ვაშინგტონის ტურნირზე მეორე წრეში ჯეიმს ბლეიკმა შარშანდელი ტრიუმფატორის დავიდ ნალბანდიანს ძლევა იოლად მოახერხა
ვაშინგტონის ტურნირზე მეორე წრეში ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ ამ შეჯიბრის ყოფილი ჩემპიონები: ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი შარშანდელი ტრიუმფატორის დავიდ ნალბანდიანის წინააღმდეგ.

გამარჯვებული მასპინძელი გამოვიდა, რომელმაც მარტის შემდეგ პირველად შეძლო ზედიზედ ორი მატჩის მოგება. ჯეიმსმა ეს საკმაოდ იოლად მოახერხა. 72 წუთის განმავლობაში მან შვიდი ეისი ჩააწოდა და სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

პრობლემა არ ჰქონია კიდევ ერთ ამერიკელ ჯონ ისნერს - მან კლასის ხარჯზე იოლად გაიარა გერმანელი ტობიას კამკეს ბარიერი.

გასულ კვირას ლოს ანჯელესის ტურნირის ნახევარფინალში გასულმა ალექს ბოგომოლოვმა ამჯერად პირველივე წრეში წააგო რაიან სვიტინგთან. გრიგორ დიმიტროვმა 12 ეისის წყალობით ორ საათსა და 40 წუთში მოუგო ტიმ შმიჩეკს. წელს AთP-ის ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა ვეტერანმა გერმანელმა ტომი ჰაასმა - მან ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ამირ დელიჩი. აღსანიშნავია, რომ ჰაასმა პირველ მოწოდებაზე ქულების 92 პროცენტი მოიგო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფინელი იარკო ნიემინენის მატჩი მეორე წრეში. სკანდინავიელმა ორ სეტში მოუგო რუს იგორ კუნიცინს. ეს შეხვედრა იმით არის აღსანიშნავი, რომ ნიემინენისთვის ეს იყო კარიერაში 300-ე გამარჯვება. დღეისთვის იარკოსთვის პროფესიულ ტურში მოგება-წაგების ბალანსი 300:240-ს შეადგენს.

ნიემინენმა პროფესიული კარიერა 2000 წელს დაიწყო და ზედიზედ ათი წლის განმავლობაში სეზონს საუკეთესო ასეულში ასრულებდა. ფინელის საუკეთესო სარეიტინგო მიღწევაა მე-13 ადგილი (2006 წლის ივლისი). სულ მას AთP-ის ტურში 10 ფინალი აქვს ნათამაშები და აქედან ერთი ტიტული მოიგო - 2006 წელს ოკლენდში.

და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ვაშინგტონის ტურნირს ეხება. აქ გამოსვლაზე უარი განაცხადა ამერიკელთა პირველმა ნომერმა მარდი ფიშმა. როგორც იცით, მან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ატლანტასა და ლოს ანჯელესში ითამაშა: პირველ შემთხვევაში მთავარი პრიზი მოიგო, მეორეში კი ფინალამდე მიაღწია. ახლა, ფიშმა დაღლილობა მოიმიზეზა და ამის გამო თქვა უარი თამაშზე.

ავსტრიის კიტცბუელში პარალელურად მიმდინარე გრუნტის ტურნირზე მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩატარდა და ამით პირველი წრე დასრულდა.

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა მარსელ გრანოლერსმა ფილიპო ვოლანდრი დაამარცხა. მართალია, ესპანელი მხოლოდ მეშვიდე ნომრად არის განთესილი ავსტრიაში, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, რადგან გასულ კვირას შვეიცარიის გშტაადში მთავარი პრიზი მოიპოვა.

გრანოლერსის შემდეგი მეტოქე ანტონიო ვეიჩი იქნება, რომელმაც იმავე დღეს მასპინძლების ერთ-ერთი მთავარი იმედი ანდრეას ჰაიდერ-მაურერი დაამარცხა. ამისთვის მას ორსაათნახევარი და სამი სეტი დასჭირდა. სხვათა შორის, ეს ხორვატი რეიტინგის მეორე ასეულის ბოლოში იმყოფებდა, მაგრამ მაინც შეუძლია გრუნტზე ნებისმიერი ფავორიტისთვის პრობლემების შექმნა. შეგახსენებთ, რომ ვეიჩმა წლევანდელი როლან გაროსი საკვალიფიკაციო ტურნირიდან დაიწყო და საბოლოოდ, მესამე წრეს მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ATP

Bet-At-Home Cup

კიტცბუელი (ავსტრია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

ჟოაო სოუზა (ბრა)-იეჟი იანოვიჩი (პოლ) 6:3, 4:6, 7:6; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:4, 6:2; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:3, 6:3; ანტონიო ვეიჩი (ხორ)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:7, 6:4, 6:2.

Legg Mason Tennis Classic

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

I წრე

მიხაელ ბერერი (გერ)-პაოლო ლორენცი (იტა) 7:5, 6:1; რაიან ჰარისონი (აშშ)-საშა ზვერევი (გერ) 6:4, 1:6, 6:1; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-რაიან სტივინგი (აშშ) 2:6, 4:6; ფლავიო ჩიპოლა (იტა)-მარსელ ილჰანი (თურ) 7:6, 6:0; ამირ დელიჩი (აშშ)-ტომი ჰაასი (გერ) 2:6, 3:6; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 4:6, 7:6, 7:6; სომდევ დევარმანი (ინდ)-დენის გრემელმაირი (გერ) 6:2, 6:3.

II წრე

კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-კრის გუჩიონე (ავსტრა) 3:6, 6:2, 7:6; იარკო ნიემინენი (ფინ)-იგორ კუნიცინი (რუს) 7:5, 6:4; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 2:6, 4:6; ჯონ ისნერი (აშშ)-ტობიას კამკე (გერ) 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა