გიორგი შერმადინმა "ბარსელონას" წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა, მის გუნდს კი სულ მცირედი დააკლდა კატალონიური გრანდის დამარცხებამდე. "ლენოვო ტენერიფემ" "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 80:83 წააგო.

შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაში, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე არასრული 29 წუთი დაჰყო. გიორგიმ 14 ორქულიანიდან 10 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 გამოიყენა. 22 ქულასთან ერთად, შერმადინმა 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

"ტენერიფეში" ასევე გამოირჩა ახალწვეული კაილი გაი, რომელმაც 13 ქულა და 5 პასი მიითვალა, ტიმ აბრომაიტისმა – 10, მარსელინიოს ანგარიშზე კი 9 ქულა და 7 პასი დაგროვდა. ბარსელონელებს შერმადინივით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. 16 ქულა ჩააგდო დარიო ბრიზუელამ, 14 - იან ვესელიმ, ხოლო ჯაბარი პარკერის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

მატჩის ბედი სწორედ პარკერმა გადაწყვიტა. შეხვედრა, ფაქტობრივად, ოვერტაიმში იყო გადასული, თუმცა ნბა-ს ვერამობრწყინებულმა ვარსკვლავმა გამარჯვების სამქულიანი დროის ამოწურვამდე 0.3 წამით ადრე ჩააგდო.

9 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 იანვარს, "ტენერიფე" სტუმრად "მონბუს ობრადორიოს" დაუპირისპირდება.

GBF.GE

ირაკლი
ყველაზე წარმატებული და სტაბილური ქართველი სპორტსმენი!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში