ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო

[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეექვსე ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მახვილი კუთხიდან სიგუამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ახლო მანძილიდან კი ჩიქოვანს მეკარე პარფიონოვსმა არ გაატანინა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით გვპასუხობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ბერუაშვილი. პირველი ტაიმის დასასრულს გვასალიამ მოედნის ცენტრში ვარდნაში პატრიკეევსი წააქცია, განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კვიპროსელმა მსაჯმა ფელასმა ქართველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სვანაძე იძულებული გახდა უმალ ტაქტიკური ცვლილება განეხორციელებინა - ჩიქოვანის ნაცვლად მოედანზე გიუნაშვილი შეუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და სწრაფი კონტრიერიშისას გოლი მიიღო. ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომლის თამაში შეცვლაზე შესულმა ცეხცლაძემ გაამწვავა, არ დანებდა და ეგოიანის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ირაკლის კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი „მაკრატელა“ პარფიონოვსმა მოიგერია.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 31 მარტს მალტას უმასპინძლებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - ლატვია 1:1

გოლები: 0:1 სტროდსი (53), 1:1 ეგოიაინი (85)

გაძევება: გვასალია (41, საქართველო)

საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი (ტაბატაძე 73), ნარიმანიძე, ამისულაშვილი (პარკაძე 73), გვასალია, ეგოიანი, დადიანი, სიგუა, ბართიშვილი (დეისაძე 73), ჯაფარიძე (ცეცხლაძე 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი 44)

• ლეო

მე ვფიქრობ რო სვანაძემ დროა უკვე მისცეს მაქსიმალურად ბევრ 2006-2007 შანსები რომლებსაც მოუწევთ მომდევნო ჯგუფის ჩატარება. ვაღიაროთ რომ ამ ჯგუფიდან ჩვენი გასვლა არარსებობს.

ახალგაზრდებმა შესაძლოა არც იციან,მაგრამ ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე,ქუთაისელია!ასე რომ ჭადრაკიც ქუთაისელების სპორტია და სიჩუმესაც ძალიან კარგად იცავდნენ.უბრალოდ კარგად იციან,სად სიჩუმეა საჭირო და სად კიდევ ხმაური.

ორივეში მართალი ხარ.

• მერაბს

„როგორ შეიძლება აზაროვი გყავდეს და ცენტრალურ მცველად ლოჩოშვილს ათამაშებდე?“-ამას რომ იტყვი,არც სხვების პრაფესორობაზე უნდა ლაპარაკობდე,არც ფეხბურთის ცოდნაზე და არც ობიექტურობაზე.

• Ქართველის დამფასებელი

Სვანაძე კარგი მწვრთნელია, მწირი რესურსით კარგ ფეხბურთს ათამაშებდა ხოლმე 21 წლამდელებს, მას ეროვნულ ნაკრებში შანსი უნდა მიეცეს იქ მყოფი ბევრი ფეხბურთელი სწორედ მის ხელში გათვლილია.

• QT

Bs რატომ უნდა ჩაიბაროს ეროვნული ? რამე კანონია თუ რა. ჯერ წავიდეს მეტი გამოცდილება დააგროვოს სადმე ევროპულ კლუბში და მერე კი ბატონო მოვიდეს ეროვნულში

• Bs

მაშინ სვანაძემ ეროვნული ნაკრები უნდა ჩაიბაროს? ძნელი სათქმელია რამდენად კარგი იქნება ეროვნულში

• გიორგი

თუ აქაური ფეხბურთის პრობლემებზე ლაპარაკობ კვარაცხელია რაღა მოსატანი იყო? ერთადერთი ნათელი წერტილია.თვითონ თუ არ 'პროფესორობ' უნდა იცოდე მესისაც და მარადონასაც ეროვნულნაკრებშიც და სკლუბოშიც ბევრ თამაშში ის არ გაუკეთებია რაც ხვიჩამ გააკეტა ბოლო თამაშში.

• QT

გასაგებია რომ ამ ასაკობრივ ნაკრებში მუდმივად თაობათა ცვლაა, რაც მწვრთნელს უძნელებს სასურველი შემადგენლობის დაყენებას და შედეგის მიღებას. სვანაძემ 21 წლამდელთა ნაკრებით ბევრ წარმატრბას მიაღწია, 2ჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატი, მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ სხვისი დროა რომ ჩაიბაროს ნაკრები.

• მერაბი

ეს ხალხი გადამრევს ,რატომ არ ამბობთ სიმართლეს , ამ თამაშით მადლობა ვთქვათ, რომ არ წავაგეთ. ანდა როდემდე უნდა ველოდოთ ხვალინდელ დღეს. არ იქნება უკეთესი ხვალ სანამ ნაკრებს მწვრთნელები არ დააყენებენ და ღირსეულები არ ითამაშებენ. ფეხბურთელმა ბურთის გაჩერება რომ არ იცის იმას რა უნდა ნაკრებში მაგრამ ჯიგრულ პონტში ათამაშები ისენი ქართული ფეხბურთი ფეხებზე, რომ ჰკიდიათ.ალბათ იცით ვინც არიან ქართული ფეხბურთის მამები, თუ არ იცით მაშინ თავი გაანებეთ აქ პროფესორობას. ძირითადი ნაკრების არ იყოს აავსეს სანიოლი ლანძღვა გინებით.სანიოლი რა თქმა უნდა გასაგდებია, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ მას ერთი კაცის დაყენების უფლებაც არა აქვს და ნაკრების წარმატებაც სულ ფეხებზე ჰკიდია,როგორ შეიძლება აზაროვი გყავდეს და ცენტრალურ მცველად ლოჩოშვილს ათამაშებდე.ერთი კვარაცხელია ვერ მოიგებს თამაშს ის არც მესია და არც მარადონა რაც კარგად გამოჩნდა ისრაელთან .სულ მცირე ხუთი ფეხბურთელი გასაშვებია, არა უფრო სწორად გასაგდებია. რაც შეეხება ახალგაზრდულში ჩვენი ფეხბურთელის გაძევებას ათჯერ გადავახვიე და დავრწმუნდი რომ მსაჯმა სამართლიანად გააძევა, ასე პადკატს არ აკეთებენ.რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია.ასეა ეს

• Ახმეტელს

Ეგრე მსჯელობა არ შეიძლება, დაბალი დონის გუნდი იყო ლატვიაო, არც საქართველოა 5 გზის მსოფლიო ჩემპიონი, დღეს ყველამ ისწავლა ფეხბურთი და თუ სერიოზულად არ მიუდები კონკრეტულ თამაშს დაისჯები. Დიდი ამბავი თუ ბურთი ეკავათო, თან 10 კაციანი გუნდით, ეს თავისით არ მოდის, აქ მწვრთნელის ხელია ზუსტად. Მომენტს როგორმე შეგიქმნიან, მთავარია შენ როგორ უპასუხებ.

• ახმეტელი

ლატვია იყო დაბალი დონის გუნდი და წითლამდე მომენტებიც შეგვიქმნეს და დიდი რამე თუ მაგათ ბურთი დავუჭირეთ ცოტა ხანი.ეგოიანზე ვეთანხმები რომ მომატებული აქვს და საინტერესო ბიჭია, მაგრამ სიგუა ძაან შორსაა მისგან. გოლი როგორ მივიღეთ გახსოვთ? ბურთი ვერ გააჩერა დაკარგვა და გაგვიტანეს,თან ბევრჯერ ჰქონდა ტექნიკური წუნი და ერთ ორ პასს ყველა გააკეთებს ხოლმე. ფიზიკა აქვს და ისიც უხეში რაც ჩანს. აი ბართიშვილი საინტერესო მომავლის მქონეა დაგვანახა და პრობლემა დაცვა უფროა და გამტანი ფორვარდი.

• Ძველი სამტრედია 90 ათიანი წლ

Აქ ზოგზოგიერთის კომენტარს რო ვკითხულობთ საერთოდ არ აინტერესებს ფეხბურთი ან არ იციან. Გუნდი 10 კაცით იყო მთელი თამაში და ბურთიც მეტოქეზე დიდხანს ეკავა, უფრო მეტი მომენტიც შექმნა, ამას ქვია გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობაო. Სვანაძე აშკარად ტაქტიკურად და მენტალურადაც ძლიერი მწვრთნელია მერამდენე გუნდს აკეთებს სათვალავი ამერია.

• ემიგრანტი

ეგოიანი ეროვნულ ნაკრებში ვისურვებდი ნახევარ დაცვით ხაზს გააძლიერებდა ძაან მომატებული აქვს 😍😍

• ფედერაციის ტროლები?

თუ პირიქით სვანაძეა სწორედაც ამ ფედერაციის თანამშრომელი და გუნდის წევრი თორე სხვა შემთხვევაში ნაკრებს კიარა საჭირო ოთახის გასაღებს არ ჩააბარებდენ.დდ

• კახა

მთავარი პრობლება ცენტრალურ ნახევარდაცვაში გვაქვს! საინტერესოა რატომ დაუთმო სანიოლმა ახალგაზრდულს სიგუა და ეგოიანი,რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს გუშინ ლატვიასთან? გაგნიძე და მექვაბიშვილი ჯობია მაათ? ჯერ ლიგებს შეხედე სათ თამაშობენ ეს ბიჭები, სხვას თუ ვერაფერს ამჩნევ და მერე გამოიტანე დასკვნა. ნიდერლანდების და შვეიცარიის ლიგას ჯობია უკრაინის და რუმინეთის ლიგა? ამავე დროს ეს სანიოლი ფეხბურთელებს ათამაშებს კლუბისგან განსხვავებულ პოზიციაზე,მაგალითად წიტაიშვილი კლუბში ფაქტიურად ფორვარდია და ეს ათამაშებს დაცვაში, ან მამაგეიშვილი ნახევარმცველია თანაც შემტევი და ათამაშებს დაცვაში! ან კიტეს სად ათამაშებს? ის ხომ შემტევია კლუბში და გოლეადორი! მოკლედ ეს კაცი ექსპერიმენტებს ატარებს და თანაც ძალიან უაზროს!

• Nodo უშანგის

სად ნახე ჩარტყმა? გესიზმრა? გადაახვიე თუ თვალთ გაკლია. ბურთის მერე სულ ოდნავ შეეხო და ლატვიელმა ყვითლის იმედად გააფორმა, მსაჯმა კი სულაც წითელი მისცა. მაზოხისტი უნდა იყო, აქ წითლის სამართლიანობაზე ეომ ილაპარაკო.

• hahaha

გავსებულა აქაურობა ფედერაციის ტროლებით და ხიზანასა ოჯახის წევრებით. საგინებელი რა აქვთ ამ ბიჭებს, ან სვანაძეს? ამ ფორმაციის ნაკრები ახალი შექმნილია და დღითიდღე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებენ. აქ ტაქტიკაც ჩანს, მწვრთნელის ხელიც, დისციპლინაც და შემართებაც. ასეთივე შემართებით თამაშობს სვანაძის გუნდი ნებისმიერ გრანდთან და ბიჭები ასე რომ განაწყო, ეს უკვე დიდი პლიუსია მწვრთნელისთვის. მთელი მეორე ტაიმი დომინირებდნენ კაცნაკლულად და შესარებისთვის - სანიოლას ბიჭებს ბურთთან შეხება ჰქონდათ სანატრელი, ისრაელმა, რომელიც საფეხბურთო თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენს, ბურთი ხან დაუმალა და ხან თავზე გადაახია. მატჩისშემდგომი ინტერვიუებიც შეადარეთ - სვანიძის შემთხვევაში სახეზეა საღი ანალიზი თვითკრიტიკის ელემენტებით, სანიოლის შემთხვევაში კი მხოლოდ მორიგი დაპირებები ბოზანდარა პოლიტიკოსების სტილში.

• jo

ჰო, ვაბრალოთ ყველაფერი მსაჯს, ბიძინას, მიშას, გრიშას და ჩვენი ფეხბურთიც წინ წავა!

• საჩინო

არა ფიზიკა,არა ტექნიკა,არა აზროვნება.ლატვია სახლში უნდა შეჭამო.4-5 ბურთის სხვაობით ,მინიმუმ ,უნდა უგებდე.ამ გაჯახირებულ ფრეს კი,მსაჯს ვაბრალით.დარწმუნებული ვარ ,ამ ლატვიას ,საბჭოეთის დროინდელი ჩემი უბნის გუნდით___,,ბებერი მგლები"_ით მოვუგებდი.

• გოგა

კიდევ კარგი დღეს არ იყო დანიშნული თამაში თორემ მსაჯს ხომ ქარიც მიეხმარებოდა თამაშის გაფუჭებაში,რაის მსაჯი რაის ამინდი ლატვიის ნაკრებს მეკარეც რომ არ გყავდეს ისე უნდა უგებდე მარა არ შეუძლიათ არა, გავიგოთ რომ ყველა პრობლემა ბავშვთა ფეხბურთიდან და მერე ჩვენი ჩემპიონატიდან მოდის,ანჩელოტიდან დაწყებული კლოპით დამთავრებული ვინც არ უნდა იყვნენ სანამ გინდა დიდი და გინდა ასაკობრივი ნაკრებები თანაბრად არ იქნება ყველა რგოლში დაკომპექტებული ვიქნებით სულ ასეთ ნეხვში,და ყოველ ათ წელიწადში ერთხელ გარემოებების გამართლების და ერთი კარგი ინდივიდუალისტის ხარჯზე შევძლებთ თავის ამოყოფას

• rembo ))

svanadze magari mwvrtnelia ? chemi azrit kurdgelis mentaloba aqvs da bevric araferi gaegeba .uamravjer daamtkica es da ar medavo t.amis da saniolis xelshi aranairi shedegi ar gveqneba .

• მწარე

"უნდა ვისწავლოთ გარისკვა და ახალგაზრდებისთვის მეტი ნდობის გამოცხადება. გვეყოს კიტეს, კაშიას და კაკაბას იმედად ყოფნა. მუდმივად დიდი კონკურენციაა საჭირო ნაკრებში."- დაამატე, გვეყო ლოზუნგებით ცხოვრება.

• მწარე

სალია იყო ნოლით-ნოლზე სამი ერთზე რომ დარჩნენ და სისულელე გააკეთა. ქება ადვილია. ნახე ინგლისელები როცა საჭიროა მამარდას აქებენ, მაგრამ კრიტიკასაც არ აკლებენ. ასე იზრდება დიდი ფეხბურთელი, მარტო ქებით შენ შვილს გაზრდი?

• Lelo

Ამ გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა ეროვნულისგან განსხვავებით, დანიშნონ სვანაძე ეროვნულ ნაკრებში და ყველა დაინახავს რა შეუძლია ეროვნულ ნაკრებს თან იმ კონტიგენტით. 10 კაცით დარჩენილი გუნდი მეტოქეზე ბევრს უტევდა და ბურთსაც აკონტროლებდა, აი მწვრთნელის ხელი სად ჩანს.

• ziz

კიტეიშვილი ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებში! ნუ გავწირავთ ფეხბურთელებს იმ რეკლამაში მონაწილეობის გამო

• ქუთაისელებს-ს

ხმაურის და(ყაყანის)გარეშე ეგ სპორტის სახეობა არარსებობს ეგეთებმა ჭადრაკს მიაწექით ბუზის ხმას გაიგონებ ისეთი სიწყნარეა მოკითხვა ქუთაისიდან.

• მეტი სიმკაცრე ჩვენი თავის მიმართ

წითელი ბარათის ეპიზოდი, როგორც ჩანს ზოგიერთმა კომენტატორებივით გაიგო და მხოლოდ ბატონმა ზაზამ და ბატონმა უშანგიმ დაინახეს აშკარა დარღვევა. გაშლილი ფეხით თამაში. გვერდიდან იქნება და უკნიდან ეს ვარდნა უეფას წესებით ეს პირდაპირ წითელია, ასე რომ ბატონო ზურა222-ო ეს თქვენ გაქვთ ან სხვა თამაში ნანახი ან წესები არ წაგიკითხვთ. ზოგადად კი ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები არ იღებდნენ ამ უაზრო წითელ ყვითელ ბარათებს, საჭიროა ჩვენმა მსაჯებმა გადაჭარბებული სიმკაცრით იმუშაონ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. ეგებ ფეხბურთელებს ჩვევაში ჩაუჯდეთ გაფრთხილების შიში და ევროპულ თამაშებზე უაზრო ბარათები არ ჩამოგვირიგონ.

• Lelo

Აი მწვრთნელის ხელი რას ქვია, თან ქართველი მწვრთნელის ხელი, მერა რა რო ლატვია იყო, საქართველო 10 კაცით იყო და ცოტა რო გამართლებოდა სულაც მოუგებდა, ეს არის მწვრთნელის ნამუშევარი, ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით ამ გუნდს თავისი ხელწერა ეტყობა, აი აქ ჩანს სწორედ მწვრთნელის ხელი, ხშირად იმიტომ ვიმეორებ რო ზოგიერთებმა გაიგონ რო იძახიან მწრთნელს რა მნიშვნელობაა აქვსო სანიოლზე ვგულისხმობ. Ეროვნული ნაკრების კონტიგენტი რო სვანაძეს მისცა წარმომიდგენია ეროვნული ნაკრები როგორი ფეხბურთის თამაშს დაიწყებს, თქვენი მოწონებული. Სასიამოვნო ის იყო რო 10 კაციან გუნდს მეტოქეზე მეტად ეჭირა ბურთი რაც ქართულ გენშია, სვანაძის საფეხბურთო გემოვნება აქ ჩანს, გუნდი ზეწოლას ახდენდა მეტოქეზე 10 კაცით და აშკარად ჯობდა კიდეც გუნდი ფეხბურთს თამაშობს ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, ახლა ამ ორი გუნდის რესურსი შეადარეთ ერთმანეთს!! Ყველაფერი გასაგებია. Ეროვნულ ნაკრებში დანიშნონ სვანაძე და ყველა დაინახავს რა შეუძლია ეროვნულ ნაკრებს. Ის ამხანაგურები ეროვნულ ნაკრებში სვანაძემ გამოიყენოს ჯობია ვიდრე არაფრის მცოდნე სანიოლიმ,დროს ნუ დაკარგავს ფედერაციას ურჩევდი სანიოლიზე, აგერ არის კარგი მწვრთნელი სვანაძეს ვგულისხმობ არავის ძებნა არ არის საჭირო, მისი დანიშვნის შემთხვევაში კიდევ ვიძახი ყველა დაინახავს ეროვნულ ნაკრებს რეალურად რა შეუძლია.

• "თ" კნიაზ, "თ" !

ვაბრალო - თ ! პ.ს. ისე, მაინც ვისი ბრალია, ვის ვაბრალო-თ და რა უნდა ვქნა-თ ? ეშველება ამ დაქმეს რამე ?

• წავიდა, პატივცემულო . წავიდა კაშია !

ჰო, კაშიას ადგილას დაცვის ცენტრში, ეგოიანი, "დახატავდა" ნაკრებს ! :)))))?

• ანუ, თითქმის მთელი ახალგაზრდული მთავარ ნაკრებში ?

რავა, დღეს მაგრა ითამაშეს, მეიგეს და აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ ? არა და, მე მითხრეს, ვერ მოვიგეთ სუსტ და არაფრით გამორჩეულ ლატვიასთან - ო. ეტყობა, მომატყუეს ...

• მეზღვაური

ახალგაზრდულის ამ შემადგენლობიდან ეროვნულის დონეს ამ ეტაპზე ჩემი აზრით 3 ფეხბურთელი აკმაყოფილებს : ეგოიანი,სიგუა და ნარიმანიძე. პირველი ორი სათამაშო მონაცემებით აშკარად ჯობნიან მექვაბიშვილს და მამუჩაიშვილს და სავარაუდოდ მალე ჩაანაცვლებენ მათ ნაკრებში. ნარიმანიძე ნიჭიერი მცველია და თავისუფლად შეუძლია ეროვნულში თამაში და ამ რგოლში კონკურენციის გაზრდა,თან ჩემი აზრით გელაშვილს და კიდევ რამოდენიმეს სჯობია მონაცემებით. ცალკე მინდა ავღნიშნო ხარებაშვილი და ბართიაშვილი.ორივე ჯერ პატარები არიან და ვნახოთ როგორ გააგრძელებენ ზრდას და განვითარებას,თორემ პოტენციალი რომ აქვთ ეს ცხადია. ასევე ლაცაბიძეც თუ იპოვის ისეთ კლუბს,სადაც მუდმივი პრაქტიკა ექნება,არც ეგ ბიჭი არ იქნება შორს,რომ ეროვნულის ძირითადში მოხვდეს. აი დანარჩენებთან ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ არცერთი არაა რეალურად სამომავლოდ ეროვნულის დონის.

• ჯანაშია ვაგნერი.

ეგოიანი ნამდვილად ასაწევია ნაკრებში.კიტეიშვილს,მექვაბიშვილს და გაგნიძეს,სამივეს ერთად აღებულს სჯობია.კიტეიშვილს კი საერთოდ ამოვიღებდი სიიდან.არაფრის მაქნისი ფეხბურთელია.ყოველ შემთხვევაში ნაკრებში ასეა.

• Givi

სიგუა ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე, ეგოიანი არ იღლება მაგარია, ბართიშვილს ასაკი არ უწყობს პატარაა ნამეტანი, რომ დამანგრეველი იყოს... ნარიმანიძე არ მომეწონა მეტს ველოდი, ნამეტანი ზოზინებდა თითქოს ძალით თამაშობსო, სვანაძის გუნდების დიდი პრობლემა არის გამტანი ფორვარდის არყოლა, 6 თამაშია ითამაშეს და ჯერ ფორვარდს გოლი არ გაუტანია...

• დდდ

ესა, კნიაზჯან, ფეხბურთია... ჭადრაკი სხვა რამეა....

• ზაზა

როგორ ყველა სანაკრებო დონეზე დაგვე***რა, რაგბი, რაგბი 18, კალათბურთი, ხელბურთი, წყალბურთი, ფეხბურთი (ორივე ბაკრები)!!!!!

• კლოპი დახატავდა ჩვენს ნაკრებს

ეგოანს მთავარ ნაკრებში ავწევდი. ტექნიკურიცაა და რაც მთავარია დაუღლელია, ვიტინია-ნევეშს ვამსგავსებ. გავრისკავდი და ასევე 16 წლის ბართიშვილს დავაწინაურებდი ეროვნულ ნაკრებში. იქნებ ჩვენც გვყოლოდა ჩვენი იამალი. 20 წლის ასაკში ნამდვილი მხეცი გვეყოლებოდა ნაკრებში და რაც მთავარია უკვე დიდი გამოცდილებით. აბა, ამ ასაკობრივებს სანამ გაივლიან, ვირი ხეზე ავა. უნდა ვისწავლოთ გარისკვა და ახალგაზრდებისთვის მეტი ნდობის გამოცხადება. გვეყოს კიტეს, კაშიას და კაკაბას იმედად ყოფნა. მუდმივად დიდი კონკურენციაა საჭირო ნაკრებში.

• ალფა

ჯაფარიძე რა შუაშია ან ნაკრებთან ან საერთოდ ფეხბურთთან? ესეთებს რატო უღებენ ნაკრების კარს? მე-10 წუთზე ასპროცენტიანი მომენტი ერთი არა სწორი გადაწყვეტილებით გააფუჭა. ეგ უნდა ყოფილიყო გარდამტეხი მომენტი, მერე გაინძრეოდა ლატვია და უფრო მეტად გაიხსნებოდა სივრცეები.

• თავადი

ვაბრალოდ მსაჯს, ვაბრალოდ ამინდს, ვაბრალოდ მოედანს, ქარს, წნევას,"მწვრთნელს და ა. შ. რეზულტატი მითხარით ხალხნო? რა მოაქვს ამას? მე პირადად მიმაჩნია, ტექნიკური გაუმართაობა, არც მწვრთნელი არაფერ შუაშია და არც ამინდი, მსაჯი და მსგავსი სისულელეები. თუ ძლიერი ხარ, ყოველთვის დაამტკიცებ და შეასრულებ.

• დავით 67

გასაგდები არ იყო გვასალია, მაგრამ გუნდი ძალიან სუსტია.

• ნაცარქექია

სანამ მსაჯი თამაშს გააფუჭებდა ხომ სულ კრამიტებს ვამტვრევდით რააა....

• ჯაბა

1 ტაიმში თანაბარ სასტავებში 5-2 ქონდათ კარში დარტყმა და 2 საგოლე მომენტი იმათ.ეს სიგუა ბურთს ვერ აჩერებს თუ მეჩვენება? ძაან ხისტადაა ბურთთან და გოლიც ეგრევე მივიღეთ.ლატვია გავდა საბავში აკადემიის გუნდს, ძაან უსახური გუნდი იყო 2 კაცს არაუშავდათ და ეგოიანი რომ არა,წაგებული იყო თამაში.დაცვა ძაან სუსტი გვყავს და ბოლო პასის გამკეთებელი არავინაა.დაბალი დონის გუნდია და ახლა მალტას მოვუგებთ და ატყდება აჟიოტაჟი რო ბრაზილია ვართ და სვანაძე მოურინიოა

• zura222

მსაჯის დედააააა@@@

• zura222

რა გაშლილი ქაცვებიით @ სხვა თამაშს და სხვა მომენტს ხომ არ უყურე ? მანდ საყვითლეც და ჯარიმაც კი არ იყო @ გვასალიამ ბურთზე ითამაშა და მერე წამოეგო ის ნაბ... აფერისტი გვასალიას ფეხებს და დაეცა მოედანზე და სიკვდილისწინა კრუნჩხვები დაიწყო @ დევს ეს თამაში იუთუბზე და ნახე ის მომენტი ყურადღებით და "ობიექტურობას თუ არ დაკარგავ" ნახავ რომ თვითონ ის ნაბ.... იყო გასაგდები--კარგად ჩანს რომ გვასალიას ფეხებზე გადახტომაც შეეძლო და სპეციალურად წამოედო და ისიც კარგად ჩანს სპეციალურად დაადგა კოჭზე ფეხი @

• Gio

Agenis imedigvak? .mixobian erovnulis dinebas.

• zaza

საქართველოს ჩემპიონატში არ აძლევენ ესეთზე წითელს და მიჩვეულები არიან!!! ეგოიანი ეროვნულ ნაკრებში, აშკარად საჭირო კაცია. აიაქსთან რომ ითამაშა მისმა გუნდმა ისრაელის ნაკრების ფეხბურთლი გლუხი გააქრო მოედნიდან და ჩვენ რაც გვიქნა გლუხმა ვნახეთ. იმედია სანიოლი გამოიძახებს და ლიტვასთან აბა რა აზრი აქვს ახალგაზრდულს შანსი დაკარგული აქვს. ბართიშვილს აშკარად აქვს დიდი პოტენციალი,

• ქუთაისელებს

ამ ქუთაისელებს რა გაქვთ ტრიბუნაზე ასეთი საყაყანო რო შეუძლებელია ტელევიზორში თამაშის ყურება და წარმოდგენილი მაქ ტრიბუნაზე რა ყაყანი იქნება.თავი ბაზარში გეგონება კაცს.

• უშანგი

მუხლში გაშლილი ფეხით და ქაცვებით ჩარტყმა არაა განსაკუთრებული უხეშობა? 100%-ით სამართლიანი იყო გვასალიას გაძევება. ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ!

U17 | უელსი 2:2 საქართველო - პირველი ადგილი B ლიგის ჯგუფში

U17 | ანდორა 0:1 საქართველო

U17 | სან მარინო 1:4 საქართველო

ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა

კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს

[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა

[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება

[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა

ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში

"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის

"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს

კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება

დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს

"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა

რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?

გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია

წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს

მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ

U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"შეტევაში გვიჭირს, ძალიან - რესურსებში შეზღუდული ვართ" - სვანაძემ მძიმე პრობლემების შესახებ ისაუბრა

[VIDEO] U21. მძიმე სანახაობა და ფრე რიგაში - საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიმარჯვა

U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება

[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია