ულანბატორში ფიდეს მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის მე-5 ეტაპზე ბოლოსწინა _ X ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), რომელმაც...

ულანბატორში ფიდეს მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის მე-5 ეტაპზე ბოლოსწინა _ X ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), რომელმაც ნალჩიკის ტურნირი მოიგო და ჯერმუკში მეორე იყო, მონგოლეთის დედაქალაქში პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შესაძლებლობა დაკარგა გუშინ ფრანგ მარი სებაგთან დამარცხებით. მთავარი პრიზისა და 160 ქულის მოპოვების შანსი ჩაუფლავდა ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ჰამფი კონერუს (ინდოეთი), რომელიც მე-10 ტურში ჩინელ ჟაო სიუს დანებდა. სამწუხაროდ, წააგო მაია ჩიბურდანიძემაც. ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონს ყატარელმა ჟუ ჩენმა აჯობა.

გათამაშების ცხრილის სათავეში ადგილი შეინარჩუნა ჰოუ იფანმა (ჩინეთი). მან მასპინძელი ბათჰუიაგ მონგონთუული დაჯაბნა. კვლავ წააგო ბეთულ ილდიზმა (თურქეთი), ამჯერად _ ანტოანეტა სტეფანოვასთან. ჩინელი თანამემამულეები _ შენ იანი და სიუ იუჰუა დაზავდნენ.

ამდენად, ათი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ჰოუ იფანი _ 7,5, სტეფანოვა _ 7, კონერუ, ჟაო სიუ _ 6-6, კოსინცევა, ჩიბურდანიძე _ 5,5-5,5, სიუ იუჰუა _ 5, შენ იანი _ 4,5, ჟუ ჩენი _ 4, მონგონთუული, სებაგი _ 3,5, ილდიზი _ 2 ქულა.

დღეს მე-11 ტურში ითამაშებენ: ჩიბურდანიძე-შენ იანი, მონგონთუული-ჟუ ჩენი, სტეფანოვა-ჰოუ იფანი, კოსინცევა-ილდიზი, ჟაო სიუ-სებაგი, სიუ იუჰუა-კონერუ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე