ახალი ზელანდიის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაუმარცხებელი ჯერჯერობით ოთხი გუნდია, აქედან სამმა - "საუთლენდმა", "ვაიკატომ" და "მანუკაუმ" ორი მატჩიდან ორივე მოიგო...

ახალი ზელანდიის ჩემპიონატში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დაუმარცხებელი ჯერჯერობით ოთხი გუნდია, აქედან სამმა - "საუთლენდმა", "ვაიკატომ" და "მანუკაუმ" ორი მატჩიდან ორივე მოიგო. შარშანდელ ჩემპიონ "ქენთერბერის" კი თოთო მოგება და ფრე აქვთ.

ქენთრებერელბმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს სტუმრად "მანავატუსთან" და მინიმალური სხვაობით 27:26 მოიგეს. თამაში, როგორც ანგარიშდანაც ჩანს, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო მიითვალეს. სტუმართა გუნდიდან საუკეთესო იყო ფულბეკი შეინ მეთლენდი, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო გაუტანა. აქედან ერთი გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გამოდგა.

თამაშის დამთავრებამდე ათი წუთი იყო დარჩენილი, "ქენთერბერი" 22:26 აგებდა. მეთლენდმა თანაგუნდელთა მრავალფაზიანი შეტევა ალამთან ახლოს ლელოთი დაასრულა. მგეზავმა კოლინ სლედმა გარდასახვა ვერ გაიტანა, თუმცა გამარჯვების მისაღწევად მეთლენდის ლელოც საკმარისი აღმოჩნდა - 27:26.

მასპინძელთა მიერ გატანილი ოთხი ლელოდან ორი გარემარბ ლოტე რაიკაბულას ანგარიშზეა.

საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადახდა ველიგთონში გათამაშების ლიდერ "მანუკაუს", რომელმაც ადგილობრივ გუნდს 31:25 მოუგო. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 26-ე წუთისთვის მშრალად 17:0-ს იგებდნენ. პირველი ტაიმი კი 23:3 მოიგეს.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ველიგთონელებმა სტუმრების სამ ლელოს ასევე სამი ლელოთი უპასუხეს, თუმცა მგეზავ ბადენ კერის ფეხჩუბინობის საპირწონედ არაფერი აღმოაჩნდათ. მანუკაუელთაგან კერის გარდა თავი გამოიჩინა ეში ტუალამ, რომელმაც ორი ლელო გაიტანა.

მეორეადგილოსან "საუთლენდმა" შინ გაჭირვებით მოუგო აუტსაიდერ "ოტაგოს" - 16:12. მასპინძლებს გამარჯვება პირველხაზელის ჯიმი მაკონტოშის ლელომ მოუტანა.

საუთლენდელებს გაცილებით სერიოზული გამომცდელი მომდევნო ტურში ეყოლებათ. ისინი ლიდერ "მანუკაუს" უმასპინძლებენ.

მესამეადგილოსანმა "ვაიკატომ" სტუმრად დაამარცხა "ოქლენდი" - 21:18. ვაიკატოელებმა მეტოქეზე ერთით მეტი საჯარიოს გატანა შეძლეს. სტუმართა გუნდი ამ წარმატებას მგეზავ ტრენტ რენატას უნდა უმადლოდეს.

II ტური: მანავატუ-ქენთერბერი 26:27, ჰოუქსი ბეი-ბეი ოფ პლენტი 11:30, ტარანაკი-ტასმანი 31:11, საუთლენდი-ოტაგო 16:12, ოქლენდი-ვაიკატო 18:21, ველიგთონი-მანუკაუ 25:31, ნორთლენდი-ნორთ ჰარბორი 24:25

სატურნირო მდგომარობა: 1. მანუკაუ - 9 ქულა, 2. საუთლენდი - 9, 3. ვაიკატო - 8, 4. ქენთერბერი - 7, 5. ოქლენდი - 6, 6. ბეი ოფ პლენტი - 6, 7. ტარანაკი - 6, 8. ნორთლენდი - 5, 9. ველინგთონი - 5, 10. ნორთ ჰარბორი - 4, 11. მანავატუ - 2, 12. ჰოუქს ბეი - 2, 13. ოტაგო - 1, 14. ტასმანი - 0

III ტური: ტასმანი-ჰოუქს ბეი, ქენთერბერი-ნორთ ჰარბორი, საუთლენდი-მანუკაუ, ოტაგო-ველინგთონი, ბეი ოფ პლენტი-ოქლენდი, ნორთლენდი-მანავატუ, ვაიკატო-ტარანაკი.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა