"ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ "შტურმის" ბანაკში იმედიანი განწყობაა

"ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ "შტურმის" ბანაკში იმედიანი განწყობაა.

მართალია, ავსტრიაში გრაცის გუნდის კრიზისზე ხმამაღლა საუბრობენ, რაც ადგილობრივ ბუნდესლიგაში "შტურმის" 0:3 დამარცხებითაა გამოწვეული, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა და ნახევარმცველი პატრიკ ვოლფი თბილისში მიღწეული საყაიმო ანგარიშით კმაყოფილნი არიან და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლას იმედოვნებენ.

"მასმედიაში ჩვენს გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, - განაცხადა პატრიკ ვოლფმა, რომელმაც თბილისურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. - მართალია ბუნდესლიგაში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად ჩვენი ყურადღების ჩემპიონთა ლიგისკენ მიპყრობითაა განპირობებული, სადაც საკმაოდ წარმატებული სასტარტო პოზიცია გვაქვს".

"შტურმის" კრიტიკა ფრანკო ფოდასთვისაც გაუგებარია: "პირველი მატჩის გამოხმაურებამ გამაკვირვა. არადა, თბილისში კარგ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ევროტურნირებზე მეტოქის მოედანზე გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მართალია, თბილისში დაცვაზე ვიყავით კონცენტრირებულნი, მაგრამ ამან საბოლოოდ შედეგი მოგვიტანა.

ახლა შინ ვთამაშობთ, სადაც თბილისისგან განსხვავებული კლიმატური პირობებია. აგრესიულად ვითამაშებთ და საგოლე მომენტების გამოყენებას შევეცდებით. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ".

მომზადებულია sport10.at-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა