ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვატო ნაცვლიშვილი: პორტუგალიაში გასამართ მატჩზე ახლავე უნდა ვიფიქროთ

ვატო ნაცვლიშვილი: პორტუგალიაში გასამართ მატჩზე ახლავე უნდა ვიფიქროთ

ევრო-2001-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან ჩაატარა. ჩვენ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 13 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდა. შეხვედრის მსვლელობაზე არჩილ ჟღენტი მოგვითხრობს...

ევრო-2001-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან ჩაატარა. ჩვენ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 13 ქულის სხვაობით მოგება სჭირდებოდა. შეხვედრის მსვლელობაზე არჩილ ჟღენტი მოგვითხრობს:

- ბელგიასთან და მასპინძელ შვეიცარიასთან წაგებების შემდეგ ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიის ძლევა გვჭირდებოდა. ამ შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურადაც კარგად მოვემზადეთ, სათანადო ფორმაშიც შევედით და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით მოვიგეთ. პირველი ტაიმის თანაბრად ჩატარების მერე ტემპს ვუმატეთ და 16 ქულით დავწინაურდით. კარგად ირჯებოდა ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელიც გუნდის მთავარი მექულე იყო. პორტუგალიელებმა შეხვედრის ბოლოს სხვაობა შეამცირეს, ბოლო წუთებზე სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიყავით შემართულნი და დასკვნით მონაკვეთშიც დამაჯერებელდ ვითამაშეთ.

პორტუგალიელებს 75:65 ვაჯობეთ, მაგრამ...

- 10-ქულიანი მოგება ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდით, თუ პორტუგალიის ნაკრებს მინიმუმ 13 ქულის სხვაობით დავამარცხებდით. სამწუხაროდ, 3 ქულა დაგვაკლდა. ჩვენი მეტოქე ყველა ღონეს ხმარობდა შესარჩევ ეტაპზე გადასასვლელად. მახსოვს პორტუგალიიდან 30-მდე კაცი იყო ჩამოსული, ზოგი კომისრებთან აგვარებდა საქმეს, ზოგი მსაჯებთან, ზოგიც მეტოქეებთან. მათმა ასეთმა "თავდადებამ" შედეგი გამოიღო, საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს და შასარჩევი ითამაშეს, - სამქულიანი ჩამორჩენის ამბავი რეზო ჩხეიძეს დღესაც ნათლად ახსოვს.

1999 წლის შეხევდრის მონაწილე გუნდებიდან დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი კალათბურთელი გამოვა - ნიკა ცქიტიშვილი. მას სწორედ იმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა სანაკრებო დებიუტი. თუმცა, პორტუგალიურ კალათბურთზე 1999 წლის შეხვედრის სნაიპერი ვახტანგ ნაცვლიშვილი (28 ქულა) უფრო მეტს მოგვიყვება. იგი 2001-03 წლებში პორტუგალიურ "ოლივეირენსეში" თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, ოქროს მედალი მაინც თბილისში აქვს. საქმე ისაა, რომ ვატოს "ოლივეირენსე" "პორტოსთან" ფინალებში მსაჯებმა დაჩაგრეს. როცა ვერცხლის მედლის გადაცემის დრო მოვიდა, ნაცვლიშვილმა პორტუელთათვის განკუთვნილი ერთი ოქროს მედალი აიღო და იქაურებს მიმართა - როგორც თქვენ ჩემპიონობა წამართვით, ამ მედალსაც ისე გართმევთო. ამას დიდი ამბები მოჰყვა, მაგრამ, როგორც გითხარით, ოქროს მედალი დღეს თბილისში, ნაცვლიშვილის კოლექციაში საპატიო ადგილას ინახება.

სხვათა შორის, 2003 წელს "პორტუს" რიგებში ვატოს წინააღმდეგ ითამაშა ნატურალიზებულმა პორტუგალიელმა ჰეშიმუ ევანსმა. მას გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ვკითხე: ვახტანგ ნაცვლიშვილი გემახსოვრება-მეთქი...

ჰეშიმუ არ დაფიქრებულა:

- ვატო? მას კარგად ვიცნობ. შესანიშნავი კალათბურთელი იყო. ყოველთვის მის მოწინააღმდეგე გუნდში ვთამაშობდი და ჩემი მწვრთნელი ნაცვლიშვილის შეჩერებაზე ბევრს ფიქრობდა ხოლმე. ვიცი, რომ კარიერა დაასრულა. ხვალ დარბაზში ხომ იქნება?

ჰეშიმუ ევანსმა იქვე დაამატა, რომ მისი ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ კარგადაა მომზადებული. ვიბრძოლებთ და რა გამოგვივა ხვალ ვნახავთო.

გუშინ საღამოს ვატო ნაცვლიშვილს პორტუგალიის შესახებ რამდენიმე კითხვა დავუსვი. ევანსის შესახებაც ვკითხე.

- ჰეშიმუს კარგად ვიცნობ. იგი ფიზიკურად ძლიერი კალათბურთელია. შორიდან სროლაც შეუძლია, თუმცა სამქულიანის რკალის შიგნით უფრო სახიფათოა.

- პორტუგალიის ნაკრებში კიდევ ვინმეს ხომ არ იცნობ?

- "ოლივეირენსეში" ნუნუ კორტესის გვერდით ვთამაშობდი. გუნდი ძირითადად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული და პორტუგალიელები სათადარიგოები იყვნენ.

- პორტუგალიასთან კარსმომდგარ მატჩზე რისი თქმა შეიძლება?

- ალბათ მოვიგებთ. თუმცა, გამარჯვება გარანტირებლი არ არის. ბრძოლაა საჭირო. პორტუგალიის ნაკრებთან 1999 წელსაც ვითამაშე. მაშინაც არცთუ მაღალი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა, ძალიან შეუპოვარი გუნდია. ხვალინდელი შეხვედრა 26 აგვისტოს მატჩისთვის გათვლების გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ. თბილისში ნაკრებს გულშემატკივარი დაეხმარება, 26 აგვისტოს, პორტუგალიაში კი მძიმე ბრძოლა გველის.

- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზე რას იტყვი?

- თუ ბელგიასთან ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, გუნდი პროგრესის გზაზეა. კალათბურთელები ბელგიაში თავდაჯერებულები ჩავიდნენ, რის გამოც წავაგეთ კიდეც. ჩვენი პრობლემა გასვლითი მატჩების კარგად ჩატარებაა. თუ სტუმრად მოგეგები ვისწავლეთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც მოვიპოვებთ. ამის პოტენციალსაც ვხედავ და არც მეტოქეები ჩანან უძლეველნი. სხვათა შორის, ქართველები საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთან უფრო ცუდად ვთამაშობთ, ვიდრე ძლიერებთან. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტია. ბელგიის მატჩიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, სტუმრად მოგება ვისწავლოთ, ყოველ მატჩზე მაქსიმალურად მობილიზებულები გავიდეთ და წარმატებაც მოვა.

ისტორია. საქართველო-პორტუგალია

ევრო-2001. საკვალიფიკაციო

22.05.1999

საქართველო-პორტუგალია 75:65

30:29, 45:36

საქართველო: თორთლაძე (12წთ, 3ქ), ბოისა (32წთ, 9ქ, 6მ, 1პ, 2ჩ), ხოშტარია (19წთ, 5ქ, 1მ, 2ჩ), გ. ნაცვლიშვილი (17წთ, 4ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), ჟღენტი (32წთ, 17ქ, 4მ, 3პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (7წთ, 0ქ, 1მ), ბერძენიშვილი (4წთ, 0ქ), ჯაფარიძე (15წთ, 5ქ, 2მ), ვ. ნაცვლიშვილი (36წთ, 28ქ, 7მ, 2პ, 4ჩ), ბეჟანიშვილი (6წთ, 0ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (20წთ, 4ქ, 2მ, 3პ, 5ჩ)

მატჩის სტატისტიკა

ორქულიანები - 18/35 (51.4%)

სამქულიანები - 4/14 (28.6%)

საჯარიმოები - 27/35 (77.1%)

მოხსნები - 27

შედეგიანი პასები - 11

ჩაჭრები - 16

საკონტროლო მატჩი

04.08.07

პორტუგალია–საქართველო 70:56

16:16, 20:13, 15:10, 19:17

საქართველო: ცინცაძე (18 წთ. 3 ქ), ელისი (19 წთ. 8 ქ), მ. მარკოიშვილი (21 წთ. 4 ქ), სანიკიძე (29 წთ. 10 ქ. 9 მ), უგრეხელიძე (17 წთ. 4 ქ. 6 მ), გამყრელიძე (22 წთ. 11 ქ. 3 პ), ტუღუში (14 წთ. 4 ქ), ა. ბოისა (5 წთ), ნაცვლიშვილი (20 წთ. 7 ქ. 6 მ), ლეჟავა (5 წთ. 5 ქ), ბაბიაშვილი (20 წთ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• soso

ევრო-რომელი წელი?

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის