საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ვალიკო ურიდიას შინ ვესტუმრე _ ინსბრუკელი სტუმარი მყავსო, მითხრა და 12 წლის ვახტანგ ნაგლერი გამაცნო. ავსტრიელი ყმაწვილი ჭადრაკითაა გატაცებული და ბატონი ვალიკო მეშვიდე წელიწადია, ავარჯიშებს...

საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ვალიკო ურიდიას შინ ვესტუმრე _ ინსბრუკელი სტუმარი მყავსო, მითხრა და 12 წლის ვახტანგ ნაგლერი გამაცნო. ავსტრიელი ყმაწვილი ჭადრაკითაა გატაცებული და ბატონი ვალიკო მეშვიდე წელიწადია, ავარჯიშებს. ორიოდე თვის წინათ გაუწყეთ შეგირდისა და ოსტატის ურთიერთობაზე. ახლა კი გეტყვით, რომ ვახტანგის დედა _ ნატალია ბაგინსკაია თბილისში დაბადებულ-გაზრდილია (დედა ქართველი ჰყავს, ხოფერიას ქალი). გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ნელი სალაძესთან ვარჯიშობდა მხატვრულ ტანვარჯიშში. სარბიელზე ისეთ აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც იყვნენ მსოფლის ჩემპიონები ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე, ევროპის ჩემპიონი ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ინგა სააკაშვილი, მარინე მორბედაძე, ნანა ფოცხიშვილი და სხვები. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თავად აფრთიანებდა მოზარდებს. 1992 წელს ერთ-ერთ შეჯიბრებაზე ავსტრიელი ველომრბოლი, ტურ დე ფრანსის მონაწილე პეტერ ნაგლერი გაიცნო და ბედიც მას დაუკავშირა. ვაჟიშვილი ვახტანგი რაც წამოიზარდა, ყოველ ზაფხულს თბილისში ჩამოდის დასასვენელად და ჭადრაკში სავარჯიშოდ. ახლაც ამ მიზნით ეწვია საქართველოს დედაქალსქ დედასთან ერთად, რომელიც ინსბრუკში მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელად მუშაობს. უმცროსი ნაგლერი თანდათან იმაღლებს ჭადრაკში ოსტატობას. თანატოლებში იგი რეიტინგით მეორეა სამშობლოში ქენი ლიაოს შემდეგ. შარშან პირველად ითამაშა ავსტრიის პირველობაზე.

_ ჩვენთან ჭადრაკი პოპულარული არ არის, _ მითხრა ქალბატონმა ნატალიამ. _ მხოლოდ შარშან გაიხსნა საჭადრაკო სკოლა. ამიტომ ვახტანგს ოსტატობის ამაღლებაში ბატონი ვალიკო ეხმარება, რომლის დიდი მადლობელი ვართ. წლეულს ბათუმი სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს. გადაწყვეტილი გვაქვს აუცილებლად ვიასპარეზოთ.

მწვრთნელი კმაყოფილებით შეხვდა ნაგლერების გადაწყვეტილებას _ ვახტანგი ნიჭიერი ყმაწვილია, კარგი აბსტრაქტული აზროვნებით გამოირჩევა, სისტემატურად თუ ივარჯიშებს, მისგან კარგი მოჭადრაკე დადგებაო, მითხრა.

მასპინძლებთან გამომშვიდობებისას ოთახში კიდევ ერთი სტუმარი შემოვიდა _ ვალიკო ურიდიას გაზრდილი დიდოსტატი დავით ბარამიძე, რომელიც რამდენიმე წელიწადია გერმანიაში ცხოვრობს. მასთან ინტერვიუს `ლელოს~ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე