"მონცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გააკეთა:

"დღეს 6 მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ანგისამ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელია ცენტრალურ ზონაში გამოვცადეთ, კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მომენტი მანაც ვერ გამოიყენა. ვცდილობთ რაღაც ახალი გამოვიგონოთ, რადგან ის მუდმივად წნეხის ქვეშაა. ფეხებში ურტყავენ და კარგი იქნება თუ მის წინააღმდეგ მცველების უხეშობას მსაჯები დაინახავენ. ხანდახან მგონია, რაგბის ეთამაშებიან.

რატომ გამაძევეს? მსაჯთან მივედი და ვუთხარი, კვარაცხელიას უწყვეტად ეუხეშებიან, მისმა ორმა მეურვემ ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა წითელი - არავინ. ამიტომ გავბრაზდი და გამაძევეს. შევჩივლე, რომ ამ ბიჭს ყველანაირად ეუხეშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს. ამით ისიც იღლება. ქულებს ჩვენი ნაკლოვანებების გარდა ამიტომაც ვკარგავთ".

კოლა
ზებრა, გარეული ვირის ნაირსახეობაა. მეტი არაფერი.
ჟორა
სწორედ ის ძალისმიერი დარტყმები შეასრულა და გაარტყა მეკარეს. პირიქით უნდა გააკეთოს.
გიორგი
უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ ა სერიაში უკვე ფართოდ მიღებული პრაქიტიკად დამკვიდრდა ხვიცას გასაჩერებლად საფეხბურთო მეთოდებთან ერთად არა საფეხბურთო მეთოდების დაკანონებაც. ეს იმაზე მიუთითებს რა მაგარი ბიჭი გვყავს ჩვენი ხვიჩუკას სახით, მაგრამ მეორე ის არის 22 წლის ბიჭი სისტემატიურად მძიმე ტრამვის მიღების სტრესის ქვეშ თამაშობს, რომელმაც ფეხბურთს შეიძლება კაი ხნით ჩამოაშოროს. წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. მაგრამ მეტოქის გათვლაც ხო სწორედ ეგ არის, რო დაშინდება ბოლო ბოლო. ნაწილობრივ მაინც (საიტებმა მაინც მაღალი შეფასებები მისცეს!) აღწევენ კიდეც ამას. ასე რომ იღბალი ვუსურვოთ ჩვენს ხვიჩუკას!
WTF
ხანდახან ალბათ აჯობებს მეკარესთან პირისპირ გასულმა ტექნიკური დარტყმის მაგივრად უფრო ძალისმიერი დარტყმა შეასრულოს.
ფორცა იუვე
ნუ წუწუნებ, ისე ეთამაშებიან როგორც საჭიროა. )))
giorgi
კვარა ქილერი რო გახდეს თავისი შანსების 70% მაინც უნდა გამოიყენოს. აინტრახთან რაც პენალი აუღეს მას-მერე ძაან ბევრი საკვანძო მომენტი გააფუჭა. სამუშაოაქ ფინიშზე აი მერე ფასი არექნება
რობი
როდესაც გუნდში სულ 2-3 ტოპ ფეხბურთელი გყავს და დანარჩენი კი საშუალოზე ნაკლები დონის! მოწინააღმდეგეს ყოველთვის გაუდვილდება ასეთი გუნდის დაჯაბნა!ამისთვის საჭიროა ეს 2-3 ფეხბურთელი გამოთიშო თამაშიდან სხვადასხვა ხერხებით!
გიორგი
უზუსტესი შეფასება
ბებიკომ
რას ამტკიცებ? ანუ ტრენერი გინდა ყოფილა გინდა არა? მთავარი რის გამოც გუნდი აიჭრა არის ის რომ სპალეტი წავიდა.
ბ. მ
რაგბიში ასეთი ილეთები აკრძალულია, კონკრეტულად, ფეხებში ჩარტყმა.
nika
მაძარი ისედაც ჩანდა, რომ კაი ტიპია, მოსვლისთანავე ზრუნვით გამოირჩეოდა ფეხბურთელებისადმი, მაგრამ ის მწვრთნელი არაა, გადატრიალება მოახდინოს, მით უმეტეს, ტაქტიკაშიც როცა ცხვირს უყოფენ. ამ გუნდის პრობლემა მაფიოზაა, სპალეტი ხომ გაექცა და კონტე და ლუის ენრიკეც არ გაეკარნენ, იცოდნენ ვინც იყო. ნაპოლი შარშანაც არ იყო ფავორიტი, მაგრამ კიმმა აიღო მთელი დაცვა სულ შეტევაში იყვნენ, უცნობმა კვარამაც დააბნია ბევრი. ახლა კიმი აღარაა, დაცვა ჩამოიშალა, კვარასაც ხუთ კაცს ახვედრებენ, მარიო რუი/ოლივეირა რიგ-რიგობით ტრამვიანობენ, აქტიური ლოსანო/ელმასი მოიცილეს, ზიელინსკის ხელფასი არ მისცეს, რაღა დარჩა? ოსიმენი ადრეც იყო გუნდში, მაგრამ ბურთი თუ არ მიუვიდა, ვერაფერს იზამს.
Charley
ბევრი ქართველის გულში ერთიორად ამაღლდა მაძარი. ასე მენტორი რომელიმე მის ფეხბურთელს გამოქომაგებოდეს ეს იშვიათი სანახავია. ეს რომასთან მატჩის ექოა მოურინიომ წინა შეხვედრაში კვარას რომ გაეჭიმა ვალტერს ეს დამახსოვრებული ექნებოდა და ემოციურად ისედაც სტრესულ მოზღვავებულ მომენტში ინსტიქტმა ეს გააკეთებინა უკვე მომდევნო შეხვედრაში და აგერ ამ საღამოს კვარას აგრძნობინა ჯერ კაცი ვარ პასუხიმგებლობა მაქ შენდამი და მერე მწვრთნელიო. ამანაც რა ქნას წუწურაქი 3-5-2 სქემაზე გადაწყობაზე არ თანხმდება, მისი მოწოდება კიდე არაა ეს 4-3-3 ეს აშკარაა და თვითონაც "გაიჭედა" ამ დაძალებულ სქემაში. გუნდში 3-4 ფეხბურთელის გარდა ყავს ლუზერთა მთელი არმადა და რა გინდა რო ქნას ამ საცოდავების ხელში.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩას მესამე გოლი - "ნაპოლიმ" "მონცას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
"მილანმა" შესაძლოა, დანიელ მალდინი დაიბრუნოს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?