"ბლექბერნის" კონგოელი მცველი, 27 წლის კრისტოფერ სამბა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სამიზნეზეა
"ბლექბერნის" კონგოელი მცველი, 27 წლის კრისტოფერ სამბა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სამიზნეზეა. "დეზები" მის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ, თუმცა, რამდენადაც პრესაში გაჟონა, ისინი რივერსაიდელებს ფულად სრული თანხის მხოლოდ ნაწილს სთავაზობენ. სხვა სიტყვებით საქმე "ფულს პლუს ფეხბურთელის" ტიპის გარიგებასთან გვაქვს.

სამბას შეძენა აგრეთვე სურთ "არსენალსა" და "ევერტონსაც", თუმცა ბოლო დღეებში ეს ორი კლუბი ჩუმად იყო, "სფურზმა" კი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. დავაზუსტოთ: ჩრდილოლონდონელთა თავკაცი ჰარი რედნაპი "ბლექბერნს" 10 მილიონ ფუნტს სთავაზობს, 2 მილიონის ხურდად კი ჯერმაინ დეფოს, რობი კინს, დევიდ ბენტლის ან სებასტიან ბასონგს სთავაზობს. თავად სამბა "ტოტენჰემში" გადასვლაზე ყაბულსაა, თუმცა არც "არსენალზე" იტყოდა უარს.

მოგეხსენებათ, "მეთოფეებსაც" დაცვის ცენტრში აქვთ პრობლემა და სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გაშვებული გოლების გამო დიდ კრიტიკასაც აწყდებიან. ბოლოს "არსენალს" ევერტონელი ფილ ჯეგიელკას ყიდვა უნდოდა, თუმცა, არსენ ვენგერი ჩასაფრებულია და თუ "ბლექბერნმა" სამბას ფასი დააკლო, მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. საქმე ის გახლავთ, რომ სამბა ჯეგიელკაზე ნაკლებიც ღირს და ხელფასიც ნაკლები უნდა.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" შეთავაზებას, ექსპერტები ელიან, რომ ჯერჯერობით "ბლექბერნი" მასზე უარს იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია