ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"მან შეცდომა დაუშვა, თუმცა, როდესაც დაბრუნდება, იმედი მაქვს, დაგვეხმარება" - რა თქვა მაცარიმ "მონცასთან" მატჩის წინ

"მან შეცდომა დაუშვა, თუმცა, როდესაც დაბრუნდება, იმედი მაქვს, დაგვეხმარება" - რა თქვა მაცარიმ "მონცასთან" მატჩის წინ

ხვალ, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე, სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "მონცას" უმასპინძლებს. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რადგან გავიგე, რომ თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს. "მონცასთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველოდება, ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს.

ტრავმების მხრივ რთული სიტუაცია გვაქვს. ლობოტკასა და ლინდსტრომს არ უვარჯიშიათ, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ფეხბურთელს. ნათანი 1.5 თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თუმცა ამაზე ხელმძღვანელები იზრუნებენ.

მიუხედავად ლობოტკას ტრავმისა, კაიუსტეს ვენდობი, ის მოედანზე ახლა უფრო მეტ თავისუფლებას მიიღებს და ველოდები, რომ საკუთარ მოვალეობას თავს შესანიშნავად გაართმევს.

აქ ამ გუნდის დასახმარებლად მოვედი. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, იმაზე ნაკლები ქულა გვაქვს, ვიდრე ვიმსახურებთ. უბრალოდ, ზოგ სიტუაციაში არ გვიმართლებდა.

ოსიმენი? მან შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი კარგად მესმის, რადგან მის წინააღმდეგ თამაშის წესები ხშირად ირღვევა და ზოგჯერ ეს მსაჯებს შეუმჩნეველი რჩებათ. იმედი მაქვს, როდესაც დაბრუნდება, დახმარების ხელს გამოგვიწვდის.

დაიწყებენ თუ არა ძირითად შემადგენლობაში ერთად სიმეონე და რასპადორი? ეს ბიჭები ძალიან მომწონს, მაგრამ აუცილებელია, რომ ერთი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დარჩეს და როდესაც ერთი დაიღლება, მას მეორე ჩაანაცვლებს", - განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

• სოსო

მშვენიერი პოსტია.ერთადერთს,მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორს დავამეტებდი,თქვენ პოსტს.რა თქმა უნდა ლაიქი(მოწონება)!

• 4

თავში ჩაირტყი კომბალი?

• Data

ცუდი მოსასმენია მაგრამ ფაქტია, ჩვეულებრივ უდინეზეს და კალიარის დონის გუნდია, მეც ვისურვებდი რომ ხვიჩა მანდედან წავიდეს თუ გაუშვებენ რა თქმა უნდა...

• ამატაკი

ნაპოლის აწმყოს ახსნებს უძებნის ყველა, ვისაც ლაპარაკი არ ეზარება. ამჟამად უფრო აქტუალურია მიზეზები,თუ რამ გამოიწვია ჩემპიონობა. გამყარდა იმათი პოზიციები, ვინაც დიდებას სპალეტის მიაწერდა. მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც იქამდე ჩემპიონობას მხოლოდ "ზენიტ"-ში თუ მიაღწია. თავად ეს ხალხი მას ნახევარი სეზონის კაცად მოიხსენიებდნენ. ეხლა ხომ გაცხადდა საჩემპიონო სეზონის უნიკალურობა. მისი გამეორება ფაქტიურად შეუძლებელია, ვინაიდან ის ერთჯერადი პროექტი აღმოჩნდა. ისე დაჯდა, რომ სპალეტისთან ზუსტად სათანადო დროს აღმოჩნდნენ კვარა და კიმი. სერიაში ტოპები მათ არ აღიქვამდნენ სერიოზულად. აღმოჩნდა რომ ფეხბურთში მოულოდნელობის ეფექტს მეტი შესძლებია ვიდრე აქამდე ეგონათ. სპალეტიმაც შეძლო მისი ფეხბურთი სრულად ეჩვენებინა უკვე 2/3 სეზონი, რაც მარტივად ეყო ჩემპიონობას და მორჩა. მას არ აღმოაჩნდა ე. წ. გეგმა "ბ". იგივე რეალი ერთი თამაშის მიმდინარეობისას გარდაქმნის სქემას , რის დამკვიდრებასაც ნაპოლისთანა გუნდში მინიმუმ თვეები დასჭირდება. ერთ სისტემაში მუდმივად სიახლეების დემონსტრირებას მხოლოდ ერთი კაცი ახერხებს ჯერჯერობით - გვარდიოლა. ზღაპრული ნაპოლი დასრულდა გაზაფხულის დადგომისთანავე. ლაურენტისი კი დროა უკვე, ეხლა მაინც მოეგოს გონს და მოიყვანოს ახალი კაცი, ვისაც რაღაცის თავიდან შექმნა შეუძლია, სანამ ეს მისი ახირება 4-3-3 ანეკდოტების თემად არ ქცეულა. ჩვენ ჩვენი სადარდებელი გვაქვს - სად და როგორ იქნება ხვიჩა.დღევანდელ ფეხბურთში აგენტი და ფეხბურთისგარეთ ამბები ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვუსურვო, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოს, გაუძლოს ათასგვარ ცდუნებებს. გფარავდეს უფალი და გაგეხარებინოს ჯადოსნური ფეხბურთით შენი ქვეყნის გულშემატკივარი , გილოცავ დამდეგ ახალ წელს მაგარო ბიჭო!

• გულშემატკივარი

გუნდი, აბსოლიტურად უსისტემოდ თამაშობს, თითქოს მწვრთვნელი არა ჰყავსო.

• გელაშვილი

კვარას ეხლა მძიმე პერიოდი უდგას და მალე უფრო გაიბწყინებს რადგან ყველა მონაცემი აქვს ამის ეს ფეხბურთია ყველას აქვს პატარა ჩავარდნები, მიდი კვარა არ გაჩერდე შენი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ ჩვენ შენი გვჯერა.

• GEO

4-3-3 კონტრაქტში აქვს მაცარის გაფორმებული დიქტატორისგან. ზუსტად ვიცი. რა დონეზე ყავს შეზღუდული და მარწუხებში მოქცეული მწვრთნელი!!!

• კ ო მ ბ ლ ე

ესეც კაი ჟუკი ჩანს! ხვიჩა კი, როგორც მულტფილმი მოზვერი და ჯუღელინოოო! ბეეე და მუუუუუ! აი ესაა სულ, მორჩა კინო. დაიძინეთ აწი.

• zaz197-ს

"პატივცემულო" იქნებ აგვიხსნა ჩვენ და ხვიჩასაც რას ნიშნავს გაიქეცი მანდედან? ან როგორ უნდა გაიქცეს, როცა კლუბთან 2027 წლამდე კონტრაქტი აქ?

• zaz197

ნაპოლი არის იტალიის საშუალოზე საშუალო გუნდი, რა დე ლაურენტისი, რა მაცარი...ხვიჩა, გაასწარი რა მანდედან

• Charley

ალბათ მაძარი ძალიან ნანობს დელაურენტისს მხოლოდ 4-3-3 ტაქტიკური მონახაზით რომ დათანხმდა გუნდის გაძღოლისთვის. ამ მორღვეული დაუბალანსებელი და მორალურად დაცლილი გუნდის ნათელი წერტილი ამ ეტაპზე ოდენ 3-5-2 ვარიაციაა და ეს კარგად იცის ვალტერმაც მაგრამ რას იზამ დიქტატორი მართველი ყავს ამ კლუბს და ამ ჩაციკლულ 4-3-3-ში ყველა საშუალოზე მაღალმა კალიბრის გუნდმა გახერხა სერია აში. და უყურეთ ეხლა არხეინად იმ ლუზერ თანაგუნდელებში რომლებსაც ერთი კაციც ვერ გადაყავთ გასატყუებლად კვარაზე მიმაგრებული რათა ხვიჩას ოდნავ სივრცე მაინც გამოუჩინოს ვინმემ წამლად და ქეც აძლევენ ამით ლანგარზე მეტოქე მცველებს იმ აუტის ხაზზე მისვარკულ ხვიჩას საჯიჯგნათ. ეს უკვე მომაბეზრებელი გახდა და თქვენ რა გგონიათ ვერ ხედავს მწვრთნელი ამას? ძალიანაც კარგად ხედავს მაგრამ ხელფეხი აქ შეკრული და ფიქრობს მე რომ ეხლა ტაქტიკა შევცვალო ლაურენტისი მეორე დღესვე ამიღებს თვითმფრინავის ბილეთს და მშობლიური ტოსკანისკენ გამაგზავნისო.

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ

დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია

უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]

"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება

[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა