მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა კადეტებმა პირველი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგეს, მეორე პოზიციისთვის კი ფინეთს შეებრძოლებიან
მაკედონიაში შესარჩევ ტურნირზე გამგზავრების წინ საქართევლოს კადეტთა ნაკრების თავკაცმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა - ჩვენი მთავარი საფიქრალი წინა ხაზია, ტანმაღალი კალათბურთელების ნაკლებობას განვიცდითო. ეს გუშინ პორტუგალიასთან მატჩში თვალნათლივ გამოჩნდა - მეტოქემ ჩვენს გუნდს ფარქვეშ აშკარად აჯობა, ბურთი 54-ჯერ მოხსნა, როცა ქართველები ფარიდან ასხლეტილ ბურთს მხოლოდ 33-ჯერ დაეუფლნენ. მეტსაც გეტყვით: პორტუგალიელებმა 19 მოხსნა საქართველოს ნაკრების ფარზე მიითვალეს.

გია კაზანჯიანმა ისიც დასძინა, სწრაფი თამაშით უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებაო. სისწრაფე კი უკანახაზელებს მოეთხოვებათ, თუმცა ვერც პერიმეტრზე ვაჯობეთ გუშინდელ მეტოქეს - პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი სამქულიანი გამოიყენეს (7:3). გადამწყვეტი სწორედ მესამე პერიოდის დასაწყისში ჩაგდებული სამი სამქულიანი იყო - სამივე ტყორცნა დიოგო გამერომ გამოიყენა და პირენეელთა უპიერატესობა 15 ქულამდე გაიზარდა (49:34).

ამის შემდეგ ქართველები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა კადეტებმა პირველი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგეს, მეორე პოზიციისთვის კი ფინეთს შეებრძოლებიან. ორივე გუნდს თითო მოგება აქვს და დღევანდელ მატჩში გამარჯვებული მეორე ეტაპს მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

3 აგვისტო

საქართველო-პორტუგალია 52:67

14:21, 17:16, 12:19, 9:11

საქართველო: ბოლქვაძე (25 წთ, 13ქ, 2პ, 2ჩ), ქიტოშვილი (11 წთ, 1ქ), ამირხანაშვილი (15 წთ, 3ქ, 2ჩ, 2მ), ლილუაშვილი (13 წთ, 2ქ), ტომარაძე (12 წთ, 3ქ, 2მ), დვალი (4 წთ), აბულაძე (26 წთ, 8ქ, 2ჩ), ჯაყელი (16 წთ, 2ქ, 4მ), ცქიტიშვილი (8 წთ), გამრეკლიძე (25 წთ, 15ქ, 9მ), დარახველიძე (24 წთ, 4მ), პულუზაშვილი (22 წთ, 5ქ, 4მ, 7დ).

პორტუგალია: გიმარაეში (11ქ, 10მ), მარკესი (14ქ), ინსალი (14ქ, 10მ), გამეირო (17ქ, 13მ)...

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. პორტუგალია 2 2 0 131/114 4

2. ფინეთი 2 1 1 129/127 3

3. საქართველო 2 1 1 122/134 3

4. ლუქსემბურგი 2 0 2 130/137 2

დღეს

16:30 პორტუგალია-ლუქსემბურგი

18:45 საქართველო-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა