახელმწიფოსდამაგვარ წარმონაქმნში,ან რუსულ-აზიურ გუბერნიაში,სადაც შრომას, სწავლას,პასუხისმგებლობას აღებას...კი არა აქვს ფასი- ბატონებთან მსახურება- მორჩილება-ქვეშემრდომობას,მისთვის ცბიერებას,გაიძვერობას,მოპარვას,თვალთმაქცობას, ფარისევლებას- ,,ემონე ძლიერს, დაიმონე სუსტი,,- ცხოვრების წესით- რუსულ- აზიურ ტოტალიტარულ,თუ ავტორიტარულ,თუ კასტურ,თუ ოლიგარქიულ-კლანურ..არსით კრიმინალური რეჟიმებში,მით ერი მხოლოდ რომ დეგრადირდება-მენტალურად. უსუსურდება,შედეგად სახელმწიფოებრიობას კარგავს (აბა რისთვის მუშაობს ჩრდილო იმპერია,ამჯერად მისი ე.წ ,,ჰიბრიდული ომით,,),მით... აქ რომ ითქვა-ნაც-ბი და ქოც-ბი რომ მოვიშოროთ-ო,და რომ მოგშორდეთ და ყველა წავიდეს ემიგრაციაში...მაინც გვდევნის კრემლი-ქოც-ები მათი 11 ,,საუკეთესო,, წელია-ნაც-ბის,ზვიადის მხარდამჭერებს (მიზანით-სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცება,განვითარება-გამძლავრებისათვის) არა მარტო რუსული მიზანმიმართული სიძულვილი-ზიზღის დაუსრულებელი-დაუცხრომელი პროპაგანდით და ამ დროს რუსებს მასიურად ასახლებენ,უკვე 300 000, უძრავი ქონების შესყიდვის უფლებას აძლევენ, სრულად ეკო-კა ფაქტიურად გადასცეს (საშუალო ბიზნესიც)... მათვის სახელმწიფო ინსტიტუტებს რომ არც ამუშავებენ (დაშანტაჟებულ-დაფრთხალები ყავთ და ვერეფერს უბედავენ) და მეტი კი არაფერია ,, საქართველო უქართველებოთ,,(?!) კრემლის მონღოლები- რუსებათ წოდებული- გენერალიტეტი საბოლოოდ დარწმუნდა- მენტალურად ქართველს ვერასოდეს დაიმორჩილებს-აქცევ რუსათ-იმპერიის დაფრთხალ მსახურად,ე.ი ვერასოდეს აქცევს ჯოგის წევრად,სადაც გადენიან- იქ რომ მიერეკეიან დაფრთხალი ზომბებივით დს მიზანმიმართულად გადავიდნენ ,,საქართველო უქართველებოთ,, (უკვე 900 000-ნი,თან შეუქცვადი) და მას ასრულებენ ივან-ა- შვილებ-ღარიბოვ- თამაზოვ-ებით ჩვეული, ცბიერება,ვერაგობა,დაუსრულებელი დევნა-ზიზღი- სიძულვილის პროპაგანდით და ამ რეალობას მავანნი ქართველი კიდევ თუ ვერ ხვდება,და ვერ-კი არა-არ არჩევს,არ განასხვავებს ქოც-ბს-ნაც-ბისგან (ვინც იმ ,,საშინელ 9 წელს,,-ეკო-კა-4-ჯერ გაზარდეს,სახელ-ფო ბიუჯეტი-11-ჯერ, ხელფ, პენსიები შესაბამიაად 8-10-ჯერ,ფულის ერთელის კურსი 2.2-დან-1,65 გახადეს,ჯარი-ჯარს დაამსგავსეს შიდა სამხეხრო მრეწველობითაც...მით არ შემდგარი სახელ-ფო,კორუფცია,კრიმინალი, სიბნელე, უპერსპექტივობაში ჩამხრჩვსლი ფაქტიურად რუსული გუბერნია- სახელმწიფოდ აქციეს და შედეგად იმ წარმატებული სახელ-ების თანამეგობრობა- ევროკავშირმა ასოცირება-უვიზო მიმოსვლაზე დაიწყო და დაასრულეს მუშაობა,მით სახელმწიფოს სერიოზული პესპექტივები დაუტოვეს) და ადეკვატურ,სწორ პოზიციაზე მაინც არ არის,ან ეშინია დადგეს და პრინციპული შეიქმნას...მათაც დაატოვებინებენ სწორად ეს ქოც-ბი საქართველოს-ემიგრაციაში მიუთიებენ ადრე თუ მოგვიანებით! -დაანებეთ რუსულ-ქოცურ-ანტი ნაც-ბი,ანტი დასავლურ პროპაგანდას აყოლას თავი,დღესაც ვერ,თუ არ ხედავთ-ნაც-ბს ის ძალები ებრძოდა,თან 2004 წლიდანდე,რა ძალებმაც კრემლის დირექტივები-სპეც-სტრუქტურების ჩართვით დამხო ზვიადის ეროვნული ხელისუფლება,მით აგვაცილეს ბალტიის პირა ერების პოლიტიკურ, სამართლებრივ,ეკო-რ გზას,და იგივეს ,,აკეთებენ,, დღესაც, ვიმეორებ ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, მათი დაუსრულებელი სიძულვილი,ზიზღის პროპაგანდა+ მიზანმიმართული შეუქცევადი ემიგრაციის შექმნთ,თან ამ დროს იმ რუსეთ ფეხქვეშ რომ ეგებიან და ღ-რუსებს მასიურად, 100 000-ბით ასახლებენ...მომავალში საქართველოს იურიდიულად-რუსულ გუბერნიად ქცევისათვის და- ამას მაინც ვერ,თუ არ ხედავთ-ხვდებით(?!),მაინც ვერ ,,ვარჩევთ,, -ვინ-ვინ არის(?!), ხოდა-ნაც-ბის მხარდამჭერებს ბოლომდე რომ გაგვდევნიან (900 000-დან მინიმუმ 85%-ტი უკვე გადევნეს), მერე თქვენც მოგადგებიან და თქვენ მიგითითებენ ემიგრაციას (მალევე დაიწყებენ ,,დემილიტარუზაცია,,- ,,დენაციფიკაციის,, ბოლომდე მიყვანას,მით... პ.ს თუ გინდათ ჩამოგითვლით იმ კგბ-შნიკებს, ვინც კრემლის დირექტივებით ზვიადის ხელისუფლება დაამხო-სამოქალაქო ომის ინსპირირება მოახდინა...,ცოცხლებიდან,ან მათი მაშიერების-90 %-ტი დღეს-ქოც-ების ,, ხელისუფლების,, კანცელარიაში რომ სხედან,ან მათთვის პროპაგანდისტობენ,ან ფართო საზოგადოებისათვის რო აღარ ჩანან და ისე უთრიან ძირს საქართველოს სახელმწიფოს(?!),არ გინდათ(?!).
გლახუნა
-ხვიჩას ჭირდება სიმშვიდე,ვარჯიშის შემდეგ მოედანზე მარტო დარჩენა და რწმენის განტკიცება-,,ყველა შეცდომას გამოვასწორებ ბრძოლით და ნიჭით,,(!) რაც შეეხება პოლიტიკას,სწორად ყველა მოქალაქე უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში,წარმატებულ სახელმწიფოს,მით უმეტეს თანამედროვე ეპოქაში სრულად ერი, განსაკ მისი ახალგაზრდობა-სტუდენტობის პოლოტიკა- საზოგადო ცხოვრებაში აქტიური ჩართვა-მუდმივი ბრძოლა ქმნის და ვერ მისი ნაწილი,თორემ დარჩები ან უსუსურ-უპერსპექტივო,კრიმინალი, კორუფცია,ნეპოტიზმში ჩამხრჩვალ სახელმწიფოსდამაგვარ წარმონაქმნში,ან რუსულ-აზიურ გუბერნიაში,სადაც შრომას, სწავლას,პასუხისმგებლობას აღებას კი არა აქვს ფასი...ბატონებთან მსახურება- მორჩილება-ქვეშემრდომობას,მისთვის ცბიერებას,გაიძვერობას,მოპარვას,თვალთმაქცობას, ფარისევლებას- ,,ემონე ძლიერს, დამონე სუსტი,, ცხოვრების წესით- რუსყლ- აზიურ ტოტალიტარულ,თუ ავტორიტარულ,თუ კასტურ,თუ ოლიგარქიულ-კლანურ..არსით კრიმინალური რეჟიმებში,მით ერი მხოლოდ რომ დეგრადირდება-მენტალურად. უსუსურიდება,მით სახელმწიფოებრიობას კარგავს (აბა რისთვის მუშაობს ჩრდილო იმპერია,ამჯერად მისი ე.წ ,,ჰიბრიდული ომით,,),მით... აქ რომ ითქვა-ნაც-ბი და ქოც-ბი რომ მოვიშოროთ-ო,და რომ მოგშორდეთ და ყველა წავიდეს ემიგრაციაში...მაინც გვდევნის ქოც-ები მათი 11 ,,საუკეთესო,, წელია-ნაც-ბის,ზვიადის მხარდამჭერებს (მიზანით-სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვება-განმტკიცება,მერე განვითარება-გამძლავრებისათვის) არა მარტო რუსული მიზანმიმართული სიძულვილი-ზიზღის დაუსრულებელი-დაუცხრომელი პროპაგანდით და ამ დროს რუსებს მასიურად ასახლებენ,უკვეც 300 000, უძრავი ქონების შესყიდვის უფლებას აძლევენ, სრულად ეკო-კა ფაქტიურად გადასცეს (საშუალო ბიზნესიც)... მათვის სახელმწიფო ინსტიტუტებს რომ არც ამუშავებენ (დაშანტაჟებულ-დაფრთხალები ყავთ და ვერეფერს უბედავენ) და მეტი კი არაფერია ,, საქარათვეკო უქართველებოთ,,(?!) კრემლის მონღოლები- რუსებათ წოდებილი- გენერალიტეტი საბოლოოდ დარწმუნდა- მენტლურად ქართველს ვერასოდეს დაიმორჩილებს-აქცევ რუსათ,ე.ი ვერასოდეს აქცევს ჯოგის წევრად,სადაც გადენიან- იქ რომ მიერეკეიან დაფრთხალი ზომბებივით დს მიზანმიმართულად გადავიდნენ ,,საქართველო უქართველებოთ,, (უკვე 900 000-ნი,თან შეუქცვადი) და მას ასრულებენ ივან-ა- შვილებ-ღარიბოვ- თამაზოვ-ებით ჩვეული, ცბიერება, ვერაგობა, დსუსრულებელი დევნა-ზიზღი- სიძულვილის პროპაგანდით და ამ რეალობას მავანნი ქართველი კიდევ თუ ვერ ხვდება, და ვერ-კი არა-არ არჩევს,არ განასხვავებს ქოც-ბს-ნაც-ბისგან (ვინც ეკო-კა-4-ჯერ გაზარდეს,სახელ-ფო ბიუჯეტი-11-ჯერ, ხელფ, პენსუები შესაბსმიაად 8-10-ჯერ,ფულის ერთელის კურსი 2.2-დან-1,65 გახადა, ჯარი- ჯარს დაამსგავსეს შიდა სამხეხრო მრეწველობითაც...მით არ შემდგარი სახელ-ფო,კორუფცია,კრიმინალი, სიბნელე, უპერსპექტივობაში ჩანხრჩვსლი ფაქტიურად რუსულ გუბერნია... სახელმწიფოდ აქციეს და იმ წარმატებული სახელ-ების თანამეგობრობა- ევროკავშირმა ასოცირება-უვიზო მიმოსვლაზე დაიწყეს და დაასრულეს მუშაობა, მით- სახელმწიფოს სერიოზულ8 პესპექტივები დაუტოვეს..) და სწორ პოზიციაძე არ არის, ან ეზსინოა დადგეს და პრინციპული შეიქმნას... მათაც დაატოვებინებენ სწორად ეს ქოც-ბი საქართველოს- ემიგტაციაში მიუთიებენ ადრე თუ მოგვიანებით! -დაანებეთ რუსულ-ქოცურ-ანტი ნაც-ბი,ანტი დასავლურ პროპაგანდას აყოლას თავი,დღესაც ვერ, თუ სრ ხედავთ - ნაც-ბს ის ძალები ებრძოდა,თან 004 წლიდანდე,რა ძალებმაც კრემლის დირექტივები- სპეც- სტრუქტურების ჩართვით დამხო ზვიადის ეროვნული ხელისუფლება,მით აგვაცილეს ბალტიის პირა ერების პოლიტიკურ, სამართლებრივ,ეკო-რ გზას,და იგივეს ,,აკეთებენ,, დღესაც, ვიმეორებ ეტაპობრივად, მიზანმიმართულად, მათი დაუსრულებელი სიძულვილი,ზიზღის პროპაგანდა+ მიზანმიმართული შეუქცევადი ემიგრაციის შექმნთ, თან ამ დროს იმ რუსეთ ფეხქვეშ რომ ეგებიან და ღ-რუსებს მასიურად, 100 000-ბით ასახლებე... მომავალში საქართველოს იურიდიულად- რუსულ გუბერნიად ქცევისათვის და - ამას მაინც ვერ, თუ არ ხედავთ-ხვდებით(?!), მაინც ვერ ვარჩევთ -ვინ-ვინ არის(?!), ხოდა-ნაც-ბის მხარდამჭერებს ბოლომდე რომ გადევნიან (900 000-დან მინიმუმ 85%-ტი უკვე გადევნეს), მერე თქვენც მოგავებიან და თქვენც, მით... პ.ს თუ გინდათ ჩამოგითვლით იმ კგბ-შნიკებს, ვინც კრემლის დირექტივებით ზვიადის ხელისუფლება დაამხო- სამოქალაქო ომის ინსპირირება მოახდინა...,ცოცხლებიდან,ან მათი მაშიერების-90 %-ტი დღეს-ქოც-ების ,, ხელისუფლების,, კანცელარიაში რომ სხედან,ან მათთვის პროპაგანდისტობენ,ან ფართო საზოგადოებისათვის რომ აღარ ჩანან და ისე უთრიან ძირს საქართველოს სახელმწიფოს(?!), არ გინდათ(?!)
კოლა
123-ს აბა შენ გყოლია მეგობარო, თუ გყოლია. . . რა შუაშია, ვინ რომელი კუთხიდანაა? ხვიჩა ყველას სიხარულია, მთელი საქართველოსი. და ვინც ბოღმაა, ჩემი კუთხისაც ქუნემ და სხვისიც.
გიორგი
1000% სიმართლეს წერს ეს კაცი. ყველამ სარკეში ჩაიხედის, ვინც კვარას ლანძღავს. მერწმუნეთ, სამარცხვინო ამბებს დაინახავთ. კრიტიკა ჯანმრთელი უნდა იყოს.
!!-s
რა არ მოგწონს მოურავი რომ ხარ? მაგრამ გასაკვირი არ არის ამით შოულობ ლუკმას,წერე და შეირგე რასაც გიხდიან ოღონდ სხვას ნუ ლანძღავ.
las
მემგონი გაზვიადებულია რასაც წერს. არავის სძულს ხვიჩა და ყველას უნდა წარმატებას მოაღწიოს. თითოოროლა გიჟI ყველგან გამოერევა. მეტი რა დაფასებაა საჭირო. ხალხი საქართველოდან ნაპოლში მის საგულშემატკივროდ მიდის. და არცთუ ისე ცოტაა ისეტი ვინც ამას ნასასხები ფულით აკეთებს.
თამაზი
მართლა უმადურო ამდენ ფულს მოსკოვში,ყაზანში აძლევდნენ თუ ბათუმში?სხვის ჯიბეში კარგად ითვლით ფულს
აკო
ძალიან კარგი სტატიაა. ამაზე ისიც მეტყველებს კომენტარებში როგორ აეწვათ ტროლ-ბოტებს.
გიორგი
მეგავარსკვლავობის წნეხი დააწვა ხვიჩას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც იუკადრისა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში... რაც შეცდომა იყო. ახლა ორმაგად უწევს იმის მტკიცება, რომ არის მეგავარსკვლავი.
ლალუკა
სულ ცალ ფეხზე კიდია ხვიჩას პოლიტიკა. მითუმეტეს საქართველოში. წინ ხვჩა დროებითმა უიღბლობამ არ შეგაშინო.
მადონა
არ გრცხვენიათ ამ სამარცხვინო სათაურისთვის?! რას ჰქვია სძულთ?! არავის არ სძულს და ზუსტად ასეთი განწყობის შექმნით უქმნით ფსიქოლოგიურ სტრესს.
ზურა
ე ბიჭო ხვიჩას კი არ ვერჩით როცა ვაკრიტიკებთ, უბრალოდ ამ დონის ფეხბურთელი ძლივს გეღირსა წარუმატებლობებით შეწუხებულ ქართველებს, ხალხი იქ ნეაპოლში ჩადიოდა მისი თამაშის საყურებლად და მერე ასე თამაშობს, კაცს ვეღარ ატყუებს, დრიბლინგი იშვიათი გახდა, უკან პასებს მოუხშირა, არ იხსნება კარგად, დგას ხშირად და ადგილზე ელოდება ბურთს, შერბენებს არ აკეთებს, გული გვწყდება და ვბრაზდებით, არ გვინდა რო მოუკლოს და კვარადონადან ნაპოლის სტანდარტულ ფეხბურთელად იქცეს, რა შუაშია პოლიტიკა და სხვა რაღაცეები. ეხლა ვიღაც ყოველთვის იქნება ცხოვრებისეულად ლუზერი რომელსაც გაუხარდება მარა 99% უბრალოდ ვნერვიულობთ მის თითოეულ წარუმატებლობაზე, თუნდაც მცირეზე, გაიგეთ თუ ვერაა!!??

ნაცები ყველაზე უაზრო მიზეზით ლანძღავდნენ კვარას და მაგის პასუხს სადაც მხვდებოდნენ სულ ვცემდი, ყველგან. ქოცებმა კი იმის მერე დაიწყეს, რაც კვარამ დაწერა საქართველოს მომავალი ევროპაშიაო. ნაცების და ქოცების იქეთ გახედვას რომ ისწავლიდეთ კარგი იქნება. მოგვწამლეს მაგათმა და კიდე მაგათ შორის ტრიალებთ

ცხოვრებით უბადრუკებს არ ვეკამათები, თავისი ჰყოფნით
Skeleton
მსგავსი არაფერი დამიწერია. დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ, ზუსტად იმიტომ, რომ ვიღაცეებმა ჩემი სახელით სისულელეების წერა დაიწყეს. ბევრს გაუკეთეს ასე და ამიტომ აღარაფერი მიკვირს. ფოთის კოლხეთი კი არა, 2020 წლიდან აქ ვაკომენტარებდი და მაშინაც მჯეროდა ხვიჩასი, როცა საერთოდ არავინ იცოდა მისი არსებობა. ვინც სხვისი სახელით წერთ კომენტარებს და ადამიანები შეცდომაში შეგყავთ, ხართ ამაზრზენი სამარცხვინოები!
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
სამარცხვინო წერილია! ამაზე ქვემოთ, რანაირად უნდა დაეცე?! პოლიტიკურ ელფერს თავად აძლევთ, როცა ამ ბიჭის პრივატიზირებას ახდენთ. როცა ხალხს პოლიტიკური ნიშნით ჰყოფთ: ამ პარტიის მომხრეებს უხარიათ, ამისას კი არაო. ვისაც გინდათ იმას ეპადხალიმეთ, მაგრამ მსგავს სისულელეს ნუ წერთ. კრიტიკა კიდე ყველას მოსულა. მარადონას, მესის, რონალდუს და ზიდანს არ დაკლებია და კვარა რომ გავაკრიტიკო, ე.ი ქვეყნის მოღალატე ვარ და ქართველის წარმატება არ მიხარია?! რა ვქნათ ახლა, რომ ვერ თამაშობს ძველებურად, თავი მოვიტყუო და შავზე თეთრი ვიძახო? მარიო რუის რომ ლანძღავდით, კვარას იგნორს უკეთებსო, დაიმტვრა ის კაცი და საჭირო ყოფილა?! ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს, ყველაფერს სხვას ვაბრალებთ და საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ.
xuta
ბარემ დაარქვით ამ საიტს ხვიჩა.ჯი!
SOSO
სხვა რომ არაფერი დარჩათ,როგორ გაამართლონ ხვიჩას ბოლო ერთ წელიწადში არაეფექტური თამაში, ეფექტურად შემოაგდეს პოლიტიკის, ჩასააფრებულების, ღვარძლიანების და შურიანების თემები,ისე როგორც ამ ცოტა ხნის წინად სფფ-ის პრეზიდენტი აბრალებდა, იგივე მოგონილ კატეგორიას და კიდევ ჟურნალისტებს, კვარას მესამე ყვითელს. ისე გააფეტიშეს და თავგზა აურიეს ამ ბიჭს, თამაშისას მოედანზე მოქცევის ყოველგვარი ზღვარი დაკარგა, პრინციპში მის ამ ზღვარგადასულ საქციელს მაინც ჩასაფრებულებს,ბოღმიანებ,შურიანებს, ნაცებს თუ ქოცებს აბრალებენ......ამათ ხალხი მართლა ბრიყვი გონიათ, ისეთი როგორებიც თვითონვე არიან...გამოვიდნენ და თქვან- ამდენი გაფანტული მილიონების, კვარას და სხვა ფეხბურთელების,მწრთნელების, ფედერაციის გაფეტიშების და ტაშ-ფანდურის შემდეგ, რატომ გავიდა ნაკრები ჯგუფში მაინც ბოლოდან მეორეზე, რატომ წავაგეთ ესპანეთან 2-10, რატომ ვერ მოუგეთ ერთი თამაში მაინც ნორვეგიას და შოტლანდიას 4-დან. რატომ არ ითამაშა კვარამ და მიქაუტაძემ ახალგაზრულში და დავკარგეთ ოლიმპიადის საგზური, რატომ არის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ევროპაში 50-ე რეიტინგით და ერთი ქართული კლუბი მაინც რატომ ვერ ხვდება ევროტურნირების ყველაზე მაჩანჩალების-კომფერენცლიგის შესარჩევის პლეიოფში მაინც......ისე რა პრობლემაა...დააბრალებენ ვისაც უნდათ და რასაც უნდათ, პასუხს მოსთხოვს ვინმე თუ რაა.....
ხათუნა
კარგი ანალიზია და მეც ვეთანხმები. აქ ბევრი სისულელე წერია, პოლიტიკა რომ სემოჩხირეს და ხვიჩა მეგრელი რომ არის, იმიტომ სძულთო.სულ პირიქით, ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს ხვიჩა, ისეთი ბუნება აქვს.თუ კი ვინმეს სძულს, ის პოლიტიკურად ანგაჟირებულია ან ავადმყოფი. დიახ, ლაურენტისის სიძუნწემ გაუფუჭა გუნდს ხასიათი, მაინცდამაინც ხვიჩასას ხედავენ ყველაფერს, დი ლორენცომ რომ ვერ გაიტან 3 მეტრიდან, იმას ნაკლებად ამჩნევენ ხვიჩა შრომისმოყვარეა ნიჭი აქვს, გამორჩეული ბუნებისაა და ღმერთი მას მონდომებას არ დაუკარგავს
zura222
შე ნაც მზეო შენაა DD სანაია შუბლაძე მაქარიანი გვარამია...ქოცები არიან ?
zura222
მე თუ მკითხავთ ძალიან სწორადაც იქცევა თავს რომ არ იკლავს რა ხელფასსაც უხდიან ის უნამუსოები იმ დონეზე თამაშობს ! დემე სკამზე ჯდომაში რომ დალპა კვარაზე ლამის ორჯერ მეტ ხელფასს იღებს @ ხვიჩინიო არავის არ უსმინო ! მთავარია ნაკრების თამაშებისთვის იყო მზად და ჯანმრთელად და მერე მოსცილდე იმ უმადურებს რაც შეიძლება მალე !
zura222
თქვენ ორივე ნაც მზეებო დგავწყდათ თქვენ რომ ლაძღავდთ კვარას ? ერთი მაგალითი მოიყვანეთ სადაც ქოცი ლანძღავს კვარას @ მჟავანაძემ რომ გალანძღა (ახალგაზრდულში რატომ არ ითმაშაო) და ნაცები რომ აყეფდნენ აი ქოცი როგორ ლანძღავს კვარასო ! როდის აქეთ გახდა მჟავანაძე ქოცი ?
მამუკა
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ ერთ რამეს დავწერ, ერთი ასეთი ნათქვამია სადაც ჩემი "ის" არ შევიდა იქ ჩემი შვილი არ გაკეთდაო, ანუ შენ გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს, ბადრიმ უნდა პირად კონტროლზე აიყვანოს ხვიჩას ვარჯიში, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა მშვენივრად იცის სად სჭირდება ხვიჩას მომატება, მამაზე უკეთ შვილის მდგომარეობა არავინ არ იცის, ამიტომ ყველაფერი უნდა გადადოს და რამოდენიმე წელი ხვიჩას უნდა მიუძღვნას, გასაგებია რომ მეორე ბიჭიც ჰყავთ, მაგრამ დღეს ხვიჩას უფრო უჭირს და სწორი რჩევა-დარიგებები სჭირდება, არ ვიცი რა დონეზეა ჩართული ბადრი ხვიჩას სპორტულ ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ რომ უფრო მეტია საჭირო
პოლი
მიზეზი რომლის გამოისობით ხვიჩას მიმართ აგრესია და ცინიზმია, ეს არის დიდწილად მისი აგენტი მამუკიე ჯუღელა! მისმა ფოთურმა კამპანიამ, საერთოდ წერტილი დაუსვა ამ ტიპის თაღლითურ სქემებს და საეჭვო კონტაქტებს.
რატი
ყოჩაღ! რა ოსტატურად შემოაგდეს კომენტარებში პოლიტიკა! ხარს რომ ნეხვით მკვებავი ბუზები ახვევია ზუსტად ისე. არადა კარგი სტატიაა, კარგი ანალიზით.
გოგია
skeleton-ს აფერისტულად, ვითომ ხვიჩას გულშემატკივარივით, გულის სმაილიკიც რომ დაგისვია კომენტარში, შენ არ დაწერე გუშინ სხვა სტატიის ქვეშ, რომ ფოთის კოლხეთი სანატრელი გაუხდება ხვიჩასო??
777
ან და რა ფედერაცია ხარ როცა აზრზე არ ხარ რამდენი ყვითელის მიღების მერე უნდა გამოტოვოს ფეხბურთელმა შემდეგი თამაში? (ლუქსემბურგთან მატჩზეა საუბარი). შურიანობამ წაგძლიათ და მაგას იმ მატჩზე მოიმკით როცა წამოგიხევთ ლუქსემბურგის ნაკრები
123
კვარა იმიტომ გძულთ (ზოგირთებს კი არა უმეტესობას) რომ ის მეგრელია, მახსოვს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრა და კვარას გოლი. კომენტატორმა 4-ჯერ გაუსვა ხაზი რა პასი და რა პასიო და ის კი არ გაუთვალისწინებია რომ ამ პასს შესრულება რო უნდოდა. 13% ალბათობა იყო კვარას პოზიციიდან გოლის გატანის ალბათობა (პროცენტი ჩემი მოგონილი კი არაა) და კვარამ ის ზედმიწევნით შეასრულა. აი ესაა სიმართლე ჯო. და კიდევ, იუვესთან მატჩს ვაიჟურნალისთი დიდი სიხარულით ორშაბათს აშუქებდა იტალიურ პრესაზე დაყრდნობით კვარას სუსტ თამაშს და გახარებული იყო კვარას თამაში რო არ წაუვიდა. ასემც რო ყოფილიყო ვაიჟურნალისტს სხვანაირად უნდა ემსჯელა, მაგრამ შურიანობამ სძლია და თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა. ესაა სიმართლე. ეს სპორტია და სპორტში ხდება წინსვლაც და ჩავარდნაც. წინ და კიდევ წინ კვარა.
!!-s
არ გიტყდება ჯუღელის ხელის ბიჭობა?
Givi
კვარა უნდა გახდეს ცივსისხლიანი და გულთან არ უნდა მიიტანოს ყველაფერი, უკეთესი იქნებოდა წასულიყო ნაპოლიდან, იმიტომ რომ ნაპოლი იუვენტუსი არ არის ან ინტერი და მითუმეტეს არც რეალი ან სიტი, როგორც 2×2 ისე იყო ცხადი რომ ამ სეზონში ნაპოლი ვერაფერს მოიგებდა და რეგრესი დაიწყებოდა, ამ ეტაპზე გამოსავალი არის სიმშვიდე ბოლომდე დახარჯვა და გოლების გატანა, რომ თავის თავში მოვიდეს ისევ რწმენა, თორემ ნაპოლი წელს არაფერი გუნდი არ არის მოდი პირდაპირ ვთქვათ.
ბექა
ქოცები ხვიჩაზე აგრესიას ნაცებსა და სანაიას აბრალებდნენ,თურმე რუსული კანონის და კობიაშვილის წინააღმდეგ, რომ წავიდა ის ვერ აპატიეს!!!აი თურმე ვინ უწერდა ღვარძლიან კომენტარებს,გრუზინი რუსეთუმეები,ალტინფო და ქოცები!!! ეჰ ხვიჩა გაძლებას გისურვებ!!
ირაკლი
ქართველო რუსეთუმეებო!!ვისაც ხვიჩა არ გევასებათ წადით და ძიუბას უგულშემატკივრედ!!!!
ფეხბურთის ფანი
კი, მეუღლე მაქსიმალურად ხელს უწყობს:-)!
ჩირო
ხვიჩა ვის ძულს ? პირადი და სპორტული მახარე ვერ გაგირჩევიათ.
Иван
Иван Рамазович Джугели https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%B6%D1%83%D0%B3%D0%B5%D0%BB%D0%B8,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%A0%D0%B0%D0%BC%D0%B0%D0%B7%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
Რაგბის ფანი
სიმშვიდეში მეუღლემ უნდა შეუწყოს ხელი. კვარა დონეა.
Skeleton
სპეციალურად არ შემოვიხედე ამ საიტზე და როგორ აუყროლებიათ ყველაფერი ტროლებს. მეგონა ხვიჩას აცილებაზე იქნებოდა ერთი ამბავი და თურმე სად ხარ. პოლიტიკანებს შემოუსევია ტროლ ბოტობა. იიიი რუსული კანონი რომ დაგმო იყოს ახლა ისე ,მაგიტო ვერ იტანს გოლს ხოო? რუსეთუმეებს საკუთარი იდეოლოგიის სპორტსმენი უნდოდათ და არ გამოუვიდათ. ცივი შხაპი გადაასხათ კვარამ როცა ევროპაში წავიდა, როცა თავისი და ქვეყნის მომავალი ევროპას დაუკავშირა, ამათ კი უნდოდათ მთელი ცხოვრება გროზნოს ახმატის და ვოლგოგრადის როტორის წინააღმდეგ ეთამაშა. ხვიჩა, რუსეთის მომხრეები როცა გებრძვიან, ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებ! უპირობო მხარდაჭერა!❤️ საქართველოში ყოველთვის ასეთი ხალხი ცხოვრობდა. გულთან არ უნდა მიიტანო

აი ეს უნდა დავუსქრინო იმ ხალხს ვინც სანაიას აბრალებდა კვარძე ცუდის თქმას და ნაცებს. თურმე ნაცებზე უარესი ანასხლეტები ყოფილან ქოცები და ბანძი რუსეთუმეები. თქვენს ჯინაზე ყველაზე პროგრესული ნაწილი ყოველთვის ხვიჩას გვერდით ვიქნებით, რუსეთუმე ბნელებო! ფუ

საქართველოში კვარაცხელიას მოძულე რომ იქნები, კაცმა ჭაობიდან რომ ამოგათრია და ფეხბურთი აქაც რომ არსებობს მსოფლიოს დაანახა. აი აქ რომ მისი მოძულე იქნები მართლა მეტი ფსკერი რაღა არსებობს. თუმცა წერა-კითხვა ვინც ასწავლა ქართველს იმას დააჭედა ტყვია და ფეხბურთი რას მიქვია. ყველაზე ბოროტი, ბოღმა და გამწარებული ხალხის ქვეყანა! ადამიანი თავად როცა შრომობს, წიგნს კითხულობს და რაღაცით დაკავებულია, ის სხვის შრომას ეგრე აგდებულად არ მოიხსენიებს. მაგრამ რა ბალაგანიც იყო აქამდე ისევ ისაა. მაგიტომაც ვართ განათლების მხრივ ბოლო ადგილას, ასე რომ ჭამს ყველა ერთმანეთს. ახლა ვინც თაცს ამოიცნობს, ყველა დისლაიქს დასვამს. აბა თქვენ იცით!❤️

განათლების მხრივ რომ ბოლო ადგილას დგას ერი, შენნაირების დამსახურებაა. ქოცის და ნაცისაა ეს ქვეყანა თუ ნიჭიერი, მშრომელი და შემდგარი ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს აფასებენ? მე მევასება და ჩემს თაობას ევასება. მილიონი ბურთი რომ გააფუჭოს კიდე მაინც ბოლომდე გვერდით დავუდგები და იცი რატომ? იმიტომ რომ ნამდვილია, გულწრფელია, მშრომელია, გულიანია, თავმდაბალია,შენსავით ნაცებად და ქოცებად არ ანსხვავებს ადამიანებს და აქაურ ჩახრწნილ ხალხზე მაღლა დგას. თავი დაანებეთ ხვიჩას! თქვენ რომ აგინებდით ყოველ წაგებაზე ფეხბურთელებს და სტადიონის გადახვნის იქეთ რომ ვერ მიდიოდა თქვენი ბანძი იუმორი, ჩვენ ეგრე არ ვართ. ყოველთვის გვერდით დავუდგები და მხარს დავუჭერ, როგორი ცუდი მომენტიც არ უნდა დაუდგეს კარიერაში. თავისუფლებაში დაბადებულ თაობას ვერ გაგვიუფასურებთ და ვერ წაგვიბილწავთ იმას, რაც გვიყვარს. თავი დაანებეთ იმათ, ვინც ახალგაზრდებმა შევიყვარეთ. შეგვეშვით. წადით და ისევ საბჭოთა ფეხბურთის ნოსტალგიაზე წერეთ. ჩვენი ვარსკვლავი გვყავს და არ გვაინტერესებს არავინ.შეგვეშვით ამ პოლიტიკით ჩაბინძურებულებმა!!
bejo
მაგრა მიჰქარავთ ყველა ნეტა ერთი დღე გათენდეს და აღარც ქოცები იყოთ და აღარც ნაცები ... არც მომისმენია რა თქვა ხვიჩამ მარა ის თუ თქვა რომ არა რუსეთსო თუ რაც იყო , ვინ უნდა დაძრახოს თავი რომ შეეკავებინა არც მაგაზე უნდა დაგვეძრახა ... რაც შეგეხებათ რუსეთუმეებს ბიჭო ყოველდღე ხალხს გვიხოცავენ და როგორღა გევასებათ ეს რუსეთი რაც რუსეთი გვჟილტავს ომით და ომის გარეშე თურქებს არ ვყავართ გაჟლეტილი ... გადაირევა კაცი ხვიჩა იმედია იმდენად ბრძენი ხარ რომ ხვდები ხალხის დონეს ვინც შენზე რამე ცუდს წერს ... ღმერთმა დაგლოცოს და მიგაღწევინოს ყველა მიზნისთვის !!!
Vajა
რა ენერგიის დაზოგვა? ტიპი ერთიერთზეა მარცხწნივ მცველი არ ყავს მარჯვნივ მცველი არ ყავს. უნდა გაიტანო, თუ ვერ გაგაქვს მაშინ მზად უნდა იყო კრიტიკისთვის. რაის ენეეგიის დაზოგვა?
Skeleton
აქ შემოსვლა შემაზიზღეს. მარტო აქ ვწერდი კომენტარებს და ისეთი სუნი დადგება ხოლმე გული მერევა და ვერ ვუძლებ. თან მეცოდებიან, ასეთი სიძულვილი რომ გაქვს ვინმეს მიმართ, ესე იგი არაფერს მიგიღწევია ცხოვრებაში და სხვისი ფეხის დაცდენით ცხოვრობ. მეტი რაღა უნდა დაემართოთ. საქართველოს მომავალი ევროპაშიაო რომ დაწერა მაგის მერე გადაეკიდნენ და ჩასაფრებული ელოდებიან როდის წააგებს ნაპოლი, რომ ეგრევე კვარაზე ამოიყანორ ჯავრები. კვარამ დღესვე რომ დაასრულოს კარიერა, წლების მერე მაინც ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც უმაგრეს ბიჭს, ვინც არა ტოპ ლიგიდან მოვიდა და უცე არსაიდან ნაპოლის 33 წლის ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა. ეგენი სად იქნებიან, ისევ დივანზე ტელეფონით ხელში. გაბოროტებული და გამწარებული ცხოვრებით. მართლა რაღა უნდა დაემართოთ ამაზე მეტი. ამ შაბათკვირას იმდენი აცილება ვნახე ბარსა რეალის თუ სხვა გუნდები მხრიდან, რავიცი მარტო კვარას აცილება ყოფილა თურმე აპოკალიფსი:))

ძალიან ბევრ ფეხბურთს ვუყურე ამ შაბათ-კვირას. რადგან ვისვენებდი, ფეხბურთით ვიცხოვრე. უამრავი ერთი-ერთზე გამაზული მომენტი ვნახე, თუნდაც რეალი ბეტისზე, თუნდაც ბარსა ჟირონაზე. ორი მეტრიდან გამაზულებიც ვნახე და ძელს გარტყმულებიც მაგრამ ისეთი დრამა და ტრაგედია, რაც კვარას აცილებას მოჰყვა, არსად შემხვედრია. ლა ლიგაში გრანდებმა ქულები დაკარგეს და ჟირონა გადავიდა პირველ ადგილზე, წესით სასწაულები უნდა იყოს პრესაში დაწერილი მაგრამ ის, რაც კვარას აცილებაზე მოხდა, სამი დღეა არ ჩამოდის ნიუსებიდან და პლიუს ქართული დრამები დავამატეთ, არის სრული მარაზმი და ავადმყოფობა. რამდენჯერ გაუფუჭებიათ კვარას 100% იანი საგოლე პასი, რადმენჯერ ჩავარდა დაცვა, რამდენჯერ დაუშვა მეკარემ შეცდომა მაგრამ არა, ყველაფერი რათქმაუნდა კვარას უნდა დაბრალდეს. საინტერესოა რატომ არ ივარჯიშა დღეს და რატომ აქვს ტემპერატურა, სტრესის გამო ხომ არა... რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ხო გოლია და ადამიანი ვის რა ჯაბდაბად აინტერესებს. მინდა სულში ჩავაფურთხო იმ იტალიელ ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, ინსინიე რომ ყოფილიყო კვარას ადგილას, მოედანზე გამოიყვანდნენ და დაწვავდნენო, კვარაზე კი არაფერს ამბობენ და ეფერებიანო. აი კვარაზე თუ არაფერს ამბობენ მაშინ ვისზე ამბობენ? სამი დღეა ვერ დაივიწყეს კვარას აცილება, დილორენცომ რომ ააცილა და იქ დაცვაში რამდენი შეცდომა იყო მაგას კი არავინ იხსენებს. მსგავსი ჟურნალისტები ხალხს უბიძგებენ აგრესიისკენ, 21 წლის ბიჭმა ნანატრი სკუდეტო მოუტანათ და ჟურნალისტი ისედაც გავეშებულ ბრბოს ეძახის, მოედანზე ცოცხლად რატომ არ წვავთო? როგორც კი უმადურობაში გადავა ნაპოლის ფანების საქციელი, მაშინვე ვიტყვი აქ აღარაფერი ესაქმებათქო.

ეს ერთი წლით გამოტოვებით კარგი თამაში სად ისწავლეთ? "ნოუ-ჰაუა"???:)))ტოპებიდან ვინ თამაშობს ასე?(თუ ყველას გვინდა ხვიჩა ტოპებში ითვლებოდეს)₩

დაიწყო ალტინფოელების და ქოცების შეტევა კვარაზე,არ პატიობენ რუსული კანონის წინააღმდეგ,რომ წავიდა,გამოამჟღავნეს თავი,ასეც ვიცოდი!!!
Megreli
როგორც მოედანზე უყვარს მოტყუება და ცრუმოძრაობები, ისეა ცხოვრებაშიც - ორპირია: ხან ნაცებს უდგება, ხან ქოცებს, ხან კიდევ პატრიარქთან გარბის და ხან კიდევ სად და სად. ასეთი ხალხი არცერთ მხარეს არ ევასება ხოლმე და მხოლოდ თუ გამოიყენებენ#
Helados
მოკლედ ყველაფერი კარგადაა გუნდი არ ვარგა მწვრთნელი არ ვარგა ამინდი არ ვარგა შურიანები ირგვლივ კლუბები რიგში დგანან მოდით ეხა ფაქტებზე ვილაპარაკოთ) 1. შესრულება ხო თანაგუნდელებზე არაა დამოკიდებული, მიღება, დარტყმა, გასწორება სწორი გადაწყვეტილება ხო?? 2. ბევრი დარტყმები აქვს დაბლოკილი და ზოგადად დიდი მუნუსი აქვს დარყმა, ჩემი აზრით ბევრს ფიქრობს საჯარიმოში და დარტყმა არ აქვს კარგი (ხშირად არ წევს ბურთს და უბლოკავენ მცველები) ერთი შორიდან გოლი მახსოვს სულ მისი მონცასთან დალშე ვსიო, ცოტაა და ბევრჯერ ბურთი ეჭრება და აუტში მიდის. 3. დრიბლინგი მისი არის ვერტიკალური რეალუად პირველი ნაბიჯის ხარჯზე და გაძრომა პატარა სივრცეებში არ აქვს სისწრაფე ამ სეზონში ისეთი რომ ეგ გააკეთოს პლიუს 2-3 კაცი უდგას. 4. ძალიან შაბლონურად დაიწყო თამაში ადრე რო ვუყურებდი არ ვიცოდი რას იზამდა და ბურთს რო მიიღებდა სულ რაღაცას ველოდებოდი ეხა ესე არაა ეხა უკვე 10 დან 8 ზუსტად ვიცი რას იზამს სავარაუდოდ მცველებმაც იციან. ჰეითერობა რო არ ჩამითვალოთ კარგი რა არის 1. პასები გრძელი, ფლანგიდან ფლანგზე გადატანა, მოკლე ერთი შეხებით გათამაშება კარგია 2. ჯანი და კორპუსი, აშკარად დაიკუნთა (სავარაუდოდ ეგ მოქმედებს სისწრაფეზე და მოქნილობის კლებაზეც) 3. დაცვაში თამაში და პრესინგი მაგრა მოუმატა ჩემი აზრით ამ მონაცემებით ფლანგზე არ უნდა იყოს უფრო ხშირად რო მიიღოს ბურთი უნდა იყოს ეხა სადაც ზელინსკია ანუ ყველგან ცენტრიდან დაწყებული საჯარიმომდე ან მეორე ფორვარდი ცრუ ცხრიანი. ხვიჩა ვალენსია ან ვილიანი არაა რო კრაიზე ირბინოს ტროლეიბუსივით. გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე ვინგერათ ყოფნა არ აქვს ტოპ აჩქარება დისტანციური სისწრაფე მაგრამ აქვს სხვა ბენეფიტები რასაც მწვრთნელები ვერ იყენებენ სათანადოდ. მემგონი არავინ არ არის ვისაც არ გაუხარდება ხვიჩას წარმატებები არ მჯერა რო არის ვინმე მართლა შურიანი და თუ არიან პირდაპირ მტრები ქვია ასეთ ხალხს. ჭიქის თემაა ზოგი ხედავს რო ნახევრად სავსეა ზოგი კი ნახევრად ცარიელი.

ასეც ვიცოდი,კვარას ნაცები კი არა ქოცები და ანტიმფოელები ებრძვიან,ვერ აპატიეს რუსეთუმე კობიაშვილის,კალაძის,სანიკიძის,ყაველაშვილის და კაჭარავას წინააღმდეგ, რომ წავიდა!!!
Osi > knicha+zielinski
არ ჩარეულიყო პოლიტიკაში (ჩარევასაც გააჩნია ისე) და არ იქნებოდა ასეთი აგრესია მის მიმართ.. ახლა უკვე ერთ-ერთი მხარეა (როგორც ვიცი, ბოდიშობას არ სპირებს) და დანარჩენი ორი მხარის ლანძღვის ატანა მოუწევს.. ამას ემატება, ბრალეულობა ოლიმპიადის საგზურის გამაზვაში და ვიღებთ ამ სურათს (გაუარესების პერსპექტივით)..
OsimenN1
თავს ნუ იშტერებთ და ნუ მიამიტობთ რა.. თითქოს არ იცით, რატომ არ მოსწონს ხალხის საკმაო ნაწილს.. პოლიტიკური განცხადებები მე ვაკეთე? "ალა ლუსულ კანონს" არ იძახა?! მანამდე მის მაგინებელ ნაცების ანასხლეტებს კუდი არ უქიცინა?!პოლიციელების მოლოტოვის კოქტეილებით წვა, მე ვამართლე?ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ზღურბლზე, მე ვისვენებდი?! და სხვ.
Charley
რაც ხდება ბოლო პერიოდში ხვიჩას თავს კი გამოსასწორებელი აქვს მარა სოც ქსელებში ეს პანაშვიდების გამართვაც მარაზმში გადადის. რაც იწერება ყველაფერი ცოტ-ცოტა მართალია რა თქმა უნდა, და ეს მიზეზები ერთმანეთიდან გამომდინარეობს და კავშირშია რაც მერე იბუსტება და მის თამაშზეც აისახება. წნეხი, სათანადო ჟილკის ვერ/არ ქონა (ნუ მინიმუმ ამ ეტაპზე საკლუბო კარიერაში) სუსტი გუნდი ყველაფერი მაგრამ ეხლა ვერც ისე ვერ იქნება რომ ხვიჩას კარიერა ვიტია ასიმენზე და სტას ლობოტკაზე იყო დამოკიდებული, რომ ესენი თუ ვერ ათამაშდებიან, ხვიჩაც ჰაერში იყო გამოკიდებული. ნაპოლი რო სუპერ სლე გუნდია, მარტო ეს ვერ გაამართლებს ხვიჩას ინერტულობას. უამრავი გუნდი ყოფილა რომელსაც ერთი კაცი ათრევდა. ეხლა ხვიჩა არც არის იმ ასაკის და იმ ავტორიტეტის ჯერ, რომ თავის თავზე აიღოს და ათრიოს ასე ეს მორყეული ნაპოლი. ტოტივით ჯვარი უნდა გქონდეს დაწერილი რომაზე და მისი ასაკის და ავტორიტეტის იყო როცა ათრევდა ხასიათი ბევრ რამეს განაპირობებს სამხრეთელებში და განსაკუთრებით ქართველებში. ეხლა მესხი ლაივში არ გვინახავს არავის მითუმეტეს ახალგაზრდებს მარა როგორც ამბობენ ეგეთი ტიპი იყო, თუ ვერ იყო ხასიათზე არ მისდიოდა თამაშები. მაქსიმალისტები ვართ ქართველები, ზოგჯერ ყველაფერი გამოგვდის, ზოგჯერ არაფერი პლანეტები ერთ ხაზზე უნდა განლაგდნენ რომ რაღაც გამოვიდეს ხოლმე. არ გვაქვს ეს ხასიათის სტაბილურობა და სიმტკიცე. თუ რაღაც ისე ვერ მიგვდის, იმაზე მეტად ვითრგუნებით ვიდრე ნორმაა. ჰოდა დაჯდება რა მალე ისევ კარგ პალასაზე და ისევ აკრიბავს. ზოგს ისე უყვარს ხვიჩა ვერ ეგუება მის ასეთ ფორმას და ცხელ გულზე დაწერს ოდნავ გადაზედმეტებულს სტრესის მოსასხნელად მაგრამ ეს სიძულვილს და ჰეითს არაფრით არ ნიშნავს. სიძულვილი კომენტარში მკაფიოდ ამოიცნობა ასეთებს კი არ დატოვებს განგება უპასუხოდ მიზანმიმართული ჰეითისთვის. როგორც კი მიეცემა საშუალება ეგრევე უნდა გადავიდეს მაგ საყლევეთიდან. ესეც აუცილებელი თემაა. თუნდაც ნუ იქნება საუკეთესო ფორმაში მყოფი ტოპი. აი ჩელსი მაგალითად. რაღაცა იყო კიდეც თითქოს დაინტერესება ამას წინებზე მოვკარი ყური. მუდრიკმა არ გაამართლა მარტო სირბილი იცის დოღის ცხენივით საფეხბურთო აიქიუ მოყვარულის აქვს და დასვამს თავისუფლად დაჟე ნორმალურ კონდიციაში მყოფი ხვიჩა, არათუ საუკეთესო. თან პრემიერლიგაში არი თუ ვინმე მართლა გაფლოპდა და რა ფულწბია გაქნეული ამათში სანჩო, მუდრიკი, გაკპო, ენტონი, ჰოილუნდი და სხვა ლიგებში ვინ ჩამოთვლის კიდევ იმდენი არიან. ჩვენ ბიჭს კი დარწმუნებული იყავით ეს ნამდვილად არ ემუქრება.
ნოდარი
კაი ეხლა კონტრაქტი კონტრაქტია, ამიტომ შევეშვათ ხელფასზე ოპერირებას. ოქროს ,, დინამოს" ბიჭებს მილიონჯერ ნაკლები ხელფასები ქონდათ, მარა დაფრინავდნენ.
გულშემატკივარი
ნაპოლი დღეს ძალიან ცუდად გამოიყურება. მეკარეს არაუშავს. კიმის წასვლის შემდეგ დაცვის ცენტრი ჩამოშლილია. ნახევარდაცვაში ბურთის ამომტანი არავინა ჰყავთ, ამიტომაც ამ ბურთის სულ უკან გორება და დროს გაყვანა, არ გამოდგება. ორი გამორჩეული და სწრაფი ფორვარდის ხელში, შემტევ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ. დააკვირდით, მხოლოდ ორი კაცია დაგეშილი მოწინააღმდეგის კარზე, დანარჩენები რას თამაშობენ ვერ გაიგებთ. მწვრთვნელის ხელი არ ეტყობათ.
სოსო
თუ გავიხსენებთ,ვინ,რომელმა საინფორმაციო საშუალებებმა ააგორეს,ხვიჩას წინააღმდეგ სიძულვილის კამპანია,ჯერ კიდევ რუბინში თამაშის დროს და იმასაც გავიხსენებთ,რომ იგივე საშუალებები,სხვა ცნობილ სპორტსმენებსაც ისეთივე ყურით მოთრეული მიზეზებით ლანძღავდნენ,გავიხსენებთ,რომ მოსახლეობისათვის მხოლოდ უარყოფითი ინფორმაციის მიწოდებით,მათ სტრესულ მდგომარეობაში მუდმივად დარჩენას ლამობდნენ და ახლაც ლამობენ,ადვილად მისახვედრი გახდება,რომ ეს პროცესი,ახლაც მართულია.ბევრი,ვერც მაშინ აცნობიერებდა,რომ ვიღაცის მართული იყო და ახლაც ასე იქნება,ისიც ვიცი,ისინი დისლაიქებით ამავსებენ,მაგრამ ეს სამწუხაროდ ასეა.
გრუზინი
ერთი იდეა მაქვს ვინც ცოლებს ადანაშაულებს ფეხბურთელების წარუმატებლობაში,დავნიშნოთ თამაში: ცოლიანები, უცოლოების წინააღმდეგ,ვინც გაიმარჯვებს მათი მომხრეები იქნებიან მართლები,
Ილია
ვისი სტატიაა? კარგი ანალიზი ძალიან! ასეც ვფიქრობდი მეც პირადა შარშანდელი სეზონის შემდეგ_ წელს გაუჩირდებოდა, სამაგიეროდ მომავალ წელს და შემდეგ მთელი თავისი ნიჭით გაიბრწყინებს!!!
შოთა
ხვიჩამ პირველ რიგში მოქცევა ისწავლოს უნდა, მოითოკოს ნერვები! ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება!

დღეს ჩელსიმ ითამაშა და წააგო,მუდრიკმა გოლი ვერ გაიტანა და მაინტერესებს მასაც აკრიტიკებენ ინგლისელები და უკრაინელები?!
დრანდელი
ასეა,ყალბი სიყვარულის უკან მყარი სიძულვილი იმალება.იმალება კი არადა,ბილწად დადმოსჩქეფს,გადმოედინება...
გიორგი
ასევე ქალთ მოძულეებიც ბევრნი არიან საიტზე,ყველაფერზე სპორტსმენების ცოლებსა და შეყვარებულებს,რომ ადანაშაულებენ,ალბათ თვითონ წარუმატებელი შემთხვევები აქვთ ქალებთან და გენდერულ სიძულვილში გადაუვიდათ!!!!
mkitxveli.
ასევე ბევრი აშკარად არაქართველი კომპლექსიანი ქართველმოძულე პარაზიტები არიან გამწარებული კვარაცხელიაზე მოეთრევიან ქართულ საიტებზე და რასაც უნდათ იმას წერენ არიან გაბლატავებულები ცივ ნიავს არ აკარებთ არავინ. ჩვენ არ შევდივართ სხვა ნაციების სპორტულ საიტებზე და მათივე ენაზე არ ვუწერთ უნიჭო ტრაწიან მძ*** ებს რაღაცეებს თან ვიატომ ფსიქოლოგიურად რო გეჩალიჩებიან
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ