გიორგი შერმადინი "ტენერიფეში" მე-5 სეზონს ატარებს და ის უკვე ამ კლუბის ლეგენდაა. არაერთ მაჩვენებელში შერმადინი კლუბის ისტორიული ლიდერია, რამდენიმეში კი ზღვარზეა და ლიდერად მისი გადასვლა დროის ამბავია. 2020-21 და 2022-23 წლების სეზონებში ესპანეთის ჩემპიონატის ორგზის MVP-მ წინა ტურში, რომელშიც "ტენერიფემ" "ხუვენტუდი" დაამარცხა, 8 მოხსნა მოაგროვა, რითაც 4 ერთეულით გადაასწრო ამ კომპონენტში კლუბის ისტორიულ ლიდერ კენ ჯონსონს. ამერიკელი კალათბურთელის სარეკორდო შედეგი, რომელიც 834-ს შეადგენდა, მთელი 33 წელი ურყევად იდგა, სანამ იგი შერმადინმა 4 მოხსნით არ გააუმჯობესა. ამ ამბავს როგორც თავად "ტენერიფემ", ისე ესპანეთის ლიგამ საკმაო ყურადღება დაუთმო.

“ცხადია, ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველა მოთამაშის ოცნებაა, რომ გუნდში რაიმე რეკორდის მფლობელი იყოს. ეს ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია. აქ იგულისხმება მწვრთნელების მიერ გამოჩენილი ნდობაც, რაც ჩემთვის მოცემულ წუთებში იგულისხმება. ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ისაა, ამას თამაშში როგორ გადაიტანთ” – რეკორდთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა თავად ქართველმა რეკორდსმენმა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს რეკორდის მოსახსნელად 148 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც ნიშნავს, რომ თითო შეხვედრაში ის საშუალოდ 5,6 მოხსნას აგროვებს. სათქმელია ისიც, რომ შერმადინი "ტენერიფეს" ისტორიაში აბსოლუტური ლიდერია სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის (2 987) მხრივ და ასევე პირველ ადგილზეა ჩაგდებულ ორქულიანებსა (780) და ჩატენვებში (190). ამას გარდა, გიოს მე-2 პოზიცია უკავია კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მას 2 237 ქულა აქვს და მხოლოდ ესპანელ ხერმან გონსალესს (3 191) ჩამორჩება. ამ რეკორდის დასამხობად შერმადინს დიდი მონდომება მართებს.

GBF.GE

კობა
ბრავო გიორგი!!!... კიდევ მრავალი მიღწევები მოგველოცოს!!!...
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში