"ნაპოლიმ" ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ვალტერ მაცარის გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა...

კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის ასე ფიქრობდა... ქართველს ბოლო დროს არ უმართლებდა, ახლა კი ყველაფერი გააკეთა, ისე გაეტანა, მის დარტყმულს ვერც მეკარე შესწვდომოდა, ვერც კარში მდგარი მცველი და ბურთი ჩარჩოში მოთავსებულიყო. "კვარასთვის" ეს ეპიზოდი ძველი თავდაჯერების დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთში წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები ერთმანეთს ცვლის. მთავარია, "დიდებს" მასთან ადაპტირება შესაბამისად შეეძლოთ. დამაფიქრებელია, გუნდი სტაბილურობას რამდენად შეინარჩუნებს და თავის სიტყვას ძლიერ გუნდებთანაც თუ იტყვის!..

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში არადამაჯერებელია, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და ქვეყნის თასზე მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" უმასპინძლებს - დღეს, 19 დეკემბერს, 23:59 საათზე.

თუკი გასულ წელს სკუდეტოს მომლოდინე ნეაპოლელებს თასი ნაკლებად აინტერესებდათ და "კრემონეზესთან" ადრევე დამარცხდნენ, ახლა განსხვავებული ვითარებაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს "კოპა იტალიის" გემოც გასინჯული აქვს.

სერია "ა"-ს ბოლო ტურში ოსიმენისა და კვარაცხელიას გოლებით გამარჯვებამ ("კალიარისთან" 2:1) მოქმედი ჩემპიონების მდგომარეობა ცოტათი გამოასწორა. რაც შეეხებათ ფროზინონელებს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ცხრილის შუაშია. 20 წლის გიორგი კვერნაძეს უკანასკნელ ტურში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთი წუთი მიეცა. იმედია, პერსპექტიულ ქართველ შემტევს თასზე მაინც ვნახავთ.

წინ "რომასთან" მატჩია. ამიტომ ვალტერ მაცარი ცვლილებებს მიმართავს და უარი არც ვარსკვლავების დასვენებაზე უნდა თქვას. ჯოვანი სიმეონეს, ალესანდრო ძანოლისა და ჯანლუკა გაეტანოს სასტარტოში მოიაზრებენ. დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყოს და თამაშში სიტუაციიდან გამომდინარე ჩაერთოს. მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "იუვენტუსი"-"სალერნიტანას" შორის საუკეთესოს შეხვდება.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა: გოლინი - დი ლორენცო (C), ოსტიგორი, ჟესუსი, ძანოლი - გაეტანო, კაიუსტე - ლინდსტრომი, რასპადორი, ძერბინი - სიმეონე.

გოლი
დღეს აუცილებლად წააგებს ნაპოლი
თამაზი
თქვენ რომ არ გემარჯვათ რა გვეშველებოდა?მადლობა რო გადაგვარჩინეთ
გელა
არ ვიცი და მიპასუხეთ თუ იცით.ელმასი ტრაბმირებულია?რო არა კვარა,ძირითადში ადგილს იმსახურებს ეს ბიჭი.ძალიან კარგი ფეხბურთელია
ზურა
დიდ გუნდებთან როგორი შეხმატკბილებულნი იქნებიან, თორემ .... ამას რომ ვწერ, პესიმისტი კი არ ვარ - რეალისტი. ფეხბურთში ადრე თუ გვიან - გშიფრავენ და სხვა არსენალიც უნდა გქონდეს. გარინჩას ერთადერთი ფინტი ჰქონდა, ყველამ იცოდა, მაგრამ იმდენად გენიალურად აკეთებდა - მაინც ვერ აჩერებდნენ, მარტივი მიზეზის გამო - წამის იმ მეასედის ფასი იცოდა, როცა ბიძგს აკეთებდა
ეეე
კერენსკი და ნაცები გერევა ბრატ.დდდდდდდ
ხათუნა
ჯერ ერთი, რომ ცარიელი კარი არ იყო და წინ მცველი ედგა, პატარა დაყოვნება და შესაძლებელია არახელსაყრელ პიზიციაში აღმოჩენილიყო. მასე პირველი ბურთი ოსიმენმაც კინაღამ ვერ გაიტანა, მეკარემ ხელი მოარტყა, მერე ბურთი ძელს მოხვდა, ისევ კარისკენ შევარდა, მეკარე არახელსაყრელ მდგომარეობაში იწვა, ხელი მოარტყა ბურთს და კარში შეიტანა. ბრაგასთან რაღაცნაირად მოჩხლართული ფეხებით შეიტანა ბურთი ბადეში, უნიონთან რუის პასი პოლიტანოს მკერდზე მოხვდა და შემთხვევით ბადეში აღმოჩნდა... ნეტავ, ხვიჩას სულ ასეთი გოლები გაიტანოს, თქვენ რომ გაუმართლაო და კინაღამ ვერ გაიტანაო, რომ გაიძახით. " შტანგა-გოლები" თითქმის აუღებელია, მითუმეტეს ასეთი ყუმბარასავით გასროლილი, როგორც ახლა იყო. მე პირადად ძალიან გამიხარდება, თქვენ კი რაც გინდათ, ის წერეთ
ეგაა
"ხევსურული"-ს შენ არაფერი გეტყობა. აი ქათმური შენთვის ზედგამოჭრილი ნიკი იქნებოდა.
კალიარ
შენ გეტყობა ძალიან გინდოდა რომ აეცილებინა, ისე აცილებულ ბურთებზე ალბათ კინაღამ გოლი გაიტანაო იძახი. და კიდევ, კარი ცარიელი არ იყო მეკარეც იქ იყო და მცველიც არც თუ ისე შორს. პასი კი ნაღდად იდეალური გამოვიდა.
ბესო
რა მოხდა? რასთან დაკავშირებით ახსენებთ ხვიჩას? კაშია ვიცი, მაგრად "გამოიჩინა" თავი
ქ.გ.-ს
არც კვარაცხელიაა ბასილაშვილის მენტალობის, არც მისი ცოლი დოროყაშვილის მენტალობის!!!მგლის შიშით კიდე ცხვარი არავის გაუწყვეტია!!!!
Pepelu
ნაცები ეხლაც კაბაგადაცმულები დადიან!!:))))))))
რიბი-ს
რობი სანაიას მიმდევარი რომ ხარ არ გიტყდება?
ქ. გ.
პატივცემულო ნორმალურო მკითხველებო! ჩემს კომენტარებში ვერც ერთ ბინძურ სიტყვას ვერ ნახავთ. არც არავის ვაგინებ. არც გვარს ვასახელებ. უბრალოდ ვწერ, რომ არაკეთილსინდისიერ აგენტს სანქციების თანახმად ევროპაში მოღვაწეობა უნდა აეკრძალოს. რა არის ამაში ისეთი, რაც ნორმალურ ადამიანს არ მოეწონება? ვინ ითხოვს ჩემი კომენტარების დაბლოკვას? მხოლოდ არაკეთილსინდისიერი აგენტის მიერ დაქირავებული ბოტები.
Kvekeskiri
დილას ხო არ ჩამოჰკარი?!
ასეა
არა რა ამ ნაცებს არაფერი არ შველის,დაივიწყეს უკვე 2008-ში ომის დროს კაბაჩაცმულები რომ გარბოდნენ..
გრუზინი
სხვა სპორტსმენების ცოლებმა გაამართლეს,რაც შეეხება ჩოგბურთელებს!!ნუ მოიყვანენ ცოლებს!!!ბერებად აღიკვეცონ!!!!!
ხევსურული
კაშიას ქამინგ აუთის აღარ მეგონა თუ რამე გამაკვირვებდა, მაგრამ კვარამ სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა, გადაჭარბებეის გარეშე ვიტყვი, არამხოლოდ ქართულ არამედ მსოფლიო გეი ქომიუნითის. მართლაც სასიხარულოა რომ ქართველი ფეხბურთელები ლგბტ აქტივიზმის ავანგარდში არიან. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენო საამაყო ბიჭებო!
1
ვამბობდი რომ ბალახის მოწევა არ არის სასარგებლო
რობი
ალო რედაქციავ! მოგვაშორეთ ეს 3- 4 ცალი ბინძური ტროლი რა! დაბლოკეთ ისენი! არსებობს ბევრ საიტზე ტროლებთან ბრძოლის ასეთი მექანიზმი(პლაგინი)-ვინც 5 ჯერ მეტ დისლაიკს მიიღებს კომენტარზე ვიდრე მოწონებას ცხადდება როგორც ტროლინგი და კომენტარი უქმდება!
გრუზინი
ქართველი ფეხბურთელების,კალათბურთელების,მოჭიდავეების,რაგბისტების,მძლეოსნების,წყალბურთელების, ცოლებმა გაამართლეს!!!აი რაც შეეხებათ ქართველ ჩოგბურთელებს ნუ მოიყვანენ ცოლებს!!!ბერებად აღიკვეცონ!!!!
ქ. გ.
ე.წ "გიორგი"-ს (aka "ხათუნა") - შენ თუ იბოღმები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გაბრაზებული ვარ, როცა ბოტებს დავცინი.
მაო
ბატების საქმეა "ბოტზე" სისინი...ფუი!
sul2
"ყველაფერი გააკეთა ისე გაეტანა, მის დარტყმულს ვერც მეკარე შესწვდომოდა, ვერც კარში მდგარი მცველი და ბურთი ჩარჩოში მოთავსებულიყო" კი არა უბრალოდ კინაღამ ააცილა მარტო მდგომმა ცარიელ კარს. ხვიჩასთვის და ყველა ადამიანისთვის უკეთესია სიმართლე და არა თვალებში ნაცრის ყრა
გრუზინი
ქართველი ფეხბურთელების,კალათბურთელების,მოჭიდავეების,რაგბისტების,მძლეოსნების,წყალბურთელების, ცოლებმა გაამართლეს!!!აი რაც შეეხებათ ქართველ ჩოგბურთელებს ნუ მოიყვანენ ცოლებს!!!ბერებად აღიკვეცონ!!!!
ხათუნა
კი, შევამჩნიეთ რა საყვარლად უყურებდა ბურთს. მას გოლი ძალიან ჭირდებოდა, უძლიერესად დაარტყა, ლამის ძელი ჩამოიღო და კარგი " შტანგა - გოლი" გაიტანა. მე პირადად ძალიან მომწონს შტანგა გოლები. საერთოდაც ხვიჩას ძალიან მგრძნობიარე ფსიქიკა აქვს, ამაზე ჭირდება ყველაზე მეტად მუშაობა, თორემ დანარჩენი ყველაფერი აქვს.
გრუზინი
ქართველი ფეხბურთელების,კალათბურთელების,მოჭიდავეების,რაგბისტების,მძლეოსნების,წყალბურთელების, ცოლებმა გაამართლეს!!!აი რაც შეეხებათ ქართველ ჩოგბურთელებს ნუ მოიყვანენ ცოლებს!!!ბერებად აღიკვეცონ!!!!
ხათუნა
ვერ გავიგე აქ რა კომენტარებია, რა ბოტები, რის რუსი ბიზნესმენები და დოროყაშვილები
ქ.გ.-ს
ნეტა არ მოგწყინდა ამდენი ბოღმის ნთხევა????
ქ.გ.-ს
არც კვარაცხელიაა ბასილაშვილის მენტალობის და არც მისი ცოლი დოროყაშვილის მენტალობის,ასე რომ "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია"!!!!!
ქ. გ.
არაკეთილსინდისიერი აგენტის ბოტების საყურადღებოდ! უთხარით დამკვეთს, რომ 10 ახალი ტელეფონი გიყიდოთ. მიზეზი ასე აუხსენით: 7 აიფონით 7 დისლაიკის მეტს ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ტექნიკურად გაუნათლებელია ბოტების უმრავლესობა.
ქ. გ.
ჭეშმარიტება: - ყველა რუს ბიზნესმენს უნდა აეკრძალოს ევროპაში მოღვაწეობა. არაკეთილსინდისიერი აგენტის ბოტები: - ჭორიკანა! სიძულვილის ენას იყენებ! ქალები გძულს!
ქ. გ.
ნორჩი სორტსმენების საყურადღებოთ! წარმოსახვითი ვირტუალური დიალოგი ბასილაშვილთან - ნიკოლოზ! რომ შეიძლებოდეს შენი დღევანდელი ცოდნის შენარჩუნებით წარსულში დაბრუნება, მოიყვანდი ცოლად ნეკა დურაკაშვილს? - არა!
ჟორა
რედაქციას სხვას არაფერს წერთ გარდა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ( თითქოს და სხვა სპორტის სახეობა და სპორტსმენი არ არსებობს საქართველოში). შემოვდივარ წინადადებებით - გადაარქვით საიტს ხვიჩა.გე ან კვარაცხელია.გე. უფრო ადვილად მივხვდებით რას უნდა ველოდოთ საიტზე.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა