რუსთაველთა 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემო ქართლის გუნდმა 85:79 (სტატისტიკა) დაამარცხა “კავკასია” და საკუთარი გულშემატკივარი, როგორც იქნა, გამარჯვებით გაახარა.

რუსთავში სათამაშოდ ჩასულმა კავკასიამ კი პირიქით – სამმატჩიანი წარმატებული სერია შეწყვიტა. სეზონის 3 წაგებით დაწყების შემდეგ კავკასიამ მოგებებს უხშირა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ბექა წივწივაძის გუნდი რუსთავში მოგებ-წაგებების თანაბარი რაოდენობით (4-4) ჩავიდა, მასპინძლებს კი 3 მოგების წილ 5 მარცხი ჰქონდათ. ერთი სიტყვით, გუნდები ცხრილში ახლოს იყვნენ და მოგება ორივეს ჰაერივით ესაჭიროებოდა.

ბრძოლაც შესაბამისად უშეღავათო გაჩაღდა. კავკასიას აკლდა ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც წინა მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღო და სანქციად ერთი მატჩის გამოტოვება დაუწესდა. თავის მხრივ, რუსთაველებსაც არანაკლები დანაკლისი ჰქონდათ: ჯორდან ჰენდერსონი. კავკასიელები ტოლს არაფერში უდებდნენ მეტოქეს და პირველი მეოთხედი 26:22 მოიგეს. მეორიდან კი მასპინძლებმა მეტოქის დაცვას გასაღები მოარგეს, ლიდერობა მოიპოვეს და დიდ შესვენებამდე 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 42:39.

მესამე პერიოდი კავკასიელებმა ზუსტად 3 ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდიდან, ფრე ანგარიშით ყველაფერი თავიდან დაიწყო. დასკვნით ათწუთეულში მასპინძლებმა მეტოქე გატეხეს, რაც, ცხადია, გუნდური ძალისხმევით განხორციელდა, თუმცა აღსანიშნავია ანზორ ნადირაძის უხვქულიანობა, რომელმაც საკვანძო ეპიზოდში 7 ქულა ჩააგდო. მას შეეშველა ლუკა ბულაშვილი, ლევან ბაბილოძეც და მასპინძელთა ლიდერობამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 10 ქულას გადააჭარბა.

მატჩი ისე დასრულდა, ვითარება აღარ დაძაბულა. რუსთავმა გაიმარჯვა და მოგებ-წაგებებით კავკასიას გაუთანაბრდა. გამარჯვებაში ლომის წილი ბულაშვილმა დაიდო, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა დ 5 პასი მოაგროვა. 15 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, ანზორ ნადირაძემ და თაჯეი თიგმა 14-14 ქულა მიითვალეს. კავკასიელთაგან ყველაზე მეტი – 14 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა მოაგროვა. 10 ქულა და 8 მოხსნა ჯეილენ სმიტის ანგარიშზეა.

სუპერლიგის მე-10 ტურის 3 შეხვედრა ხვალ, 16 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა