მსოფლიოს პირველობის ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ შავი ფიგურებით 50-ე სვლაზე აზერბაიჯანელი ულვია ფატალიევა დაამარცხა
ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე გუშინ მე-2 ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ შავი ფიგურებით 50-ე სვლაზე აზერბაიჯანელი ულვია ფატალიევა დაამარცხა.

პერუელმა დეიზი კორიმ, ასევე, შავებით ინდოელ ნანდიჰაას სძლია, ოლგა გირიამ (რუსეთი)-აისა იმეევას (რუსეთი) მოუგო, კუბრა ოზთურქმა (თურქეთი)-პრია ნემას (ინდოეთი), როუთ რადმინიმ (ინდოეთი)-პონ კრიტიკას (ინდოეთი), ნარმინ კაზიმოვამ (აზერბაიჯანი)-ბალა კანამას (ინდოეთი), ირინა ბულმაგამ (რუმინეთი)-კარლა სერან ჰერედიას (ეკვადორი). ყველა გამარჯვებულმა ორ-ორ ქულას მოუყარა თავი.

მოულოდნელი იყო ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტის, მე-2 ნომრად განთესილი რუსი დიდოსტატის - ანასტასია სავინას წაგება ფრანგ კაროლ ფორესტიესთან. არადა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მეტოქეს რეიტინგში 297 პუნქტით უსწრებს.

თანატოლებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი ქეთი წაწალაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომერია. მან კენჭისყრაზე ჩასვლა დააგვიანა, ამიტომ პირველ ტურში მეტოქის გარეშე დარჩა და გათამაშების ცხრილში ნული ჩაეწერა. გუშინ კი თეთრი ფიგურებით საკმაოდ სუსტ არგენტინელ აილენ მარტინესს დაუზავდა, რომელიც ჩვენებურს რეიტინგში 307 პუნქტით ჩამორჩება. მართალია, ორ ტურში 1,5 ქულის დაკარგვა დიდი დანაკლისია, მაგრამ წინ კიდევ თერთმეტი ტურია დარჩენილი და მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება.

მესამე ტურში, რომლის ორთაბრძოლებიც დღეს გაიმართება, ორქულიანი მეწინავენი ასე დაწყვილდნენ: ნაზი პაიკიძე-კუბრა ოზთურქი, დეიზი კორი-ელენა სემიონოვა (რუსეთი), ჰულკატ ტახირჯანოვა (უზბეკეთი)-ოლგა გირია, როუთ რადმინი-ჯულიანა საემი ტერაო (ბრაზილია), კაროლ ფორესტიე-ირინა ბულმაგა, ნარმინ კაზიმოვა-ლასია (ინდოეთი). ქეთი წაწალაშვილი კი შავებით შეთი შრისტის (ინდოეთი) დაუპირისპირდება.

ვაჟთა ტურნირში 15 ოროსანია. ასე რომ, აქ გამოკვეთილ კონკურენტზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა