ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

კიდევ ერთი ქართველი "შახტარში" - თბილისის "დინამო" ტრანსფერის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს

კიდევ ერთი ქართველი "შახტარში" - თბილისის "დინამო" ტრანსფერის სანაცვლოდ 700 000 ევროს მიიღებს

<p>უკრაინული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 19 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას "შახტარში" განაგრძობს.</p><p>ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელი დონეცკურ გუნდთან ერთად თურქეთში საწვრთნელ შეკრებას გადის და წესით, მალე კონტრაქტის გაფორმებასაც წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.</p><p>ირკვევა, რომ ლაცაბიძე უკრაინულ გუნდში შესაძლო იყო, გასულ ზაფხულსაც გადასულიყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა, ახლა კი თბილისის "დინამო" ფეხბურთელის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 700 000 ევროს მიიღებს. ის დედაქალაქური გუნდის აღზრდილია და გასულ სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.</p><p>შეგახსენებთ, რომ დონეცკური კლუბის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, უკვე იცავს.</p><p>"შახტარი" თურქეთში 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მარიო პუშიჩის გუნდს კი ოფიციალური მატჩი 15 თებერვალს ჰამბურგში ელის, როდესაც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში "მარსელს" დაუპირისპირდება.<br></p>

  • vava-Ს

    რუსეთში იშოვება ფული ადვილად? ე.ი. მთავარია რუსეთში რო წახვიდე მილიონერი უეჭველი გახდები?გენაცვალე აზროვნებაში.რუსეთი სიზმარში მაინც თუ გინახია?

  • გიო

    კვარა-მამარდას გაშვებით 50 და 100 მილიონი დაკარგაო რომ ამბობთ, ვინმეს გაქვთ ილუზია საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ამ დონეზე (თუნდაც 20/30 %-ით) განვითარდებოდა რომელიმე? თუ ესეთი მარტივი არის გუნდის აწყობა სხვა რატომ ვერ აკეთებს?? ფიფიამ რომ თქვა გავყიდიო რატო არავინ გამოთქვა ყიდვის სურვილი?? შორიდან ადვილია ხო :D არგაუშვა უცხოეთშიო ვინც ამბობთ, კითხეთ ამა ფეხბურთელებს, რეალურად უნდა იმ ახალგაზრდას 22-23 წლამდე საქართველოში დარჩენა?? რას ფიქრობთ დავითაშვილი-კვარაცხელია დარჩებოდნენ მაგდენ ხანს საქართველოში (რატო არგააგრძელეს კონტრაქტი)?? ჩაკვეტაძეს ჰქონდა დარჩენის სურვილი?? სიგუას რამდენ ხანს ექნებოდა მოტივაცია რომ არგაეშვათ?? ფეიქრიშვილს აქებენ ეხლა, რა პირობებიც გინდა შესთავაზე და უთხარი 23 წლამდე დინამოში იყავი და მერე გაგყიდითო რას გეტყვით. რაც შეეხება ლაცაბიძეს, არვიცი კარგად ეგ ბიჭი თუმცა ცენტრალური მცველია, სადაც თამაშობენ ხვადაგიანი-კალანდაძე, რომელიმე სკამზე რომ დაესვათ დარწმუნებული ვარ იტყოდით 21 წლამდე ევროპაზე რა კარგად ითამაშეს და ზამენაზე რატო დასვესო.

  • vava vava

    მიმოიხედე საქართველოში და ნახავ, რამდენ უჭკუოს აქვს ფული. ჯობია ზევიდან დაიწყე. რუსეთში ბევრი ჭკუა არ სჭირდება ფულის შოვნას, ფიფიასაც იქა აქვს ფული ნაშოვნი. ჭკუა რომ ჰქონოდა და ტალანტი, ან ფეხბურთის გაგებაში რომ ყოფილიყო, კვარას რუსთავში გაუშვებდა და მამარდას საბურთალოში?! 60-100 მილიონი დაკარგა ტიპმა და ჭკუა აქვსო. ეს ხეპრე ესა, დინამო მარტო ფიფიასი არაა, ის საქართველოს ფეხბურთის ისტორიაა, ეს რომ ესმოდეს, მაგასაც ჭკუა უნდა.

  • Levani

    და კიდევ დავამატებ- ყოველ წელს ეძლევა ქართველ ახალგაზრდებს შანსი რომ მოუგონ ვიღაც პიუნიკებს და ბუქარესტებს,ან ასტანებს და ჯგუფში შევიდნენ. ვერ ახერხებენ ამას? და ესეიგი არ არის ჩვენი ადგილი "იქ" აბა შეტენეთ ვიღაც მამადუებს და ტურეებს მილიონები. რას ამბობთ,ჯუღელი რო შეიყვანს კოლხეთს კონფერენს ლიგაზე სოხუმში დაჯდება მთავრობა-რეფერენდუმს ჩაატარებენ და შემოგვიერთდებიან იმწუთას..ქართველები ჯგუფში შევიდნენო

  • Levani

    ვპასუხობ მოპასუხეებს. რას ნიშნავს დინამო ფიფიასი არ არის? ვისია სპორტსაზოგადოება "დინამო-მილინციონერის" თუ საბჭოთა საქართველოს? აჰ-დიდი სახელი აქვს? რას ლაპარაკობთ. მერე-არ გამოდო იმ კაცმა გასაყიდად? რატო არ იყიდეთ ან თქვენ,ან ვინმე ფულიანმა? კაცმა რომ გკითხოთ დასავლელობას და პრადვინუტობას აწვებით,მაგრამ ეს კომუნისტური აზროვნება რომ ვინმეს რამე თუ აქვს უნდა ვებრძოლოთ ეგ ვერ მოიშორეთ. მე არა ვარ წინააღმდეგი თუ ვინმე იყიდის დინამოს და უფრო ძლიერ გუნდად აქცევს. რეალობა კი ისაა რომ ის კაცი ვისაც ამჟამად ეკუთვნის დინამო საკმაოდ ჭკვიანურად მართავს გუნდს.

  • გიორგი

    აქამდე "მოტანილი" ფული დინამოს რაში გამოადგა რო გვითხრა არ გინდა? დინამოს აკადემიის ეზოში მანქანის დაყენება 3 ლარი რომ ღირს და ბავშვებს თვეობით რომ არ აძლევენ ფორმას რომელშიც ფულს ართმევენ და თუ მისცეს ცისფერის და ლურჯის ყველა ტონალობა რომ არის? მთავარ გუნდს პუმა აცვია და ამათ რაღაც ბაზრობის ადიბასები? ეს ძაან ზედაპირულად სიღრმეებში რომ არ შევიდეთ. ახალჰაზრდებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტიო და 19 წლოს ბიჭს ისე უშვებს გუნდში ნათამაშებიც არ აქვს.

  • :))))))

    ფიფიას რომ ასწავლით ჭკუას. მისი 10% ჭკუა რომ გქონდეთ, მისი ქონების 2% ხომ მაინც გექნებოდათ. :))))

  • ბალეშიკ

    ომამდე და ომის შემდეგაც შახტარი რუსულ გუნდებს ჯობია რადგან სისტემატიურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდნენ ადრე თუ ყავდათ ბრაზილიელი ლეგიონერები დღეს მათ ქართველები ანაცვლებენ რომ არა შახტარი უკრაინაში უკრაინის ჩემპიონატი რუსეთის პრემიერ ლიგაზე უარესია

  • გოგა

    რუსეთი ჩაიკეტა და გაიხსნა უკრაინა, ნუ ევროპული გუნდები ჯობია, წარმატებები

  • დიმო

    დინამოს პირველ გუნდში არ ათამაშებდნენ: ხოჭოლავას,კვარაცხელიას და მამარდაშვილს. დასკვნა შენ გამოიტანე ძმაო.

  • ???

    იგივე ფეხბურთელები რომ დაიტოვოს, ხელფასები მოუმატოს, შეათამაშოს გუნდი 3-4 წელი, გავიდეს ევროპალიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე და მერე უფრო ძვირად რომ გაყიდოს, არა? ამას უნდა თავი-ბოლო 10-15 მილიონი. მერე შევსებაც უმტკივნეულო იქნება და სულ დაიჭერენ რაღაცა თამასას. უბრალოდ უნდა მოითმინოს ფიფიამ 3-4 წელი და უხადოს მაღალი ხელფასი ადგილზე. არავინ არ იფიქრებს სადმე წასვლაზე, თუ 40-50 ათასი ლარს აქ გადაუხდი თვეში. ძალიან მაგარი გუნდი გაკეთდება ადგილზე, ეს ვერ გაიგეს ჩვენთან, რომ საქართველო არის ტალანტების საბადო, რომლებიც ასე უაზროდ გაყიდულები მერე იკარგებიან, მარტო ნინუას მაგალითი ეყოფა, თუმცა რამდენი ნინუა დაიკარგა, ვინ იცის. უნდა დატოვო ეს ბიჭები, შეათამაშო, დააღვინო და მერე გაყიდე ბატონო უფრო ძვირად, 22-23 წლის ასაკში. ტოპ -5 ლიგაში თუ გადავლენ, სხვა საქმეა. ფიფიას მომხრე როგორ ხართ, კაცმა მარტო 2 ფეხბურთელში მინ. 50-70 მილიონი დაკარგა, ერთი რუსთავში გაუშვა და მეორე საბურთალოში, კვარა და მამარდა. მაგას რა უნდა დინამოში? ფარერებთან 1:6 რომ აგებს, ესაა მოსაწონი? თუ დინამო მარტო ფიფიასია?!

  • kesha

    რამოდენიმე თამაშს ვუყურე უჭკვიანესი ბიჭია, კარგია რომ წავიდა.წარმატებები

  • ემიგრანტი

    შახტარს სურდა შარშან გადაყცანა და დინამოში პირველ გუნდში ვერ მოხვდა მხოლოდ ორი თამაში ათამაშეს და ეს რა პოლიტიკას ემსახურება ვერ დააკმაყოფილა პირველი გუნდის დონე და შახტარისას აკმაყოფილებს ეს ხომ აბსურდია 700000 ამდენ თანხას არავინ გადაიხდის ... დინამოში მუშაობენ არა პროფესიონალი ხალხი რაც ცუდია და შედეგებზეც აისახება ცალსახად წარმატებები ლაცაბიძეს

  • ბათუმელა

    თან ეგ ერთჯერადი თანხაა და ყოველი მისი მომდევნო ტრანსფერიდან დამატებით პროცენტს მიიღებს დინამო, როგორც წესი ასეთი ხელშეკრულებები იდება ხოლმე. მაგარი ბიჭები ჰყავს აკადემიიდან დინამოს და ყოველ წელს 2-3 ასეთი ფეხბურთელი რომ გაყიდონ 6 მლნ ლარია, ამ თანხების რეინვესტირება აკადემიაში და რეგიონებში გაშლა კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს როგორც დინამოს ასევე ზოგადად ქართულ ფეხბურთს, სწორედ ამ მაგარი ბიჭების მხრებზე დგას საქართველოს მომავალი ნაკრები!

  • Levani

    ლანძღეთ ახლა ფიფია, ბიზნესი ბუძუ ასე კეთდება. აბა აიღე სახელმწიფო დახმარება,შეტენე ვიღაც გაურკვეველ ლეგიონერებს და მერე იძახე გავკოტრდი,დამეხმარეთ. ბიჭს 2 თამაში აქვს ნათამაშები და თითქმის 2 000 000 ლარი მოუტანა გუნდს. მე მომხრე ვარ ამ პოლიტიკის. და კიდევ ერთი პლიუსი-19 წლის ბიჭს,ამხელა ასპარეზი მიეცა,თუ რამე შეუძლია დაამტკიცოს და ჩვენც გაგვახაროს

  • beqa

    წარმატებები

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?

გოჩოლეიშვილმა "ბაიერთან" შეუცვლელად ითამაშა - "ჰამბურგი" დამარცხდა

"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება

[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში

[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები

აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება

რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა

[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ოფიციალურად - ლაცაბიძე "ჩერნომორეცში" გადავიდა

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო

[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს

"შახტარი" ქართველ მცველს იჯარით გაუშვებს

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა