სად ითამაშებს დიმიტარ ბერბატოვი ახალ სეზონში, ეს ჯერ თავადაც არ იცის
"პარი სენ-ჟერმენმა" "რომას" თავდამსხმელის მარკო ბორიელოს შეძენის სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, ფრანგები ან იტალიელს შეიძენენ, ან ბულგარელ დიმიტარ ბერბატოვს.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ჯალოროსი" თავის ფეხბურთელს 8 მილიონ ევროდ აფასებს. შარშან ეს ფეხბურთელი "რომაში" იჯარით თამაშობდა და დედაქალაქელებმა მისი კონტრაქტი "მილანისგან" მაისში გამოისყიდეს. თუმცა გუნდში ლუის ენრიკეს დანიშვნისა და ბოიან კრკიჩის მოსვლის შემდეგ ეჭვი არავის ეპარება, რომ ესპანელი აქცენტს ახალგაზრდა თანამემამულეზე გააკეთებს. თავად ფეხბურთელი სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარს არ აკეთებს.

რაც შეეხება ბერბატოვის ტრანსფერს, "მანჩესტერმა" დაადასტურა, რომ ოფიციალური წინადადება პარიზელთაგან უკვე მიიღო, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული არაფერია. აღსანიშნავია, რომ "ალისფერმა ეშმაკებმა" მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი მარსელში გამართეს, სადაც "მანიუს" მეორე შემადგენლობა "მარსელს" გაეჯიბრა და 8:2 წააგო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი თანხები გაიღო. ხარჯი უკვე 100 მილიონს ასცდა, მათ შორის "ლურჯ-წითლებმა" 43 მილიონი არგენტინელ ხავიერ პასტორეში გადაიხადეს.

აქვე გაცნობებთ, რომ იტალიის ნაკრების მეკარის სალვატორე სირიგუს გადაბირებამდე ლეონარდო იტალიიდან მეორე მეკარის, ბრაზილიელი ჟულიო სერჟიოს შეძენას გეგმავდა. ამის თაობაზე თავად ფეხბურთელი ჰყვება: "დიახ, მართალია, ლეონარდომ კონტრაქტი რამდენჯერმე შემომთავაზა. ის ცდილობდა აეხსნა ჩემთვის პარიზული კლუბის ფილოსოფია და მიზნები, მაგრამ "ლეჩეს" დამრიგებლის ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის სიტყვა მქონდა მიცემული, რომ მათთან გადავიდოდი. სიტყვის გატეხა კი არაფრად მიღირდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან აქ ძალიან თბილად მიმიღეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა