როგორც გასულ კვირას გაცნობეთ, "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება. 53 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებთან 1+1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

კოკერილის შესახებ ჟურნალისტებთან "მონპელიეს" პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, რიჩარდი ფრანგული კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა TOP 14-ში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.

ალტრადის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კოკერილის მიერ მორაგბეებთან და მთელ სტაფთან ცუდი ურთიერთობა გახდა.

"კოკერილი ძალიან მკაცრი იყო, მოთამაშეებს ამცირებდა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე. მორაგბეებს ვუთხარი, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ჩემთვის აუცილებლად უნდა ეთქვათ, თუმცა პასუხად მივიღე, რომ ჩემი შეწუხება არ სურდათ. რიჩარდი მთელ სტაფს ატერორებდა. ვგულისხმობ არა მარტო მოთამაშეებს, არამედ ექიმებს, ვიდეოასისტენტებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებსაც.

სხვათა შორის, კოკერილი "ედინბურგიდან" ამავე მიზეზების გამო გაათავისუფლეს", - განაცხადა ალტრადმა Midi Libre-სთან ინტერვიუში.

გურულო
ბიჭებს დაამცირებს და რომ წაკუზავენ,ვინ იქნება დამცირებული იმასაც ვნახავთ.
!-ს და მის დამლაიქებლებს
ევროპელობა ელგებეტეობაა?! და ბასკოვ -კირკოროვ-...კანდელაკი -კედმი და უამრავი მათნაირი პუტინოიდ -ყველაფრისმკადრებლები და ოუპანტ-შოვინისტები ?! ყველა რუსეთის მაქებრის და მათი სპეცსამსახურების დაფინანსებულისაც ...
გიორგი
ჭორს ჰგავს ისე, ჩვენი შერკინების ბიჭების დამცირება ჯანმრთელობისთვის საზიანო აქტივობაა :) წარმატებები
აჩი
საჭიროა ჩვენთან დისციპლინა, ძალიან აუვარდათ გუნდში ყველას ქება ქებაში, არ ინდომებენ მეტს და შესაბამისად გარანტირებულად არიან ნაკრებში, ლობანოვსკისაც ქონდა ტერორი მაგრამ ნახეთ მისი გაწვრთნილი კალაძე, შევჩენკო, რომელ ქართველს ქონდა ფიზიკურობა მასე სტაბილური როგორც კალაძეს?
ქართველი
საქართველოში ზუსტად ეგეთი დისწიპლნის მქონე მწვრთვნელია საჭირო. ზედმეტს არავინ გაუტარებს, მაგრამ არც მოდუნების საშუალებას მისცემს ვინმეს. გვიჩვენებს ხვალინდელი დღე.
! -ს
იქნებ, პრორუსობა- ფსბ/გრუ-პუტინისტობაზეც დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება...
რამაზ
მოდი გავიხსენოთ კოკერილმა ლესტერს 3-ჯერ მოაგებინა პრემიერშიპი, ედინბურგი ისტორიაში პირველად გაიყვანა პრო12-ის პლეიოფში და ტულონი ტოპის ფინალში. შეუძლებელია საკუთარი მოთამაშეებისა და გუნდის დამცირებებით მსგავსი შედეგების დადება. ასევე ნუ დავივიწყებთ რომ ჩვენი გორგოძილა რეკომენდაციას უწევს პირადი ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე. ასე რომ გადაჭარბებული ემოციებით ნუ ავყვებით ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ყველანაირ ჭორ-მართალს. გუნდი და მთლიანად ქართულ რაგბი ჩვენგან (თითოეული ჩვენგანიდან) მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და მჯერა (ყოველი შემთხვევისთვის მინდა დავიჯერო) ამ თანადგომას ლხინშიც და გაჭირვებაშიც მიიღებს.
Soso
მოხვდება ყბაში მაშინ
1964 ავთო
ბოლო ერთი წელია მსაჯები ჩვენს მორაგბეებს ნერვებს უშლიან,თამაშები ძალით წაგვაგებინეს მსოფლიო ჩემპიონატზე,ასევე ინგლისელებთან შავ ლომს ქულები მოპარეს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი ცნობილი ფსიქოპატი დივერსიის მოსაწყობად ჩვენივე ხელით საკუთარ სახლში შემოვიყვანეთ!!!
123
თუ სტატიაში მითითებული ინფორმაცია მართალია დიდი ხნით საქართბელოს ნაკრებში ვერ გაძლებს. მთავარია მერე ისევ მაისაშვილი არ დაგვიბრუნონ.

ანუ ესე იგი კოკერელიც აზიელი გამოდის რადგანაც ასე იქცევა და არა თავაზიანად? შეიგნეთ ეს დაკომპლექსებულებო და ქართველებს ნუ ადარებთ სხვა ერებს და უი ისინი როგორი კარგები არიან და ჩვენ როგორი ცუდებიო. ამათი აზრით ევროპაში თურმე ერთმანეთს არ აგინებენ ან არ ცემენ. უნახავმა რა ნახა დაკომლექსებული ტიპები ხართ ეს პროევროპელები ანუ პრო ლგბტ-ეები. კი, პრო ევროპელობა პრო ლგბტ-ს ნიშნავს, ერთი მეორის გარეშე არ გამოვა და არც გამოგაყვანინებენ ევროპელები
TanoLife
პიროვნების ქცევა, რომლის მიზანი ან შედეგია სხვა ადამიანების თვალში დამცირებული თვითშეფასების და მისი ღირსების დაქვეითება - ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი სახეობაა. ეს ქართველებთან ვერ გავა, მითუმეტეს ჩვენ ბიჭებთან, ხოლო სიმკაცრე და დისციპლინა ყველა სპორტში საჭიროა, მითუმეტეს რაგბში. შევხედოთ, დაველოდოთ. ქართველებს დიდი მოთმინების უნარი გაგვაჩნია.
aleksandre
რაღა საჭირო იყო ისეთი მწვრთნელის მოყვანა, ვინც მორაგბეებთან კარგ ურთიერთობას არ დაამყარებს?მაგან აქაც თუ დაიწყო თავისი ხუშტურები გუნდი წინ ვერ წავა
ბადრი
არა მგონია ჩვენთან ანგელოზი გახდეს. მარა უნდა "მივახვედროთ" რომ ჯერ მთლად ევროპელები არა ვართ, მხოლოდ კანდიდატები ვართ და ჯერჯერობით ხასიათით უფრო აზიელობისკენ ვიხრებით.
გია
დისციპლინა საჭიროა ნამდვილად, ჰუკერი იყო კოკერილი და აუტი და მოლი იქნება მაინც გამოასწოროს. შეურაცხყოფა კიდე არა მგონია ვინმემ მოითმინოს, გინდ კოკერილი იყოს და გინდ სხვა ვინმე. ვნახოთ, ერთი წელი გამოსაცდელად საკმარისია
სოსო
1+1+2.ეს ნიშნავს,რომ არც ჩვენები ენდობიან ბოლომდე და თუ ცუდად მოიქცევა,ერთ წელიწადში გაუშვებენ,სახლში.ამ ერთი წლის შემდეგ,კიდევ 1 წელი იმუშავებს და თუ მეორე წელსაც მოაწონებს,თავს,მხოლოდ ამის შემდეგ გაუგრძელებენ ვადას,მსოფლიოს თასამდე.ჩვენ ბიჭებთან რქებით მიწოლა,არავის გამოუვა,დისციპლინა კი,საჭიროა და არა მგონია,ამაზე პრობლემები გვქონდეს
გიორგი - 11
ასეთ დროს ერთი გამოსავალია, მოკლევადიანი კონტრაქტი, გაგძელების პერსპეტივით...
vazha
იმედია იცის სად ჩამოდის ... თავი არ გაიფუჭო მეგობარო
დრანდელი
ობიექტურობა,მომთხოვნელობა,საქმიანი სიმკაცრე,გაგიხარია კარგია და ჭკვიანი მხოლოდ მიესალმება.ხოლო,თუკი,ღმერთმა არ ქნას,"რქიანი"აღმოჩნდება,წაატეხავენ და ეგაა... იმედი ვიქონიოთ,რომ სასიკეთო გადაწყვეტილება აღმოჩნდება ჩვენი რაგბისთვის.
Irakli
ფრიად „დამაიმედებელი“ ინფორმაციაა ჩვენი უპირველესი გუნდის მწვრთნელზე!
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
დანაკლისით - საქართველოს ნაკრები კაუნასში გაემგზავრა
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება