ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია დღეს რომში, სადაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ლუკაკუს დაბრუნება და უკმაყოფილო მოურინიო...

კვარაცხელია დღეს რომში, სადაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ლუკაკუს დაბრუნება და უკმაყოფილო მოურინიო...

საშობაო შესვენების გამო იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტური პარასკევს დაიწყო და შაბათს სრულდება. წლის ბოლომდე გუნდებს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევთ, პირველი წრე კი 7 იანვარს დასრულდება. დღეს, 23 დეკემბერს, 23:45 საათზე, ცენტრალური მატჩია - "რომა" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

ნეაპოლელები რომაელებს 2 ქულით აღემატებიან. ეს გუნდები წელს ოთხეულისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები უნდა იყვნენ. მოქმედმა ჩემპიონმა ჟოზე მოურინიოს გუნდი გასულ სეზონში ორივე მატჩში დაჩაგრა. პორტუგალიელი მწვრთნელი მუდმივად იმეორებს, რომ შედეგები უსამართლო იყო, უკმაყოფილოა და რევანშის სურვილი აწუხებს. ჯერ იყო ვიქტორ ოსიმენის მშვენიერი სოლო-გოლი (1:0), შემდეგ კი ქართულ-ნიგერიული ულამაზესი კომბინაციით დაწყებული (2:1) გამარჯვება. ეს დერბი დელ სოლეა, ორი სამხრეთული და ტემპერამენტიანი გუნდის მონაწილეობით. რომაელები "სტადიო ოლიმპიკოზე" ძლიერები არიან. მათზე მეტი საშინაო ქულა 2023 წელს მხოლოდ "ინტერმა" მოიპოვა, ხოლო შინაურ კედლებში უფრო მეტი გოლი "ატალანტამ" გაიტანა.

საკუთარი თავისთვის "განსაკუთრებულად" წოდებული მოურინიო უკვე მესამე წელია რომშია. ტოპ 5-ის გუნდებთან ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მან 9 წააგო. ეს საშინელი შედეგია. გარდა ამისა, უკვე სამი საშინაო დაპირისპირებაა, "რომას" "ნაპოლისთვის" არ გაუტანია (0:1, 0:2, 0:0). ბოლოს რომაელებმა უახლოესი მეტოქე 2019 წელს დაამარცხეს, სადაც დღევანდელი შემადგენლობებიდან მერეტი, დი ლორენცო, რუი, დემე, ზელინსკი, პოლიტანო, ლობოტკა - პელეგრინი, სპინაცოლა, სმოლინგი, მანჩინი და კრისტანტე მონაწილეობდნენ. ჟუან ჟესუსი, რომელიც მაშინ "მარადიულ ქალაქში" თამაშობდა, ტრავმირებული იყო.

"სტადიო ოლიმპიკო"

ვალტერ მაცარიმ თასზე გუნდი გადაახალისა და მწვავე დარტყმა მიიღო, "ფროზინონესთან" უბრალოდ (0:4) განადგურდა. არადა, გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი ძველებურად ათამაშდა. შეგახსენებთ, ქართველ გარემარბს 5 გოლი და 3 "ასისტი" აქვს, ნიგერიელ ფორვარდს კი - 7 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი. ჩვენებური მის წინააღმდეგ უხეშობას კი შეეჩვია, მაგრამ იმედია, ჟოზესა და ზაფხულში "ლიდსიდან" შეძენილ დანიელს, რასმუს კრისტენსენს, განსაკუთრებული სიხისტე არ მოუფიქრებიათ. ისე, გასულ სეზონში, ქართველმა გარემარბმა რომაელი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, როცა მეტოქის ფეხბურთელის ტრავმის გამო, ხელსაყრელ შეტევაზე უარი თქვა... და კიდევ ერთი - "კვარას" ამ სეზონში მაშინ გააქვს, თუ მარიო რუი თამაშობს...

კრისტანტე დაბრუნდა, აი, პაულო დიბალა ბარძაყის პრობლემის გამო ვერ ითამაშებს; აბრაჰამი და სმოლინგი ისედაც დიდი ხანია, ტრავმირებულები არიან. ვერც ალჟირელი აუარი იქნება. ნეაპოლელთა რიგებში ოლივერას თამაში გამორიცხულია, ელმასი "ლაიპციგში" გადავიდა.

ალბანელი კუმბულა რომაელთა სათადარიგოთა სკამს დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. დისკვალიფიკაციის შემდეგ რომელუ ლუკაკუ აუცილებლად ითამაშებს. ბელგიელთან ერთად, გუნდი საშუალოდ 1.8 ქულით მეტს იღებს. რომელუ "ნაპოლის" სულ ექვსჯერ დაუპირისპირდა და 4 გოლი გაუტანა. თავის მხრივ, მატეო პოლიტანომ "რომასთან" 6 გოლში მიიღო მონაწილეობა.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რომა": პატრისიო - მანჩინი, ლორენტე, ნდიკა - კრისტენსენი, კრისტანტე, პარედესი, ბოვე, ძალევსკი - ელ შაარავი, ლუკაკუ.

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, რუი - ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

შეხვედრას კოლომბო განსჯის, რომლის თვალწინაც ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი ლამაზი გოლი გაუტანია, მათ შორის, გასული სეზონის საუკეთესო - "ატალანტასთან". ბოლოს ეს რეფერი ნეაპოლელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, 2 სექტემბერს კიდევ ერთ რომაულ კლუბთან, "ლაციოსთან" (1:2) დამარცხდნენ.

• ტარიელ

ტალახაძეს დამსახურებულად ეკუთვნოდა ეს ტიტული. ყველა სპორტსმენმა მიაღწიოს იმ მწვერვალს რომელსაც ტალახაძემ მიაღწია და ხვიჩასაც მაგ დროს ვინ დატოვებს ტიტულის გარეშე.ამჟამად ტალახაძეს შედეგს ვერავინ დაუდგება წინ.

• ჰაეს

ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო სპრცმენობაზეცაა წარდგენილი ...თვით კვარაც დაგცინებს.

• giorgi 3

ნაპოლი წელს ოთხეულში ნამდვილად ვერ მოხვდება. ინტერს, მილანს, იუვეს, რომას თავი რომ დავანებოთ, ბოლონია და ფიორენტინა ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და აშკარად ჯობიან ნაპოლის.

• მამუკა

ბიჭო ტალახაძესთან ხვიჩა რა მოსატანია, რაღაცას რომ წერ ცოტა დაფიქრდი ხოლმე, ხვიჩას ვენაცვალეთ გულში, მაგრამ ლაშას ნაირი სპორტსმენი საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არის დღევანდელ დღეს, მსოფლიოს წლის სპორტსმენის ტიტულიც ეკუთვნის ულაპარაკოდ

• ხელები შორს კვარასგან

საკუთარ ქვეყანაში ჩაგრავენ ბიჭს, ტალახაძეს მისცეს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული, როცა კვარას ეკუთვნოდა. თქვენ კი აქ იტალიელების იმედი გაქვთ!

• რატი

ვეღარ გავიგე ნაპოლის ასუსტებენ თუ აძლიერებენ,ელმასის წასვლა დიდი დანაკლისია საინერესოაო ვინ მოყავს

• ჟორა

რატომ იტეხავთ ენას? დაუძახეთ ქართულად ლავრენტი და მორჩა.

• ექიმი აიბოლიტი

ლუმინალი დალიე, გირჩევ.

• დავით 67

სოსო-ს!კი.მართალი ხართ,მაგრამ პოლიტანომ ღირსეულად დაიკავა მისი ადგილი. ისე ცოტა "ღორობა" კი უყვარს

• სოსო

დავით 67-ს.თქვენც გამოგრჩათ და მეც გადამავიწყდა აღმენიშნა,რომ გუნდიდან კიდევ ერთი ძირითადის ფეხბურთელი,ირვინ ლოსანოც წავიდა.

• დავით 67

ძალიან სწორი და არგუმენტირებული ანალიზია. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, რომ შარშან ნაპოლის ხელფეხი გახსნილი ჰქონდა, სხვა გრანდების ხარჯზე, მსოფლიო ჩემპიონატმაც გადაღალა ფეხბურთელები იუვეს მილანის და ინტერის ფეხბურთელები, მოტივაციამაც. მაგრამ ამ ხელფასების ამბავში ვერ გეთანხმები და რა ვქნა?) მოედანზე რომ გადიხარ იქ ფულზე არ ფიქრობ, ვერც დიდი ფული მოგცემს მოტივაციას თუ არ იცი რისთვის გადიხარ. გადიხარ იმისთვის რომ იბრძოლო, გოლი გაიტანო, მოიგო, იმ ფილმისა არ იყოს ( პირველი მერცხალი) იასონა რომ ამბობს დადექით კარებში ვინმე ნახევარი ძალით დავარტყამო) .ახლა ეს არ გამოვა ნახევარი ძალით თამაში თუ პროფესიონალი ხარ.მე არ ვაკეთებ აქცენტს მაინცადამაინც ჩემპოინობაზე. თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა ნაპოლის. არ მგონია ეს კიმის გამო ან თუნდაც სპალეტის გამო მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ სპალეტის დიდი დამსახურება აქვს გუნდის გაჩემპიონობაში. უბრალოდ მოთამაშეებმა უკლეს თამაშს ასევე ხვიჩამაც. მაგალითისთვის მე არგუმენტად მოვიყვანე ბაიერი შტუტგარტი ასტონ ვილა,ნიუკასლი. იქ ვარსკვლავები არ არიან. 20ულშიც ვერ ხვდებიან.ლაურენტესს იმიტომ არ ვაგინებ რომ ეს გუნდი მისია და მე არავითარი უფლება არ მაქვს კერძო საკუთრებაში ცხვირი ჩავყო. კომუნისტების დროს პრემიას რაც შეეხება, ეს უფრო სხვების დასანახად იყო და თან საკუთარ ფულს არავინ იძლეოდა.ბიუჯეტის ფული იყო, ასე ვთქვათ. ზაფხულში წავიკითხე რომ ხვიჩას გაორმაგდაო ხელფასი ამ წელს. 2,4 ექნებაო წელს. ასე არ იყო? შეიძლება ვცდები.

• სოსო

დავით 67-ს.ამ თემაზე,ადრეც რამდენჯერმე დამიწერია,თუმცა ძალიან მოკლედ თქმა არ გამოდის.შარშან ნაპოლის,გარკვეულწილად გაუმართლა,როცა გუნდიდან წასული ლიდერების ნაცვლად,მათზე უკეთესი შემცვლელები,ძალიან იაფად მოიყვანეს.გუნდში იყო კარგი მწვრთნელი და სელექციონერი,შეთამაშებული შემადგენლობა და ახალწვეულებიც მისვლისთანავე გაიხსნენ.ამას მათგან არავინ ელოდა და სანამ საწინააღმდეგო იარაღს იპოვიდნენ,ნაპოლი წინ გაიჭრა.რა თქმა უნდა სპალეტის დიდი ღვაწლია,ლობოტკა და ოსიმენი ასე რომ აკაშკაშდნენ.მათ სათანადო გამოყენების გზას მიაგნო და ყველა რგოლში გუნდს უკვე ლიდერები ჰყავდა.ამავე დროს,სხვა გუნდებიც ვერ იყვნენ სათანადო ფორმაში,რადგან გრანდების ლიდერები,მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ და ცდილობდნენ,ფორმის პიკში,მაშინ გასულიყვნენ.მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოცხადებულმა შესვენებამ,ნაპოლიზე კარგად იმოქმედა,რადგან გუნდმა დაისვენა,ტრავმები მოიშუშა და ფორმა დაიბრუნა.მათ ხომ საკმაოდ მწირი საკადრო რესურსები ჰქონდათ.ნაპოლის,არავინ ჰყავდა ისეთი,ვისი ნაკრებიც ბოლომდე შერჩა მსოფლიოს ჩემპიონატს.მათაც მოასწრეს დასვენება და ტრავმების მოშუშება და არც ფსიქოლოგიურად გადაღლილან,გრანდების ვარსკვლავებისაგან განსხვავებით.ისინი ხომ ნაკრებშიც ლიდერები იყვნენ და მთელმა ჩემპიონატმა,მათ ზურგზე გადაიარა,ამიტომ,მსოფლიოს ჩერმპიონატის შემდეგ,ისინი დაღლილები,მათ შორის ფსიქოლოგიურადაც,ტრავმირებულები და ფორმის ხელმეორედ,მხოლოდ გაზაფხულის პირზეღა შესძლეს.ამ დროისათვის,ნაპოლის უკვე განაღდებული ჰქონდა ჩემპიონობა წნეხის გარეშე თამაშობდნენ და ამიტომ,თუმცა უკვე არა ძველებური მოტივაციით,მაგრამ მაინც კარგად თამაშობდნენ.ამ დროისათვის,ხვიჩას უკვე დაუგროვდა,ორი სეზონის განმავლობაში შეუსვენებლად თამაშით დაგროვებული დაღლილობა და მთლიანად გუნდიც შენელდა.მათ ხომ საკმაოდ შეზღუდული სკამი ჰქონდათ და თამაშიც გაფერმკრთალდა.ახალი სეზონისათვის,გუნდი დატოვეს მთავარმა სელექციონერმა,ჯუნტოლიმ,დაცვის ვარსკვლავმა,კიმ მინ ჯემ და წარმატების მთავარმა შემოქმედმა,სპალეტიმ.ისედაც გარემოებების დამთხვევის შედეგად ბოლომდე წარმატებით გასული გუნდი,საგრძნობლად დასუსტდა და სხვებმა კი,პირიქით,ისედაც მათზე ღრმა შემადგენლობები.,კიდევ უფრო გააძლიერეს.ცხადი იყო,რომ დე ლაურენტისი,ჩემპიონობაზე აღარ ფიქრობდა და ამან,გუნდის ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა.ჯერ კიდევ ზაფხულში ვწერდი და ეს,ძნელი მისახვედრი არ იყო,რომ ნაპოლის,მაქსიმუმ სამეულისათვის შეეძლო ბრძოლა.ახლა დაფინანსების მნიშვნელობაზე.ხვიჩა ,შარშან ზაფხულში აიყვანეს და ხელფასად,1,2 მილიონი დაუნიშნეს,ეს მაშინ ნორმალური იყო,რადგან ჯერ უნდა დაამტკიცო,რომ იმსახურებ და მერე მოითხოვო.ხვიჩამაც დაამტკიცა,მსოფლიოს ვარსკვლავების ოცეულში შევიდა და ხელფასი,დღესაც უცვლელი აქვს.გუნდში,მისი ხელფასი,22 ადგილზეა,ღრმა რეზერვის ფეხბურთელის,ხელფასი.ჟელინსკი,3,5 მილიონს იღებდა,გუნდის ერთერთი ლიდერი იყო და ულტიმატუმი წაუყენა,3 მილიონამდე შეიმცირეო,ხელფასი.ოსიმენსაც შეჰპირდა ,ხელფასის გაზრდა,მაგრამ ჯერაც არ მოუმატებია.ხვიჩაზეც იგივე სიტუაციაა.როცა ხედავ რომ ძაღლად არ გაგდებენ.რა თქმა უნდა მოტივაცია იკარგება.არ შეიძლება,გუნდის ლიდერი ყველაზე მცირე ხელფასზე გყავდეს,რადგან ამით,სხვებიც კარგავენ,უკეთესად მუშაობის სურვილს.თქვენც საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდით და კარგად იცით,რომ ეს ქვეყანა,სწორედ კარგად შრომის მოტივაციის არქონამ დაანგრია,პირველ რიგში.დიდი დინამო,ყიფიანის,დარასელიას და ახალკაცის გარეშე რომ დარჩა,უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.სხვები,ბრწყინვალე ფეხბურთელები,ისევ დინამოში იყვნენ,მაგრამ გუნდი,როგორც გუნდი,უკვე დანგრეული იყო.რა თქმა უნდა სხვა გუნდებმა,ნაპოლი სერიოზულად შეისწავლეს და მის წინააღმდეგ თამაშიც ისწავლეს,მაგრამ 79 მილიონის მოგებით,გუნდი რომ გაეძლიერებინა და სერიოზული შევსება მიეღო,შემადგენლობა შეცვლილი გუნდი,კვლავ ხელმეორედ შესასწავლი გახდებოდა.მწვრთნელების კვალიფიკაციაზე,სალაპარაკოც აღარაფერია და მივიღეთ ის,რაც დღეს არის.სპალეტიმ თქვა,დე ლაურენტისის საუბარს რომ ვუსმენდი,გუნდის მომავალზე,ხანდახან მეშინოდაო და სეზონის ბოლოს,გუნდიდან წავიდა.ესეც დასტური იმისა,რომ სპალეტიმ თავს უშველა და გუნდის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა,თავიდან აიცილა.გუნდი დე ლაურენტისმა,მართლაც დაანგრია.ერთხერლ დანგრეულის კვლავ აშენება კი,გარედან სხვებიც რომ გირტყამენ და შენ კიდევ,ხარჯის გაღება გეზარება,პრაქტიკულად შეუძლებელია.დიდი გუნდები,პატარებისაგან იმით გამოირჩევიან,რომ პერსპექტივაზე მუშაობენ,განვითარების ფილოსოფია აქვთ და საამისოდ,თანხების ხარჯვას,არ ერიდებიან.პატარა გუნდები,დღევანდელი დღით ცხოვრობენ და დღეს ნაშოვნის იმედად არიან.ნაპოლის,კიდევ 30 წელი ეყოფა,ის სიხარული,რაც გამარჯვებამ მოუტანათ და გრანდები,დღეს რომ ჩემპიონებად ხდებიან,ხვალიდან,უკვე მომავალი წლის ჩერმპიონობაზე იწყებენ მუშაობას.დიახ,ნაპოლი,პატარა გუნდია,მისი მფლობელი კი,პატარა გუნდის პატარა პრეზიდენტი,ხვალის პერსპექტივას,დღეს ფულის შოვნა რომ ურჩევნია.ხვიჩაც უნდა წამოვიდეს ნაპოლიდან,თუნდაც იმიტომ,რომ საკუთარი თავის პატივისცემა არ დაკარგოს.დე ლაურენტისი კი,ხვიჩას პატივს არ სცემს.არც ჟელინსკის,არც ოსიმენს და არც სხვებს,რადგან ჩემპიონ გუნდში,ჩემპიონებს,კარგი გარჯისათვის პრემიები უნდა მისცე.საბჭოთა კავშირშიც კი,გეგმის გადაჭარბებისათვის,კოლექტივს პრემიებს აძლევდნენ.დე ლაურენტისი,სსრკზეც კი უარესია.

• სოსო

ალია და ოსმანა,ორივე თათარიაო,ქართული ანდაზაა.ოსიმენი და ოსიმჰენი,ჰოლანი,ჰოლანდი,ჰალანი,ჰალანდი,ჩაკვეტაძე, ჭანკვეტაძე.დე ლავრენტისი,დე ლაურენტისი,შახტარი,შახტიარი,შახტიორი...ზოგი ასე წერს და ზოგი ისე,ამიტომ ძალიანაც აღარ დავდევ.ინფორმაციისთვის მადლობა.ამის შემდეგ მეც ასე დავწერ.

• დავით 67

სოსო-ს! ბევრთან დავსვი ეს შეკითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე დისლაიქები კი იცოცხლე... კითხვა მდგომარეობს შემდეგში. როგორ დაშალა გუნდი (ან დაანგრია) დე ლაურიენტესმა??? კიმი და ტანგი ნდომბელეს გარდა არავინ წასულა. გავიგეთ და ვხედავთ რომ გუნდის პრეზიდენტი ხელგაშლილი არ არის,მაგრამ შარშან მეტს უხდიდა ფეხბურთელებს? მე მას არ ვთვლი წუწურაქად. გუნდი მისია და რასაც და იმას გააკეთებს. ნაპოლის ჯერ კიდევ სპალეტის დროს დაეწყო პრობლემები. გაიხსენე, ბოლოს მილანთან 0-4 ის მერე სულ უკან უკან წავიდა გუნდის საქმე. რომ არა ის დიდი გაქცევა პირველ წრეში, შეიძლება ჩემპიონიც ვერ გამხდარიყო, ანდა ასეთი სხვაობა ქულებში ვერ იქნებოდა.როცა ფულზე იწყებთ ლაპარაკს ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით,როც მინდოდეს) . შეხედე ლევერკუზენის ბაიერის ფეხბურთელებს, თუ რამდენს უხდიან, მემგონი ბავარიის რეკორდიც მოხსნეს წაუგებელ სერიას ვგულისხმობ. შეხედე შტუტგარტს, ასტონვილას. მათი ფეხბურთელები ძალიან იაფი ღირს. იქ არ არიან ვარსკვლავები.ეხლა შენ გესმის ფეხბურთი და ამიტომ გეკითხები.ბევრთან არც დავიღლიდი თავს ამდენის წერით. ჩემი აზრით საფეხბურთო იღბალსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს,რაც შარშან ჰქონდა ნაპოლის, წელს არა

• status quo

სოსო,ლავრენტისი კი არა,ლაურენტისი.რატომღაც,ბერია მომაგონდა.

• სოსო

ელმასის ძალიან კარგად მესმის,მაგრამ მისი წასვლით,ნაპოლი ძალიან დაზარალდება.მას თითქმის ყველა პოზიციის გადაფარვა შეეძლო და ნაპოლის მოკლე სკამისათვის,ის შეუფასებელი ქონება იყო.ახლა მის ნაცვლად,დე ლავრენტისს,რამდენიმე პოზიციაზე დასჭირდება კაცის დამატება.მისი ხასიათი რომ ვიცით,ეგ მაგის გამკეთებელი არ არის და გამოდის,ნაპოლი კიდევ უფრო დასუსტდება. დე ლავრენტისი,ჭირსაც წაუღია,ნაპოლიც მხოლოდ ხვიჩას გამო მაინტერესებს,მაგრამ შენი სიძუნწით,ისე ლამაზად მოთამაშე გუნდს რომ დაანგრევ,როგორსაც ნაპოლი შარშან თამაშობდა,მართლაც ჭირმა უნდა წაგიღოს.

• ადამიანი

შარშანაც რომასთან თამაშის წინ ,,მაურინიო ზის და ფიქრობს",წელსაც ,,მაურინიოს ფიქრები" ,მხოლოდ მაურინიოს ფიქრებია ვანგასავით ხელმისაწვდომი,სხვა მწვრთნელების ვერა?! იქნებ კაკულია დაგეხმაროთ

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ