"ნაპოლი" იტალიის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ (ორჯერ გაიმარჯვა) იასპარეზებს და "ინტერს" დაუპირისპირდება. ვალტერ მაცარის გუნდისთვის ახლა თითოეული დადებითი ემოცია და მით უმეტეს, ტიტული, მნიშვნელოვანია. "ფიორენტინასთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში განსხვავებული იყო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია...

როგორც იქნა, ნეაპოლელთა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტის სურვილებს გადააბიჯა და ის ტაქტიკური სქემა გამოიყენა, რომელიც მასთანაც უფრო ახლოსაა და იქნებ არსებულ კონტინგენტთანაც. ასეთ ცვლილებებს სირთულეები ყოველთვის მოსდევს, ფეხბურთელებს მასთან ადაპტირება სჭირდებათ და საბოლოო ფორმირებისთვის გარკვეული დროა საჭირო.

საინტერესო იყო სამი უკანახაზელით თამაშისას ჯოვანი დი ლორენცოს ცენტრალურ მცველად ხილვა. კაპიტანს ამ პრობლემურ ზონაში მეტი სტაბილურობის შეტანა შეუძლია და შეტევაში ბურთის წამოღებასაც, რაც კიმის წასვლის შემდეგ ასე ჭირს, მეტად შეძლებს. კიდევ ერთი სიახლე სტანისლავ ლობოტკას უკავშირდებოდა. სლოვაკს შემტევებთან მაქსიმალურად ახლოს უნდა ემოქმედა. ახლა ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია, სამომავლოდ კი წინა ხაზის ფეხბურთელებს, მათ შორის, კვარაცხელიას, იქნებ მეტი თავისუფალი სივრცე გაუჩნდეთ და გამამწვავებელი პასებიც დროულად მიიღონ.

პარტნიორების მომარაგება მართლაც პრობლემური საკითხია. ერთია ტექნიკურად ვერშესრულება (რაც ხვიჩასაც მოუვიდა), მეორე კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღება (შეგნებულად ან განზრახ). გამოვყოფთ ეპიზოდებს (იმის გამო არა, რომ ჩვენებურს უკავშირდება), კაიუსტესა და პოლიტანოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური ვარიანტები რომ მიეღოთ, "კვარას" კარის აღების კარგი შანსები მიეცემოდა. ფაქტია, მიუხედავად იმისა, ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთის ძიებაშია, ის მას ნაკლებად აქვს ან არაოპტიმალურ ვითარებაში იღებს და ამაზე მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ. 77-ე ნომერი საჩემპიონო წელს მატჩის ბედს მაშინაც წყვეტდა, როცა თითქოს პასიური იყო და ბურთთან ნაკლებად იმყოფებოდა, ახლა კი ამის გაკეთება ძალიან რთულია - გუნდიც დასუსტებულია, მის მიმართ კი წინააღმდეგობები გაზრდილია. ქართველმა პირველ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ახალ ტაქტიკურ სქემას (3-4-3-ად ტრანსფორმირდება თუ 3-4-2-1 იქნება) ქართველი გარემარბისთვის ის პლუსები აქვს, ბურთის მიღება გვერდით ხაზთან არ უწევს და იმპროვიზაციის მეტი საშუალება გააჩნია, თუმცა ერთია ფურცელზე დაწერილი ტაქტიკა და მეორე, თუ მას გუნდი როგორ ასრულებს. როცა რუი ახერხებდა, შეტევაში ჩართულიყო და სივრცეები აეთვისებინა, ცენტრიდან შეტევის გზებს ხვიჩაც თავისუფლად ეძებდა; იყო ეპიზოდები, "ჩაკეტილი" მარიო 77-ე ნომერს გრძელი პასებით "ეძებდა" და ამ დროს "კვარას" შეტევის განვითარებისთვის ბევრი არჩევანი არ ჰქონია, თანაც, ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც... რგოლებს შორის მეტი კავშირის და შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის ნაცვლად, მას დაცვითი ოპერაციების შესრულება უწევდა. გარკვეულ ეპიზოდებში ხვიჩა იმ პოზიციაზე ვნახეთ, როგორც ბოლო დროს საქართველოს ნაკრებშია - გამოკვეთილ ფორვარდთან (გუშინ სიმეონე იყო) ახლოს. ამ ტაქტიკას კარგი დამუშავება სჭირდება, რაც არ იგრძნობოდა...

გუნდმა ფინალზე ფიქრი ნაადრევად დაიწყო. ამას ხელი მწვრთნელმაც შეუწყო, რომელმაც ჩვენებური მინდვრიდან გაიყვანა. ძერბინის პროგრესი აღსანიშნავია... წინ გადამწყვეტი მატჩია და გვჯერა, სულ სხვანაირ კვარაცხელიას ვიხილავთ. კარგი იყო, რომ მაცარის შეგირდებმა სამი გაიტანეს, არადა, ბოლო დროს მოწინააღმდეგის კარის აღება როგორ უჭირდათ.

საუდის არაბეთში შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. დასამალი არაა, იქაურები "მილანსა" თუ "იუვენტუსს" მეტად იცნობენ. იმედია, ფინალი მათ და ყველას მოლოდინებს სრულად გაამართლებს და ხვიჩაც "ინტერთან" დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს!..

მაცარი
მერედა,შენ რა გიხარია?
Ზაზა
100 % სასარგებლო კომენტარია.
Zaza
რამდენი იდიოტი გაუჩენია უფალს! ჯერ ის და მერე ეს - ვითომ "დემნა გვასალია"!
geo
ინტერი წელს დაფრინავს , ისეთ ფორმაშია. პირველ 15 წუთში მოათავებს საქმეს ნაპოლისთან. რაც შეეხება კვარას' მას ფეხს არ გაანძრევინებენ.
ფუი
ფსიქიატრთან ჩადი,მოგხედოს.
დემნა გვასალია
ჩამოდი ხვიჩა ჩემთან,კაბები ვკეროთ.ჩემ ქმარს ძალიან უყვარს მეგრელები
ამატაკი
მგონია რომ მეტი მოთმინება გვმართებს. ნაპოლისნაირ გუნდისათვის მოვლენების სხვაგვარი განვითარება იქნებოდა მოულოდნელი.ის ხომ არ მიეკუთვნება გრანდებს, რომ ჩემპიონობა მისთვის ჩვეულებრივად აღიქმებოდეს, საუკუნეში სამჯერ აღწევს სკუდეტოს. გუნდი და თამაში უნდა გადაეწყოს. ჩვენთვის გარკვეული სარგებელიც კია. ძალიან წააგავს ჩვენი ნაკრების ერთერთ სასურველ სქემას(3-4-2-1). კვარასთვის არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, უფრო საინტერესო. რაც შეეხება სილამაზეს, ის ვერ მოვა ასე უცებ. ამისათვის მთლიანად ფეხბურთელებმა მალე უნდა შეისისხლხორცონ თავისი ადგილი ახალ სქემაში, რათა ბურთმა სწრაფად და აზრიანად იმოძრაოს. კვარას დიდებულებას მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, მისი ძალა უსწრაფეს და ნატიფ გადაწყვეტაშია. სტატიკურ და ტაქტიკურ ორთაბრძოლებში ის ჩვეულებრივ კარგ მოთამაშედ მოჩანს, სპალეტიც კი ასეთ თამაშებში ხშირად სკამზე სვამდა. ისე საინტერესოდ მოჩანს პოლიტანოს მაგივრად ლინდსტრომის დაყენება,აინტრახტში მშვენივრად თამაშობდა. ახალ ნაპოლიში ფრთები ალბათ უფრო ლატერალების იქნება. კვარას უფრო შიგნით, 9-იანთან ახლოს მოუწევს თამაში. თუ რათქმაუნდა რუი დაცვით ფაზაში მუდმივად პრობლემებნს არ შექმნის.
Master
ნურაფერს ნუ ელით,ძლივს ცოტა მიწყნარდა აჟიოტაჟი ამ ბიჭთან მიმართებაში.შეეშვით და აცადეთ თამაში.
კოლხიდელი
ჰა ბურთი,ჰა მოედანი! გაგვახარე,ხვიჩა!!!
კომბლეს და ხისთავიანებს!!!
თქვენს არაკაცობას და უვიცობას საზღვრები არ გააჩნია!!!!!
რონი
აუ დამღალეთ რა!!! ჩაკვეტინიო დაითრიოს ლავრენტამ მაგას მაინც უყვარს კაპიკებით კაი ფეხბურთელის დათრევა და მოეხსნება პლეიმეიკერის პრობლემა...... სად ლობოტკა და სად გამთამაშებელი?!
gel-100
kii dilaobit mxvdeba xolme suboqsinis programis rigshi
ჟორა გაბრიჭიძე
ეს ამ თამაშში კი არა, ყველა თამაშში ხდება. ხვიჩა სულ ხელაწეული დგას თავისუფალ ზ0ნაში. ბურთს კი მაშინ აწვდიან, როცა მცველთა გარემოცვაშია. ეს ისე აშკარად ხდება ბრმა უნდა იყო რომ ვერ შეამჩნიო.
მინდია
ერთი-ორი კაი ფინტი,სამი-ოთხი ბურთი კიდე და შემოგადნებიან ბილწი მაგინარები შარშანდელი თოვლივით.შენც გაიხარებ და ჩვენც დავისვენებთ.მეტი მოინდომე და გააკეთე ასე,ხვიჩა ძამია.წარმატებები შენ,შენს გუნდს და საქართველოს ნაკრებს.
კახა
მართალი ხარ ძმაო.კვარას დიდი პოტენციალი აქვს რასაც ნაპოლში ვერ იყენებენ და სჯობია ლივერპულში გადავიდეს,თანაც კლოპი ყველაზე მაგრად მოსწონს
სოსო
კვარა,საკუთარ თავზე,ბევრს აღარ იღებს.ვფიქრობ მიზეზებზე ლაპარაკი,საჭიროც აღარ არის.ყველაფერი ცხადია.რაც ხელფასი აქვს,იმაზე ორ-სამჯერ მეტს მაინც აკეთებს და ეგეც ზედმეტია.ინგლისში,გულშემატკივრები კლუბს თუ ფეხბურთელს,მაშინაც მხარს უჭერენ,როცა ისინი აგებენ,ჩვენთან კი,ზოგი მაშინაც კი აგინებს,როცა ჩემპიონებად ხდებიან.
არტ
1. ხვიჩა ისეთი ვერ არის როგორც შარშან იყო. კი ასეა . მაგრამ: 2. ეს ლოგიკურია რადგან ცნობილია მეორე წლის სინდრომი. უმაღლეს დონეზე თამაშის მეორე წელი ყველასთვის პრობლემურია. და ჩავარდნა თითქმის ყოველთვის ხდება. 3. მეორე წლის კრიზისის ძირითადი მიზეზებია: ფსიქოლოგიური, ფეხბურთელისაგან გაცილებით ბევრს მოითხოვენ, და ხდება ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ჯერ მიჩვეული არ არის და ტექნიკური, ანუ მოწინააღმდეგეებმა აღმოაჩინეს მისი თამაშის თავისებურებები და იყენებენ ამას. 4. თუ ფეხბურთელმა წარმატებით გადაიტანა მეორე წლის კრიზისი, გამოიყენა ეს წელი იმისათვის რომ ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, აღმოაჩინოს სად აქვს სისუსტეები, რა აქვს დასახვეწი და ამაზე იმუშაოს, მესამე წელს ისევ იწყება აღმასვლა და უკვე ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა. ხოდა ჩემი აზრით, ხვიჩამ უნდა აიყვანოს ფსიქოლოგი, რომელიც მოხსნის ამ დაძაბულობას. უნდა სგრეთვე მიხედოს იმას რაც დასახვეწი აქვს- მეტი სამუშაოა დარტყმაზე, არა მარტო სიზუსტეზე, არამედ მრავალფეროვნებაზე - ყოველთვის თითქმის ძალაზე ურტყამს,საჭიროა მეკარის მოტყუება დარტყმისას, თავზე გადაგდება, და ასე შემდეგ ეს სამუშაოა. დასახვეწია, აგრეთვე უბურთოდ მოძრაობა. და ბოლოს ვიცი, ახლა დამიწერენ კვარამ უკეთ იცის რაზე იმუშაოსო. და შენი რჩევები არაფერში ჭირდებაო. ღმერთმა ქნას თუ ასეა. მაგრამ მე მგონი ფეხბურთელის ერთი მხრივ ცაში აყვანას, მისი პრობლემების არშემჩნევას ან მეორე მხრივ ბულინგსა და ლანძღვას მაინც ეს ჯობია
ლადო - ს
შენ თავს ისულელებ თუ მართლა იმნაირი ხარ?
გიორგი
ეგ პრობლემა მაშინაა თუ თვითონ აქცევ პრობლემად, და მაგათი მიზანიც სწორედ ეგაა. თეთრზე შავის ურცხვად მთქმელი სერიოზულად არ უნდა აღიქვა, მაქსიმუმ ამ საიტის მასხარად.
L.J .
Penalze ver dagetanxmebi,mitumetess agebdnen im dros...
გიპნოზა
სანამ ბევრის ტვინამდე დავა ეს, შარშან თუ თამაშობდა ხვიჩა მაგრად, თქვენი აზრით წელს ვერ ითამაშებდა? სანამ როგორც ეკუთვნის, ისე არ დააფასებენ, ეგრე თამაშობს და დააცადეთ კაცს.
ბრაზი
შენი გამორჩეული თანამემამულე სპორტსმენის დამცრობა-დაკნინებისა და მის მისამართით ღვარძლის ნთხევის დაუოკებელი სურვილი,ამ ამაზრზენი საქმით დაკავებულთა სულის სიბილწესა და გონის ნულოვან დონეზე ყოფნაზე მიუთიეთბს მხოლოდ.
კ ო მ ბ ლ ე
რაოო? მაგის 1 % გააკეთეთოო? ჰმ, ხუმრობ? მილიონი არ მინდა, ნახევარი ლიმონიც მეყოფა, მომეცით ნახევარი ლიმონი და მთელ დასავლეთ საქართველოს დავაძღობ პერაშკებით და მწვადით. არ გაწყობთ? ნაპოლის მოვაგებინებ ლიგას! რაფრა და მოწინააღმდეგის რამდენი ფეხბურთელი მეყოლება დასაჭრელი? დიდი დიდი რვა, ათი ხომ? ი ვსიო, ნაპოლი ლიგის ჩემპიონია სიმონ!მაგაზე ადვილი რაია თვარა/...
გიორგი
ეს ბიჭი ჩემს გაკვირვებას არ წყვეტს. ფიორესთან ერთ-ერთი ყველაზე უფერული თამაში ჩაატარა რაც კი მინახავს ხვიჩას მონაწილეობით, მაგრამ საგოლე შეტევაში მონაწილეობის მიღება მაოინც შესძლო და კლასი აჩვენა. ვინც მოვლენებს საკუთარი და არა ნასესეხები თვალებით და ტვინით ხედავს და აფასებს, დაინახავდა რომ მართალია ბრაზილიელმა ოსტატობა აჩვენა ამის გამოვლენის შესაძლებლობა მაქსიმალურად გაუმარტივა ხვიჩას მოქმედებამ ანუ კლასმა. ისეთ მდგომარეობაში მისცა ერთი შეხებით მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას პასი რომ 5 ნომერს არც წინ, არც მარჯვნივ კარის და სიმეონეს მიმართულებით მოძრაობისას ხელის შემშლელი არავინ ჰყავდა და თავისი კლასიც გამოავლინა. (აბა მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშში არავინ მოგცემს საშუალებას აბსოლუტურად თავისუფლად იმოქმედო, ლობიოს ჭამა კი არ არის). მანდ გამოჩნდა მთელი ხვიჩა! ლაღად თამაშობს და გათამაშებს, და თამაშზე ზემოქმედების მოხდენის უნარი სისხლში, ჯიშსა და ჯილაგში აქვს. ვენაცვალე სწორედ მაგაში!
იასონაა
რა გასაკვრია და უჭირს ჩვენებურს,თუმცა აქ მარტო მისი ბრალეულობა არ არის. თანაგუნდელი დროულად პასში არ გეთამაშება და რა უნდა ქნა,რა წყალში უნდა გადავარდე?! დააკვირდით,როგორ თამაშობს ნაპოლი,თავისი პოლიტანოთი და ლობოტკათი,რამდენ შეხებას აკეთებენ და რა მომენტში იძლევიან პასს,ეს ნორმალური როგორ არის? მერედა,კრიზისი ქონდეს გუნდის ლიდერს და ამაში არ ეხმარებოდეს გუნდი,ესეც გაუგონარია და ნაპოლი მაგარი ცუდი ორგანიზაციაა ამ მხრივ. პენალტი დაინიშნა და პოლიტანომ დაარტყა,რატომ არ დაარტყა კვარამ? ეს გოლი ხო წნეხის მოხსნაში დაეხმარებოდა,თუმცა არავინ დარდობს ამაზე. ადრე იყო ასეთი შემთხვევა,როცა სალაჰი ლივერპულში გადავიდა,თავიდან ბევრი გოლი შეაგდო,მერე აფრიკის თასზე წავიდა და მიჯრით თამაშებში გოლების შეგდება უჭირდა. ფეხბურთის მოყვარულებს ემახსოვრებათ,რომ იმ პერიოდში პენალტისტი მილნერი ყავდათ,ყველა პენალტს ის ურტყავდა,რადგან გამტანი იყო და ა.შ. სალაჰის კრიზისის დროს,დაინიშნა პენალტი და მილნერმა სალაჰს დაუთმო,მერე სალაჰმა შეუბერა და რეკორდი დაამყარა. ფეხბურთი არის გუნდური თამაში,გუნდური სულისკვეთება იმარჯვებს ყოველთვის და როცა ერთს უჭირს,სხვები მხარში უნდა ამოუდგნენ. კვარა არც გუნდი უვარგა და არც მწვრთნელი,ვერ იყენებენ და ეს თვალსაჩინოა. აქ ობიექტურობას ითხოვენ,თუმცა ავიწყდებათ ფაქტები ფეხბურთში.დენის ბერკამპმა ფეხი ვერ მოიკიდა ინტერში(ფრენის შიში ქონდა) და ვერ უგებდნენ,თუმცა არსენალში დაფრინავდა და აფასებდნენ,რობერტო კარლოსი ინტერში ვერ იყო ის,რაც მერე რეალში იყო. ყველაზე ნათელი მაგალითი არის კოუტინიო,ვერც ინტერში,ვერც ესპანიოლში ვერ თამაშობდა,თუმცა ლივერპულში დაფრინავდა,მერე ბარსაში ისევ ვერ გამოიყენეს. ფეხბურთის გრანდებს აქვთ თავისი კულტურა,მიდგომები და ფასეულობები,თუმცა ნაპოლი გრანდი არ არის და არც კულტურა არ აქვს. ამიტომ უპრიანი იქნება კვარამ დატოვოს ნეაპოლი და წავიდეს ინგლისში,ნახავთ მერე თუ ვერ ითამაშებს. ფანები ფეხბურთელს უნდა ამხნევებდეს და არა პირიქით. შეხედეთ ლივერპულის ფანებს,დარვინს სკანდირებენ ყველა თამაშში და ტიპი გოლს ვერ იტანს,მაგრამ ფანებმა იციან თავისი მოვალეობა. ეს ქართველებსაც გეხებათ,არც თქვენ უჭერთ მხარს კვარას,რადგან იმ დონეს ვერ აჩვენებს და გაყიდვადი აღარ არის ეს ამბავი,ხოდა ეს კარგია? ბილ შენკლის სიტყვებით დავასურულებ,თუ წაგების ან ფრის დროს არ მიჭერ მხარს,მაშინ უფლება არ გაქვს იყო ჩვენი მხარდამჭერი მოგების დროს. ასე ჩამოაყალიბა იმ კაცმა კულტურა ლივერპულში და დღემდე მოსდევთ. გაიხსენეთ სტამბული და 0-3 ფინალის პირველი ტაიმი,15 წუთი არ გაჩერებულა ტრიბუნები და დადეს ქამბექი. ასევე,ბარსასთან 3-0 ამოიღეს ენფილდზე და 4-0 მოიგეს,გაიხსენეთ ენფილდი იმ მომენტში. ასეთ გუნდში უნდა იყოს კვარა და მერე ნახავთ თუ ვერ ითამაშებს.კარგი იქნება კვარას ნახვა ლივერპულში,კლოპის ხელში და ნახავთ მისი პოტენციალს. მაცარის ის ვერ გაურკვევია რა სისტემით ითამაშოს და 7 თვიანი მწვრთნელია,უირობოდ აღარ იქნება ნაპოლის მწვრთნელი მერე,სულ რო ყველა ტიტული მოიგოს,ხოდა ეს კარგია? და მაინც,კვარას სჭირს რაღაც? წარმატებები კვარას და ყველა ქართველს
გიორგი
არადა გუშინ სტატია იყო კაშიასთვის თურმე ხელები უნდა დაგვეჭრა რაფრა პირველი ნომრად არ მოხაზა ხვიჩაო.არადა რეალირად ხელები მაშინ უნდა მოგვეჭრა კაშიასთვის ეგ რომ მართლა ექნა. თქვენადა ეს პატივცემული ფეხბურთის თამაშს კიდევ აპირებს კიდევ თუ ის ნახევარი სეზონი იყო მთელი მისი კარიერა?

შეეშვი მესის, ხავის და ინიესტას მერე ბრაითვეიტებიან და მინგესებიან ბარსას ჩემპიონობაც მოაგებინა პირადად და თასიც. და ლამის ყველა მატჩში MOM ხდებოდა. ჩვენ ჩვენი გადარდებს, კერძოდ კი ის, რომ კვარას ძალიან უჭირს მეორე სეზონის მომენტი და ფსიქოლოგი ჭირდება. რაზეც მისი გარემოცვა რატომღაც არ ფიქრობს.
ლადოს
ლადო შენ შეიძლება 10 000 წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ მერწმუნე მარტო წაკითხვა არაფერს შველის, იმიტომ რომ იქ დაწერილი შეიძლება უკუღმა აღიქვა და უკუღმა გამოიყენო და ბოროტებაში ჩაგეთვალოს
დიღომი დიდია
აბა სადა ხართ ნარიმან კვარაცხელიას მრევლი.
ვახო
არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა მოტივით დაწერა ეს პოსტი.. 90 % ხო სიმართლეა? გააგრძელებს ასე და მართლა დარჩება ერთ საშუალო კარგ ფეხბურთელად ვთქვათ პოლიტანოს დონის..
ლადო
წიგნი წაიკითხე მეგობარო და მიხვდები რომ რელიგია სწორადაც რო ლიბერალიზმს და შემწყნარებლობას ქადაგებს. იესომ მაგდალინელი მიიღო და ეს სტალისთაყვამისმცემლები რა დღეში ხართ
llcl
რა შემდეგი წელი და კაშია, იმედია ამ წელსაც აღარ ვნახავთ ნაკრებში! ლადოს რატომ წერ, ვატუტი დაწერე, წელსვე შეგიძლიათ წაიყვანოთ ლიბერასტებმა და იქ თქვენთან აკაპიტნეთ! ხვიჩას და ყველა მართლმადიდებელ ქართველს ვულოცავ ნათლისღებას! ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვამყოფოს ჩვენს ნათლიებთან და ნათლულებთან ერთად!
beqa
მაგდენის გაქანება სადააქ ამ ხალხს ლოგიკურად რო შეაფასონ საერთოდ ყველაფერი მრავალი კუთხიდან დაინახონ. უამრავი რამაა რაზეც აქებენ როცა საერთოდ პირიქით უნდა ითქვას!! კრიტიკა პირადი შეურაწყოფა გგონიათ
ეი შენ
ხვიჩამ შენზე უკეთ იცის რა და როგორ არის. არ არის საჭირო ყველამ თავისი "ბრძნული" აზრები აფრქვიოს. ყველაფერი კარგად იქნება და დაუბრუნდება კვარა ძველ ფორმას!
ჯარჯი
საქმაეს მიხედეთ ლუზერებო და იმის 1% გააკეთეთ რასაც ხვიჩა აკეთებს და მის ასაკში იმ თნახის 1% გამოიმუშავეთ რაც მან ამ ბოლო 3 წელიწადში.
rateqs
კი ბატონო მესმის, მაგრამ გაიხსენეთ ბარსა ხავის, ინიესტას, სუარესის არ ყოფნის შემდეგ მესიც აღარ ბრწყინავდა, მითუმეტეს მთელი გუნდი მესიზე იყო აწყობილი
sandro giga-s
გიგა, ასე გამართულად რომ წერს ისეთი ფეხბურთელი მხოლოდ ერთი ვიცი და ფედერაციის გენდირექტორია თუ რაცხა - მუჯირს ვგულისხმობ. ან შური სად ნახე, რისკენაც ეს კაცი მოუწოდებს, ის გვინდა მთელ საქართველოს და ყველანი შურიანები ვყოფილვართ მაშინ.
Cleopatra's Lover
და საქმეც მაგაშია კვარას გუშინდელ თუ ზოგადად ბოლო შეხვედრებს შეხედეთ უცხო თვალით როგორც ამას უცხოელი აკეთებს და არა სუბიექტურათ როგორც ქართველს, და აჩვენებს კი ხვიჩა ტოპ შემტევისთვის დამახასიათებელ თამაშებს? გულწრფელები ვიყოთ ამ ეტაპზე ვეღარ. გუნდის არ მიხმარება, ფიზიკური სისწრაფის კლება თუ ცუდი ფინიში არავის აინტერესებს ჩვენს ფარგლებს გარეთ ისინი აფასებენ მთავარს თამაშის ხარისხს გოლს ასისტს და თუ როგორი გავლენა მოახდინა თამაშის რეზულტატზე რაც ვაღიაროთ მიმდინარე სეზონში საგანგაშოდ კლებისკენ მიდის და ეს თუ არ გამოსწორდა სახეზე გვაქ პოლიტანო ელმასის გაქანების ლეველამდე "ჩამოსვლა" რომლებიც არანაირად არ განიხილებიან ტოპ ვარსკვლავებად კი არა ტოპ 50 შემტევში გაუჭირდება ვინმეს მათი დასახელება. ერთ კაცზეც აღარ/ვეღარ მიდის გამწვავებაზე და ეგრევე პასი უკან, ფინიში საერთოდ ჯაგა მცველივით ურტყამს და ამას ვერ ხედავს გგონიათ ვერავინ? კრიტიკა არ ნიშნავს ჰეითს პირიქით ყველამ რო ვიცით ხვიჩას რა შეუძლია როგორი "ზღაპარში" გვაცხოვრა შარშან და წელს ესე ინერტული რომ გახდა ვერ ვეგუებით ამ მოცემულობას და ვწერთ რეალობას.
კისისხეველი
მე ასე ვფიქრობ ხვიჩას არ აღმოაჩნდა საკმარისი პროფესიონალიზმი მეორე სეზონის სიძნელეები მარტოს რომ დაეძლია. ამ სეზონში მის გვერდით არ არის სპეციალისტთა კარგი ჯგუფი: მთავარი მწვრთნელი, ინდ. მწვრთნელი, ფიზმომზადების, ფსიქოლოგი , უკეთესი მენეჯერი და ა.შ. რომლებიც მას განვითარებაში დაეხმარებოდა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ მასზეც და მთლიანად გუნდზე ცუდად იმოქმედა კლუბის მფლობელის მიერ დამატებით სხვა არასწორმა და დამღუპველმა გადაწყვეტილებებმა. არ ვიცი სად გაგრძელდება ხვიჩას კარიერა, მაგრამ ცხადია რომ მას მოსამატებელი აქვს და მეტი მუშაობა ჭირდება. რაც შეეხება ნაპოლის, აი ხვალ რომ გენიოსი მწვრთნელი დაუნიშნონ, ვფიქრობ რაღაც გამოვა, მაგრამ მაძარის ხელში წარმატების არ მჯერა.
გიგა
ეგრევე გაიშიფრე ვინც ხარ, შურიანი, ხელმოცარული ფეხბურთელი, რომელიც სხვის ჯიბეში ფულს ითვლის.
ვახტანგ ჭელიძე
ვაღიაროთ, ხვიჩამ ,,ნაპოლიში” დიდი ფეხბურთი ითამაშა, მაქსიმუმ, 6-7 თვე. ვისაც არ გჯერათ, სტატისტიკა ნახეთ. თუ არ მოუმატა, ,,რეალი” და ,,სიტი” კი არა, ,,ნაპოლიშიც” სკამზე დასვამენ და მართლებიც იქნებიან. არ მინდა დავიჯერო, რომ ,,გრუზინი” დაემართა.
giorgi
ოქრიაშვილზე ვინმე რამე ინფოს ხოარ ფლოობთ??
ლადო
კაშია შემდეგ წელს არ შეგეშალოს და პირველი ადგილი ვინმე სხვას არ დაუთმო თორე კაპიტნობიდან გადაგაყენებს sportall ის ადმინისტრაცია
ლადო
Sportallმა ძაან ჩაიჯვა კაშიაზე დაწერილი სტატიით. უმაქნისო სვავებო
ნ.ღ.
კვარა უფრო და უფრო მაგონებს დელ პიეროს, ოღონდ იმ საზარელი ტრავმის მერე. დელ პიეროს ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა შიში, ტრავმის გამეორების შიში და ამ შიშთან ერთად ის უკვე ვერასდროს გახდა ძველებურად გრაციოზული. სამწუხარო ისაა, რომ კვარას არანაირი ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ მიოლიონები დაუტკბა, პატარა მეოცნებე ბიჭის ბუნებას უღალატა და დაკმაყოფილდა იმით, რასაც უკვე მიაღწია... ისე, როგორც ეს აქამდეც მრავალგზის გვიხილავს ქართულ სინამდვილეში. აბა სხვაგვარად როგორ ამიხსნით, რომ ადამიანი 10-დან 10 ორთაბრძოლას უბრძოლველად თმობს, საერთოდ ერიდება კონტაქტებს და ძველი კვარასგან კარდინალური განსხვავებით, პასებისა და მოძრაობის 90%-ს უკან, საკუთარი კარისკენ, უსაფრთხო და მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უსარგებლო გარემოსკენ აკეთებს. მთელ სიბერეს აუტანელ სინანულში გაატარებ, კვარა, ამ საქციელის გამო, თუ დროზე არ მოხვედი გონს და არ მიხვდი, რომ არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციაზე დიდი სიამოვნება, არ არსებობს ბავშვობის ოცნებების ახდენაზე დიდი სიხარული, არ არსებობს ღვთივ ბოძებული ნიჭით მშობელი ხალხისთვის დღესასწაულების მოწყობაზე დიადი საქმე და არ არსებობს არაფერი არც მატერიალურ და არც სულიერ სამყაროში, რაც ამ სიქველეთა საპირწონედ ითქმის და ივარგებს. რამდენჯერმე მოხდა ისტორიაში, რომ ქართველებმა უკვე მოპოვებული გამარჯვება დათმეს, რადგან დამარცხებული მტრის დევნის ნაცვლად ბრძოლის ველზე ოხრად დარჩენილ ალაფს დააცხრნენ ხარბად. იმ უგუნური წინაპრების რიგში ჩადგები შენც, თუ საკუთარი ბავშვური ოცნებების ახდენასთან ასე ახლოს მდგომმა, ნანატრი მწვერვალების დაპყრობას ფუფუნებით და განცხრომით ტკბობა ანაცვალე. უპოვარი ადამიანი რომ მიზანსწრაფულია, ხვიჩა, ეგ პროფესიონალიზმი არ არის, ეს გაჭირვების დაძლევის ინსტიქტია, რაც ყველა ადამიანში დევს. პროფესიონალიზმია მიზანსწრაფვის, დასახული გეგმების შესასრულებლად თავდადების უნარის შენარჩუნება სიცოცხლის ბოლომდე, მაშინაც, როცა მატერიალური გაჭირვება დაძლეულია და ნეტარების ყველა პირობა არსებობს. ერთხელ ვცხოვრობთ, ხვიჩა! ნუთუ გგონია, რომ ამდენი ნიჭი მხოლოდ საკუთარი ტკბილი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად მოგეცა?! მე ის კვარა მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვი, რუბინში აღებული პირველი ხელფასებით კოვიდით პარალიზებული წალენჯიხის გაჭირვებულ მკვიდრთ სანოვაგეს რომ ურიგებდა უხმაუროდ, რეკლამაციის გარეშე. ქველმოქმედი ახლაც იქნები, დარწმუნებული ვარ, მაგრამ კაპიკია ყველა შენი ქველმოქმედების ფასი, თუ მთავარი იმედი დაულეწე და ნაცარტუტად უქციე ხალხს, რომელიც შენი ჯანმრთელობისთვის, სიკეთისთვის და წარმატებისთვის ლოცულობს.
მწვრთნელს
მარტო ხელის გადასმა მე ნამდვილად არ წამიკითხავს, თუნდაც ეს წერია "ორთაბრძოლებში გამარჯვება უჭირდა. ნაკლები იყო დრიბლინგი და გამწვავებაც..." მაქსიმალურად ობიექტურადაა ახსნილი გარემოებები და მაინცდამაინც ავტორმაც ცოლს დააბრალოს?
მწვრთნელი
კარგი რა ღვთისავარ! სულ თავზე ხელის გადასმაც არ ვარგა! მაცარის ადგილზე, რომ ვიყო მარტო შეცვლაზე შევუშვებდი ისიც ბოლო 10-15 წუთს! სხვათაშორის არაერთხელ გაუკეთებია ასე სპალეტის და ეხლა ვხდები რატომაც! თავში, რომ არ ავარდნოდა იმიტომ! ეს ის ხვიჩა კვარაცხელია არ არის, რომელიც სპალეტის დროს თამაშობდა! აგერ ლაციოსთან აქვს შეხვედრა ჩემპიონატში და ხვიჩა არ ითამაშებს! 100% ნაპოლი მოიგებს მაგ თამაშს გასვლაზე!
beqa
კვარას ერთადერთი რაც აკლია წელს სითამამეა, თითქოს შეიბოჭა!! "ნაგლობა" რაც შარშან ქონდა არააქ
ზვიადი
ობიექტური მოცემულობა ასეა ზუსტად ხალხო, ერთია რა გვინდა, მეორე რა რეალობაა. ხვიჩას თავისი მოსატებელი აქვს, მაგრამ ამ გუნდის კიდევ ერთი წელი თრევა რთულია
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ