ბელგრადში დაწყებულ სროლის სახეობათა ევროპის ჩემპიონატში ქართველმა მაია გუბიევამ წარუმატებლად იასპარეზა
ბელგრადში დაწყებულ სროლის სახეობათა ევროპის ჩემპიონატში ჯერჯერობით საქართველოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გამოვიდა - მრგვალ სტენდზე მსროლელი მაია გუბიევა, თუმცა წარუმატებლად იასპარეზა. ჩვენებური 35 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზე გავიდა 55 ქულით და არათუ ლიდერებს, წინ მდგომ დუეტსაც კი 4 ქულით ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონი ესპანელი ფატიმა გალვესი გახდა, რომელიც თავიდანვე დაწინაურდა და შესარჩევი ეტაპი 72 ქულით მოიგო. ვერცხლი რუსმა ელენა ტკაჩმა ირგუნა, ბრინჯაო - ფრანგმა დელფინე რაგინეტიმ. რუსმა და ფრანგმა საკვალიფიკაციო ერთნაირი შედეგით - 71 ქულით დაამთავრეს, ფინალში კი მედალოსანთა სამეულმა ასევე ერთნაირი ქულები გააკეთა - 23-23, თუმცა ესპანელს შესარჩევის ერთქულიანმა ფორამ ოქრო მოუტანა, მისმა მდევრებმა კი 94-94 ქულა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი სროლა დაინიშნა. აქ ტკაჩმა ერთი ქულით იმარჯვა და ვერცხლიც მას ერგო.

ეს ჩემპიონატი სასტენდო სროლის გარდა, ტყვიის სროლაშიც იმართება, ოღონდ მხოლოდ სპორტული პისტოლეტით, ვინაიდან პნევმატურში გაზაფხულზე იტალიურ ბრეშიაში გაიმართა. მასში ჩვენგან ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ. ოლიმპიური ჩემპიონი 7 აგვისტოს ისვრის, ქადაგიძე - 6-ში. მონაწილენი გვეყოლებიან სასანგრე სტენდზე სროლაშიც. თანაც ვაჟთა სრული გუნდი - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია. ისინი 12 აგვისტოს ისვრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა