ფეხბურთში, ისევე როგორც სპორტსა და საერთოდ ცხოვრებაში, არსებობს საკუთარი ინტერესები და როდესაც ვინმე ხშირად დინების წინააღმდეგ მიცურავს, ამას მისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინა ლევერკუზენში იტალიასთან ფრეს დასჯერდა (0:0), შედეგად მესამე ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე მოსახვედრად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა, ხოლო „სკუადრა აძურამ“ ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. არადა, 90+3-ე წუთზე საჯარიმოში მიხეილ მუდრიკის წაქცევისთვის მსაჯს რომ პენალტი დაენიშნა, შეიძლებოდა ყველაფერი სრულიად სხვანაირად დასრულებულიყო. უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს გაახსენეს ადრე ნათქვამი, რომ იტალიის კონტინენტის პირველობაზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და თუ ამას ვერ მოახერხებდა, კატასტროფა იქნებოდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვი შესანიშნავად მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო, ვინაიდან მის გუნდს პლეი-ოფი აქვს სათამაშო და არაა გამორიცხული, რაიმე „გაუგებრობას“ იქაც ჰქონდეს ადგილი. არც მათმა ფედერაციამ ამოიღო ხმა, ან ვის რა უნდა ეთქვა, როდესაც მისი მთელი ხელმძღვანელობა კორუფციის გამოა დაპატიმრებული. მხოლოდ კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ბრძანა, რომ იტალია მსაჯმა გაათრია და უეფაში წყვეტენ, ვინ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვინ - არა. თუმცა, პენსიონერი საბო ოფიციალური პირი არაა და მის სიტყვას რაიმე წონადი ფასი არ აქვს. აი, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი მოულოდნელად უკრაინელებს გამოექომაგა: „არავის უნდა, ნახოს, როგორ ქურდავენ გუნდს ისე, როგორც უკრაინა იტალიამ გაქურდა. იქ აშკარად პენალტი უნდა დაენიშნათ".

მისი ნათქვამი იტალიაში არავის მოეწონა და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას, რადგან ლუჩანო სპალეტის "სკუადრა აძურას" თავკაცად დანიშვნის გამო, დე ლაურენტისი იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან ამაოდ ითხოვდა საკომპენსაციო თანხის გადახდას. შეგახსენებთ, დონ აურელიომ იქამდე განაცხადა, რომ სპალეტი ბოსტანში სამუშაოდ გაუშვა, ის კი ნაკრებში წავიდა.

ცალკე სასაუბრო თემაა ევროპის სუპერლიგა, რომელშიც ოფიციალურად მონაწილეობის სურვილი „რეალის“ და „ბარსელონას“ გარდა მხოლოდ „ნაპოლიმ“ გამოთქვა და დე ლაურენტისმა ორგანიზატორებს ტურნირის ჩატარების რეგლამენტი და ფორმატიც კი შესთავაზა. საპასუხო ნაბიჯი უმალ გადადგა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ - კლუბებმა 2024 წლის 4 ივნისამდე განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ არ მიიღებენ იმ ტურნირებში მონაწილეობას, რომლებსაც ფიფასა და უეფას მიერ არაღიარებული ორგანიზაციები ჩაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიცენზიის გარეშე დარჩებიან და სერია A-ში ვერ იასპარეზებენ. ახლა ზოგიერთი შეთქმულების ყბადაღებული თეორიის შესახებ დაიწყებს საუბარს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე მოგახსენებთ, იმაზე, რომ ნეაპოლური კლუბის მფლობელმა ბევრს გზაზე გადაურბინა და მათთვის უკვე პრობლემას წარმოადგენს. მოკლედ, ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფ „ნაპოლის“ მსაჯებმა ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულეს და პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელია ზარალდება, რომელზეც მეტოქეთა მცველებმა ნადირობა გამოაცხადეს, რაზეც არბიტრები თვალებს ხუჭავენ.

Tuttonapoli წერს, რომ „მონცას“ მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ გაფრთხილებული მცველი პედრო პერეირა შესვენებაზე მოედნიდან გაიყვანა, შეცვლაზე შესულმა უორენ ბონომ კი წაქცეულ კვარაცხელიას საზარდულში გამიზნულად ჩაარტყა ფეხი, წყობილებიდან გამოიყვანა და თანაც გამომწვევად იქცეოდა, ირონიულად იცინოდა, რამეთუ დავალება შეასრულა და იცოდა, რომ მარკო დი ბელოსგან სათანადოდ არ დაისჯებოდა, ხოლო გაცხარებული მწვრთნელი ვალტერ მაცარი პროტესტის გამოხატვის გამო გააძევეს, რაზეც შემდეგ თქვა, რომ ქართველს რაგბის ეთამაშებიან. გამოცემის აზრით, ეს უბრალოდ დაცინვაა.

Ilmattino-მ „რომასთან“ ნამატჩევს მიმოხილვაში ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ხვიჩასთან უხეშობისთვის მსაჯს ანდრეა კოლომბოს ბრაიან კრისტანტესთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, თუმცა რეაგირება არ მოახდინა. ამისათვის ჟურნალისტმა კარლო ალვინომ კოლომბოს მხდალი უწოდა. ნეაპოლურმა გამოცემამ „მონცასთან“ დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, რომ კვარაცხელია ქარიშხალს მარტო ებრძოდა, ეუხეშებოდნენ, ისევე როგორც ამ სეზონში ხშირად, გოლი ვერ გაიტანა, მაცარი და მთელი ნეაპოლი კი იმედოვნებს, რომ ძველ დიდებას დაიბრუნებს, თუმცა მართებული არ იქნება „ნაპოლის“ ყველა პრობლემის მასზე გადაბრალება.

ერთი სიტყვით, ერთ-ერთმა ყველაზე დაბალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა მთელი გუნდის ტვირთი უნდა ზიდოს, უმოწყალოდ ურტყან ფეხებში, რაზეც დე ლაურენტისის პერსონის გამო მსაჯები რეაგირებას არ მოახდენენ და როგორც ყოველთვის, საბოლოოდ განტევების ვაცი „კვარა“ აღმოჩნდება...

მიმომხილველი

ლაშა_იუვენტუსი
კვარას უთამაშებლობამართლა სადნახე?ნაკრებში თუ ნაპოლში? ნაპოლია დაკვარაზე მეტიგოლი მხოლოდ ოსიმენს აქვს დაისიც მიზერულით , ამ ჩავარდნილ ნაპოლში მაინც მოახერხა 5 გოლის გატანა და 5 საგოლე მოქმედების შესრულება , ნაკრებში კიდე რა ძალაცაა თქვენთვითონაცკარგად იცით . ჩავარდნა აქვს ნაპოლის და არა კვარასბლიად რა ვერ გაიგეეთ
gel-100
davits..kvaras utamashebloba sad naxe she dedashenze adre naxmaro?? vinc kvaras sheurawyofas ayenebt sakutar dedebs ugulshematkivret sadzinebelshi kvaras sheeshvit..is qartuli fexburtis legenda gaxdeba da tqven uyuret shoridan
ბესო
ნაპოლი ჩემპიონი გახდა და ასეთ გუნდში გადმოსვლა ყველას უნდა უხაროდეს, მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც. სინამდვილეში რა ხდება? მწვრთნელები და ფეხბურთელები ერთმანეთს ასწრებენ გუნდიდან გაქცევას. ყველა კარგი მწვრთნელი, ვის მოწვევასაც ნაპოლი შეეცადა, უარს ამბობს გუნდში მუშაობაზე, ფეხბურთელები კიდევ...ვინ ურჩია, ან თავად სად იპოვა ლაურენტესმა ეს ტრუხა მოთამაშეები? პირველი წრე დასრულდა და რომელიმემ რამე სარგებელი თუ მოუტანა გუნდს? სამაგიეროდ, ხვიჩაზე გაცილებით მეტ ფულს იღებენ სათადარიგო სკამზე ჯდომაში. იტალიური სპორტული პრესა წერდა, გარსიამ კვარა იმიტომ არ დააყენა სასტარტოში, ლაურენტესს ასიამოვნაო... სანამ გუნდში ასეთი დამოკიდებულება იქნება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, ნაპოლი წელში ვერ გაიმართება და იტალიის ჩემპიონატში 7-8 ადგილს თუ დაიკავებს, ისიც კარგი იქნება.
Spain
უკვე თამაშობს მსოფლიო დონეზე და ჩემპიონობის მერე გუნდს რომ ჩავარდნა აქვს ეგ მისი ბრალი არ არის. ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავს აქვს ეგ პერიოდი, თქვენ ვერ იგებთ უბრალოდ, რადგან ამ ქვეყანაში არასოდეს გყოლიათ მისი დონის არავინ. მის გულშემატკივარს, რომელიც ადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ. თქვენი აზრით ვისაც გულლშემატკივრობენ ყველას დედა ენაცვალოს ეძახიან? ეგ ავადმყოფური წარმოდგენები და კომპლექსები მარტო ქართველს თუ გაუჩნდება. დამშვიდდით და თუ არ გულშემატკივრობთ არც არავინ გაძალებთ, ვინც უკეთესად მიგაჩნიათ იმას უგულშემატკივრეთ. ჩვენ მაინც ხვიჩას მხარეს ვიქნებით, კარგ თუ ცუდ სიტუაციაში. ერთი წუთითაც არ მინანია მის გვერდით ყოფნა. ამ ქვეყანაში ამას ძალიან ცოტა თუ გაიგებს. მრავალ ახალ წელს დაესწარით!❤️
Spain
ახალ წელს გილოცავთ ყველას. აი ვინც ამ ბიჭის მიმართ უხეშ თამაშს ახალისებს და ვინც მის ტკივილზე იცინის, საკუთარ თავში ჩაიხედოს ყველამ და შიგნით, გულის სიღრმეში ყველას შერცხვება. არ ვართ ცუდი და ბოროტი ხალხი ქართველები და მითუმეტეს საკუთარის გამეტება არ გვჩვევია წესით. მაინც იმედსს ვიქონიებ, რომ ეს ხალხი ვინც აქ ბოროტ კომენტარებს უწერს, ძალიან ცოტაა და მისი გულშემატკივარი უფრო მეტნი ვართ. როგორია როცა განზრახ გტკენენ და სხვები ამაზე იცინიან, ან არ გიჯერებენ და ეჭვის თვალით გიყურებებ. უბრალოდ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ და მიხვდებით. ადამიანობა შეინარჩუნეთ და თქვენთვისაც კარგი იქნება. წარმატებები ყველას, ბევრი სიყვარული და მეტი ემპათია ❤️
გიორგი
სავსებით შესაძლებელია ასეც იყოს. ყოველშემტხვევაში ფაქტებს თანმიმდევრულად აკავშირებ, მოკლედ, საღად მსჯელობ.
ბესო
100 %
Walter White
დავიწყებ საახალწლო მოლოცვით. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ხვიჩა აღარ არის "ენაცალა დედიკო" პატარა ბავშვი. ერთ თვეში 23 წლის გახდება.ეხლა ,წესით,უნდა თამაშობდეს საუკეთესოდ და 4-5 სეზონი უნდა ეცადოს აამ საუკეთესო ფორმის შენარჩუნებას. როცა ვიძახი რომ ლიგა საჭიროა და გარდუვალი,ღიზიანდებიან. ზუსტად რომ უეფა და ფიფა, ეროვნული ფედერაციები უნდა მოიკვეთონ იმ უზარმაზარი თანხებიდან რასაც გამოიმუშავებენ კლუბები სატელევიზიო ტრანსლაციების ხარჯზე. რაც კალათბურთი და ჰოკეი გამოეყო ფედერაციებს და გახდა პროფესიული ლიგები, იმის შემდეგ არავის არ გაუგია ჩაწყობა, ჩალიჩი,გარიგება და ასეთი ოხრობები. თუ ფეხბურთის სიწმინდე გვინდა ოდნავ მაინც შევინარჩუნოთ,ეს არის ერთადერთი გზა. დანარჩენი ბლეფია,გინდა ჩეფერინი დანიშნე გინდა ჯონი ტრეხო
ამო
კარგი ანალიზია
ლუზერებს
ტრანსფერმარკეტმა 80 მილიონი დაადო და თქვენნაირი ლუზერები აპროტესტებთ, ვერ იტანთ ისტორიაში პირველად რომ აქვს ვინმეს ამხელა სატრანსფერო ფასი ამ ქვეყანაში, მიდით ტრანსფერმარკეტის საიტზე გააპროტესტეთ. რუბინის დროს 18 მილიონი რომ დაადეს და მაშინაც რომ წერდით ამდენი არ ღირსო. ტრანსფერმარკეტმა არ იცის და თქვენ იცით ხოო დივანზე წამოწოლილმა, საცივით ჩამსკდარმა სასტავმა. ბოღმას ვერც დღესასწაული შველის და ვერც ვერაფერი. რად უნდათ ღორებს მარგალიტი. ამ დონის ჭაობ ქვეყანაში ხვიჩას გამოჩენა ჯერ ძალიან ადრე იყო. როგორ ცდილობენ ღორები რომ გასვარონ და თავიანთ დონეზე დაიყვანონ
სოსო
ეგ აბდლები მაფიოზები გუნდებს როგორც უნდა ისე ათამაშებენდა მერე ლაძღავენ.

იმ შუაშია, რომ დეგენერატია და პრეზიდენტია.
მამუკა
კარგი, ძიმაჩკა (მედვედევ), ახლა ასი გრამი გადაჰკარი და დაიძინე. ))))
პავლოვიჩი
100%.
სოსო
ძალიან ჰგავს სიმართლეს და ამას,სამხრეთის მიმართ,რომის,ცენტრალურ და ჩრდილო იტალიელთა ტრადიციულ ანტიპათიასაც თუ დავუმატებთ,შეიძლება 100%-თან მიახლოებულ ახსნაზეც ვილაპარაკოთ.
ჟორა
კარგი სტატიაა, მაგრამ გამოსავალი სად არის? ჩვენს ახალგაზრდობაში მსაჯების არაობიექტურობის საპასუხოდ თბილისის დინამოს ახალგაზრდა ფანებმა დიდი არეულობა მოვაწყვეთ (ვვოროშილოვგრადის ზარიასთან მატჩის დროს) და ამის შემდეგ რამდენიმე თამაშში მსაჯების არაობიექტურობამ იკლო. ასევე ეხლაც ნაპოლის ფანები უნდა გააქტიურდნენ ისე, რომ ოფიციალურ ხელისუფლებას არეულობების შეეშინდეთ და რაღაც ზემოქმედება მოახდინონ ფეხბურთის ფედერაციაზე.
დავით ს
შარშან განტევების ვაცად მარიო რუი გყავდათ არჩეული,წელს დე ლაურენტისი,გაისად ნეაპოლიტანურ ტოფოზებს დააბრალებთ კვარას უთამაშებლობას .. D D

რა ენაღვლებათ ჩასაფრებულებს, მათ ხომ არ ჩაარტყეს, თან სპეციალურად და ცინიკურად. საინტერესოა როგორი რეაქცია ექნებათ ჩვენს ბედოვლათებს, დივანზე წამოკოტრიალებული, კომფორტულად მყოფები ხვიჩას რომ აკრიტიკებენ და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობზე პოემებს წერენ.. მოდი კიდე დამარტყიო თქვენ ასე ეტყოდით ალბათ, დიდსულოვნებო. ბოდიშით ხვიჩა არ აღმოჩნდა თქვენნაირი მომთმენი! მორალისტო ციციკორეებო!
აჩი
ზოგიერთები შეკვრა აბაზიც არ ღირს, ხვიჩას ჩრდილი კი დღეს მინიმუმ 8 მილიონია .
გიორგი
შენც რომ დეგენერატი ხარ, ამას რა ეშველება?
დიმა-ს
დიმა, გენრიხს მიხედე გენრიხს
რობი
RAI-ის ჟურნალისტი, ანტონელო პერილიო "მოდით, შევხედოთ ნაპოლის კონკურენტ ინტერს, სადაც საკონტრაქტო თვალსაზრისით საერთოდ სხვა სიტუაციაა. მათ ახლახანს დადეს ახალი ხელშეკრულება მხითარიანთან, დარმიანთან და დიმარკოსთან, რომლებიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესები იქნებიან. რას აკეთებს ამის პარალელურად ნაპოლის პრეზიდენტი?" "როგორ შეიძლება კონტრაქტზე და ხელფასის გაზრდაზე დააყოვნო ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც." "მხოლოდ უცნაური ეთქმის იმ ფაქტს, რომ ნაპოლიში თითქმის ყველა კვარაცხელიაზე მეტს შოულობს, მათ შორის მეორეხარისხოვანი დემეც, რომელიც ხვიჩაზე ლამის ორჯერ მეტს იღებს",
ზურაბ
ხვიჩას წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს,მხარში უნდა დავუდგეთ ამ ოქრო ბიჭს
გიორგი
აჩრდილი როგორ არის სექტემბრიდან ნაპოლის შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა. ნაკრებში ასევე 5. ტაილანდს გაუტანა. კვიპროსს გაუტანა შოტლანდია 2 გაუტანა ესპანეთს გაუტანა. ამაზე კარგი შედეგი ვის ჰქონია ნაკრებში?
რობი
არავინ არ დაკვირვებია მესსი რატომ თამაშობს ასე ლაღად არგენტინის ნაკრებში? იმიტომ რომ მას გვერდზე ყოველთვის ყავს დამზღვევი ფეხბურთელი რომელიც იცავს მას უხოშობისაგან და აზღვევს
Givi
100% იანი სტატიაა ბრავო, კვარასგან ყოველ თამაშში მაქსიმუმს ითხოვენ და არავინ ფიქრობს როგორ და რატომ?? ყველაზე დაბალხელფასიანი თან სულ ურტყამენ სადაც მიუწვდებათ, მის ადგილას მესი რომ იყოს სულ წითელი ბარათების ფრიალი იქნებოდა, თან ასაკს შეხედეთ 22 წლის ზოგი მაგ ასაკში კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს... ასე რომ ბოღმას და შურიანობას შეეშვას ბევრი თორემ კვარა კიდევ ძალიან დიდხანს არ დააძინებს ამნაირ ხალხს მშვიდად...
დიმა
არ მოგბეზრდათ ყველაფრის გაპრავება? შარშანდელი ხვიჩას აჩრდილია სამწუხაროდ და დეგენერატი პრეზიდენტი რა შუაშია.
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება - პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
"ნაპოლის" "ბრაიტონიდან" კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ისწავლეთ დე ლაურენტისისგან" - ენრიკო ფედელე
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი - სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
დე ლაურენტისის მოულოდნელი საქციელი - რა კონტრაქტს სთავაზობს "ნაპოლი" კევინ დე ბრუინს
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! - შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
"ნაპოლის" კონკურენტი გამოუჩნდა - სანჩოს გადაბირება სერია A-ს სხვა კლუბმაც მოისურვა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა