16 დეკემბერს სტარტს აიღებს 18-წლამდელთა B ლიგა (დივიზიონი), რის შემდეგაც მიჰყვება და ახალ წლამდე იმავე ასაკის C ლიგა და 14-წლამდელთა B და C ლიგები დაიწყება. ჩვენ კი აქ თქვენს ყურადღებას აღნიშნული ჩემპიონატების გათამაშების სისტემაზე გავამახვილებთ.

მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ოთხივე ლიგის წილისყრა ოლიმპიურ სასახლეში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. წილისყრა სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა და მისმა თანაშემწეებმა ჩაატარეს, რისი ონლაინტრანსლირება მონაწილე გუნდებისთვის ონლაინრეჟიმში განხორციელდა.

18-წლამდელთა B ლიგაში სტანდარტულად, როგორც ყველა ასაკის ამ კატეგორიის ლიგაში, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად მოიპოვეს B ლიგაში ადგილი, ნაწილი კი A ლიგიდან დაქვეითდა.

24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 4 გუნდია და ისინი რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა (12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება და 16 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

ანალოგიური გათამაშების ფორმატი იქნება 14-წლამდელთა B ლიგაშიც, სადაც ასევე 24 გუნდი მონაწილეობს და 4 ექვსგუნდიანი ჯგუფია შექმნილი.

რაც შეეხება 14-წლამდელთა C ლიგას, აქ ყველაზე მეტი – 70 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 10 ჯგუფში გადანაწილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ჯგუფებში გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და შემდეგ ეტაპზე, ანუ მერვედფინალში, 16 საუკეთესო გავა: 10 პირველადგილოსანი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

დაბოლოს, 18-წლამდელთა C ლიგა, რომელიც აქ ჩამოთვლილი ტურნირებიდან იმით განსხვავდება, რომ პლეი ოფში 8 გუნდი გადის. ამის მიზეზი მონაწილეთა სიმცირეა. ტურნირში 22 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 6 ჯგუფში არიან განაწილებულნი. მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული (6 გუნდი) გავა, რომლებსაც 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატება.

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა